Severity: Notice
Message: Undefined offset: 1
Filename: infosekolah/leftmenudasboard.php
Line Number: 33
Line Number: 34
Resident Evil – Code: Veronica (ქართ. ბოროტების სავანე კოდი: ვერონიკა), იაპონურად ცნობილი, როგორც Biohazard – Code: Veronica – Survival horror-ის ჟანრის ვიდეო თამაში, შექმნილი და გამოცემული კომპანია Capcom-ის მიერ. თავდაპირველად გამოვიდა პლატფორმა Dreamcast-ზე 2000 წელს[1] და არის მეოთხე ნაწილი „Resident Evil“-ის სერიიდან
სიუჟეტი მიმდინარეობს „Resident Evil 2“-ის მოვლენებიდან 2 თვის შემდეგ. თამაშის მთავარი გმირები არიან კლერ რედფილდი და მისი ძმა კრის რედფილდი, რომელთა მიზანი არის მომაკვდინებელი ვირუსისგან თავის დაღწევა და სამხრეთის ოკეანეს კუნძულის ციხიდან და ანტარქტიდაზე მდებარე კვლევითი ცენტრიდან გაქცევა.
თამაში ინარჩუნებს ადრეული პერიოდის Survival horror-ის ჟანრის ტრადიციულ ელემენტებს;[2] თავსატეხების გადალახვას, ზომბებთან და სხვადასსხვა სახის მონსტრებთან ბრძოლას.[2][3] მასში არის ორი მთავარი პერსონაჟი, კრისი და კლერი, თუმცა მოთამაშეს არ აქვს შესაძლებლობა თავისი სურვილისამებრ აირჩიოს პერსონაჟი — პირველ ნაწილში წარმოდგენილია კლერის თავგადასავალი, ხოლო შემდგომ, საქმეში ერთვება კრისი.
Code: Veronica-ს შექმნის ისტორია იწყება მას შემდეგ, რაც სინძი მიკამისა და შექმნელთა ჯგუფის მიერ „Resident Evil 2“-ის პორტირების მცდელობა Sega Saturn-ზე წარუმატებლად დამთავრდა. ამის საპასუხოდ მათ დაიწყეს ახალ პროექტზე მუშაობა 1998 წლის აგვისტოს.[4] თავდაპირველად დაგეგმილი იყო „Resident Evil 2“-ის პირდაპირი სიკველის შექმნა,[1] თუმცა მათ შეიმუშავეს სრულიად დამოუკიდებელი თამაში „Code: Veronica“. გამომდინარე იქიდან, რომ Dreamcast-ს PlayStation 2-თან შედარებით ჰყავდა მომხმარებელთა ნაკლები ბაზა, ამ კონსოლისთვის Capcom-მა გამოუშვა განახლებული ვერსია „Code: Veronica X“.[1] აღნიშნული ვერსია მოიცავდა სხვადასხვა სიახლეებს, მათ შორის ახალ ვიდეორგოლებს და გაუმჯობესებულ გრაფიკას.[5][6][7] მოგვიანებით ის პორტირებული იქნა GameCube-ზე, ხოლო შემდეგ, ასევე სხვა პლატფორმებზეც.[8]
თამაშს ერგო უმაღლესი შეფასებები მიმოხილველებისგან. ის მიჩნეულია „Resident Evil“-ის სერიისა და კონსოლ Dreamcast-ის ერთ-ერთ საუკეთესოდ თამაშად. ის, აგრეთვე მოხდა სხვადასხვა ჟურნალებისა და საიტების ტოპ სიებში.[9][10][11] საერთო განხილვების საიტზე GameRankings თამაშის Dreamcast-ის ვერსია ფლობს 93,79 %,[12] PlayStation 2-ის ვერსია 82,39 %,[13] ხოლო GameCube-ის — 64,32 %.[14]
ის ასევე წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც, 2013 წლის მონაცემით მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა „Resident Evil – Code: Veronica“-ს 3. 5 მილიონი ასლი.[1]
|dead-url=
|access-date=
|date=