იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე

იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე
გერმ. Johann Wolfgang von Goethe
დაბადების თარიღი 28 აგვისტო, 1749(1749-08-28)[1] [2] [3] [4] [5] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23] [24] [25] [26]
დაბადების ადგილი მაინის ფრანკფურტი, საღვთო რომის იმპერია[1] [25]
გარდაცვალების თარიღი 22 მარტი, 1832(1832-03-22)[1] [2] [4] [5] [5] [6] [12] [13] [14] [16] [17] [20] [22] (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვაიმარი, საქსონია-ვაიმარ-აიზენახი, გერმანიის კავშირი[1] [25]
დასაფლავებულია ვაიმარის თავადთა აკლდამა
საქმიანობა თეატრის დირექტორი, ბოტანიკოსი, პოლიტიკოსი, მხატვარი, ფილოსოფოსი[27] , თეოლოგი, იურისტი, ხელოვნების კრიტიკოსი, მუსიკალური კრიტიკოსი, ბიბლიოთეკარი, პოეტი[25] [27] , მოგზაური მწერალი, ფიზიკოსი, ლიტერატორი, რომანისტი, დრამატურგი[26] [27] , ავტობიოგრაფი, დიპლომატი, სახელმწიფო მოღვაწე, უნივერსალური ადამიანი, აფორიზმების ავტორი, დღიურის ავტორი, მინერალოგი, ზოოლოგი, ხელოვნების თეორიტიკოსი, ადვოკატი, კომპოზიტორი, ლიბრეტისტი, მწერალი[25] [26] [27] [28] , ვიზუალური არტისტი[27] და ხელოვნებათმცოდნე[29]
ენა გერმანული ენა
მოქალაქეობა საქსონია-ვაიმარ-აიზენახი
ალმა-მატერი ლაიფციგის უნივერსიტეტი და სტრასბურის უნივერსიტეტი
ჟანრი ლირიკა, დრამა და ტრაგედია
Magnum opus ფაუსტი, ახალგაზრდა ვერტერის ტანჯვა, ვილჰელმ მაისტერის სწავლების წლები, Elective Affinities, პრომეთე, ფერადობის თეორია, იტალიური მოგზაურობა, დასავლეთ-აღმოსავლეთის დივანი, ეგმონტი, The Sorcerer's Apprentice, ტყის მეფე და Maxims and reflections of Goethe
ჯილდოები ბავარიის გვირგვინის მოქალაქეობრივი დამსახურების ორდენი, საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[30] , წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, Grand Cross of the House Order of the White Falcon, Knight Commander of the Order of Leopold (Austria), Order of Leopold და საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი
მეუღლე კრისტინა ვულპიუსი
პარტნიორ(ებ)ი ლილი შენემანი
შვილ(ებ)ი ავგუსტ ფონ გოეთე
ნათესავ(ებ)ი პეტერ იმ ბაუმგარტენი
ხელმოწერა

იოჰან ვოლფგანგ გოეთე (გერმ. Johann Wolfgang von Goethe; დ. 28 აგვისტო, 1749, მაინის ფრანკფურტი — გ. 22 მარტი, 1832, ვაიმარი) — გერმანელი მწერალი, მოაზროვნე და სახელმწიფო მოღვაწე.

ბიოგრაფია

დაიბადა შეძლებული ბიურგერის ოჯახში. სწავლობდა ლაიფციგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში. სტრასბურგში დაუახლოვდა „ქარიშხლისა და შეტევის“ მოძრაობას, მალე მისი აღიარებული თავკაცი გახდა. „ქარიშხლისა და შეტევის“ პერიოდის გოეთესეულ გმირებში ერთი-მეორეს ერწყმის თავისუფლების პათოსი და უკიდურესი ინდივიდუალიზმი.

