|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰოფმანი.
|
ერნსტ თეოდორ ჰოფმანი |
---|
გერმ. Ernst Theodor Amadeus Hoffmann |
|
დაბადების თარიღი |
24 იანვარი, 1776(1776-01-24)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23] [24] |
---|
დაბადების ადგილი |
კენიგსბერგი[25] [3] [4] [5] |
---|
გარდაცვალების თარიღი |
25 ივნისი, 1822(1822-06-25)[1] [2] [4] [5] [6] [7] [22] [23] [24] [10] (46 წლის) |
---|
გარდაცვალების ადგილი |
ბერლინი[25] [22] |
---|
დასაფლავებულია |
Friedhof III der Gemeinde Jerusalems- und Neue Kirche[10] |
---|
ფსევდონიმი |
E. T. A. Hoffmann |
---|
საქმიანობა |
კომპოზიტორი[23] , მოსამართლე, კარიკატურისტი, მხატვარი[23] , საბავშვო მწერალი, მწერალი[1] [22] [23] [26] , დირიჟორი[22] [23] , სცენარისტი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, რომანისტი, მუსიკალური კრიტიკოსი, მხატველი, დღიურის ავტორი, კრიტიკოსი[23] , რეჟისორი[23] და ნოველისტი |
---|
ენა |
გერმანული ენა |
---|
მოქალაქეობა |
პრუსიის სამეფო |
---|
ალმა-მატერი |
კენიგსბერგის უნივერსიტეტი |
---|
ჟანრი |
ოპერა |
---|
Magnum opus |
უნდინა, ეშმაკის ელიქსირები, მაკნატუნა და თაგვების მეფე, მადმუაზელ დე სკუდერი, ქვიშის კაცი, ოქროს ქოთანი და რწყილთა მბრძანებელი |
---|
მეუღლე |
მარია თეკლა მიხაელინა ჰოფმანი |
---|
ხელმოწერა |
|
---|
საიტი |
etahg.de |
---|
|
ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანი (გერმ. Ernst Theodor Amadeus Hoffmann; დ. 24 იანვარი, 1776, კენიგსბერგი — გ. 25 ივნისი, 1822, ბერლინი) — გერმანელი მწერალი და კომპოზიტორი.
ჰოფმანი დაიბადა 1776 წლის 24 იანვარს, ქალაქ კენიგსბერგში. მართალია ჰოფმანი ახალგაზრდობიდანვე გატაცებულია ლიტერატურითა და ხელოვნებით, მაგრამ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იძულებულია, იურისტის კარიერაზე დაიწყოს ფიქრი. 1803 წელს ჰოფმანი ვარშავაშია. იმხნად იგი უმთავრესად საკომპოზიტორო საქმიანობითაა გატაცებული, ტრიალებს მუსიკოსთა წრეში. 1806 წელს ვარშავაში ნაპოლეონის ჯარები შედიან. უადგილოდ დარჩენილი ჰოფმანი იძულებულია ბერლინს მიაშუროს. მიუხედავად უკიდურესი ხელმოკლეობისა, მწერალი იმედს მაინც არ კარგავს, რომ ბოლოს და ბოლოს ეღირსება საყვარელ საქმეს ― ხელოვნებას მოახმაროს თავისი ნიჭი და ძალ-ღონე. მაგრამ ნაპოლეონის მიერ განადგურებულ პრუსიაში არავის სჭირდება არც მისი იურიდიული განსწავლულობა და არც მისი მხატვრული მაღალნიჭიერება. ამაოდ სთავაზობს იგი თავის ნახატებს და მუსიკალურ ნაწარმოებებს რედაქციებსა და გამომცემლობებს. ბოლოს და ბოლოს ცოტა ხნით იწყებს მუშაობას ბამბერგში, თეატრის კაპელმაისტერად, თავს ირჩენს კერძო გაკვეთილებით, დროდადრო შიმშილობს.
