მიუმხრობლობის მოძრაობა

Non-Aligned Movement
მიუმხრობლობის მოძრაობა
მსოფლიოს რუკა, რომელიც მიუთითებს ორგანიზაციის წევრ და დამკვირვებელ ქვეყნებს
მსოფლიოს რუკა, რომელიც მიუთითებს ორგანიზაციის წევრ და დამკვირვებელ ქვეყნებს
  წევრი სახელმწიფოები
  დამკვირვებელი ქვეყნები
შტაბ-ბინანიუ-იორკი
ტიპი ფორუმი
წევრობა 120 წევრი სახელმწიფო
17 დამკვირვებელი სახელმწიფო
10 საერთაშორისო ორგანიზაცია
ლიდერები
 -  მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო წევრი ქვეყნების მეთაურების სამიტი
 -  თავმჯდომარეობა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
 -  თავმჯდომარე ილჰამ ალიევი[1]
დაარსება
 -  ბრიონის დეკლარაციის ხელმოწერა 1956 წლის 19 ივლისი 
 -  წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურებისა და მთავრობების პირველი კონფერენცია 1961 წელს იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია ბელგრადში 
საიტი
mnoal.org

მიუმხრობლობის მოძრაობა (ინგლ. Non-Aligned Movement) — საერთაშორისო მოძრაობა, აერთიანებს მსოფლიოს 120 ქვეყანას, რომელთა მიზანია არ მიიღონ მონაწილეობა სამხედრო ბლოკებში. მოძრაობა ოფიციალურად დააარსა ოცდახუთმა სახელმწიფომ ბელგრადის პირველ კონფერენციაზე 1961 წლის სექტემბერში. მოძრაობის შექმნას წინ უძღოდა ბანდუნგის კონფერენცია 1955 წელს და იოსიპ ბროზ ტიტოს, გამალ აბდელ ნასერისა და ჯავაჰარლალ ნერუს სამხრივი მოლაპარაკებები 1956 წელს.

შემადგენლობა

2009 წლის მონაცემებით მის შემადგენლობაში შედის 119 ქვეყანა, მათ შორის 1 ევროპული (ბელარუსი), 38 აზიური (მათ შორის პალესტინა, თურქმენეთი, უზბეკეთი), 53 აფრიკული, 26 სამხრეთამერიკული და კარიბის ქვეყანა.

დამკვირვებლის სტატუსი აქვს 15 ქვეყანას: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი, კოსტა-რიკა, მექსიკა, პარაგვაი, სალვადორი, სერბეთი, მონტენეგრო, უკრაინა, ურუგვაი, ხორვატია. იმავე სტატუსს ატარებს 5 საერთაშორისო და 2 ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაცია: გაერო, აფრიკის კავშირი, არაბული ქვეყნების ლიგა, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, კანაკის სახალხო-განმათავისუფლებელი სოციალისტური ფრონტი (ახალი კალედონია) და ახალი მოძრაობა პუერტო-რიკოს დამოუკიდებლობისათვის.

მე-14 ჰავანის კონფერენციაზე მოძრაობის წევრებად მიიღეს ჰაიტი და სენტ-კიტსი და ნევისი, წევრთა რიცხვი გაიზარდა 119-მდე.

2011 წელს ინდონეზიაში გაიმართა მიუმხრობელი ქვეყნების მორიგი კონფერენცია, რომელიც ორგანიზაციის 50 წლისთავს ეძღვნება და რომელზედაც წევრებად მიიღეს აზერბაიჯანი და ფიჯი.[2]

ისტორია

მიუმხრობლობის მოძრაობა წარმოადგენს ფორუმს, რომელშიც მონაწილეობას იღებს 120 განვითარებადი ქვეყანა. ფორუმის მონაწილე ქვეყნები ფორმალურად არ მიეკუთვნებიან და არ ეწინააღმდეგებიან მსოფლიოს რომელიმე გავლენიან სამხედრო-პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ბლოკს. „მიუმხრობლობის მოძრაობა“ არის სახელმწიფოების ყველაზე დიდი გაერთიანება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შემდეგ. პირველად ტერმინი მიუმხრობლობის მოძრაობა 1976 წელს გამოჩნდა, სადაც მონაწილეები მოხსენიებულნი არიან, როგორც „მოძრაობის წევრები“.

ორგანიზაციის მიზანი ფიდელ კასტრომ 1979 წლის დეკლარაციაში დააფიქსირა: „ეროვნული დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და წევრი ქვეყნების უსაფრთხოება მათ ბრძოლაში იმპერიალიზმის, კოლონიალიზმის, ნეო-კოლონიალიზმის, რასიზმის, ყველა ფორმის აგრესიის, ოკუპაციის, ბატონობის, ჩარევის, ჰეგემონიისა და ძლიერი ბლოკების წინააღმდეგ.“ მიუმხრობლობის მოძრაობის წევრი სახელმწიფოები წარმოადგენენ გაეროს ქვეყნების 2/3-ს, რაც ჯამში მსოფლიო მოსახლეობის 55%-ია. წევრები ძირითადად განვითარებადი ან მესამე სამყაროს ქვეყნებია, თუმცა მიუმხრობლობის მოძრაობაში რამდენიმე განვითარებული სახელმწიფოცაა.

