Resident Evil Survivor 2 Code: Veronica, იაპონურად ცნობილი, როგორც Gun Survivor 2 Biohazard Code: Veronica (იაპონ. ガンサバイバー2バイオハザードコード:ベロニカ?) —
სინათლის იარაღის შუტერის ჟანრის ვიდეო თამაში, რომელიც შექმნა და გამოსცა იაპონურმა კომპანიამ Capcom, PlayStation 2-სა და Namco System 246-ის პლატფორმებისთვის. თამაში დაანონსდა 2001 წლის თებერვლის თვეში „Biohazard: Fire Zone“-ის სათაურით. არკადული ვერსია შემუშავდა კომპანია Namco-სთან თანამშრომლობით. PlayStation 2-ის ვერსია, იაპონიაში გამოვიდა 2001 წლის 8 ნოემბერს,[1] ხოლო ევროპაში 2002 წლის 22 მარტს.[2] „Survivor 2 Code: Veronica“ არის რიგით მეორე ნაწილი „Gun Survivor“-ის სერიიდან და „Resident Evil Survivor“-ის პირდაპირი გაგრძელება. თამაში ითვლება „Resident Evil Code: Veronica“-ს ადაპტაციად.
მასში ფიგურირებს ისეთივე მონსტრები, ლოკაციები და პერსონაჟები, რაც „Resident Evil Code: Veronica“-ში, „Resident Evil 2„-სა და „Resident Evil 3: Nemesis“-ში.[3] მთავარი გმირები არიან კლერ რედფილდი და სტივ ბერნსაიდი, რომელთა მიზანია კუნძულის დატოვება, სადაც განზრახულია მომაკვდინებელი T-ვირუსის ხელოვნურად გავრცელება. თამაში შესაძლებელია როგორც სინათლის იარაღით, ასევე Dual Shock 2-ის კონტროლერით.[4]
თამაშმა მიიღო უარყოფითი შეფასებები ვიდოე თამაშების კრიტიკოსებისგან. ის ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა კომერციულადაც.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| | | ვიდეო თამაშები |
ძირითადი სერია | |
---|
| რიმეიკები | |
---|
| Revelations | |
---|
| Outbreak | |
---|
| Gun Survivor | |
---|
| Chronicles | |
---|
| სხვა თამაშები | |
---|
|
---|
| ფილმების სერია | |
---|
| ანიმაციური ფილმები | |
---|
| ტელევიზია | |
---|
| სამყარო |
|
---|
| პიროვნებები | |
---|
| შემუშავება | |
---|
| სხვა | |
---|
| |
|