დრამის „გეც ფონ ბერლიხინგენი“ (1773) გმირის ტრაგედია ისაა, რომ იგი ვერც ფეოდალებს მოსწყდა და ვერც ხალხს დაუკავშირდა ჯეროვნად. რომანში „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“ (1774) აისახა ტრაგიკული ვითარება იმჟამინდელი გერმანიისა, სადაც „ძალა უსულო იყო, ხოლო სული უძალო“ (ენგელსი). ვერთერის ტრაგედია ისაა, რომ ძალზე ბევრი სურს და ძალზე ცოტა შეუძლია. იგი ზედმიწევნით რბილი და „ლირიკული“ პიროვნებაა საიმისოდ, რომ ყოფიერების ტრაგიკულ ასპარეზზე ღირსეული მორკინალობა შეძლოს. „ქარიშხლისა და შეტევის“ პერიოდში გოეთე წერდა ფილოსოფიურ ჰიმნებს („პრომეთე“, „მეეტლე კრონოსი“, „განიმედი“ და სხვ.). მათ გასდევს გოეთესეული „ნათელი ერესის“ კადნიერი იდეა, ღმერთთან ადამიანის სწორფერობის ტენდენცია. მძაფრი პანთეისტური მსოფლგანწყობითვეა განპირობებული ამ ჰიმნთა სალექსო ფორმა: თავისუფალი, შინაგან ექსპრესიას დაქვემდებარებული, რითმის უგულებელმყოფელი რიტმიკა.

1775 გოეთე ვაიმარის სასახლის მინისტრი გახდა. გოეთეს ვაიმარული ცხოვრების პერიოდი „მომთმენიანი წინააღმდეგობით“ აღიბეჭდა; იძულებით კომპრომისზე წასვლა, „რეზინიაცია“ ერთადერთი გზა აღმოჩნდა საიმისოდ, რომ გოეთეს მტრულ ცხოვრებისეულ გარემოცვაში „ფაუსტისა“ და სხვა შედევრების შექმნა დასცლოდა. 1786 გოეთე ფარულად იტალიას გაემგზავრა. იტალიაში მან შეძლო ხელოვნებისა და მეცნიერების სიღრმეთა წვდომა. „ქარიშხლისა და შეტევის“ იდეოლოგიის რკალის გარღვევა და სინამდვილისადმი რეალისტური-პოზიტიური მიმართების დამყარება. იტალიაში მოგზაურობა საფუძვლად დაედო გოეთეს ვაიმარულ კლასიციზმს.

შემოქმედება

გოეთემ ყველა სხვა კლასიცისტზე უკეთ შეძლო ანტიკური ხელოვნების სახეთა მოდერნიზაცია, მათი შევსება საკუთარი შინაარსით („იფიგენია ტავრიდაში“, გამოქყვენდა 1787; „პანდორა“, 1808). იტალიაში დაწერა გოეთემ ციკლი „რომაული ელეგიები“. ამ პერიოდში შეიქმნა ნაშრომი „იტალიური მოგზაურობა“ (ტ. 1-3, გამოქყვენდა 1816-29). 1788 გოეთე იტალიიდან დაბრუნდა. მის „ვაიმარულ“ ნაწარმოებებში მკვეთრად გამოვლინდა რეზინიაციის პრობლემა, თუმცა პირველ ხანებში გოეთე სავსებით და ერთბაშად მაინც არ გასდგომია „ქარიშხლისა და შეტევის“ სულისკვეთებას (დრამები „ეგმონტი“, 1788; „ტორკვატო ტასო„, გამოქყვენდა 1790; რომანი „შერჩევითი ნათესაობა“, 1809 და სხვ.).