მიუხედავად იმისა, რომ მიუმხრობლობის მოძრაობის წევრები საკმაოდ მჭიდრო კავშირში იყვნენ რომელიმე ზესახელმწიფოსთან და მიუხედავად წევრებს შორის რამდენიმე კონფლიქტისა, მოძრაობამ მაინც შეინარჩუნა ერთობა ცივი ომის პერიოდში. ცივი ომის დასრულების შემდეგ, მოძრაობა ძირითადად კონცენტრირდა განვითარებადი ქვეყნების ურთიერთობების გაძლიერებაზე, განსაკუთრებით გლობალური სამხრეთის შიგნით. მისი წევრების უმრავლესობა დემოკრატიის მაღალი ინდექსით არ გამოირჩევა.

წარმოშობა და ცივი ომი

შენობა, სადაც ბანდუნგის კონფერენცია მიმდინარეობდა

მიუმხრობლობის მოძრაობა, როგორც ორგანიზაცია იუგოსლავიაში, ბრიონის კუნძულზე, 1956 წელს დაარსდა, ფორმალურად კი გაფორმდა 1956 წლის 19 ივლისს, ბრიონის დეკლარაციის ხელმოწერით. დეკლარაცია გააფორმეს იუგოსლავიის პრეზიდენტმა იოსიპ ბროზ ტიტომ, ინდოეთის პირველმა პრემიერ-მინისტრმა ჯავაჰარლალ ნერუმ და ეგვიპტის მეორე პრეზიდენტმა გამალ აბდერ ნასერმა. დეკლარაციის ერთ-ერთი ციტატაა: „მშვიდობა ვერ მიიღწევა განცალკევებით, მშვიდობა იქმნება კოლექტიური უსაფრთხოებისკენ სწრაფვითა და თავისუფლების გავრცელებით, ასევე ერთი ქვეყნის მეორეზე ბატონობის შეწყვეტით“.

ცივი ომის დროს მოძრაობა დასავლეთ და აღმოსავლეთ ბლოკებს შორის განვითარების შუალედურ კურსს უჭერდა მხარს. ეს პრინციპი პირველად გამოყენებულ იქნა გაეროში 1953 წელს ინდოელი დიპლომატის კრიშნა მენონის დოქტრინის წარმოსადგენად.[3]

მაგრამ მალევე ეს სახელი გახდა აღმნიშვნელი იმ ქვეყნებისა, რომლებიც კონფერენციაში იღებდნენ მონაწილეობას. ტერმინი „მიუმხრობლობა“ 1953 წელს გაეროში დაფუძნდა. ნერუმ გამოიყენა ეს ფრაზა თავის გამოსვლისას შრი-ლანკაში 1954 წელს. მის სიტყვაში აღწერილი იყო 5 სვეტი, რომლებიც წარმოადგენდა სახელმძღვანელოს ჩინურ-ინდური ურთიერთობებისა; ამ პრინციპებს შემდგომ დაეფუძნა მიუმხრობლობის მოძრაობა. ეს პრინციპებია:
• სახელმწიფოთა ურთიერთპატივისცემა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი
• თავდაუსხმელობა
• შიდა საქმეებში ჩაურევლობა
• თანასწორობა და ურთიერთსარგებლობა
• მშვიდობიანი თანაცხოვრება

მიუმხრობლობის მოძრაობის განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 1955 წლის ბანდუნგის კონფერენცია, რომლის მასპინძელმა, ინდონეზიის პრეზიდენტმა სუკარნომ, დიდი წვლილი შეიტანა მოძრაობის განვითარებაში. კონფერენციამ მიიღო „დეკლარაცია მსოფლიო მშვიდობისა და თანამშრომლობის განვითარების შესახებ“ სადაც შედიოდა ზემოაღნიშნული 5 პრინციპი და კოლექტიური დაპირება „ცივ ომში“ ნეიტრალიტეტის შესახებ. ბანდუნგიდან 6 წლის შემდეგ, იუგოსლავიის პრეზიდენტის ტიტოს მეთაურობით, 1961 წელს, ბელგრადში, გაიმართა პირველი კონფერენცია წევრი ქვეყნების მეთაურებისა და მთავრობებისთვის.[4] თავად ტერმინი „მიუმხრობლობის მოძრაობა“ კი პირველად მეხუთე კონფერენციაზე, 1976 წელს გამოჩნდა.[5]

1961 წლის ბელგრადის კონცეფერნციაზე წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები

1970 წლის სექტემბერში, ლუსაკის კონფერენციაზე, წევრმა სახელმწიფოებმა მოძრაობის მიზნებს დაამატეს დავების მშვიდობიანი მოგვარება და დიდი სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებისგან თავის არიდება. კიდევ ერთი ასეთი მიზანი იყო წინააღმდეგობა სხვა ქვეყნებში სამხედრო ბაზების განთავსებაზე.

კუბის როლი

1970-იან წლებში კუბას ჰქონდა მცდელობა წარმოჩენილიყო, როგორც მიუმხრობლობის მოძრაობის ლიდერი სახელმწიფო, რომელიც ჯამში 90-ზე მეტ სახელმწიფოს აერთიანებდა. ანგოლაში კუბის საბრძოლო ჯარებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს მოძრაობის სხვა წევრ ქვეყნებზე.

