გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი

გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი
გერმ. Georg Wilhelm Friedrich Hegel
დაბ. თარიღი 27 აგვისტო, 1770(1770-08-27)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბ. ადგილი შტუტგარტი, ვიურტემბერგი, საღვთო რომის იმპერია[14]
გარდ. თარიღი 14 ნოემბერი, 1831(1831-11-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] (61 წლის)
გარდ. ადგილი ბერლინი, პრუსიის სამეფო, გერმანიის კავშირი[14]
დასაფლავებულია დოროთეენშტადტის სასაფლაო
მოქალაქეობა ვიურტემბერგის სამეფო
საქმიანობა ფილოსოფოსი[12] [13] , უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფიის ისტორიკოსი, მწერალი[15] , philosopher of law და ლოგიკოსი
მუშაობის ადგილი იენის უნივერსიტეტი, ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ტიუბინგენის უნივერსიტეტი, იენის უნივერსიტეტი[16] , Eberhard-Ludwigs-Gymnasium და Tübinger Stift
განთქმული მოსწავლეები მაქს შტირნერი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი
მეუღლე მარი ფონ ტუხერი[17]
მამა გეორგ ლუდვიგ ჰეგელი
დედა Maria Magdalena Louisa Fromm[18]
შვილ(ებ)ი კარლ ფონ ჰეგელი
ნათესავ(ებ)ი Georg Ludwig Christoph Hegel
ჯილდოები წითელი არწივის მე-3 ხარისხის ორდენი[19]
ხელმოწერა

გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი (დ. 27 აგვისტო, 1770, შტუტგარტი — გ. 14 ნოემბერი, 1831, ბერლინი) — გერმანელი ფილოსოფოსი, გერმანული კლასიკური ფილოსოფიის წარმომადგენელი.

შტუტგარტის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ტიუბინგენის უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე. (1788-1793) ახალგაზრდა ჰეგელი აღფრთოვანებით შეხვდა საფრანგეთის რევოლუციას. 1793-1801 კერძო მასწავლებლად მუშაობდა ჯერ ბერლინში, შემდეგ კი მაინის ფრანკფურტში. ამ პერიოდში საფუძვლიანად სწავლობდა ფილოსოფიისა და თეოლოგიის პრობლემებს. ამავე წლებში დაინტერესდა პოლიტიკისა და პოლიტეკონომიის საკითხებით.

შრომები

1801 ჰეგელი აქვეყნებს შრომას „განსხვავება ფიხტესა და შელინგის სესტემებს შორის“, რომელშიც იცავს ფ. შელინგის თვალსაზრისს. ამავე წელს მოღვაწეობას იწყებს იენის უნივერსიტეტში. 1802-1803 ფ. შელინგთან ერთად დაარსებულ „ფილოსოფიის კრიტიკულ ჟურნალში“ აქვეყნებს სტატიებს, რომლებშიც ჩანს, რომ იგი აღარ იზიარებს ფ. შელინგის თვალსაზრისს, 1807 გამოცემულ „გონის ფენომენოლოგიაში“ კი უკვე აშკარად უპირისპირდება მას.

1807-1808 ჰეგელი „ბამბერგის გაზეთის“ რედაქტორი იყო, 1808-1816 ნიურნბერგის გიმნაზიას ედგა სათავეში. 1812 გამოაქვეყნა თავისი „ლოგიკის მეცნიერების“ I ტომი, 1816 — II ტომი. ამავე წელს იწყებს მოღვაწეობას ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. ერთი წლის შემდეგ გამოდის მისი „ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედია“. 1818 ჰეგელი მიიწვიეს ბერლინის უნივერსიტეტში. 1820 გამოაქვეყნა „სამართლის ფილოსოფია“. 1829-1830 ჰეგელი იყო ბერლინის უნივერსიტეტის რექტორი.

