გეიმპლეი და თამაშის მართვის სისტემა არის „Resident Evil რიმეიკის მსგავსი. სიუჟეტი დაყოფილია 5 ეპიზოდად. მოთამაშეს საშუალება აქვს აირჩიოს რვა მოთამაშე პერსონაჟიდან ერთ-ერთი და ასევე აირჩიოს სირთულის დონე, რომელიც განსაზღვრავს მოწინააღმდეგეებისა და ტყვია-წამლის რაოდენობას. მრავალმოთამაშიან რეჟიმში თამაში შესაძლებელია ქსელური ადაპტერის საშუალებით.
სიუჟეტი მიმდინარეობს „Resident Evil 2“-სა და „Resident Evil 3: Nemesis“-ის მოვლენების პარალელურად, გამოგონილ ქალაქ რაკუნ-სიტიში, სადაც ფარმაცევტული კომპანია „Umbrella“-ს წარუმატებელი ექსპერიმენტის შედეგად მოხდა T ტიპის ვირუსის გაჟონვა, რამაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აქცია ზომბებად. მთავარი გმირების მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ქალაქი, სანამ მთავრობა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, გასცემს ბირთვული ბომბის გამოყენების ბრაძნებას ქალაქის გასანადგურებლად.
თამაში შექმნის იდეა ჯერ კიდევ 1998 წელს დაიბადა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მისი განხორციელება ვერ მოხერხდა. თუმცა 2002 წელს Capcom-მა გადაწვიტა პროექტის გაცოცხლება. თამაშის შექმნა დაევალა კომპანია Capcom Production Studio 1-ს და დაანონსდა 2002 წლის თებერვალში, სონის პრესკონფერენციაზე, სახელწოდებით „Biohazard Online“. პირველი ტრეილერი აჩვენეს 2002 წლის E3-ის 2002 წლის ცერემონიაზე.[6] 2003 წელს თამაშს დაერქვა ამჟამინდელი სახელწოდება „Resident Evil Outbreak“ (იაპონიაში „Biohazard Outbreak“)[7] და მზის შუქი იხილა იმავე წლის დეკემბერში.