კუბამ ასევე ჩამოაყალიბა სამხედრო საკონსულტაციო მისიები და ეკონომიკური და სოციალური რეფორმების პროგრამები. 1972 წლის მიუმხრობლობის მოძრაობის კონფერენცია მიესალმა კუბის ინტერნაციონალიზმს, რომელმაც „მხარი დაუჭირა ანგოლელ ხალხს სამხრეთ აფრიკის რასისტული და ექსპანსიონისტური პოლიტიკის წინააღმდეგ“. შემდეგი კონფერენცია დაიგეგმა 1979 წლისთვის, ჰავანაში, რომელიც კუბას ფაქტობრივად ხდიდა მოძრაობის დე-ფაქტო ლიდერად. 1979 წლის სექტემბერში გამართული კონფერენცია შეფასდა, როგორც კუბის პრესტიჟის ზენიტი. დამსწრეთა უმრავლესობას სჯეროდა, რომ კუბა არ იყო საბჭოთა კავშირის პარტნიორი ცივი ომის პერიოდში.[6] თუმცა, 1979 წლის დეკემბერში, სსრკ ავღანეთის სამოქალაქო ომში ჩაერია. იმ დროს კი ავღანეთი მიუმხრობლობის მოძრაობის აქტიური წევრი იყო. გაეროს სხდომაზე კი მოძრაობის 56 წევრმა ხმა მისცა სსრკ-ს დასჯას, 9 წინააღმდეგი იყო, ხოლო 26-მა კი თავი შეიკავა. კუბამ, რომელიც იმდროს ვალში იყო მოსკოვთან, როგორც ფინანსურად ასევე პოლიტიკურად, რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, რამაც რეპუტაცია შეულახა მას. კასტრო, რომელსაც შეეძლო გამხდარიყო მოძრაობის მაღალი დონის წარმომადგენელი, მშვიდად და უმოქმედოდ დარჩა, შედეგად 1983 წელს კუბა ინდოეთმა ჩაანაცვლა, რომელმაც თავის დროზე რეზოლუციის კენჭისყრის დროს თავი შეიკავა. კუბამ დაკარგა შესაძლებლობა გამხდარიყო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი და მისი გლობალური მიზნებიც ჩამოიშალა.[7] უფრო მეტიც, მოძრაობის პოზიციები ავღანეთის ომთან დაკავშირებით გაიყო. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს საბჭოთა ინტერვენციას, მოძრაობის სხვა წევრებმა აღნიშნული ქმედება დაგმეს.[8]

ცივი ომის შემდგომი პერიოდი

მიუმხრობლობის მოძრაობა ცივი ომის მიმდინარეობისას ჩამოყალიბდა,[9] შესაბამისად, მისი დასრულების შემდეგ კავშირის მიზნები და ფუნქცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მას შემდეგ რაც იუგოსლავია დაიშალა, 1992 წელს მოძრაობის მინისტერიალზე მას წევრის სტატუსი შეუწყდა.[10] იუგოსლავიის სოციალისტური ფედერალური რესპუბლიკის მემკვიდრე წევრ სახელმწიფოებს არ გამოუხატავთ ინტერესი წევრობისთვის, თუმცა სერბეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას აქვთ დამკვირვებლის სტატუსი. 2004 წელს მალტამ და კვიპროსმა დატოვეს მოძრაობა და ევროკავშირში გაწევრიანდნენ. ყველაზე ბოლოს ორგანიზაციას აზერბაიჯანი და ფიჯი შეუერთდნენ, 2011 წელს. ბოსნიისა და კოსტა-რიკის განცხადებები კი უარყოფილ იქნა 1995 და 1998 წლებში.[11]

ცივი ომის დასრულების შემდეგ, მიუმხრობლობის მოძრაობა იძულებული გახდა ხელახლა განესაზღვრა საკუთარი როლი და მიზანი საერთაშორისო სისტემაში. მთავარი კითხვა კი მდგომარეობდა შემდეგში, შეძლებდა თუ არა მისი იდეოლოგია, რომელიც დაფუძნებული იყო ეროვნულ დამოუკიდებლობაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, კოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მორგებას თანამედროვე თემებზე. იმისათვის, რომ გამხდარიყო ხმა გლობალური სამხრეთისა, მოძრაობამ ხაზი გაუსვა მულტილატერალიზმს, თანასწორობას და ურთიერთთავდაუსხმელობის პრინციპებს. გარდა ამისა მიზანი იყო განვითარებულ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებისას, გაზრდილიყო წვერი ქვეყნების პოლიტიკური ბერკეტები და მათი პრობლემები უკეთ წარმოჩინებულიყო საერთაშორისო დონეზე. სამხრეთ ინტერესების წინსვლის მცდელობებში მოძრაობამ ხაზი გაუსვა წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისა და ერთიანობის მნიშვნელობას,[12] მაგრამ, როგორც წარსულში, გაერთიანებისთვის კვლავ პრობლემად რჩება - ორგანიზაციის ზომა, დღის წესრიგების ბუნდოვანება და მსოფლიო ალიანსებს შორის ნაკლებად მკაფიო საზღვრების წარმოქმნა.[13]

მოძრაობის აზრით, მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნები კვლავ ექსპლუატაციაში არიან და მარგინალიზებულ გარემოში რჩებიან, ბიპოლარული სისტემა მულტიპოლარულით შეიცვალა,[14] მაგრამ კვლავ საჭიროა ჰეგემონიისა და ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ გაერთიანება. მოძრაობა ეწინააღმდეგება ოკუპაციასა და ჩარევას შიდა საქმეებში, მაგრამ ის ასევე აქცენტს სვამს წვერი სახელმწიფოების წინაშე მდგარ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომლებიც განპირობებულნი არიან გლობალიზაციითა და ნეოლიბერალური პოლიტიკით. მიუმხრობლობის მოძრაობა ეკონომიკურ ჩამორჩენას, სიღარიბესა და სოციალურ უსამართლობას განიხილავს მშვიდობისა და უსაფრთხოების მზარდ საფრთხედ.[15]

