თურქეთის სრუტეების კრიზისი

თურქეთის სრუტეების კრიზისი
ცივი ომის ნაწილი

ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ლოკაიციები
თარიღი
1936 წლის 20 ივლისი - 1946 წლის 6 აგვისტო
(10 წელი, 2 კვირა და 3 დღე)
პიკი:
1946 წლის 7 აგვისტო - 1953 წლის 30 მაისი
(6 წელი, 9 თვე, 3 კვირა და 2 დღე)[1]
მდებარეობა შავი ზღვა
მარმარილოს ზღვა
შედეგი

Status quo-ს აღდგენა

მხარეები
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მეთაურები
ძალები
საბჭოთა კავშირის დროშა რამდენიმე საბრძოლო ხომალდი და უნცობი რაოდენობის ქვეითი ჯარი

თურქეთის სრუტეების კრიზისიცივი ომის პერიოდის ტერიტორიული კონფლიქტი სსრკ-ისა და თურქეთს შორის. თურქეთი ოფიციალურად ნეიტრალური რჩებოდა მეორე მსოფლიო ომში 1945 წლამდე. ომის დასრულების შემდეგ, სსრკ თურქეთის მთავრობას აიძულებდა დარდანელის და ბოსფორის სრუტეებში საბჭოთა გემების თავისუფალ გატარებას. როდესაც თურქეთმა სსრკ-ის მოთხოვნა უარყო, დაძაბულობა რეგიონში მკვეთრად გაიზარდა რასაც სსრკ-ის საზღვაო ძალების შესაძლებლობების დემონსტრირება მოჰყვა. კრიზისი იყო ტრუმენის დოქტრინას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამიზნე.[2] კრიზისის პიკში, თურქეთის მთავრობამ NATO-ს წევრობით სცადა აშშ-ისგან დახმარების მიღება.

ფონი

სრუტეების მნიშვნელობა

ორი სრუტე (ბოსფორის და დარდანელი) ერთადერთი გასასვლელი კარიბჭეა შავ და ხმელთაშუა ზღვებს შორის, სწორედ ამიტომ დარდანელის და ბოსფორის სრუტეები უმნიშვნელოვანესი სავაჭრო დანიშნულების წერტილები იყო.[3] სრუტეების ასევე მნიშვნელოვანი იყვნენ სამხედრო სტრატეგიის თვალსაზრისითაც, ის ვინც ამ სრუტეებს აკონტროლებს შეუძლია სრუტეების ჩაკეტვით მოწინააღმდეგის სახელმწიფოსათვის ბლოკადის მოწყობა, ისე როგორც პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის იმპერიამ „აშიმშილა“ რუსეთის იმპერია.

პოლიტიკური ფონი

თურქეთის სრუტეების კრიზის ფესვები თურქეთ-სსრკ-ის ურთიერთობებში, მეორე მსოფლიო ომამდე და ომისას აქვს. 1930-იანებამდე ორ სახელმწიფოს თბილი და შეიძლება ითქვას რომ მეგობრული ურთიერთობები ჰქონდათ, 1921 წელს თურქეთის დიდი ნაციონალური ანსაბლეის მთავრობამ და რუსეთის ბოლშევიკებმა ხელი მიაწერეს მოსკოვის ხელშეკრულებას, სადაც ორი მხარე ერთმანეთთან თანამშრომლობას დაჰპირდა.[4]

სრუტეების შეჟიმის მონტრეს კონვენცია 1936 წელს ჩატარდა, ავსტრალიის, ბულგარეთის სამეფოს, საფრანგეთის, ნაცისტური გერმანიის, საბერძნეთის, იაპონიის იმპერიის, საბჭოთა კავშირის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის და იუგოსლავიის სამეფოს დასწრებით, რათა გადაეწყვიტათ ბოსფორის და დარდანელის სრუტეების თურქეთისათვის გადაცემის სამხედრო და რეგულატორული გზები.[5][6][7]