ჰეგელის ფილოსოფია

ჰეგელის ფილოსოფიით დასრულდა გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ის ღრმა ძიებები, რომლებიც დაიწყო ი. კანტმა და გააგრძელეს ი. ფიხტემ და ფ. შელინგმა. ი. კანტისა და ი. ფიხტეს ნააზრევში ჰეგელი განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დებულებას იმის შესახებ, რომ აზროვნება შემოქმედებითია, აქტიურია, მაგრამ იგი არ ეთანხმება ამ კონცეფციებისათვის დამახასიათებელ სუბიექტივიზმს. ჰეგელისთვის აზროვნება, გონება, მხოლოდ სუბიექტის უნარი კი არ არის, არამედ სამყაროს საფუძველში მდებარე აბსოლუტია, ღმერთია. ი. კანტისა და ი. ფიხტეს სუბიექტივისტური თვალსაზრისით, გონიერება მხოლოდ ჯერარსია, ჰეგელისთვის კი გონება არ არის ისე უძლური, რომ მხოლოდ ჯერარსის სფეროთი იფარგლებოდეს, ის ღვთაებაა, აბსოლუტური ძლიერებაა და, მაშასადამე, სინამდვილის მქონეცაა. ფ. შელინგთან ერთად ჰეგელი ობიექტური იდეალიზმის პოზიციაზე დადგა, თუმცა თანდათან აშკარა გახდა, რომ ამ ორ მოაზროვნეს შორის მრავალი პრინციპული ხასიათის უთანხმოება არსებობდა. ჰეგელისთვის განსაკუთრებით მიუღებელი იყო ფ. შელინგის შეხედულება ფილოსოფიური მოძღვრების აგებასა და დასაბუთებაზე. მისი აზრით, ინტელექტუალური ინტუიცია იმ სახით, როგორც იგი ფ. შელინგის კონცეფციაში იყო, ვერ იქნება დასაბუთების იარაღი, რადგან ასეთი კონცეფცია თვითნებობასა და შემთხვევითობას აბატონებს ფილოსოფიაში. ჰეგელის შეხედულებით, ობიექტური იდეალიზმის მთავარი პრინციპი — დებულება ყოფიერებისა და აზროვნების იგივეობის შესახებ — ფ. შელინგის მიერ წინასწარ არის მიღებული მკაცრი დასაბუთების გარეშე.

მთელი წინამავალი ფილოსოფიური მემკვიდრეობის, უპრველეს ყოვლისა კი, ი. კანტის, ი. ფიხტესა და ფ. შელინგის დიალექტიკური ნააზრევის ათვისებისა და ღრმა გადამუშავების საფუძველზე ჰეგელმა შექმნა დიალექტიკური მეთოდი, რომელიც მისი აზრით, ფილოსოფიური დასაბუთების ერთადერთი საშუალებაა. ეს მეთოდი მასალად იყენებს ცნებებს: რადგან სამყაროს ძირი აზრია, ცნებაა, მისი წვდომის იარაღიც ცნება უნდა იყოს. ფილოსოფია, ჰეგელის აზრით, სწორედ ცნებათა სისტემაა, რომელიც ცნებათა განვითარების საფუძველზე აგვიწერს გონების, იდეის მიერ საკუთარი თავის რეალიზაციისა და შემეცნების პროცესს. ამ განვითარების ამოსავალია უმარტივესი, უღარიბესი, ყველაზე აბსრაქტული ცნება. დიალექტიკის თანახმად, სისტემა ამ თავდაპირველი ცნების განვითარებაა, მისი უშუალობის, დაუსაბუთებლობის, არასრულყოფილების მოხსნაა. ცნებათა განვითარება განპირიბებულია იმით, რომ ყოველი მათგანი უარყოფია მომენტის შემცვლელია. აზრი პირველი უმარტივესი ცნებიდან აუცილებლობით გადადის საპირისპირო ცნებაზე, თეზისიდან — ანტითეზისზე. ეს დაპირისპირება ცნებებს შორის არ სპობს მათ: აღმოჩნდება, რომ ურთიერთსაპირისპირო ცნებები არა მარტო უარყოფენ, არამედ მოითხოვენ კიდეც ერთმანეთს როგორც მესამე, უფრო მაღალი ცნების მომენტები. ეს მესამე საფეხური უარყოფის უარყოფაა, თეზისისა და ანტითეზისურ გაერთიანება-სინთეზის საფუძველზე. მისით მთავრდება ცნების მოძრაობის ერთი ციკლი და დასაბამი ეძლევა ახალ ციკლს. ახალი ცნებები დიალექტიკურად ხსნის ძველებს, ე. ი. უარყოფენ მათს პრეტენზიას უნივერსალურობაზე, ამავე დროს ინახავენ და ამაღლებენ მათ — მომენტის სახით შეჰყავთ ისინი საკუთარ შინაარსში. აზრის მოძრაობა ფილოსოფიურ სისტემაში საწყისი ცნების გამდიდრებაა, აბსტრაქტულიდან კონკრეტულისაკენ სვლაა, საწყისიდან მოშორებაა, მაგრამ ის, როგორც საფუძვლისაკენ სვლა, საწყისის დასაბუთებაა, ამ აზრით საწყისთან უკან დაბრუნებაცაა. საწყისი ცნება სისტემის ბოლოს წარმოდგება როგორც გამართლებული იმ აუცილებელი კავშირებით, რომლებიც მყარდება მასსა და ყველა სხვა ცნებას შორის. ფილოსოფიური სისტემა, ჰეგელის თვალსაზრისით, არის წრე, რომელშიც წინსვლა უკან დაბრუნებაა, ხოლო საწყისი ამავე დროს დასასრულიცაა.