ორგანიზაციული სტრუქტურა და წევრობა

მოძრაობის მთავარი პრინციპია რომელიმე გეოპოლიტიკურ ან სამხედრო ორგანიზაციასთან კოალიციაში გაერთიანებაზე უარის თქმა. კავშირს არ გააჩნია ძალიან მკაცრი ორგანიზაციული სტრუქტურა.[16] ორგანიზაციული წესდების საფუძვლები განისაზღვრა 1996 წლის კარტაგენას კონფერენციაზე,[17] რომლის მიხედვითაც მიუმხრობლობის მოძრაობის წევრი ქვეყნების მეთაურების სამიტი არის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო. მოძრაობის თავმჯდომარეობა იცვლება ყველა სამიტზე, იმისდა მიხედვით თუ რომელი ქვეყანა და მთავრობაა ორგანიზატორი.

მიუმხრობლობის მოძრაობის წევრობის მოთხოვნები ემთხვევა გაეროს მთავარ შეხედულებებს. ამჟამინდელი მოთხოვნებია, რომ კანდიდატი ქვეყანა ეთანხმებოდეს 1955 წლის ბანდუნგის პრინციპებს:

  • ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიზნებისა და პრინციპების პატივისცემა.
  • ყველა ერის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.
  • ეროვნული დამოუკიდებლობის აღიარება
  • ყველა რასისა და ყველა ქვეყნის თანასწორუფლებიანობის აღიარება
  • სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავება
  • თითოეული ერის უფლების პატივისცემა ცალკეულ და კოლექტიურად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად.
  • თავის შეკავება აგრესიისგან ან რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან
  • ყველა საერთაშორისო დავის მშვიდობიანი გზით მოგვარება, გაეროს წესდების შესაბამისად.
  • ერთმანეთის ინტერესების და თანამშრომლობის ხელშეწყობა.
  • სამართლიანობისა და საერთაშორისო ვალდებულებების პატივისცემა.

პოლიტიკა და იდეოლოგია

მიუმხრობლობის მოძრაობის თავმჯდომარეები[18] იყვნენ ისეთი განსხვავებული ფიგურები როგორებიცაა, ანტი-კომუნისტი, მილიტარისტი ზუჰარტო[19] და სოციალ-დემოკრატი, აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლი ნელსონ მანდელა. მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა საკმაოდ ჭრელია იდეოლოგიურად, მთავარი გამაერთიანებელი ფაქტორი მსოფლიო მშვიდობა და უსაფრთხოებაა. 1983 წლის მარტში გამართულ სამიტზე, ის შეფასებულ იქნა, როგორც ისტორიაში ყველაზე დიდი სამშვიდობო მოძრაობა.[20] მოძრაობა ხაზს უსვამს განიარაღების აუცილებლობას. ბრიონში გამართულ მინისტერიალზე, 1956 წელს, იუგოსლავიის, ინდოეთისა და ეგვიპტის ლიდერებმა, დაადგინეს, რომ არსებობს კავშირი მშვიდობისთვის ბრძოლასა და განიარაღებისკენ სწრაფვას შორის.

1975 წელს ჩამოყალიბდა მიუმხრობლობის მოძრაობის ახალი ამბების სააგენტო, რომელიც 2005 წელს გადაკეთდა მიუმხრობლობის მოძრაობის ახალი ამბების კავშირად.

მიუმხრობლობის მოძრაობა მხარს უჭერს ისეთ თანამშრომლობის პოლიტიკას, რომელიც მრავალმხრივია და სარგებლის მომტანია ყველასთვის. მოძრაობის წევრთა უმეტესობა ამავდროს გაეროს წევრიცაა. ორივე ორგანიზაციას აქვს მშვიდობიანი თანამშრომლობის გამოხატული პოლიტიკა, მაგრამ მიუმხრობლობის მოძრაობის წარმატებები უგულვებელყოფილია გაეროს მიერ, რომელიც დასავლური დომინაციის ქვეშაა.[21] აფრიკული ქვეყნების წუხილი აპართეიდის საქმეზე ასევე გამოიხატა იქნა არაბული სამყაროს შეშფოთებაში პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით, მრავალმხრივმა თანამშრომლობამ კი ამ რეგიონებში ზომიერი წარმატება მოიტანა. არსებობის მანძილზე მიუმხრობლობის მოძრაობას მნიშვნელოვანი როლი უთამაშია სხვადასხვა იდეოლოგიურ კონფლიქტებში.

