ტაჯიკეთის საგარეო ურთიერთობები ქვეყნის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასთან ერთად უცხოური ინვესტიციების და რეგიონული უსაფრთხოების შენარჩუნებაზეა დაფუძნებული. 2022 წლისთვის ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიროჯიდინ ასლოვია.
ლიეტუვასა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 13 აპრილს დამყარდა. ტაჯიკეთი ლიეტუვაში მინსკში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი. ორივე სახელმწიფოე ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია.
საბერძნეთი
საბერძნეთი ტაჯიკეთში მოსკოვში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი.[2] ტაჯიკეთი საბერძნეთში ანკარაში მდებარე საელჩოთია აკრედიტებული.
ლატვია
ლატვიასა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 11 მაისს დამყარდა. ტაჯიკეთი ლატვიაში მინსკში მდებარე საელჩოთია აკრედიტებული.[3] ორივე სახელმწიფოე ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია.
მართალია ორივე სახელმწიფო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრია, მაგრამ აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთს შორის ეკონომიკური ვაჭრობის მაჩვნებლები დაბალ დონეზეა. 2012 წლის ივლისში აზერბაიჯანში ტაჯიკეთის პრეზიდენტის, ემომალი რაჰმონის სახელმწიფო ვიზიტით ყოფნისას ტაიჯიკეთის ალუმინის კომპანიამ და აზერბაიჯანულმა კომპანიამ „Azeraluminium“ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.[5]
ბჰუტანი
ბჰუტანსა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2013 წლის 4 იანვარს დამყარდა.[6]
კამბოჯა
კამბოჯასა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 29 ნოემბერს დამყარდა. კამბოჯას ტაჯიკეთში თურქეთში მდებარე საელჩო წარმოადგენს, ხოლო ტაჯიკეთს კამბოჯისთვის აკრედიტებული საელჩო არ აქვს.
საქართველო
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 4 აგვისტოს დამყარდა. ტაჯიკეთი საქართველოს ბაქოში მდებარე საელჩოთი ფარავს,[7] ხოლო საქართველოს საელჩო ტაშკენტში მდებარეობს.[8] ორივე სახელმწიფო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია. სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის ძირითად სფეროებს ტრანსპორტი და სოფლის მეურნეობა წარმოადგენს.
იაპონია
იაპონიასა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 2 თებერვალს დამყარდა. იაპონიის საელჩო დუშანბეში2002 წლის იანვარში გაიხსნა, ხოლო ტაჯიკეთის საელჩო ტოკიოში2007 წლის ნოემბერში გაიხსნა.[9]
წარსულში ორივე სახელმწიფო საბჭოთა კავშირის წევრი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სახელმწიფოებს წლების მანძილზე დაძაბული ურთიერთობები ჰქონდათ. 2021 და 2022 წლებში საზღვართან შეტაკებებიც მოხდა. ლტოლვილებმა და მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლებმა ტაჯიკეთიდან ყირგიზეთის საზღვარი არაერთხელ გადაკვეთეს და ტყვეებიც აიყვანეს.[10]
მონღოლეთსა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 აპრილს დამყარდა. მონღოლეთი ტაჯიკეთს ნურ-სულთანში მდებარე საელჩოთი ფარავს. ტაჯიკეთიც მონღოლეთს ნურ-სულთანში მდებარე საელჩოთი ფარავს.
ტაჯიკეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები 1992 წლის 29 იანვარს დამყარდა.[13] თურქეთის საელჩო დუშანბეში მდებარეობს, ხოლო ტაჯიკეთის ― ანკარაში. ორივე სახელმწიფო აზიური თანამშრომლობის დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია. 2019 წელს ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა 274 მლნ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა (ტაიკური ექსპორტი/იმპორტი: 131/143 მილიონი ამერიკული დოლარი).[14]
↑Martha Brill Olcott. "Central Asian Neighbors". Kyrgyzstan: a country study (Glenn E. Curtis, editor). Library of Congress Federal Research Division (March 1996). This article incorporates text from this source, which is in the public domain.