1930-იანების ბოლოს და 1940-იანებში, სტალინი ეწინააღმდეგებოდა 1936 წლის კონვენციის შემდეგ მიღწეულ შეთანხმებას და უკვე 1939 წელს ითხოვდა ალტერნატიულ გადაწყვეტას. სტალინმა წამოაყენა სრუტეების სსრკ-ისა და თურქეთის მიერ საერთო კონტროლი.[8] მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერის შემდეგ ნაცისტურ გერმანიასთან, სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩასლევ მოლოტოვმა გერმანელ კოლეგებს სსრკ-ის მიერ სრუტეების ძალით აღების სურვილი გაუმხილა.[9]

საზღვრების შეუთანხმებლობა თურქეთთან

რუკა გვიჩვენებს თურქეთის ტერიტორიებს, რომლებზეც საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას ჰქონდა პრეტენზიები 1946 წელს[10]

სსრკ-ის ლიდერ სტალინს თურქეთთან საზღვრის ნორმალიზაცია აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში სომხეთის და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების სასარგებლოდ. საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრმა და წარსულში საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ-ს პირველმა მდივანმა, ლავრენტი ბერიამ სტალინს გაუზიარა იდეა, რომ თურქეთის ტერიტორია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთში მოპარული იქნა ოსმალეთის იმპერიის მიერ. ბერიას თეორიას და შეთავაზებას თურქეთი რომ დათანხმებულიყო, სსრკ-ის გავლენა შავ ზღვასა და ახლო აღმოსავლეთში საგრძნობლად გაიზრდებოდა და თან რეგიონში დააჩქარებდა ბრიტანეთის იმპერიის გავლენის სფეროების განადგურებას ერაყში, ეგვიპტეში, იორდანიასა და პალესტინაში[11][12]

კრიზისი

გაღვივება

სსრკ-სა და თურქეთს შორის დაძაბულობები გაიზარდა რადგან თურქეთი სრუტეებში გასვლის უფლებას აძლევდა იტალიის სამეფოს და ნაცისტური გერმანიის გემებს მეორე მსოფლიო ომში. ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ სსრკ საკითხს 1945 და 1946 წლებში დაუბრუნდა. 1946 წლის 6 აპრილს სრუტეებს ამერიკული საბრძოლო ხომალდი USS მისური ესტუმრა, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა სსრკ-ს ლიდერები.[13]

სსრკ-ის შეტყობინება თურქეთს

1946 წლის 7 აგვისტოს, საბჭოთა კავშირის ოფიციალურმა პირებმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მისწერეს წერილი რომ, თურქეთის მიერ სრუტეების მართვა აღარ ემსახურებოდა შავი ზღვის სახელმწიფოების ნაციონალური თავდაცვის ინტერესებს და მაგალითად მოიყვანეს იტალიური და გერმანული საბრძოლო ხომალდები რომლებიც დარდანელის და ბოსფორის სრუტეების გავლით შავ ზღვაში თურქული წინააღმდეგობის გარეშე შევიდნენ (თურქეთმა გერმანული ხომალდები და მათი ეკიპაჟები მხოლოდ 1945 წლის 23 თებერვლის შემდეგ, თურქეთის ომში ჩაბმის შემდეგ, დააკავეს). წერილში ეწერა რომ სრუტის თურქული გამგებლობა აღარ იყო სანდო, მონტროს ხელშეკრულება გაუქმებული იყო და უნდა მოწვეულიყო ახალი საერთაშორისო კონფერენცია.[14]

აშშ-ის პოზიცია

როდესაც თურქეთის სრუტეების პრობლემა პოტსდამის კონფერენციაზე წინ წამოიწია, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჰარი ტრუმენმა განაცხადა რომ სრუტეების საკითხი იყო საშინაო პოლიტიკური პრობლემა როგორც თურქეთისათვის, ასევე სსრკ-ისათვის და საკითხი მხოლოდ ამ ორმა სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტონ.[15] პოტსდამის კონფერენციის შემდეგ დღეებში, როდესაც კრიზისი პიკში შევიდა, აშშ-მ გადაწყვიტა რომ ბოსფორის და დარდანელის სრუტეების არ უნდა ჩავარდეს სსრკ-ის ხელში რადგანაც ამას შეიძლება თურქეთში კომუნისტური რეჟიმის დამყარება გამოეწვია. საიდუმლო ტელეგრამაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ და შემდგომში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, დინ აჩესონმა დიპლომატებისათვის პარიზში, დინ აჩესონი ხსნის ამერიკულ პოზიციას სრუტეების საკითხზე.[16]