ბოლოდროინდელი მდგომარეობა

აშშ-ის პოლიტიკის კრიტიკა

ბოლო წლებში ორგანიზაციამ გააკრიტიკა აშშ-ს საგარეო პოლიტიკის გარკვეული ასპექტები. მოძრაობის ნაწილმა დაგმო აშშ-ს ინტერვნეცია ერაყში, ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამების საქმიანობაში ჩარევა. ზემოაღნიშნული აღქმულ იქნა, როგორც მცირე ერების სუვერენიტეტის მიმართ უხეში მოპყრობის მცდელობა.[22]

პუერტო-რიკოს თვითგამორკვევის უფლება

1961 წლიდან ორგანიზაცია მხარს უჭერდა გაეროშ პუერტო-რიკოს საქმეს თვითგამორკვევის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით. XV სამიტზე ამ თემასთან დაკავშირებით ჰოსტოსიანის ეროვნულმა დამოუკიდებელმა მოძრაობამ წარადგინა რეზოლუცია.[23]

დასავლეთ საჰარას თვითგამორკვევის უფლება

1973 წლიდან მოძრაობა მხარს უჭერდა დასავლეთ საჰარას თვითგამორკვევის უფლების საქმეს, რომელიც გაეროში იქნა წარდგენილი. მოძრაობამ ხელახლა დაადასტურა (2009 წელს შეხვედრაზე), რომ მხარს უჭერდა საჰრაის ხალხთა თვითგამორკვევას და მხარეებს შორის პირდაპირი დიალოგის გამართვას. ასევე ხაზი გაუსვა გაეროს პასუხისმგებლობას საჰრავის ხალხთა პრობლემაზე.[24]

მდგრადი განვითარება

მოძრაობა აქტიურად საქმიანობს მდგრადი განვითარებისა და ათასწლეულის განვითარების მიზნების მისაღწევად, მაგრამ თვლის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ შექმნა განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები და დაარღვია თითოეული წევრი ქვეყნის სუვერენული განვითარების უფლება. ისეთი საკითხები, როგორიცაა გლობალიზაცია, საგარეო ვალები, უთანასწორო სავაჭრო პირობები, საგარეო დახმარების შემცირება და საერთაშორისო ფინანსური გადაწყვეტილების მიღებაში დემოკრატიის არარსებობა, მიიჩნევა განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებად.[25]

გაეროს რეფორმები

მოძრაობა აკრიტიკებს გაეროს სტრუქტურას და ძალაუფლების დინამიკას და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ინსტიტუციებს ძლიერი სახელმწიფოები იყენებენ. მიუმხრობლობის მოძრაობამ წარმოადგინა რამდენიმე რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, წევრი ქვეყნების წარმომადგენლობა და უფლებამოსილება გაიზრდება. შემოთავაზებული რეფორმები ასევე მიზნად ისახავს გაეროს გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალობისა და დემოკრატიის გაუმჯობესებას. გაეროს უშიშროების საბჭო ის ელემენტია, რომელსაც მოძრაობა ყველაზე მეტად დამახინჯებულ, არადემოკრატიულ და რეფორმირების გადაუდებელი საჭიროების მქონედ მიიჩნევს.[26]

კულტურული მრავალფეროვნება და ადამიანის უფლებები

მოძრაობა ემხრობა ადამიანის უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის უნივერსალურობას, მაგრამ სასტიკად ეწინააღმდეგება კულტურულ ჰომოგენიზაციას. სუვერენიტეტის შესახებ თავისი შეხედულების შესაბამისად, მოძრაობას მიაჩნია, რომ კულტურული მრავალფეროვნება, რელიგიის თავისუფლება, სოციო-კულტურული და ისტორიული სპეციფიკა დაცული უნდა იქნეს, რაც განსაზღვრავს ადამიანის უფლებებს კონკრეტულ რეგიონებში.

სამიტები

პირველი სამიტი, ბელგრადი
მიუმხრობლობის მოძრაობის მეთექვსმეტე სამიტი, თეირანი

მიუმხრომლობის მოძრაობის წევრი ქვეყნების მეთაურების კონფერენცია, ხშირად მოხსენიებული როგორც სამიტი, არის ორგანიზაციის მთავარი შეხვედრა რომელიც ყოველ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ტარდება:[27]

თარიღი მასპინძელი სახელმწიფო მასპინძელი ქალაქი სლოგანი
პირველი 1–6 სექტემბერი 1961 იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია ბელგრადი
მეორე 5–10 ოქტომბერი 1964 გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა კაირო
მესამე 8–10 სექტემბერი 1970 ზამბიის დროშა ზამბია ლუსაკა
მეოთხე 5–9 სექტემბერი 1973 ალჟირის დროშა ალჟირი ალჟირი
მეხუთე 16–19 აგვისტო 1976 შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა კოლომბო
მეექვსე 3–9 სექტემბერი 1979 კუბის დროშა კუბა ჰავანა
მეშვიდე 7–12 მარტი 1983 ინდოეთის დროშა ინდოეთი ნიუ-დელი
მერვე 1–6 სექტემბერი 1986 ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე ჰარარე
მეცხრე 4–7 სექტემბერი1989 იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია ბელგრადი
მეათე 1–6 სექტემბერი 1992 ინდონეზიის დროშა ინდონეზია ჯაკარტა
მეთერთმეტე 18–20 ოქტომბერი 1995 კოლუმბიის დროშა კოლუმბია კარტახენა
მეთორმეტე 2–3 სექტემბერი 1998 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთი აფრიკა დურბანი
მეცამეტე 20–25 თემებერვალი 2003 მალაიზიის დროშა მალაიზია კუალა-ლუმპური
მეთოთხმეტე 15–16 სექტემბერი 2006 კუბის დროშა კუბა ჰავანა
მეთხუთმეტე 11–16 ივლისი 2009 ეგვიპტის დროშა ეგვიპტე შარმ-ელ-შეიხი საერთაშორისო სოლიდარობა მშვიდობისთვის და განვითარებისთვის
მეთექვსმეტე 26–31 აგვისტო 2012 ირანის დროშა ირანი თეირანი ანგრძლივი მშვიდობა ერთობრილი გლობალური მმართველობის გზით
მეჩვიდმეტე 13–18 სექტემბერი 2016 ვენესუელის დროშა ვენესუელა პორლამარი მშვიდობა, სუვერენიტეტი და სოლიდარობა განვითარებისთვის
მეთვრამეტე 25–26 ოქტომბერი 2019[28] აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი ბაქო ბანდუნგის პრინციპების გადახედვა თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებზე ადეკვატური და შეთანხმებული რეაგირების მიზნებისთის