გოეთეს ყველაზე ტრაგიკული, თავისი ჩანაფიქრით შემზარავი პიესაა „ტორკვატო ტასო“. ხელოვანი ტასო, რომელსაც სასახლის კარზე იახლოვებენ, არ სჯერდება მასხარად ყოფნას და ჰერცოგის დასაც კი შეიყვარებს. ესაა მისი ტრაგიკული დანაშაული, რომლის არსს გამოხატავს პირფერი კარისკაცის ანტონიოს „სიბრძნე“: ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს. დრამას ქვეტექსტად გასდევს: გოეთე მხოლოდ მწარე გამოცდილების კარნახით ეთანხმება ანტონიოს, გულით კი ტასოს თანაუგრძნობს, რომლის კადნიერ პრეტენზიას მისივე ადამიანური დიდბუნებოვნობა ასაზრდოებს. მაღალი ტრაგიკული პათოსი, რითაც გაგიჟებული ტორკვატო საკუთარ დანაშაულს ცნობს, ააშკარავებს, თუ რა მწვავედ განიცადა გოეთე-გენიოსმა ვაიმარის კარისკაცად თავისი გარდასახვის აუცილებლობა. 1789 საფრანგეთის რევოლუცია საკუთარ ფილოსოფიურ-მეცნიერულ ძიებასთან ერთად გოეთეს მსოფლმხედველობრივი მრწამსის წყაროდ იქცა.

გოეთემ რევოლუციურ თემას უძღვნა ნაწარმოებები: „მოქალაქე გენერალი“ (1793), „აჯანყებულნი“, „ვენეციური ეპიგრამები“ (1796), „ჰერმანი და დოროთეა“ (1798), „რაინიკე მელა“ (1794), „უკანონო ასული“ (1799-1803) და სხვ. ყოფიერების რევოლუციის რიტმის ტრაგიკული ხასიათს გამოხატავს გოეთეს „ფაუსტის“ ძირითადი კონცეფციის შემცველი ექსპოზიცია „პროლოგი ცაში“ (1797-1800). გოეთეს დამოკიდებულება რევოლუციისადმი არც აპოლოგეტურია და არც ნიჰილისტური. იგი მოვლენის ანალიტიკურ-კრიტიკულ განსჯას ემყარება და საბოლოოდ პოზიტიურია. გოეთეს რწმენით, ყოველი დიდი იდეა ტირანულად მოქმედებს თავისი დამკვიდრების პროცესში. „იაკობინურ ძალდატანებას“ იგი პრინციპულად არ უარყოფდა. გოეთე მის მიმართ კრიტიკულად განეწყო 90-იან წლებში, როცა იაკობინელთა საქმიანობა რევ. ამაღლებულ იდეათა პროფანაციად აღიქვა. 1796 გოეთემ შილერთან ერთად გამოაქვეყნა ეპიგრამების ციკლი „ქსენიები“. ამ პერიოდში დაწერა რომანი „ვილჰელმ მაისტერი“ ორ ნაწილად: „ვილჰელმ მაისტერის განსწავლის წლების“ (1796) გმირი ინდივიდუალიზმითაა შეპყრობილი და ობიექტურ სინამდვილესთან გადაუჭრელი წინააღმდეგობის გამო სულიერი კრახის წინაშე დგება; „ვილჰელმ მაისტერის მგზავრობის წლები, ანუ ხელის ამღებნი“ (1829) გვიჩვენებს ეგოისტის გარდასახვას ჭეშმარიტ ადამიანად, კაცურ კაცად.

იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე

გოეთემ მუშაობა დაიწყო ავტობიოგრაფიულ წიგნზე „პოეზია და სინამდვილე“ (ნაწ., 1-4 გაბოქვეყნდა 1811-1833), დაწერა დრამა „ეპიმენიდეს გამოღვიძება“ (1815), ლექსების ციკლი „დასავლურ-აღმოსავლური დივანი“ (1813-1819). „დივანს“ ბოლომდე გასდევს სამყაროს ერთიანობისა და „მშვენიერი ადამიანის“ იდეა; გოეთე არ კმაყოფილდება ბუნებასთან ღმერთის მხოლოდ პანთეისტური გაიგივებით. იგი ადამიანს აღაზევებს ბუნება-ღმერთზე და „მსოფლიო გონთან“ მორკინალ არსებად წარმოგვიდგენს. ადამიანის ეს გაღმერთება გვევლინება ხანდაზმული გოეთეს მთელი ფილოსოფიური პოეზიის, როგორც ლირიკის, ისე „ფაუსტის“, ზეიდეად.

