აბუდელაურის ტბა — მყინვარული (მორენული) ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე როშკისწყლის მარჯვენა შენაკადის აბუდელაურის სათავეში (ხევსურეთის არაგვის აუზი), ზღვის დონიდან 2812 მეტრ სიმაღლეზე. ფართობი 0,035 კმ². მაქსიმალური სიღრმე 3,8 მ, მოცულობა 45 500 მ³. საზრდოობს თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლით. გამდინარეა. მაქსიმალური დონე აქვს ზაფხულში, მინიმალური — ზამთარში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში (6 თვეზე მეტი) ყინულითაა დაფარული. ყინულისაგან თავისუფლდება მაისის ბოლოს, ტბაში თევზი არ არის.[1]
მითი ტბის შესახებ
ფშაური ანდრეზის თანახმად იახსარის ლახტს გამოქცეულმა უკანასკნელმა დევმა ტბას მისცა თავი. იახსარი ტბაში ჩაჰყვა დევს და განგმირა იგი, თუმცა დევის სისხლმა შეკრა ტბის ზედაპირი და იახსარი ტბიდან ვეღარ ამოვიდა სანამ ტბას ცხვრის სისხლი არ ასხურეს.[2]
გალერეა
ლიტერატურა
სქოლიო