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 18th Summit of Heads of State and Government of Non-Aligned Movement gets underway in Baku. ციტირების თარიღი: 2019-12-26
  2. ინდონეზია მიუმხრობელთა მოძრაობის კონფერენციას მასპინძლობს
  3. Ma'aroof, Mohammad Khalid (1987). Afghanistan in World Politics: (a Study of Afghan-U.S. Relations). Gyan Publishing House, გვ. 75–. ISBN 978-81-212-0097-4. 
  4. Belgrade declaration of non-aligned countries. Egyptian presidency website (6 September 1961). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 October 2011. ციტირების თარიღი: 23 April 2011.
  5. Fifth conference of heads of state or Government of non-aligned nations. Egyptian presidency website (6 September 1961). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 October 2011. ციტირების თარიღი: 23 April 2011.
  6. Robert E. Quirk, Fidel Castro, (1993) pp 718-21, 782-83
  7. Pérez, Cuba: Between Reform and Revolution (5th ed. 2015) p 301.
  8. H. V. Hodson, ed. The annual register : a record of world events 1979 (1980) pp 372-75.
  9. Suvedi, Sūryaprasāda (1996). Land and Maritime Zones of Peace in International Law. Oxford: Clarendon Press; New York: Oxford University Press, გვ. 169–170. ISBN 978-0-198-26096-7. 
  10. "The Non-Aligned Movement: Member States" დაარქივებული 9 December 2010 საიტზე Wayback Machine. . XII Summit, Durban, South Africa, 2–3 September 1998. Retrieved 24 August 2012.
  11. Najam, Adil (2003). „Chapter 9: The Collective South in Multinational Environmental Politics“, Policymaking and prosperity: a multinational anthology. Lanham, MD: Lexington Books, გვ. 197–240 [233]. ISBN 0-7391-0460-8. „Turkmenistan, Belarus and Dominican Republic are the most recent entrants. The application of Bosnia and Herzegovina and Costa Rica were rejected in 1995 and 1998.“ 
  12. Putting Differences Aside დაარქივებული 12 April 2012 საიტზე Wayback Machine. , Daria Acosta, 18 September 2006.
  13. Staff (7 August 2009). "Profile: Non-Aligned Movement". BBC News. Retrieved 24 August 2012.
  14. XII Summit, Durban, South Africa, 2–3 September 1998: Final Document დაარქივებული 19 December 2015 საიტზე Wayback Machine. , no. 10-11.
  15. XII Summit, Durban, South Africa, 2–3 September 1998: NAM XII Summit: Basic Documents – Final Document: 1 Global Issues დაარქივებული 19 December 2015 საიტზე Wayback Machine. . Nam.gov.za. Retrieved 3 August 2013.
  16. The Non-Aligned Movement: Background Information. Government of Zaire (21 September 2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 February 2016. ციტირების თარიღი: 23 April 2011.
  17. Meeting of the Ministerial Committee on Methodology of the Movement of the Non-Aligned Countries, Caratagena de Indias, May 14–16, 1996. Head of State and Government of the Non-Aligned Countries. Government of Zaire (14–16 May 1996). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2011. ციტირების თარიღი: 24 April 2011.
  18. NAM Summits. Non-Aligned Movement. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მარტი 2019. ციტატა: „Nicolás Maduro Moros, President of the Bolivarian Republic of Venezuela, who was elected by acclamation as Chair of the Non-Aligned Movement (NAM)“ ციტირების თარიღი: 6 April 2019.
  19. „Suharto tops corruption rankings“. BBC News. 25 March 2004. ციტირების თარიღი: 4 February 2006.
  20. Ohlson, Thomas (1988). Arms Transfer Limitations and Third World Security. Oxford: Oxford University Press, გვ. 198. ISBN 978-0-198-29124-4. 
  21. Morphet, Sally. "Multilateralism and the Non-Aligned Movement: What Is the Global South Doing and Where Is It Going?". Global Governance: A Review of Multilateralism and International Organizations. 10 (2004), pp. 517–537.
  22. Staff (16 September 2006). [htps://www.cbc.ca/news/world/non-aligned-nations-slam-u-s-1.599827 "Non-Aligned Nations Slam U.S."] CBC News. Retrieved 23 August 2012.
  23. „No Alineados preparan apoyo a la libre determinación de Puerto Rico“ [The Non-Aligned prepare support for Puerto Rico's self-determination] (Spanish). Radio Cooperativa. 14 July 2009. ციტირების თარიღი: 23 August 2012.
  24. XV Summit of heads of state and government of the Non Aligned Movement – Final Document. Sharm El Sheikh, Egypt.16-04-2009. დაარქივებული 17 August 2012 საიტზე Wayback Machine. See points 237, 238 & 239.
  25. Statement on the implementation of the Right to Development დაარქივებული 9 March 2012 საიტზე Wayback Machine. , 7 January 2008.
  26. XII Summit, Durban, South Africa, 2–3 September 1998: Final Document დაარქივებული 19 December 2015 საიტზე Wayback Machine. , no. 55.
  27. XV Summit of the Non-Aligned Movement, Sharm El Sheikh, 11–16 July 2009: Previous Summits დაარქივებული 8 October 2011 საიტზე Wayback Machine.
  28. 18th Summit of Non-Aligned Movement gets underway in Baku en. ციტირების თარიღი: 2019-11-30

Read other articles:

Кокосові островиангл. Territory of the Cocos (Keeling) Islandsмалай. кок. остр. Pulu Kokos (Keeling)малай. Wilayah Kepulauan Cocos (Keeling) Прапор Герб Розташування Кокосових островів Розташування островів Столиця Західний острів Офіційні мови англійська (de facto) Форма правління Конституційна монархія  - Коро�...