ფაუსტი

გოეთეს შემოქმედების მწვერვალია „ფაუსტი“ ( I ნაწ. 1801, გამოქვეყნდა 1808, II ნაწ. 1832), რომელსაც იგი თითქმის მთელი სიცოცხლე წერდა. „ფაუსტში“ გარდამავალი ეპოქის მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობაც ჯამდება და მომავალ ისტორიულ ეტაპთა პროფილიც ისახება. მსოფლიო პოეზიის ერთ-ერთი უღრმესი რეალისტური ქმნილება სიმბოლურ-ალეგორიული სტილის ნაწარმოებია; სახეთა და ეპოზოდთა უმეტესობა სიმბოლური ხასიათისაა და ორ აზრს შეიცავს ― პირდაპირსა და გადატანითს, რომელიც ღრმა ფილოსოფიურ აზრს გამოხატავს. ჭარბად გვხვდება ალეგორიული, ქარაგმული სახეები, რომლებიც უზოგადეს იდეებსა და მოვლენებს მიანიშნებენ (მაგ., ტრაგედიის ექსპოზიცია და ფინალი, რომელთა ერთიანობა ნაწარმოების დედააზრს გამოხატავს); ფაუსტი განასახიერებს ადამიანის სულის კადნიერ ლტოლვას თავისი ემპირიული ყოფის შეზღუდულობათა დასაძლევად. მაღალი ჰუმანისტური იდეალისათვის, ახლისათვის ჭიდილი მიმდინარეობს „უკანასკნელ საზღვარზე“, „ყოფიერების კიდეზე“.

ფაუსტის ძალთახმევა მოქმედებს ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, მთელი სისრულით, აბსოლუტური მასშტაბებით. ფაუსტის ანტაგონისტურად გვევლინება ბოროტი სული მეფისტოფელი. მისი სამყარო ცინიზმისა და უნაყოფო გონებამახვილობის, ნიჰილიზმისა და უსულგულობის ნიშნითაა დადაღული. მეფისტოფელის ერთადერთი ღირებულება ისაა, რომ მისი ნეგატიურობა ფაუსტს იმპულსად ექცევა პოზიტიურისაკენ სწრაფვაში. ნაწარმოების I ნაწილში ფაუსტი ინდივიდუალისტად გვევლინება, რომელიც თვითდადგინებისაკენ სწრაფვას საკუთარი სურვილით საზღვრავს. II ნაწილში ფაუსტს ცდომილებათა დაძლევის გზაზე თანდათანობით მოთხოვნილებად ექცევა „საზოგადო თავისუფლების“ პრინციპი. მას ბუნებისა და საზოგადოების გარდაქმნის იდეა მოიცავს. ამ „დიადი საქმის“ განხორციელების ჟამს ფაუსტს აუცილებლობად ექცევა რადიკალური ზომების მიღება (ბავკიდასა და ფილემონის ეპიზოდი).

ფაუსტის „მშვენიერი წამის“ პოტენციურ არსად გვევლინება „თავისუფალ მიწაზე თავისუფალი შრომის“ დამკვიდრება. ტრაგედიის I ნაწ. ხალასი პოეზიით, ემოციურობითა და დინამიკით აღსავსე შედევრია ხელოვნებისა; II ნაწ., თ. მანის თქმით, სანახევროდ ფეერიას წარმოადგენს და სანახევროდ მსოფლიო ეპოსს, რომელშიც გერმანული ენის ყველა წყარო ჩქეფს. მისი ყოველი ეპიზოდი გასაოცარია და ბრწყინვალე, ღრმა აზრითა და დიდებულებით გამორჩეული. სცენა ფარსალიის ველებზე და პენეისზე, ელენეს ლეგენდის ჰუმორისტული წარმოდგენა ისეთი მხიარულებითა და სიმსუბუქით ბრწყინავს, რომ ამ ნაწარმოებთან ყოველი შეხება აღგვაფრთხოვანებს, ხელოვნების წყურვილს გვიღვიძებს.