ვიკიციტატა
„ჩვენი აზრით სსრკ-ის რეალური მიზანი თურქეთზე კონტროლის დამყარებაა. ჩვენ გვჯერა რომ თუ სსრკ და თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე საერთო კონტროლზე შეთანხმდებიან, მაშინ სსრკ ამ ძალას და სრუტეების კონტროლისათვის გაგზავნილ სამხედროებს გამოიყენებს თურქეთზე აბსოლუტური კონტროლის დასამყარებლად…. მასასადამე მოვიდა დრო გადავწყვიტოთ რომ ნებისმიერი საშუალებით, ნებისმიერ ფასად შევეწინააღმდეგოთ ყველა სახის საბჭოთა აგრესიას თურქეთის წინააღმდეგ. ასეთი პოლიტიკის გატარება დასყრი იქნება სსრკ-ისათვის, რომ ჩვენ ვერ დავუშვებთ თურქეთი გახდეს საბჭოთა აგრესიის ადრესატი.“
(დინ აჩესონი)

1946 წლის 20 აგვისტოს, დინ აჩესონი შეხვდა თხუთმეტ ჟურნალისტს, რომლებსაც აუხსნა არსებული სიტუაცია და საკითხზე აშშ-ის პოზიცია საჯაროდ ცნობილი გახადა.[17]

NATO-ს მხარდაჭერა თურქეთს და დე-ესკალაცია

1946 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე, სსრკ-მ გაზარდა საზღვაო ძალების რაოდენობა შავ ზღვაში, სადაც საბჭოთა გემები უამრავ მანევრებს ასრულებდნენ თურქეთის სანაპიროებთან და უცნობი რაოდენობის ქვეითი სამხედროები იქნა გაგზავნილი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. სსრკ-ისაგან დიდი ზეწოლის ქვეშ მყოფმა თურქეთმა დახმარებისათვის აშშ-ს მიმართა. პრეზიდენტმა ტრუმენმა, საკუთარ ადმინისტრაციასთან შეთანხმებითა და რჩევით თურქეთში საზღვაო დავალებათა ძალა გაგზავნა.[18] 1946 წლის 9 ოქტომბერს, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა თურქეთისათვის.[19] 1946 წლის 26 ოქტომბერს, საბჭოთა კავშირმა გააუქმა ახალი კონფერენციის მოწვევის მოთხოვნა და ცოტა ხნის შემდეგ რეგიონიდან სამხედრო ძალების უმრავლესობა გამოიყვანა. თურქეთმა მიატოვა ნეიტრალიტეტის პოლიტიკა და მიიღო 100 000 000 აშშ დოლარი ეკონომიკური და სამხედრო დახმარებისათვის ტრუმენის დოქტრინას მიხედვით, რომლის მიზანიც საბერძნეთში და თურქეთში კომუნიზმის გავლენების განადგურება იყო, ორი სახელმწიფო 1952 წელს NATO-ს შეუერთდა.[20]