 

 

Matthew BellamyInformasi latar belakangNama lahirMatthew James BellamyLahir9 Juni 1978 (umur 45) Cambridge, InggrisGenreNew prog, rock alternatif, progressive rockPekerjaanMusisi, pencipta laguInstrumenVokalis, gitaris, pianis, organ, harmonium, keytar, mellotron,Tahun aktif1994–sekarangLabelWarner Bros., Mushroom RecordsArtis terkaitMuseSitus webmuse.mu Matthew James Bellamy (lahir 9 Juni 1978) adalah vokalis, gitar, harmonium, komponis serta pianis dari grup musik rock alternatif ter...

 

 

Artikel ini tidak memiliki referensi atau sumber tepercaya sehingga isinya tidak bisa dipastikan. Tolong bantu perbaiki artikel ini dengan menambahkan referensi yang layak. Tulisan tanpa sumber dapat dipertanyakan dan dihapus sewaktu-waktu.Cari sumber: Yamoussoukro – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTORYamoussoukroIbu kotaJalan Une (Une avenue) di YamoussoukroNegara Pantai GadingRegionLacsDepartmenYamoussoukroPemerintahan •...

Species of virus Human metapneumovirus Human metapneumovirus (hMPV) structure and genome Virus classification (unranked): Virus Realm: Riboviria Kingdom: Orthornavirae Phylum: Negarnaviricota Class: Monjiviricetes Order: Mononegavirales Family: Pneumoviridae Genus: Metapneumovirus Species: Human metapneumovirus Human metapneumovirus (HMPV or hMPV) is a negative-sense single-stranded RNA virus of the family Pneumoviridae[1] and is closely related to the Avian metapneumovirus (AMPV) sub...

 

 

Bagian dari seri tentangGereja Ortodoks TimurMosaik Kristos Pantokrator, Hagia Sofia Ikhtisar Struktur Teologi (Sejarah teologi) Liturgi Sejarah Gereja Misteri Suci Pandangan tentang keselamatan Pandangan tentang Maria Pandangan tentang ikon Latar belakang Penyaliban / Kebangkitan / KenaikanYesus Agama Kristen Gereja Kristen Suksesi apostolik Empat Ciri Gereja Ortodoksi Organisasi Otokefali Kebatrikan Batrik Ekumenis Tatanan keuskupan Klerus Uskup Imam Diakon Monastisisme Tingkatan ...

 

 

GeumpangKecamatanNegara IndonesiaProvinsiAcehKabupatenPidiePemerintahan • Camat-Populasi • Total- jiwaKode Kemendagri11.07.05 Kode BPS1109010 Luas1.576,00 km²Desa/kelurahan- Angkutan barang dengan gajah antara Geumpang dan Tangse, Pidie pada masa Hindia Belanda Geumpang adalah sebuah Kecamatan di Kabupaten Pidie, Aceh, Indonesia. Pranala luar (Indonesia) Keputusan Menteri Dalam Negeri Nomor 050-145 Tahun 2022 tentang Pemberian dan Pemutakhiran Kode, Data Wilayah ...

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Oktober 2022. Gunung MostynTitik tertinggiPuncak495 mGeografiLetakSabah, MalaysiaGunung Mostyn adalah gunung yang terdapat di distrik Kunak di negara bagian Sabah di bawah Bayu, Malaysia. Gunung Mostyn memiliki ketinggian 495 meter. Gunung Mostyn adalah gunung berap...

 

 

Перуанский анчоус Научная классификация Домен:ЭукариотыЦарство:ЖивотныеПодцарство:ЭуметазоиБез ранга:Двусторонне-симметричныеБез ранга:ВторичноротыеТип:ХордовыеПодтип:ПозвоночныеИнфратип:ЧелюстноротыеГруппа:Костные рыбыКласс:Лучепёрые рыбыПодкласс:Новопёрые �...

 

 

2015 UEFA European Under-19 Championship2015 Ευρωπαϊκό πρωτάθλημα ποδοσφαίρου Κ-19Tournament detailsHost countryGreeceDates6–19 JulyTeams8 (from 1 confederation)Venue(s)3 (in 3 host cities)Final positionsChampions Spain (10th title)Runners-up RussiaTournament statisticsMatches played15Goals scored36 (2.4 per match)Attendance70,612 (4,707 per match)Top scorer(s) Borja Mayoral (3 goals)Best player(s) Marco Asensio← 2014 2...

Every polynomial has a real or complex root Not to be confused with Fundamental theorem of arithmetic or Fundamental theorem of linear algebra. The fundamental theorem of algebra, also called d'Alembert's theorem[1] or the d'Alembert–Gauss theorem,[2] states that every non-constant single-variable polynomial with complex coefficients has at least one complex root. This includes polynomials with real coefficients, since every real number is a complex number with its imaginary...