ფილოსოფია

გოეთე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ფილოსოფიური პოეტია. ბენედიქტ სპინოზას მსგავსად, იგი ღმერთთან გაიგივებულ ბუნებას მიიჩნევს causa sui-დ ანუ ყოველივეს მიზეზად. უმთავრესი, რასაც გოეთე „სპინოზიზმს“ მატებს, არის ის, რომ ბუნება-სუბსტანციას არსებითი თვისების სახით აკუთვნებს მოძრაობას. გოეთეს მოძრაობა წარმოდგენილი აქვს არა მექანიკური დინამიკის, არამედ სიმპათიური და პოეტური „მისწრაფების“, სამყაროს „სასიცოცხლო სულის“ სახით. მოძრაობის გამოსახატავად გოეთე იყენებს არისტოტელესა და გოტფრიდ ლაიბნიცის ტერმინს „ენტელექიას“, ოღონდ ისე, რომ ამ იდეალისტურ ცნებას საკუთრივ შინაარსს უკარგავს. გოეთემ ბუნების დიალექტიკური კონცეფცია შეიმუშავა. მისი დიალექტიკის პრინციპია დაპირისპირება და აღმასვლა, ცენტრალური ცნებებია „მეტამორფოზა“ და „პირველფენომენი“. გოეთეს მატერიალური-დიალექტიკური სინთეზისათვის არ მიუღწევია, მაგრამ მძლედ იკაფავდა გზას მისკენ. ესთეტიკაში გოეთე იზიარებს არისტოტელესეულ „მიმეზისის“ ანუ ბუნებისადმი ხელოვნების „მიბაძვის“ კლასიკურ-რეალისტურ თეორიას.

ბუნებისმეტყველება

გოეთეს ისტორიული მნიშვნელობის შრომები აქვს ბუნებისმეტყველობის დარგში. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოეთეს მიერ ყბათაშორისო ძვლის აღმოჩენა (1784), მისი ნაშრომი მცენარეთა მეტამორფოზის შესახებ (1790); მანვე შემოიღო ტერმინი „მორფოლოგია“. მცენარეთა და ცხოველთა ორგანიზმების აგებულების შესახებ გამოთქმული უმნიშვნელოვანესი დებულების გამო გოეთეს თავის დიდ წინამორბედად თვლიდა ჩ. დარვინი. გოეთეს მეცნიერულ შესწავლას საფუძველი ჩაუყარა მარქსიზმის კლასიკოსებმა.

საქართველოში

გოეთესადმი ინტერესი საქართველოში XIX საუკუნეში გამოვლინდა და დღითი დღე იზრდება. ამას მოწმობს პოეტის ნაწარმოებთა თარგმანები, მისი ღრმად ჰუმანისტურ პრობლემატიკის მრავალასპექტოვანი ძიებანი და მეცნიერული შესწავლის წარმატებითი ცდები. ჩვენში გოეთეს მემკვიდრეობის შესწავლის ცენტრის გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების ქართული განყოფილება.