1814 წლის შემოდგომაზე ჰოფმანი, იმ დროისათვის უკვე ცნობილი მწერალი, საცხოვრებლად ბერლინში გადადის და კვლავ სასამართლოს ჩინოვნიკი ხდება. იგი ცდილობს უნიათო, მოსაწყენი ყოველდღიურობა მეგობრებთან ურთიერთობით და შეხვედრებით შეალამაზოს. ხვდება მწერლებს: შამისოს, ბრენტანოს და ფუკეს; ამ უკანასკნელის ტექსტზე ქმნის რომანტიკულ ოპერას „უნდინე“. დიდი მეგობრობა აკავშირებს ჰოფმანს მსახიობ დევრიენტთან, გამომცემლებთან, მუსიკოსებთან. ჰოფმანს კომპოზიტორის დიდება ოპერა „უნდინემ“ მოუტანა, რომელიც 1816 წელს დიდი წარმატებით დაიდგა ბერლინის სამეფო თეატრში. მანამდე იგი ქმნის მთელ რიგ ოპერებს: „სიყვარული და ეჭვიანობა“ (1807), „უკვდავების წამალი“ (1808), კომიკურ ოპერას „მხიარული მუსიკოსები“ ბრენტანოს ნაწარმოების მიხედვით (1804), ბალეტს „არლეკინი“ (1809).
ჰოფმანი, რომელსაც მხოლოდ ხელოვნების სამსახური მიაჩნია ამქვეყნად ადამიანის მაღალ დანიშნულებად და სხვა ყველაფრისადმი გულგრილია, ბერლინში გადმოსვლის შემდეგ ინტერესით ადევნებს თვალყურს ოპოზიციურად განწყობილ სტუდენტთა წრეებს.სწორედ ბერლინში ყოფნის დროს ქმნის ჰოფმანი თავის საუკეთესო ნაწარმოებებს: „ღამის მოთხრობები“ (1816-17), „სერაპიონელი ძმები“ (1819-21) „ნამცეცა ცახესი, ცინობერად წოდებული“ (1819), „პრინცესა ბრამბილა“ (1920), კატა მურის ცხოვრებისეული ფილოსოფია“ (1821), „ოსტატი და რწყილი“ (1822).
1822 წელს მძიმედ დაავადებული მწერლის წინააღმდეგ სასამართლოში იქნა აღძრული საქმე მისი ზღაპრის, ოსტატი რწყილის" თაობაზე.იუსტიციის სამინისტრომ გამოსცა ბრძანება ნაწარმოების კონფისკაციის შესახებ, რადგან მის სიუჟეტში სასამართლო კომისიის თავმჯდომარის თაღლითობის ოსტატურად ჩაქსოვილი ამბავი დაინახა. სწორედ იმ დროს მძიმე სენმა მწერალი მთლიანად მიაჯაჭვა ლოგინს. ჰოფმანი გარდაიცვალა 1822 წლის 25 ივნისს, ბერლინში.
ლიტერატურა
- შ. რევიშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, , 1987. — გვ. 691.
- ე.თ.ა ჰოფმანი „კატა მურის ცხოვრებისეული ფილოსოფია“ გამომცემლობა „ნაკადული“ 1981 წ. ნაწყვეტი ნანა გოგოლაშვილის წინასიტყვაობიდან.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118552465 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
- ↑ 3.0 3.1 J. G. R. Hoffmann, Ernst Theodor Wilhelm // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 13.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Ѳ. Н. М. Гоффманъ // Энциклопедический лексикон — СПб: 1838. — Т. 15. — С. 51–53.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Muncker F. Hoffmann, Ernst (Dichter) // Allgemeine Deutsche Biographie — L: 1880. — ტ. 12. — S. 575–583.
- ↑ 6.0 6.1 Ernst Theodor Wilhelm Hoffmann
- ↑ 7.0 7.1 Ernst Theodor Amedeus Hoffmann — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ 9.0 9.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ 10.0 10.1 10.2 Find a Grave — 1996.
- ↑ IMSLP — 2006.
- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ NooSFere — 1999.
- ↑ filmportal.de — 2005.
- ↑ BD Gest'
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Musicalics
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 22.0 22.1 22.2 22.3 22.4 Archivio Storico Ricordi — 1808.
- ↑ 23.0 23.1 23.2 23.3 23.4 23.5 23.6 23.7 The Fine Art Archive
- ↑ 24.0 24.1 ПроДетЛит — 2019.
- ↑ 25.0 25.1 Гофман Эрнст Теодор Амадей // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1972. — Т. 7 : Гоголь — Дебит. — С. 189–190.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.