გონის ფენომენოლოგია

დიალექტიკური მეთოდის გამოყენების შესანიშნავი ნიმუში იყო „გონის ფენომენოლოგია“, რომელიც ჰეგელის თავდაპირველი განზრახვით ფილოსოფიური სისტემის პირველი ნაწილი უნდა ყოფილიყო. არსებითად ეს ნაშრომი შეკუმშული სახით შეიცავს ჰეგელის მიერ თითქმის ყველა უძირითადეს მომენტს, ამიტომ, როგორც კ. მარქსი აღნიშნავდა, იგი წარმოადგენს ჰეგელის ფილოსოფიურ ჭეშმარიტ წყაროსა და საიდუმლოს.

„გონის ფენომენოლოგია“ გვიხასიათებს მიმართებებს სუბიექტსა და ობიექტს, ცნობიერებასა და მის საგანს შორის. თავდაპირველად საგანი ევლინება აზრს როგორც უცხო, მისგან არსებითად განსხვავებული რამ. ცნობიერების დიალექტიკური განვითარების პროცესი ამ გაუცხოების მოხსნაა. ეს გზა იწყება ცნობიერების უმარტივესი ფორმით — „გრძნობადი უეჭველობით“, რომლის შინაგანი წინააღმდეგობების გამოაშკარავებით ცნობიერება გადადის სულ უფრო რთულ ფორმებზე. ინდივიდუალური ცნობიერების განვითარების ეტაპების ანალიზის შემდეგ ჰეგელი ახასიათებს კაცობრიობის ისტორიის ძირითად ეტაპებს და აბსოლუტური გონის წინსვლის ძირითად საფეხურებს, ავლენს იმ ღრმა კავშირს, რომელიც არსებობს ინდივიდუალურ ცნობიერებასა და კაცობრიობის ისტორიას შორის: ინდივიდი თავისი განვითარების პროვესში მოკლედ გადის იმ გზას, რომელიც კაცობრიობამ გაიარა.

ცნობიერების განვითარება, მისი მოძრაობა ცნობიერების უფრო რთული და სრულყოფილი ფორმებისაკენ ამავე დროს ამაღლებაა მოჩვენებითი, ბუნებრივი ცოდნიდან აბსოლუტურ ცოდნამდე — ფილოსოფიამდე. ცნობიერება საკუთარი შინაგანი წინააღმდეგობების დაძლევის გზით მაღლდება თვითცნობიერებამდე, ეს უკანასკნელი გომები საფეხურს აღწევს, გონება თავის საფუძველს გონში პოულობს. „გონის ფენომენოლოგიის“ ბოლო „აბსოლუტური ცოდნის“ საფეხურზე აღმოჩნდება, რომ ობიექტი, რომელიც აქამდე სუბიექტისათვის უცხო იყო, სინამდვილეში სუბიექტის იგივეობრივია: სუბიექტიცა და ობიექტიც აზროვნებაა, გონებაა.

ლოგიკა

აზროვნებას მისი წმინდა სახით ლოგიკა სწავლობს. ყოფიერებისა და აზროვნების გაიგივების საფუძველზე ამ ფილოსოფიურ დისციპლინას ჰეგელის მოძღვრებაში საფუძველმდებელი მნიშვნელობა ენიჭება. რამდენადაც ყოფიერების გარკვეულობები ემთხვევა აზროვნების გარკვეულობებს, ლოგიკას ეკისრება ონტოლოგიის ფუნქციები. ლოგიკა იკავებს ტრადიციულ მეტაფიზიკურ ადგილს: ის იკვლევს სამყაროს ზეგრძნობად არსებას. რამდენადაც ეს საწყისი — უსასრულო გონება — იგივე ღმერთია, ლოგიკა ამავე დროს არის მოძღვრება ღვთის შესახებ, ე. ი. თეოლოგია: ის თავისი კატეგორიების საშუალებით წვდება ღვთის მარადიულ არსებას, ახასიათებს ღვთაებას მისი წმინდა — ბუნებისა და გონისაგან განყენებული სახით. ლოგიკის კატეგორიების დიალექტიკური განვითარება მარტივიდან რთულისაკენ სულ უფრო მაღალი ღირებულების გარკვეულობებზე გადასვლაცაა, ამიტომ ლოგიკა აქსიოლოგიაც არის.