ბიბლიოგრაფია

  • ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი (1774)
  • ვილჰელმ მაისტერის სწავლების წლები (1796)
  • ფაუსტი I ნაწილი (1808)
  • ფაუსტი II ნაწილი (1832)

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118540238 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. Jean Wolfgang Goethe deministère de la Culture.
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  6. 6.0 6.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  7. Find a Grave — 1996.
  8. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  9. Discogs — 2000.
  10. NooSFere — 1999.
  11. filmportal.de — 2005.
  12. 12.0 12.1 Frankfurter Personenlexikon — 2014.
  13. 13.0 13.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  14. 14.0 14.1 Catalogue of the Library of the Pontifical University of the Holy Cross
  15. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  16. 16.0 16.1 Lyas C. Goethe, Johann Wolfgang von // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T033006
  17. 17.0 17.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  18. GeneaStar
  19. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  20. 20.0 20.1 Internet Philosophy Ontology project
  21. AlKindi
  22. 22.0 22.1 Salzburgwiki
  23. Babelio — 2007.
  24. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  25. 25.0 25.1 25.2 25.3 25.4 Archivio Storico Ricordi — 1808.
  26. 26.0 26.1 26.2 BeWeB
  27. 27.0 27.1 27.2 27.3 27.4 The Fine Art Archive
  28. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  29. Dictionary of Art Historians
  30. Léonore databaseministère de la Culture.
  31. 31.0 31.1 https://www.google.co.uk/books/edition/Kierkegaard_Eve_and_Metaphors_of_Birth/euHaDwAAQBAJ?hl=en&gbpv=1&pg=PA126&printsec=frontcover

Read other articles:

Presence of an unwanted element For substances secretly mixed to another, see Adulterant. For other uses, see Contamination (disambiguation). Contamination is the presence of a constituent, impurity, or some other undesirable element that renders something unsuitable, unfit or harmful for both physical body, natural environment, workplace, etc.[1][2][3] Types of contamination Within the sciences, the word contamination can take on a variety of subtle differences in mea...

 

Voce principale: Coppa Davis 2024. Coppa Davis 2024 Competizione Coppa Davis Sport Tennis Edizione 112ª Organizzatore ITF Date Play-off:2 - 4 febbraio 2024Turno principale:Settembre 2024 Cronologia della competizione 2023 Manuale Il Gruppo Mondiale II 2024 è il terzo livello della Coppa Davis 2024. La competizione si divide in due turni: nel primo turno (play-off) si sono affronteranno 24 nazioni; le 12 vincitrici giocheranno nel turno principale contro le perdenti dei play-off del Gruppo ...

 

This article does not cite any sources. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: The Detonator – news · newspapers · books · scholar · JSTOR (June 2020) (Learn how and when to remove this template message) 2006 American filmThe DetonatorOfficial DVD coverDirected byPo-Chih LeongWritten byMartin WheelerProduced byDonald KushnerPierre SpenglerAndrew StevensSta...

American baseball player (born 1976) Baseball player Josh FoggFogg pitching for the Reds in 2008.PitcherBorn: (1976-12-13) December 13, 1976 (age 47)Lynn, Massachusetts, U.S.Batted: RightThrew: RightMLB debutSeptember 2, 2001, for the Chicago White SoxLast MLB appearanceOctober 4, 2009, for the Colorado RockiesMLB statisticsWin–loss record62–69Earned run average5.03Strikeouts627 Teams Chicago White Sox (2001) Pittsburgh Pirates (2002–2005) Colorado Roc...

 

Fictional character in the Star Wars franchise For the television series, see Obi-Wan Kenobi (miniseries). Fictional character Obi-Wan KenobiStar Wars characterAlec Guinness as Obi-Wan Kenobi in Star Wars: Episode IV – A New Hope (1977)First appearanceStar Wars (1977)Created byGeorge LucasBased onGeneral Makabe Rokurōtaby Akira KurosawaPortrayed by Alec Guinness (Episodes IV–VI) Ewan McGregor (Episodes I–III, Obi-Wan Kenobi) Voiced byas Ben Kenobi: Stephen Stanton (Star Wars: Battlefro...