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. Rozakes, Chrestos (1987). Turkish Straits. Dordrecht: Martinus Nijhoff Publishers, გვ. 43. 
  2. Turkish Straits Crisis. ციტირების თარიღი: 26 May 2013.
  3. Rozakes, Chrestos (1987). Turkish Straits. Dordrecht: Martinus Nijhoff, გვ. 7. 
  4. Hasanli, Jamil (2011). Stalin and the Turkish Crisis of the Cold War, 1945–1953. Lexington Books, გვ. 1. 
  5. Christos L. Rozakis, Petros N. Stagos, The Turkish Straits, p. 123. Martinus Nijhoff Publishers, 1987. ISBN 90-247-3464-9
  6. Christos L. Rozakis, Petros N. Stagos, The Turkish Straits, p. 101. Martinus Nijhoff, 1987. ISBN 90-247-3464-9
  7. Montreaux_ENG. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 თებერვალი 2020. ციტირების თარიღი: 26 May 2013.
  8. Deborah Welch Larson, Origins of Containment: A Psychological Explanation, p. 203. Princeton University Press, 1989. ISBN 0-691-02303-4
  9. Christos L. Rozakis, Petros N. Stagos, The Turkish Straits, p. 44. Martinus Nijhoff Publishers, 1987. ISBN 90-247-3464-9
  10. Jamil Hasanli, "Stalin and the Turkish Crisis of the Cold War, 1945–1953" // The Harvard Cold War Studies Book Series, Lexington Books, 2011, p. 188.
  11. რუს. Рецензия на сборник «Армения и советско-турецкие отношения» დაარქივებული 2014-03-18 საიტზე Wayback Machine.
  12. Ro'i, Yaacov (1974). From Encroachment to Involvement: A Documentary Study of Soviet Policy in the Middle East, 1945–1973. Transaction Publisher, გვ. 106–107. 
  13. Mezhdunarodnaia zhizn. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 8, 2018. ციტირების თარიღი: May 29, 2013.
  14. Soviet Plans Related to the Straits and their Failure. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ნოემბერი 2018. ციტირების თარიღი: 26 May 2013.
  15. Hasanli, Jamil (2011). Stalin and the Turkish Straits Crisis, 1945–1953. Lexington Books, გვ. 123. 
  16. The Acting Secretary of State to the Secretary of State at Paris (August 8, 1946). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ნოემბერი 2018. ციტირების თარიღი: 26 May 2013.
  17. Hasanli, Jamil (2011). Stalin and the Turkish Crisis of the Cold War, 1945–1953. Lexington Books, გვ. 233. 
  18. Russian Pressure: Basis for US Aid in Turkey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივნისი 2006. ციტირების თარიღი: 26 May 2013.
  19. Nota Velikobritanii—MID SSSR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ნოემბერი 2018. ციტირების თარიღი: 26 May 2013.
  20. "Turkey 1." The Columbia Encyclopedia, 2004.

Read other articles:

Cet article est une ébauche concernant une chanson, le Concours Eurovision de la chanson et le Royaume-Uni. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. Pour les articles homonymes, voir Comeback. Come Back Chanson de Jessica Garlick au Concours Eurovision de la chanson 2002 Sortie 30 avril 2007 Langue Anglais Compositeur Martyn Baylay Chansons représentant le Royaume-Uni au Concours Eurovision de la c...

 

Rukmito Hendraningrat Informasi pribadiLahirGarut, Jawa BaratHubungan1. Rukmini2. Siti Salamah3. Brigjen TNI (Purn.) Latief HendradiningratKarier militerPihak IndonesiaDinas/cabang TNI Angkatan DaratMasa dinas1945-1965Pangkat Letnan Jenderal TNISatuanInfanteriSunting kotak info • L • B Letnan Jenderal TNI (Purn.) Rukmito Hendraningrat (lahir di Garut, Jawa Barat adalah purnawirawan perwira tinggi TNI Angkatan Darat juga seorang diplomat dan eks Kepala Staf Brigade I Ro...

 

4th Corps4th Corps PatchActiveApril 1992Country Bosnia and HerzegovinaAllegianceArmy of the Republic of Bosnia and HerzegovinaBranchRegular ArmyTypeMotorized, Mountain and InfantrySize18,000–20,000[1]Garrison/HQMostarColorsGreen and yellowEngagementsOperation Neretva '93Siege of MostarCommandersCurrentcommanderArif Pašalić Sulejman Budaković Ramiz Dreković Mustafa PolutakNotablecommandersArif PašalićMilitary unit The 4th Corps of the Bosnian army was one of five later sev...

Private secondary school in Elmhurst, Illinois, United StatesIC Catholic PrepAddress217 Cottage Hill AvenueElmhurst, Illinois 60126United StatesCoordinates41°53′47″N 87°56′31″W / 41.89639°N 87.94194°W / 41.89639; -87.94194InformationTypePrivate secondary schoolDenominationRoman CatholicOpened1936OversightDiocese of JolietPresidentNikki KanziaPrincipalStephen DavidsonPastorRev. Thomas PaulGrades9–12GenderCoedStudent to teacher ratio17:1Color(s)Navy Blue an...