ჰეგელის „ლოგიკის მეცნიერება“ მასალის სიმდიდრით, ანალიზის სიღრმითა და დასაბუთების თავისებურებით სრულიად განსაკუთრებული ფილოსოფიური გამოკვლევაა. ამ თხზულების სამივე ნაწილი — მოძღვრება არსზე, არსებასა და ცნებაზე — ფილოსოფიის კატეგორიების დიალექტიკური ბრწყინვალე მაგალითია. ჰეგელი შეეცადა კატეგორიათა გადასვლები ლოგიკის სფეროში დაეკავშირებინა ფილოსოფიური აზრის ისტორიის განვითარების პროცესთან: ლოგიკის კატეგორიები თავისებურად გამოხატავენ ისტორიულად არსებული ფილოსოფიური სისტემის ძირითად პრინციპებს. კატეგორიების ლოგიკურ თანამიმდევრობაში ამ პრინციპთა თანამიმდევრობაა უკუფენილი. ამრიგად, ჰეგელის ფილოსოფიური ისტორია შეცდომათა გაგალერეა კი არ არის, არამედ აბსოლუტის შემეცნების პროცესია, რომელიც მოხსნილი სახითაა შენახული „ლოგიკის მეცნიერებაში“.

ლოგიკის კატეგორიათა სისტემა ყოფიერების, ყოველი არსებულის უზოგადესი სტრუქტურების დახასიათებას იძლევა. ამიტომ ლოგიკა, ჰაგელის თანახმად, ფილოსოფიური სისტემის პირველი ნაწილია. ლოგიკა შეიძლება წარმოვადგინოთ როგორც გეგმა, პროექტი, რომელიც ხორციელდება ბუნებისა და გონის სფეროებში.

ბუნების ფილოსოფია

ჰეგელის ფილოსოფიური სისტემის მეორე ნაწილი „ბუნების ფილოსოფია“ იკვლევს გონის რეალიზაციას არაორგანული და ორგანული ბუნების სფეროში. ბუნება ჰეგელისთვის ღვთის არასრულყოფილი, არაადეკვატური გამოვლენაა. გონება, ღმერთი თავისთავად არ არის ისეთი, როგორიც ჩანს ბუნებაში: ღმერთი თავისუფლებაა, ბუნებაში კი აუცილებლობასა და შემთხვევითობას ვხვდებით. ბუნება, ჰეგელის სიტყვებით, იდეის „სხვადყოფნაა“, „გაუცხოებაა“. ამ სფეროში იდეა თავის მიმართ გარეგნულია, თავად ბუნების საფეხურებიც ერთიმეორის მიმართ გარეგნული რჩება. მაგრამ ბუნების შინაგანი და დაფარული არსება იდეაა, ბუნებაში ვლინდება იდეის მისწრაფება თავისი თავის შემეცნებისაკენ, ამიტომ ბუნება ჰეგელის მიერ გაგებულია როგორც გარკვეული ტელეოლოგიური სისტემა, რომლის მიზანია გონი. ბუნების სფეროში იდეა გადის სამ ძირითად საფეხურს (მექანიკის, ფიზიკისა და ორგანიკის) და მაღლდება გონის საფეხურამდე. ამ წერტილიდან იწყება ტავისთავად ახალი სამყარო — გონის სამყარო, რომელსაც ჰეგელის ფილოსოფიური სისტემის მესამე ნაწილი იკვლევს.