 

Bank QNB IndonesiaJenisJasa keuangan/publik (IDX: BKSW)Didirikan1913KantorpusatDistrict 8 SCBD, Jakarta, IndonesiaTokohkunciStewart Donald Hall (Presiden Direktur)PendapatanRp 302 miliar (2018), Rp 421 miliar (2019) Laba bersihRp 14 miliar (2018), Rp 5 miliar (2019) IndukQatar National BankSitus webqnb.co.id Bank QNB Indonesia adalah perusahaan yang bergerak di bidang perbankan. Bank ini didirikan pada tahun 1913 dan berkantor pusat di Jakarta. Sejarah 1913: Khoe Tjin Tek dan Ouw Tjoei Eng me...

土库曼斯坦总统土库曼斯坦国徽土库曼斯坦总统旗現任谢尔达尔·别尔德穆哈梅多夫自2022年3月19日官邸阿什哈巴德总统府(Oguzkhan Presidential Palace)機關所在地阿什哈巴德任命者直接选举任期7年,可连选连任首任萨帕尔穆拉特·尼亚佐夫设立1991年10月27日 土库曼斯坦土库曼斯坦政府与政治 国家政府 土库曼斯坦宪法 国旗 国徽 国歌 立法機關(英语:National Council of Turkmenistan) ...

 

American comics and screenwriter (born 1973) For the Canadian biologist, see Christopher Yost (biologist). Christopher YostBorn (1973-02-21) February 21, 1973 (age 51)St. Louis, Missouri, U.S.EducationUniversity of MichiganUniversity of Southern CaliforniaOccupationScreenwriterYears active2002–presentWebsitetwitter.com/yost Christopher Lee Yost (/joʊst/; born February 21, 1973) is an American film, television, animation, and comic book writer best known for his work for Marvel St...

 

Imre dari HungariaRaja Hungaria dan KroasiaBerkuasa1196–1204Penobatan16 Mei 1182PendahuluBéla IIIPenerusLászló IIIInformasi pribadiKelahiran1174Kematian30 November 1204 – 1174; umur -31–-30 tahunPemakamanEgerDynastyWangsa ÁrpádAyahBéla III dari HungariaIbuAnna ChâtillonPasanganGonstanza dari AragonAnakLászló III dari HungariaAgamaKatolik Roma Imre, juga dikenal sebagai Henry atau Emerik (bahasa Hongaria: Imre, Kroasia: Emerikcode: hr is deprecated , bahasa Slow...

This article does not cite any sources. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: 1443 in Ireland – news · newspapers · books · scholar · JSTOR (January 2021) (Learn how and when to remove this message) List of events in the year 1443 ← 1442 1441 1440 1439 1438 1443 in Ireland → 1444 1445 1446 1447 1448 Centuries: 13th 14th 15th 16th 17th Decades...

 

For the Birdbrain song, see Youth of America (Birdbrain song). 1981 studio album by WipersYouth of AmericaStudio album by WipersReleasedNovember 11, 1981[1]Recorded1980StudioWave Sound Studios, Vancouver, WashingtonGenre Punk rock post-punk proto-grunge[2] Length30:40LabelPark AvenueProducerGreg SageWipers chronology Alien Boy(1980) Youth of America(1981) Over the Edge(1983) Youth of America is the second studio album by American punk rock band Wipers. It was released ...

 

Laboratory technique in electrophysiology A bacterial spheroplast patched with a glass pipette A patch clamp recording of current reveals transitions between two conductance states of a single ion channel: closed (at top) and open (at bottom). The patch clamp technique is a laboratory technique in electrophysiology used to study ionic currents in individual isolated living cells, tissue sections, or patches of cell membrane. The technique is especially useful in the study of excitable cells s...