 

Questa voce sull'argomento attori statunitensi è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Charles Jonathan Thomas McCann Charles Jonathan Thomas McCann (Brooklyn, 2 settembre 1934 – Los Angeles, 8 aprile 2018) è stato un attore e doppiatore statunitense. Indice 1 Biografia 2 Filmografia parziale 2.1 Televisione 2.2 Doppiatore 3 Altri progetti 4 Collegamenti esterni Biografia Figlio di Valentine...

 

Questa voce sull'argomento militari statunitensi è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. William W. AverellNascitaCameron, 5 novembre 1832 MorteBath, 3 febbraio 1900 Dati militariPaese servito Stati Uniti Unione Forza armata United States Army Union Army Anni di servizio1855 - 1865 Gradobrevetto di Maggior generale GuerreGuerra di secessione americana CampagneCampagna peninsulare B...

American politician from Georgia Dexter SharperMember of the Georgia House of Representatives from the 177th districtIncumbentAssumed office January 14, 2013Preceded byMark Hatfield Personal detailsBorn (1971-07-09) July 9, 1971 (age 52)Valdosta, GeorgiaPolitical partyDemocratic Dexter Sharper (born July 9, 1971) is an American politician who has served in the Georgia House of Representatives from the 177th district since 2013.[1][2] References ^ Representative Dexter...

 

Disambiguazione – Se stai cercando altri significati, vedi Vita nuova (disambigua). Vita novaTitolo originaleVita nova Dante e Beatrice, disegno di Ezio Anichini AutoreDante Alighieri 1ª ed. originaletra il 1292 e il 1294 Genereautobiografia in prosimetro Lingua originaleitaliano (volgare fiorentino) Modifica dati su Wikidata · Manuale Frammento Trespiano, Firenze, Carmelo Santa Maria degli Angeli e S. Maria Maddalena de' Pazzi La Vita nova è la prima opera di attribuzione cert...

 

American soccer team (1977–1983) Soccer clubFort Lauderdale StrikersFull nameFort Lauderdale StrikersFounded1977(Previously Miami Toros)Dissolved1983(rebranded as Minnesota Strikers)StadiumLockhart StadiumFort Lauderdale, Florida West Palm Beach Auditorium(indoor 1979–80)West Palm Beach, Florida Hollywood Sportatorium(indoor 1980–81)Pembroke Pines, FloridaCapacity20,450/15,532 (indoor)OwnerElizabeth RobbieLeagueNorth American Soccer League Home colors Away colors The Fort Lauderdale St...

Artikel ini bukan mengenai Bahasa Arab Aljazair. Bahasa Arab Sahara AljazairDituturkan diAljazair, Niger, Maroko, Sahara Barat, Mauritania, Mali, LibyaWilayahPegunungan Atlas, Sahara bagian baratPenutur(kira-kira 110.000 orang per 1996–1998)[1] Rumpun bahasaAfroasiatik SemitSemit TengahArabArab MaghribBahasa Arab Sahara Aljazair Kode bahasaISO 639-3aaoGlottologalge1240[2] Status pemertahanan C10Kategori 10Kategori ini menunjukkan bahwa bahasa telah punah (Extinct)C9Kate...

 

Thai former professional snooker player James WattanaWattana at the 2013 German MastersBorn (1970-01-17) January 17, 1970 (age 54)Bangkok, ThailandSport country ThailandNicknameThe Thai-phoon[1]Professional1989–2008, 2009–2020Highest ranking3 (1994/95)Maximum breaks3Century breaks166Tournament winsRanking3 Medal record Men's Snooker Asian Games 1998 Bangkok Team 2010 Guangzhou Team Asian Indoor Games 2007 Macau Individual Southeast Asian Games 2021 Hanoi Individual 2023 ...

 

Stasiun Beran Beran+188 m Eks-Stasiun Beran yang telah menjadi Koramil.LokasiJalan PJKA SlemanTridadi, Sleman, Sleman, Daerah Istimewa YogyakartaIndonesiaKoordinat7°43′12″S 110°21′19″E / 7.7198798°S 110.355311°E / -7.7198798; 110.355311Koordinat: 7°43′12″S 110°21′19″E / 7.7198798°S 110.355311°E / -7.7198798; 110.355311Ketinggian+188 mOperator Kereta Api IndonesiaDaerah Operasi VI Yogyakarta Letakkm 9+487 lintas Yogyakarta...