თუ „ბუნების ფილოსოფია“ იდეის „სხვაფყოფნას“ გაუცხოებას იკვლევდა, „გონის ფილოსოფია“ სწავლობს იმას, თუ როგორ უბრუნდება თავის თავს იდეა, როგორ იხსნება თანდათან გაუცხოების პროცესი. რადგან იდეის არსება თავისფლებაა, იდეის დაბრუნება თავის თავთან ჰეგელის მიერ გაგებულია როგორც თავისუფლების რეალიზაციის პროცესი. ეს რთული პროცესი, ჰეგელი აზრით, იწყება მაშინ, როდესაც ასპარეზზე გამოდის გონით დაჯილდოებული არსება — ადამიანი. თავისუფლება ხორცს ისხამს ადამიანში და ადამიანის მოქმედებით. სწორედ ამიტომ ადამიანი „გონის ფილოსოფიის“ ცენტრალური ფიგურაა. „გონის ფილოსოფიის“ პირველი ნაწილი „სუბიექტი გონი“ აღწერს თავისუფლების თანდათანობით რეალიზაციას ადამიანის „სუბიექტურობის“ ფარგლებში. ის გვიჩვენებს, თუ ადამიანი როგორ აღწევს თავს ბუნებრივი საწყისების ბატონობას და ხდება თავისი თავის უფალი. „გონის ფილოსოფიის“ ეს მონაკვეთი, რომელიც შეიცავს სამ ნაწილს „ანთროპოლოგიას“, „ფენომენოლოგიას“ და „ფსიქოლოგიას“ გვაძლევს უღრმეს ცოდნას ადამიანის არსებაზე, უნარზე, სტრუქტურაზე. „გონის ფილოსოფიის“ მეორე ნაწილი „ობოექტური გონი“ ეხება ადამიანის თავისუფალი ნების მოქმედებით შექმნილ სამყაროს, „გასაგნებულ“ გონს. ობიექტურ გონს არსებობის სრულიად თავისებური წესი აქვს, ის არც ფსიქიკურია და არც ფიზიკური. ეს სფერო ადამიანის მოღვაწეობის შედეგია, მაგრამ სინამდვილის ფორმის მქონეა და ინდივიდს უპირისპირდება როგორც საწვდომი, შესამეცნებელი. ობიექტური გონის ძირითადი სახეებია სამართალი, მორალი და ზნეობა.

ობიექტური გონის განვითარება დროში წარმოადგენს მსოფლიო ისტორიას, რომელიც ჰეგელს ესახება როგორც პროგრესი თავისუფლების გაცნობიერების გზაზე.

„გონის ფილოსოფიის“ ბოლო ნაწილი „აბსოლუტური გონი“ აღწერს იმ საფეხურებს, რომელიც მთავრდება თავისუფლების რეალიზაცია, იდეის დაბრუნება თავის თავთან, ე. ი. ღვთის თვითშემეცნებისა და თვითგანხორციელების პროცესი. ეს საფეხურებია ხელოვნება, რელიგია და ფილოსოფია. ფილოსოფიაა სწორედ ღვთაების შემეცნების ყველაზე ადეკვატური ფორმა. ამ სფეროში პოულობს ღმერთი თავისთავს, აქ იქცევა აზროვნება თავისივე საგნად. ფილოსოფიურ საფეხურზე განვითარება უნდა დასრულდეს; ამას მოითხოვდა ისეთი სისტემის აგების აუცილებლობა, რომელიც ღვთის აბსოლუტური ძლიერების პრინციპს ეყრდნობოდა. მარქსიზმის კლასიკოსებმა ჰეგელის ფილოსოფიის ერთ-ერთ ძირითად წინააღმდეგობად მიიჩნიეს სწორედ ეს დაპირისპირება დიალექტიკურ ძირითად ტენდეციასა და სისტემის მოთხოვნას შორის. ჰეგელის ფილოსოფიის კრიტიკული გადამუშავება მათ მიერ გულისხმობდა დიალექტიკის განთავისუფლებას იდეალიზმით განპირობებული შეუსაბამობებისაგან.

რჩეული შრომები

  • Das Leben Jesu, 1795
იესოს ცხოვრება
  • Phänomenologie des Geistes, 1807
გონის ფენომენოლოგია, მთარგმნელი: შალვა პაპუაშვილი, 2017
  • Wissenschaft der Logik, 1812, 1813, 1816
ლოგიკის მეცნიერება
  • Enzyklopädie der philosophischen Wissenschaften, 1817; 2nd ed. 1827; 3rd ed. 1830
ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედია
(ნაწ. I:) ლოგიკის მეცნიერება, მთარგმნელი: შალვა პაპუაშვილი, 1962
(ნაწ. II:) ბუნების ფილოსოფია
(ნაწ. III:) გონის ფილოსოფია, მთარგმნელი: ნოდარ ნათაძე, 1984
  • Grundlinien der Philosophie des Rechts, 1821
სამართლის ფილოსოფიის საფუძვლები

ლიტერატურა

  • ბუაჩიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 611-612.
  • ბუაჩიძე თ., ჰეგელი და ფილოსოფიის არსების პრობლემა, თბილისი, მეცნიერება, 1976.
  • ნუცუბიძე შ., ჰეგელი და ფილოსოფიის ისტორიის საკითხები, მნათობი. თბილისი, 1956. N11, გვ.150-157
  • ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია, კრებულის რედაქტორი თ. ირემაძე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2019.

