ტაილანდსა და ლაოსს შორის საზღვრის ნაწილი არ არის ბოლომდე გარკვეული. ვიეტნამთან საზღვაო საზღვრის დავა 1997 წლის აგვისტოში მოგვარდა. კამბოჯასთან საზღვაო საზღვრის ნაწილიც სადავოა.[1] ზოგჯერ საზღვართან დაკავშირებით კონფლიქტი წარმოიშვება ტაილანდსა და მიანმარს შორისაც.[2]
ორმხრივი ურთიერთობები
აზია
კვიპროსი
კვიპროსსა და ტაილანდს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1980 წლის 5 მაისს დამყარდა. კვიპროსი ტაილანდში ნიუ-დელიში მდებარე უმაღლესი კომისრის ოფისითაა წარმოდგენილი, ხოლო ტაილანდი კვიპროსში რომში მდებარე საელჩოთი.
ჩინეთი
ტაილანდსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1975 წლის 1-ელ ივლისს დამყარდა.[3] ტაილანდი ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი რეგიონული მოკავშირეა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უფრო და უფრო იზრდება.[4][5][6][7][8]
მიანმარის საელჩო ბანგკოკში მდებარეობს, ხოლო ტაილანდის საელჩო იანგონშია განლაგებული. მიანმარსა და ტაილანდს შორის ურთიერთობები მეტწილად ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე ფოკუსირდება.[9][10]
სადავო ტერიტორიები
სამ სადავო კუნძულთან დაკავშირებით ზოგჯერ ტაილანდსა და მიანმარს შორის კონფლიქტი წარმოიშობა.[11] სადავო ტერიტორიები ანდამანის ზღვაში მდებარეოობს. მოლაპარაკებები 1982 წლს თებერვალში დაიწყო და კუნძულ გინგის (კო-ლამი), კო-ქჰამისა და კო-კი-ნოკის სტატუსი განუსაზღვრელი დარჩა. შემდგომი მოლაპარაკებები 1985, 1989 და 1990 წლებში გაიმართა. მხარეებმა კუნძულები „არავის მიწად“ გამოაცხადეს. 1998, 2003 და 2013 წლებში ვითარების დაძაბვას მცირე შეტაკებები მოჰყვა.[11]
ლაოსი და ტაილანდი მეზობელი სახელმწიფოები არიან და ლინგვისტური და კულტურული მსგავსებები აქვთ. ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონს, ისანს, მძლავრი ლაოსური ფესვები აქვს.[12] ისანის მოსახლეობა ტაილანდის მოსახლეობის შეადგენს და ისანის ენაზე საუბრობს, რომელიც ლაოსური ენის დიალექტია.[12] ქვეყნებს შორის დიპლომატია მდინარე მეკონგზეა კონცენტრირებული, რომელიც „ნამდვილი მშვიდობისა და მეგობრობის“ საზღვარს წარმოადგენს.[13]
ტაილანდის საელჩო ვიენტიანში მდებარეობს, ხოლო გენერალური საკონსულო ― სავანაქეტში. ლაოსის საელჩო ბანგკოკში, ხოლო გენერალური საკონსულო ქჰონ-კენში მდებარეობს.
სამხრეთ კორეასა და ტაილანდს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1958 წლის ოქტომბერში დამყარდა.[14]კორეის ომის დროს ტაილანდი მეორე სახელმწიფო იყო (აშშ-ის შემდეგ), რომელმაც სამხრეთ კორეის მხარდასაჭერად ჯარები გაგზავნა. 2003 წლის ოქტომბერში სამხრეთ კორეის პრეზიდენტი როჰ მო-ჰიუნი ტაილანდს ეწვია, ხოლო პრემიერ-მინისტრი თჰაქსინ შინავატრა სეულში2005 წლის ნოემბერში ჩავიდა. სამხრეთი კორეა ტაილანდისთვის მე-10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.
საუდის არაბეთის საელჩო ბანგკოკში მდებარეობს, ხოლო ტაილანდის საელჩო ერ-რიადში. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები 1957 წელს დამყარდა და ასეულობით ათასი ტაილანდელი საუდის არაბეთში გაემართა სამუშაოდ. ქვეყნებს შორის ისტორიულად მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობა დაიძაბა ლურჯი ალმასის საქმის შემდეგ, თუმცა ურთიერთობის სტატუსის მიუხედავად, საუდის არაბეთსა და ტაილანდს შორის ვაჭრობის დონე მაღალია. ბოლო წლებში ორი სამეფო ურთიერთობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.[15]2022 წლის 26 იანვარს ორივე სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები სრულად აღადგინეს და მალე ელჩებსაც დანიშნავენ.[16]
ტაილანდს საუდის არაბეთიდან მეტწილად ნედლი ნავთობი, ნავთობქიმიკატები და სასუქი შეაქვს, ხოლო საუდის არაბეთში ექსპორტზე ავტომობილების ნაწილები და აქსესუარები, კონდიციონერები, მაცივრები, თევზი, შალის ნაწარმი, სარეცხი მანქანები, დანადგარები, ტანსაცმელი, ბრინჯი და ა.შ. გააქვს.[17]
ისტორიის მანძილზე ტაილანდი და ვიეტნამი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ინტენსიური მეტოქეები იყვნენ. 1986 წლიდან ვიეტნამის საერთაშორისო საზოგადოებასთან ინტეგრირების შემდეგ ორ სახელმწიფოს შორის მშვიდობიანი ორმხრივი ურთიერთობები დამყარდა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის დამფუძნებელი ტაილანდი ორგანიზაციაში ვიეტნამის გაწევრიანებას უჭერდა მხარს, რაც 1995 წელს მოხდა. შედეგად ერთ დროს დაძაბული ურთიერთობები სტრატეგიულ თანამშრომლობად და ალიანსად გარდაიქმნა.[18]2015 წელს ტაილანდი ვიეტნამში მე-10 უმსხვილესი ინვესტორი იყო. ინვესტიციების ღირებულება 7 მილიარდ ამერიკულ დოლარს უტოლდებოდა. ტაილანდი ვიეტნამის მე-5 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო.[19]ტაილანდის საელჩო ჰანოიში მდებარეობს, ხოლო ვიეტნამის საელჩო ― ბანგკოკში.[20]
დამატებითი საკითხავი
Busbarat, Pongphisoot. "Thailand's foreign policy towards neighbouring countries and ASEAN." in Routledge Handbook of Contemporary Thailand (Routledge, 2019) pp. 431–446.
Chachavalpongpun, Pavin. Reinventing Thailand: Thaksin and his foreign policy (Institute of Southeast Asian Studies, 2010).
Suwannathat-Pian, Kobkua. Thai-Malay relations: traditional intra-regional relations from the seventeenth to the early twentieth centuries (Oxford University Press, USA, 1988).
Theeravit, Khien. "Thailand: An Overview of Politics and Foreign Relations." Southeast Asian Affairs (1979): 299-311. online
Theeravit, Khien. "Thai-Kampuchean Relations: Problems and Prospects." Asian Survey, 22#6 1982, pp. 561–576. online for Cambodia
Zawacki, Benjamin. Thailand: Shifting ground between the U.S. and a rising China (2nd ed. . Bloomsbury, 2021).
↑Brown, MacAlister, and Joseph J. Zasloff. "Relations with Thailand". Laos: a country study (Andrea Matles Savada, ed). Library of Congress Federal Research Division (July 1994).