Queen of France from 1615 to 1644 This article is about the queen consort. For other women named Anne of Austria, see Anna of Austria (disambiguation). Anne of AustriaInfanta of SpainPortrait by Peter Paul Rubens, c. 1620sQueen consort of FranceTenure24 November 1615 – 14 May 1643Queen consort of NavarreTenure24 November 1615 – 20 October 1620Queen regent of FranceRegency14 May 1643 – 7 September 1651MonarchLouis XIVBorn(1601-09-22)22 September 1601Benavente Palace, Valladolid, Cr...

 

Theme in Christian iconography The Andronikov Gospels were made in the Andronikov Monastery, Moscow in the early 15th century Christ in majesty in a mandorla, surrounded by emblems of the evangelists: ivory plaques on a wooden coffret, Cologne, first half of the 13th century (Musée de Cluny) Christ in Majesty or Christ in Glory (Latin: Maiestas Domini)[1] is the Western Christian image of Christ seated on a throne as ruler of the world, always seen frontally in the centre of the comp...

 

American judge (born 1953) Martha VázquezSenior Judge of the United States District Court for the District of New MexicoIncumbentAssumed office December 31, 2021Chief Judge of the United States District Court for the District of New MexicoIn office2003–2010Preceded byJames Aubrey ParkerSucceeded byBruce D. BlackJudge of the United States District Court for the District of New MexicoIn officeOctober 1, 1993 – December 31, 2021Appointed byBill ClintonPreceded bySantiago E. Cam...

Dutch-built family of modular naval vessels, of corvette or frigate size SIGMA 9113 corvette, KRI Diponegoro (365) Class overview Builders Damen Schelde Naval Shipbuilding PT PAL Indonesia ASTIMAR 20 COTECMAR Operators  Indonesian Navy  Royal Moroccan Navy  Mexican Navy Subclasses 9113 (Indonesian corvette variant) 9813 (Moroccan heavy corvette variant) 10513 (Moroccan light frigate variant) 10514 PKR (Indonesian frigate variant) 10514 POLA (Mexican Long Range OPV Variant) Buil...

 

Dutch and Belgian two-day road cycling race World Ports ClassicRace detailsDateAugust (2012, 2013)May (2014, 2015)RegionNetherlands and BelgiumEnglish nameWorld Ports ClassicDisciplineRoadCompetitionUCI Europe TourTypeStage raceOrganiserAmaury Sport OrganisationWeb sitewww.letour.fr/world-ports-classic/ HistoryFirst edition2012 (2012)Editions4Final edition2015First winner Tom Boonen (BEL)Most winsNo repeat winnersFinal winner Kris Boeckma...

 

Manzano SpringsCDP(EN) Manzano Springs, New Mexico LocalizzazioneStato Stati Uniti Stato federato Nuovo Messico ConteaBernalilloTorrance TerritorioCoordinate34°57′41.04″N 106°13′58.8″W34°57′41.04″N, 106°13′58.8″W (Manzano Springs) Altitudine2 128 m s.l.m. Superficie5,9 km² Abitanti137 (2010) Densità23,22 ab./km² Altre informazioniPrefisso505 Fuso orarioUTC-7 CartografiaManzano Springs Modifica dati su Wikidata · Manuale Manzano Sprin...

Haitian politician (1931–2023) This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This article's tone or style may not reflect the encyclopedic tone used on Wikipedia. See Wikipedia's guide to writing better articles for suggestions. (April 2019) (Learn how and when to remove this message) This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding ...

 

Voce principale: Atalanta Bergamasca Calcio. Atalanta Bergamasca CalcioStagione 1997-1998Sport calcio Squadra Atalanta Allenatore Emiliano Mondonico All. in seconda Gianpaolo Rossi Presidente Ivan Ruggeri Serie A16º posto Coppa ItaliaQuarti di finale Miglior marcatoreCampionato: Caccia (6)Totale: Nicola Caccia Maggior numero di spettatori25.000 vs. Milan (14 dicembre 1997) Minor numero di spettatori6.000 vs. Genoa (15 ottobre 1997) Media spettatori17.187 1996-1997 1998-1999 Si invita a...