ბრუნეის დიპლომატიური მისიები ჰყავს საზღვარგარეთ და ახლო კავშირები აქვს სინგაპურთან, რომელთანაც ურთიერთგაცვლითი სავალუტო რეჟიმი და მჭიდრო სამხედრო ურთიერთობებიც აქვს დამყარებული. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სახელმწიფოებთან ურთიერთობის გარდა, რომელშიც უმთავრესი პარტნიორები ფილიპინები, ინდონეზია და მალაიზია აირან, ბრუნეის ფართო ურთიერთობები აქვს მუსლიმურ და არაბულ სამყაროსთან.
საერთაშორისო ორგანიზაციები
ბრუნეიმ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1984 წელს მოიპოვა და 1-ელი იანვრიდან ერთა თანამეგობრობის დამოუკიდებელი წევრი გახდა.[1] ბრუნეი ლესოთოს, მალაიზიის, ესვატინისა და ტონგის მსგავსად, მონარქიაა და საკუთარი მონარქი, ბრუნეის სულთანი ჰყავს.
ბრუნეი 1984 წელს გაწევრიანდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში.[2]1995 წელს ბრუნეი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი იყო.[3]2009 წელს ბრუნეიმ და ფილიპინებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის, სოფლის მეურნეობისა და ფერმებთან დაკავშირებულ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებასა და ინვესტიციების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ორმხრივი ურთიერთობები
სომხეთი
ბრუნეისა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2002 წლის 15 აპრილს დამყარდა.
ავსტრალიასა და ბრუნეის შორის კეთილგანწყობილი და ზრდადი მრავალფეროვანი ურთიერთობებია. 1945 წლის ივნისში ავსტრალიელები იაპონელებისაგან ბრუნეის გათავისუფლებაში მონაწილეობდნენ. ამ მოვლენის აღსანიშნავი მემორიალი მუარის სანაპიროზე მდებარეობს. ორივე სახელმწიფო მონაწილეობს ტრანს წყნარი ოკეანის პარტნიორობის მოლაპარაკებებში, რომელიც 2010 წელს დაიწყო და მონაწილე მხარეები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელი ელემენტების განვითარებას ისახავენ მიზნად.
ბრუნეის უმაღლესი კომისარი კანბერაშია, ხოლო ავსტრალიას უმაღლესი კომისარი ბანდარ-სერი-ბეგავანში ჰყავს.[4] ორივე სახელმწიფო ერთა თანამეგობრობის სრული წევრია. ბრუნეისა და ავსტრალიას შორის ურთიერთობები 1984 წელს დამყარდა. ავსტრალია პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც ბრუნეისთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.[4][5][6]
ორმხრივი ურთიერთობები ამ ორ მეტწილად მუსლიმურ სახელმწიფოს შორის შესანიშნავია. ორივე სახელმწიფო ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის, ერთა თანამეგობრობისა და მიუმხრობლობის მოძრაობის წევრია და რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით საერთო ხედვებს იზიარებენ. ბანგლადეშს უმაღლესი კომისარი ბრუნეიში 1985 წლიდან ჰყავდა, თუმცა კომისრის ოფისი 1988-1997 წლებში ფინანსური შეზღუდვების გამო დაიხურა. ბრუნეის უმაღლესი კომისრის ოფისი დაკაშია განთავსებული. ბრუნეი აქტიურად უჭერს მხარდ ბანგლადეშის კანდიდატურას სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციაში.
ბრუნეისა და კამბოჯას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა.[7] ბრუნეის საელჩო პნომ-პენში, ხოლო კამბოჯის საელჩო ბანდარ-სერი-ბეგავანში მდებარეობს.[7] სახელმწიფოები ვაჭრობის, განათლებისა და თავდაცვის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობენ.
ბრუნეისა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1984 წლის 2 აპრილს დამყარდა.[8] ბრუნეის საელჩო ტოკიოში, ხოლო იაპონიის საელჩო ბანდარ-სერი-ბეგავანში მდებარეობს.[8]
კანადასა და ბრუნეის შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1984 წლის 7 მაისს დამყარდა.[9][10] ბრუნეის უმაღლესი კომისრის ოფისი ოტავაში მდებარეობს, ხოლო კანადის უმაღლესი კომისრის ოფისი ბანდარ-სერი-ბეგავანშია განთავსებული. ბრუნეიც და კანადაც ერთა თანამეგობრობის სრული წევრები არიან.
ბრუნეის საელჩო პეკინში მდებარეობს, ხოლო ჩინეთის საელჩო ბანდარ-სერი-ბეგავანშია განთავსებული.[11] ორ სახელმიწფოს შორის სხვადასხვა სახის ურთიერთობები 2000 წლის წინ დაიწყო, დასავლეთ ხანის პერიოდში.[12]
ბრუნეისა და ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1984 წლის 10 მაისს დამყარდა.[13][14] სულთანი ჰასან ბოლქიაჰი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია ინდოეთს 1992 წლის სექტემბერში.[13][14]1929 წელს ბრუნეიში ნავთობის აღმოჩენის შემდეგ სამეფოში უამრავი ინდოელი წავიდა ნავთობისა და მასთან დაკავშირებულ სექტორებში სამუშაოდ. ადგილობრივი მთავრობის ოფიციალური წყაროების მიერ მიხედვით 2013 წლისთვის ბრუნეიში 10 000 ინდოელი ცხოვრობდა.
ბრუნეის საელჩო ბერლინში მდებარეობს, ხოლო გერმანიის საელჩო ბანდარ-სერი-ბეგავანშია განლაგებული.[16] სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები 1984 წლის 1-ელ მაისს დამყარდა.[16][17]
ბრუნეისა და მიანმარს შორის ურთიერთობები 1993 წლის 21 სექტემბერს დამყარდა.[18] ბრუნეის საელჩო იანგონში მდებარეობს, ხოლო მიანმარის საელჩო ბანდარ-სერი-ბეგავანშია განლაგებული.[18] სახელმწიფოებს მეგობრული ორმხრივი ურთიერთობები აქვთ განათლების, ჯანდაცვისა და შრომის სფეროში.[19]
ბრუნეისა და ომანს შორის ურთიერთობები 1984 წლის 24 მარტს დამყარდა. წარსულში ორივე სახელმწიფო ევროპული ქვეყნების პროტექტორატები იყვნენ (ბრუნეი ბრიტანეთის, ხოლო ომანი პორტუალიის და შემდეგ ბრიტანეთის) და ამჟამად ორივე ისლამური აბსოლუტური მონარქიულიაა.[20][21][22]
ბრუნეის საელჩო მასკატში მდებარეობს, ხოლო ომანის საელჩო ბანდარ-სერი-ბეგავანში.[20]
სქოლიო
↑MOFAT, Commonwealth. Ministry of Foreign Affairs and Trade of Brunei Darussalam (30 March 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი 2022.
↑"US DOS". (30 March 2010) MOFAT, UN. Ministry of Foreign Affairs and Trade of Brunei Darussalam. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 თებერვალი 2008. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი 2022.
↑MOFAT, WTO. Ministry of Foreign Affairs and Trade (30 March 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ივნისი 2008. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი 2022.
↑ 8.08.1Brunei-Japan Relations. Ministry of Foreign Affairs and Trade (Brunei). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 16 February 2014
↑Brunei-Canada Relations. Ministry of Foreign Affairs and Trade (Brunei). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 15 February 2014
↑Brunei-China Relations. Ministry of Foreign Affairs and Trade (Brunei). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 17 February 2014
↑Prashanth Parameswaran. (9 November 2012) China, Brunei: ties that bind. Asia Times Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 17 February 2014