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Nationalencyklopedin — 1999.
  2. 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  3. 3.0 3.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  4. 4.0 4.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. 5.0 5.1 RKDartists
  6. 6.0 6.1 Gardiner P. Hegel, Georg Wilhelm Friedrich // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T037197
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. 8.0 8.1 Internet Philosophy Ontology project
  9. 9.0 9.1 AlKindi
  10. 10.0 10.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  11. 11.0 11.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  12. 12.0 12.1 12.2 BeWeB
  13. 13.0 13.1 13.2 The Fine Art Archive
  14. 14.0 14.1 Гегель Георг Вильгельм Фридрих // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  15. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  16. Mathematics Genealogy Project — 1997.
  17. Drüll D. Heidelberger Gelehrtenlexikon 1803–1932Springer Science+Business Media, 1986. — გვ. 104–105. — doi:10.1007/978-3-642-70760-5
  18. Pas L. v. Genealogics — 2003.
  19. Google Books — 2005.

Read other articles:

The DevilPoster promosi untuk The DevilGenreDrama Misteri RomansaDitulis olehKim Ji-wooSutradaraPark Chan-hongPemeranUhm Tae-woongJu Ji-hoonShin Min-aNegara asalKorea SelatanBahasa asliKoreaJmlh. episode20ProduksiProduser eksekutifLee Deok-geonLokasi produksiKoreaDurasi70 menit Rabu dan Kamis pukul 21:55 (WSK)Rumah produksiOlive 9Rilis asliJaringanKorean Broadcasting SystemRilis21 Maret (2007-03-21) –24 Mei 2007 (2007-5-24)Acara terkaitMaō The Devil (Hangul: 마왕...

 

 

Menara Price, terletak di pusat kota Bartlesville, didesain oleh Frank Lloyd Wright Bartlesville adalah kota yang terletak di county Washington di negara bagian Oklahoma, Amerika Serikat. Menurut sensus tahun 2000, kota ini memiliki populasi sebesar 34.748. Bartlesville terletak 47 mil sebelah utara Tulsa dan sangat dekat dengan perbatasan utara Oklahoma dengan Kansas. Pranala luar City of Bartlesville Bartlesville Chamber of Commerce Bartlesville Public Schools St. John School (pre-k through...

 

 

L'Hospitalet de Llobregat L'Hospitalet de Yobregat (bahasa Spanyol: Hospitalet de Llobregat) adalah sebuah kota di Katalonia, Spanyol timur laut, dan berpenduduk sekitar 261.000 jiwa (2006). Kota ini terletak di pantai Laut Tengah, di selatan Barcelona. L'Hospitalet de Llobregat dikenal sebagai salah satu kota terpadat di Spanyol dan Uni Eropa. 41°21′N 2°06′E / 41.350°N 2.100°E / 41.350; 2.100 Wikimedia Commons memiliki media mengenai L'Hospitalet de Llobregat....

Artikel ini menggunakan kata-kata yang berlebihan dan hiperbolis tanpa memberikan informasi yang jelas. Silakan buang istilah-istilah yang hiperbolis tersebut. (Pelajari cara dan kapan saatnya untuk menghapus pesan templat ini)Artikel ini tidak memiliki referensi atau sumber tepercaya sehingga isinya tidak bisa dipastikan. Tolong bantu perbaiki artikel ini dengan menambahkan referensi yang layak. Tulisan tanpa sumber dapat dipertanyakan dan dihapus sewaktu-waktu.Cari sumber: Ciledug, Cir...

 

 

Series of analog polyphonic synthesizers Roland Alpha JunoManufacturerRolandDates1985-1987PriceUS$895 / UK£575 (JU-1) US$1,295 / UK£799 (JU-2)Technical specificationsPolyphony6 voicesTimbralityMonotimbralOscillator1 DCO per voice(pulse, saw, square and noise, plus suboscillator)LFOtriangleSynthesis typeAnalog SubtractiveFilterAnalog 24dB/oct resonant low-passAttenuatorADSR envelope generatorAftertouch expressionNo (JU-1)/Yes (JU-2)Velocity expressionNo (JU-1)/Yes (JU-2)Storage memory128 pat...

