გონიოს ტბა — ტბა საქართველოში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გონიოსთან. ტბის ქვაბული მოქცეულია ზღვის სანაპირო დიუნებს შორის, ზღვის დონიდან 0,5 მ სიმაღლეზე. წაგრძელებულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. ზედაპირის ფართობი 0,06 კმ², მაქსიმალური სიღრმე 1,3 მ, წყლის მოცულობა 5,4 ათ. მ³. გონიოს ტბა უმთავრესად საზრდოობს წვიმის წყლით. მინიმალური დონე ზაფხულში აქვს, მაქსიმალური — შემოდგომაზე.[1]
სქოლიო