 

 

この項目には、一部のコンピュータや閲覧ソフトで表示できない文字が含まれています(詳細)。 数字の大字(だいじ)は、漢数字の一種。通常用いる単純な字形の漢数字(小字)の代わりに同じ音の別の漢字を用いるものである。 概要 壱万円日本銀行券(「壱」が大字) 弐千円日本銀行券(「弐」が大字) 漢数字には「一」「二」「三」と続く小字と、「壱」「�...

 

 

Francia ai Giochi olimpici Codice CIOFRA Comitato nazionaleComité National Olympique et Sportif Français Cronologia olimpicaGiochi olimpici estivi 1896 · 1900 · 1904 · 1908 · 1912 · 1920 · 1924 · 1928 · 1932 · 1936 · 1948 · 1952 · 1956 · 1960 · 1964 · 1968 · 1972 · 1976 · 1980 · 1984 · 1988 · 1992 · 1996 · 2000 · 2004 · 2008 · 2012 ...

Державний комітет телебачення і радіомовлення України (Держкомтелерадіо) Приміщення комітетуЗагальна інформаціяКраїна  УкраїнаДата створення 2003Керівне відомство Кабінет Міністрів УкраїниРічний бюджет 1 964 898 500 ₴[1]Голова Олег НаливайкоПідвідомчі ор...

 

 

土库曼斯坦总统土库曼斯坦国徽土库曼斯坦总统旗現任谢尔达尔·别尔德穆哈梅多夫自2022年3月19日官邸阿什哈巴德总统府(Oguzkhan Presidential Palace)機關所在地阿什哈巴德任命者直接选举任期7年,可连选连任首任萨帕尔穆拉特·尼亚佐夫设立1991年10月27日 土库曼斯坦土库曼斯坦政府与政治 国家政府 土库曼斯坦宪法 国旗 国徽 国歌 立法機關(英语:National Council of Turkmenistan) ...

 

 

District in Ad-Dawhah, QatarAl Markhiya المرخيةDistrictDoha Compound off Markhiya StreetAl MarkhiyaShow map of DohaAl MarkhiyaShow map of QatarCoordinates: 25°19′21″N 51°30′28″E / 25.32250°N 51.50778°E / 25.32250; 51.50778Country QatarMunicipalityAd-DawhahZoneZone 33District no.31Area • Total2.7 km2 (1.0 sq mi)Population • Total5,197 • Density1,900/km2 (5,000/sq mi) Al Hazm Mall in Al Markhiya A...

Sofia PaleologaBasilissa dei RomeiIn carica21 luglio 1425 –agosto 1426 PredecessoreElena Dragaš SuccessoreMaria Comnena NascitaCasale Monferrato, 1399 MorteTorino, 21 agosto 1434 PadreTeodoro II del Monferrato MadreGiovanna di Bar Consorte diGiovanni VIII Paleologo Marchesato del MonferratoPaleologi Teodoro I Figli Giovanni II Violante Giovanni II Figli Ottone III Giovanni III Teodoro II Margherita Ottone III Giovanni III Teodoro II Figli Giovanni Giacomo Sofia Giovanni Giacomo ...

 

 

Type of free-return trajectory The trajectory followed by Apollo 13 Sketch of a circumlunar free return trajectory (not to scale). In orbital mechanics, a circumlunar trajectory, trans-lunar trajectory or lunar free return is a type of free return trajectory which takes a spacecraft from Earth, around the far side of the Moon, and back to Earth using only gravity once the initial trajectory is set. History The first spacecraft to fly a circumlunar trajectory was Luna 3. Circumlunar trajectori...

 

 

Artikel ini tidak memiliki referensi atau sumber tepercaya sehingga isinya tidak bisa dipastikan. Tolong bantu perbaiki artikel ini dengan menambahkan referensi yang layak. Tulisan tanpa sumber dapat dipertanyakan dan dihapus sewaktu-waktu.Cari sumber: Farouk Afero – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTOR Farouk AferoAfero pada tahun 1963LahirFarouk Achmad bin Asgar Ali(1938-06-04)4 Juni 1938Pandori, India Britania, (kini Pakistan)Meninggal1...

Stasiun Kase嘉瀬駅Stasiun Kase pada Mei 2005Lokasi269-3 Kanagi Kase Fuchiyamazaki, Goshogawara-shi, Aomori-ken 037-0204JepangKoordinat40°52′51.43″N 140°28′09.71″E / 40.8809528°N 140.4693639°E / 40.8809528; 140.4693639Operator Tsugaru Railway CompanyJalur■ Jalur Tsugaru RailwayLetak10.1 km dari GoshogawaraJumlah peron1 peron sampingJumlah jalur1Informasi lainStatusTanpa stafSitus webSitus web resmiSejarahDibuka15 Juli 1930Lokasi pada petaStasiun KaseLok...

 

 

Ngaere Usine de produits laitiers de Ngaere Administration Pays Nouvelle-Zélande Île Île du Nord Région Taranaki Autorité territoriale district de Stratford Géographie Coordonnées 39° 13′ 57″ sud, 174° 10′ 30″ est Localisation Géolocalisation sur la carte : Nouvelle-Zélande Ngaere Géolocalisation sur la carte : Nouvelle-Zélande Ngaere modifier  Le village de Ngaere est une localité de la région de Taranaki, située de l'Île...