This article includes a list of general references, but it lacks sufficient corresponding inline citations. Please help to improve this article by introducing more precise citations. (September 2018) (Learn how and when to remove this message) Sophie TrébuchetBorn(1772-06-19)19 June 1772Nantes, FranceDied27 June 1821(1821-06-27) (aged 49)Paris, FranceNationalityFrenchOccupationPainterSpouseJoseph Léopold Sigisbert HugoChildren4 sons, among them Abel and Victor Sophie Françoise Trébuc...

 

U.S. federal statutes on the National Guard This article is part of a series on theUnited States Code United States Code Title 1 - General Provisions Title 2 - The Congress Title 3 - The President Title 4 - Flag and Seal, Seat of Government, and the States Title 5 - Government Organization and Employees Title 6 - Domestic Security Title 7 - Agriculture Title 8 - Aliens and Nationality Title 9 - Arbitration Title 10 - Armed Forces Title 11 - Bankruptcy Title 12 - Banks and Banking Title 13 - ...

 

TatamailauRamelauTitik tertinggiKetinggian2.986 m (9.797 ft)[1]Puncak2.986 m (9.797 ft)[1]Ranked 97thMasuk dalam daftarCountry high pointUltraSpesial RibuKoordinat8°54′24″S 125°29′36″E / 8.90667°S 125.49333°E / -8.90667; 125.49333 [1]GeografiLetakAinaro dan Ermera, Timor LesteTatamailau (bahasa Tetum: Foho Tatamailau), atau Tata Mailau, adakalanya juga disebut Gunung Ramelau, adalah gunung tertinggi di Timor...

Questa voce o sezione sull'argomento chimica è priva o carente di note e riferimenti bibliografici puntuali. Sebbene vi siano una bibliografia e/o dei collegamenti esterni, manca la contestualizzazione delle fonti con note a piè di pagina o altri riferimenti precisi che indichino puntualmente la provenienza delle informazioni. Puoi migliorare questa voce citando le fonti più precisamente. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Lipocalina-2Struttura della lipocalina-2GeneHU...

 

Pattern of fixed-blade fighting knife Bowie knife Bowie knifeTypeFighting knifePlace of originArkansas, U.S.[1]Production historyDesignerRezin BowieDesigned1830Produced1830–presentSpecificationsLength12–18 inches (30–46 cm)Blade length5–12 inches (13–30 cm)Blade typeClip-point A Bowie knife (/ˈbuːi/ BOO-ee[2][3][4][5][6])[a] is a pattern of fixed-blade fighting knife created by Rezin Bowie in...

 

Salvador CabañasNazionalità Paraguay Altezza175 cm Peso75 kg Calcio RuoloAttaccante Termine carriera2015 CarrieraSquadre di club1 1998-1999 12 de Octubre25 (4)1999-2000→  Guaraní20 (6)2000-2001 12 de Octubre17 (8)2001-2003 Audax Italiano53 (29)2003-2006 Jaguares103 (59)2006-2010 América115 (66)2012-2014 12 de Octubre14 (0)2014-2015 Tanabi? (?) Nazionale 2003-2010 Paraguay44 (10) 1 I due numeri indicano le presenze e le reti segnate, per le so...

William Lloyd Garrison William Lloyd Garrison (Newburyport, 12 dicembre 1805 – New York, 24 maggio 1879) è stato un giornalista, abolizionista e riformista sociale statunitense. È conosciuto soprattutto come direttore del giornale abolizionista radicale The Liberator, e come uno dei fondatori dell'American Antislavery Society; promosse l'immediata emancipazione degli schiavi negli Stati Uniti. Garrison era anche un'importante voce a favore del suffragio universale e critica nei confronti ...

 

  هذه المقالة عن مدينة بئر مشارقة التونسية. لبئر المشارقة (توضيح)، طالع بئر مشارقة (توضيح). بئر مشارقة الإحداثيات 36°31′N 9°58′E / 36.52°N 9.96°E / 36.52; 9.96   تقسيم إداري  البلد تونس  التقسيم الأعلى ولاية زغوان  معلومات أخرى 1141  الموقع الرسمي الموقع الرسمي ...