რეჟისორი ან კინორეჟისორი — კინოფილმის დამდგმელი, რომელიც ხელმძღვანელობს მისი შექმნის მთელ შემოქმედებითსა და საწარმოო მუშაობას. ფილმის იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად რეჟისორი მუშაობს მსახიობებთან, დამდგმელ ოპერატორთან, მხატვართან, კომპოზიტორთან, აღწევს ფილმის დრამატული, რიტმული და სახვით გადაწყვეტის ერთიანობას[1].
თეატრალური რეჟისორი არის თეატრალური ან კინემატოგრაფიული დადგმის სამხატვრო ხელმძღვანელი, დამდგმელი, რომელიც აერთიანებს სპექტაკლის მოსამზადებელ ყველა სამუშაოს. თეატრალური რეჟისორები მიმართავენ მრავალფეროვან ტექნიკას, ფილოსოფიას და თანამშრომლობის სახეს[2][3].
სქოლიო