Resident Evil Outbreak: File #2, იაპონურად ცნობილი, როგორც Biohazard: Outbreak: File 2 (იაპონ. バイオハザード アウトブレイク FILE2?) — Survival horror-ის ჟანრის ვიდეო თამაში, რომელიც წარმოადგენს ორიგინალი თამაშის, „Resident Evil Outbreak“-ის დამოუკიდებელ დამატებას. ის იაპონიაში გამოვიდა 2004 წლის 9 სექტემბერს, ჩრდილოეთ ამერიკაში — 2005 წლის 26 აპრილს,[1] PAL რეგიონისთვის — იმავე წლის 26 აგვისტოს.
თამაში შესაძლებელია როგორც ერთმოთამაშიან რეჟიმში, ასევე მრავალმოთამაშიანშიც. 2007 წლის 31 მარტს Capcom-მა შეწყვიტა მრავალმოთამაშიანი რეჟიმის მხარდაჭერა სერვერების დახურვით, თუმცა 2014 წლის 1 იანვარს, ფანების ძალისხმევით კვლავ აღდგა.[2] თამაშში დაბრუნდა წინა ნაწილის რვავე მოთამაშე პერსონაჟი და სიუჟეტი მიმდინარეობს ზომბებით შეპყრობილ გამოგონილ ქალაქ რაკუნ-სიტიში, სადაც დამატებულია ხუთი ახალი თავი: „Wild Things“, „Underbelly“, „Flashback“, „Desperate Times“ და „End of the Road“. მასში წარმოდგენილია იგივე გრაფიკა, გეიმპლეი და სათამაშო ელემენტები, რაც მის წინამორბედში, თუმცა გაუმჯობესდა სხვადასხვა მახასიათებლები, მათ შორის ხანგრძლივობა ჩატვირთვებს შორის.
თამაშმა მიიღო არაერთგვაროვანი შეფასებები კრიტიკოსებისგან. მათ ძირითადად გააკრიტიკეს მართვის სისტემის არაკომფორტულობა, თუმცა შეაქეს კარგად დამუშავებული გრაფიკა და ხმის ეფექტები.[3] საერთო განხილვების საიტებზე GameRankings და Metacritic ფლობს 62.92%[4] და 58/100 (35 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[5]
შემქმნელების განცხადებით, დაგეგგმილი იყო გაგრძელების გამოშვება, მაგრამ დაბალი გაყიდვებიდან გამომდინარე, Capcom-მა პროექტზე მუშაობა შეწყვიტა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| | | ვიდეო თამაშები |
ძირითადი სერია | |
---|
| რიმეიკები | |
---|
| Revelations | |
---|
| Outbreak | |
---|
| Gun Survivor | |
---|
| Chronicles | |
---|
| სხვა თამაშები | |
---|
|
---|
| ფილმების სერია | |
---|
| ანიმაციური ფილმები | |
---|
| ტელევიზია | |
---|
| სამყარო |
|
---|
| პიროვნებები | |
---|
| შემუშავება | |
---|
| სხვა | |
---|
| |
|