 

 

Ajaccio Aiacciu BenderaLambang kebesaranAjaccio Lokasi di Region Korsika Ajaccio Koordinat: 41°55′36″N 8°44′13″E / 41.9267°N 8.7369°E / 41.9267; 8.7369NegaraPrancisRegionKorsikaDepartemenCorse-du-SudArondisemenAjaccioAntarkomunePays AjaccienPemerintahan • Wali kota (2008–2014) Simon RenucciLuas • Land182,03 km2 (3,167 sq mi) • Populasi265.153 • Kepadatan Populasi27,9/km2 (21/sq mi)Kode IN...

Unincorporated community in California, United States This article relies largely or entirely on a single source. Relevant discussion may be found on the talk page. Please help improve this article by introducing citations to additional sources.Find sources: Zante, California – news · newspapers · books · scholar · JSTOR (April 2021) Unincorporated community in California, United StatesZante, CaliforniaUnincorporated communityZante, CaliforniaShow map ...

 

 

KaranglewasKecamatanNegara IndonesiaProvinsiJawa TengahKabupatenBanyumasPemerintahan • Camat-Populasi (2023) • Total69.197 jiwaKode Kemendagri33.02.18 Kode BPS3302180 Luas32,48 km²Desa/kelurahan13 Pabrik Minyak Kelapa Slamet tampak dari udara Jembatan Sungai Logawa dengan Jembatan Sungai Mengaji di depannya Situs Watu Kendang di desa Tamansari di Karanglewas Karanglewas (Hanacaraka: ꦏꦫꦔ꧀ꦭꦼꦮꦱ꧀) adalah sebuah kecamatan di Kabupaten Banyumas, ...

 

 

Roy Makaay Makaay dengan Feyenoord saat 2007Informasi pribadiNama lengkap Rudolphus Antonius MakaayTanggal lahir 9 Maret 1975 (umur 49)[1]Tempat lahir Wijchen, Belanda[1]Tinggi 188 m (616 ft 9+1⁄2 in)Posisi bermain PenyerangKarier junior SC Woezik DIOSA Blauw Wit NijmegenKarier senior*Tahun Tim Tampil (Gol)1993–1997 Vitesse 109 (42)1997–1999 Tenerife 72 (21)1999–2003 Deportivo La Coruña 133 (79)2003–2007 Bayern Munich 129 (78)2007–2010 Fey...

Anne FrankFrank pada Mei 1942, dua bulan sebelum keluarganya bersembunyiLahirAnnelies[1] atau Anneliese[2] Marie Frank(1929-06-12)12 Juni 1929Frankfurt, Prusia, Republik WeimarMeninggalFebruari 1945 (umur 15)Kamp konsentrasi Bergen-Belsen, Lower Saxony, Jerman NaziKebangsaan Jerman (sampai 1941) Tanpa kewarganegaraan (dari 1941) Karya terkenalThe Diary of a Young Girl (1947)Tanda tangan Annelies Marie Anne Frank (pelafalan dalam bahasa Belanda: [ʔɑnəˈlis...

 

 

8 Cudrun at Melhus station (cropped image). The NSB (Norwegian State Railways) Class IV (as in the number four, or fire in Norwegian) or Tryggve Class was a class of 1,067 mm (3 ft 6 in) narrow gauge 2-4-0T steam locomotives built by Beyer, Peacock & Company in Manchester, England. The 3 ft (914 mm) gauge Beyer Peacock locomotives built for the Isle of Man Railway strongly resemble this design. Further reading Bjerke, Thor; Hansen, Trond B.; Johansson, Erik W...

 

 

Gaetano Fichera Gaetano Fichera (Acireale, 8 febbraio 1922 – Roma, 1º giugno 1996) è stato un matematico italiano. Indice 1 Biografia 2 Note 3 Bibliografia 4 Voci correlate 5 Altri progetti 6 Collegamenti esterni Biografia Figlio di un docente di matematica delle scuole superiori, che gli aveva saputo infondere l'amore per la disciplina, dopo gli studi secondari e il primo biennio universitario svolto presso l'Università degli Studi di Catania (1937-39), dove era stato ammesso appena qui...

Koordinat: 5°01′23″S 119°29′41″E / 5.0230703°S 119.4946898°E / -5.0230703; 119.4946898 A'bulosibatangᨕᨅᨘᨒᨚᨔᨗᨄᨛᨄᨕᨅᨘᨒᨚᨔᨗᨅᨈDesaKantor Desa A'bulosibatangNegara IndonesiaProvinsiSulawesi SelatanKabupatenMarosKecamatanMarusuKode pos90551[1]Kode Kemendagri73.09.08.2006 Luas4,28 km² (2017)Jumlah penduduk1.875 jiwa (2017)Kepadatan438,08 jiwa/km² (2017)Jumlah RT15Jumlah RW3 A'bulosibatang (Lontara Bugis: ᨕᨅᨘ...

 

 

Endocrine gland Adrenal glandThe adrenal glands lie above the kidneys.Endocrine systemDetailsPrecursorMesoderm and neural crestSystemEndocrine systemArterySuperior, middle and inferior suprarenal arteriesVeinSuprarenal veinsNerveCeliac and renal plexusLymphLumbar lymph nodesIdentifiersLatinglandula suprarenalisMeSHD000311TA98A11.5.00.001TA23874FMA9604Anatomical terminology[edit on Wikidata] The adrenal glands (also known as suprarenal glands) are endocrine glands that produce a variety of...

 

 

密西西比州 哥伦布城市綽號:Possum Town哥伦布位于密西西比州的位置坐标:33°30′06″N 88°24′54″W / 33.501666666667°N 88.415°W / 33.501666666667; -88.415国家 美國州密西西比州县朗兹县始建于1821年政府 • 市长罗伯特·史密斯 (民主党)面积 • 总计22.3 平方英里(57.8 平方公里) • 陸地21.4 平方英里(55.5 平方公里) • ...

此条目序言章节没有充分总结全文内容要点。 (2019年3月21日)请考虑扩充序言,清晰概述条目所有重點。请在条目的讨论页讨论此问题。 哈萨克斯坦總統哈薩克總統旗現任Қасым-Жомарт Кемелұлы Тоқаев卡瑟姆若马尔特·托卡耶夫自2019年3月20日在任任期7年首任努尔苏丹·纳扎尔巴耶夫设立1990年4月24日(哈薩克蘇維埃社會主義共和國總統) 哈萨克斯坦 哈萨克斯坦政府...

 

 

Jembatan Langit LangkawiJambatan Udara LangkawiJembatan Langit Langkawi pada 2007Koordinat6°23′11″N 99°39′45″E / 6.3864°N 99.6624°E / 6.3864; 99.6624Moda transportasiPejalan kakiMelintasiGunung Mat ChinchangLokalLangkawiNama resmiLangkawi Sky BridgePengelolaLangkawi Development Authority (LADA)KarakteristikDesainjembatan kabel pancang pejalan kaki melengkungPanjang total125 mSejarahPerancangPeter Wyss[1]Rekayasa desain olehCEPAS PlanAngkasa Jurutera...

 

 

Faroese lawyer and politician Aksel V. JohannesenAksel V. Johannesen, 2015Prime Minister of the Faroe IslandsIncumbentAssumed office 22 December 2022MonarchsMargrethe II Frederik XDeputyHøgni HoydalPreceded byBárður á Steig NielsenIn office15 September 2015 – 16 September 2019MonarchMargrethe IIDeputyHøgni HoydalPreceded byKaj Leo JohannesenSucceeded byBárður á Steig NielsenLeader of the Social Democratic PartyIncumbentAssumed office 5 March 2011Preceded byJóannes ...

In-season competition WNBA Commissioner's CupCurrent season, competition or edition: 2024 WNBA Commissioner's CupSportBasketballFounded2020Organising bodyWomen's National Basketball AssociationNo. of teams12CountryUnited States of AmericaContinentNorth AmericaMost recentchampion(s)New York Liberty(1st title)Most titlesSeattle StormLas Vegas AcesNew York Liberty (1 title) The WNBA Commissioner's Cup, known for sponsorship reasons as the WNBA Commissioner's Cup Presented By Coinbase, is an in-...

 

 

Incision of the skin and cricothyroid membrane to establish a clear airway CricothyrotomyIn cricothyrotomy, the incision or puncture is made through the cricothyroid membrane in between the thyroid cartilage and the cricoid cartilage.Other namesCricICD-9-CM31.1MeSHD014140MedlinePlus003017[edit on Wikidata] A cricothyrotomy (also called cricothyroidotomy) is an incision made through the skin and cricothyroid membrane to establish a patent airway during certain life-threatening situations, ...