მორგენთაუს გეგმა

მორგენთაუს წინადადება გერმანიის დანაწილების შესახებ

მორგენთაუს გეგმა (გერმ. Morgenthau-Plan) — მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოკავშირეთა ოკუპაციის შემდეგ შემუშვებული გეგმა, რომლის მიხედვითაც გერმანიას უნდა დაწესებოდა ისეთი შეზღუდვები, რომელიც შეაჩერებდა მას სამომავლო შეიარაღებული კონფლიქტების ინიციატივისაგან. რაც უნდა მომხდარიყო მისი შეიარაღების ინდუსტრიის გაქრობითა და სხვა საკვანძო მრეწველობის დარგების შემცირებით ან განადგურებით, რომელთა წარმატებასაც ემყარებოდა გერმანიის სამხედრო ძალა. ეს მოიცავს ყველა სამრეწველო ქარხნის და აღჭურვილობის განადგურებას რურის რეგიონში. აღნიშნული გეგმა პირველად შეიმუშავა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივნმა ჰენრი მორგენთაუმ მემორანდუმში სახელწოდებით დანებების შემდგომი პროგრამა გერმანიისთვის. [1]

მიუხედავად იმისა, რომ მორგენთაუს გეგმას გარკვეული გავლენა ჰქონდა 1947 წლის 10 ივლისამდე (JCS 1779–ის მიღება) გერმანიის ოკუპაციის მოკავშირეთა დაგეგმვის შესახებ, საბოლოოდ იგი მაინც არ მიიღეს. ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა მიმართული იყო „ინდუსტრიული განიარაღებისკენ“, [2] მაგრამ იგი შეიცავდა უამრავ „ხარვეზს“. ნებისმიერი მოქმედება შემოიფარგლებოდა რა მოკლევადიანი სამხედრო ზომების მიღებით და ხელს უშლიდა მაღაროებისა და სამრეწველო ქარხნების ფართომასშტაბიან განადგურებას. [3] [4] 1947 წლიდან, აშშ-ის პოლიტიკა მიზნად ისახავდა „სტაბილური და პროდუქტიული გერმანიის“ აღდგენას, რასაც მალევე მოჰყვა მარშალის გეგმა. [3] [4]  

მორგენთაუს მემორანდუმი

ორიგინალ მემორანდუმს, რომელიც დაიწერა ჯერ კიდევ 1944 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, ხელი მოაწერა თავად მორგენთაუმ. ეს მემორანდუმი დასათაურებული იყო, როგორც „გერმანიის დანებების შემდგომი შემოთავაზებული პროგრამა“. დოკუმენტი დღეს დაცულია ფრანკლინ რუზველტის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასა და მუზეუმში.[1] მორგენთაუს შვილის თქმით, შტატების სახაზინო დეპარტამენტის უფროსს ჰარი დექსტერ უაიტს დიდი გავლენა მიუძღვის მემორანდუმის შედგენაში.[5]

ძირითადი დებულებები შეიძლება შემდეგნაირად შეჯამდეს:

  • გერმანიის დემილიტარიზაცია: ეს უნდა იყოს ალიანსის მთვარი მიზანი. მათ უნდა მოახდინონ გერმანიის სრული დემილიტარიზაცია, რითაც შეძლებენ შემდგომში თავიდან აიცილონ შესაძლო გერმანული აგრესია. ეს ნიშნავდა გერმანიის დატოვებას არმიის, ინფრასტრუქტურისა და მთლიანად საჯარისო ინდუსტრიის გარეშე.
  • გერმანიის დანაწევრება:
    ა. პოლონეთმა უნდა მიიღოს აღმოსავლეთ პრუსიის ნაწილი, რომელიც არ შევა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.
    ბ. საფრანგეთმა უნდა მიიღოს საარი და ტერიტორიები, რომლებიც ესაზღვრებიან მდინარე რაინსა და მოზელს.
    გ. უნდა შეიქმნას საერთაშორისო ზონა, რომელშიც შევლენ რურისა და მიმდებარე ტერიტორიები.
    დ. გერმანიის დარჩენილი ნაწილი უნდა დაიყოს ორ ნაწილად:
    (1) სამხრეთ გერმანია, რომელშიც შევა ბავარია, ვიურტენბერგი, ბადენი და ზოგიერთი მცირე ტერიტორია.
    (2) ჩრდილოეთ გერმანია, რომელიც გააერთიანებს ყოფილი პრუსიის დიდ ნაწილს, საქსონიას, თიურინგიასა და ზოგიერთ მცირე ტერიტორიებს.
  • რურის რეგიონი: აქ არის გერმანიის მრეწველობის ცენტრი. ეს რეგიონი იმდენად უნდა იყოს დასუსტებული, რომ მომავალში ვეღარასდროს ვეღარ გახდეს ინდუსტრიის ცენტრი.
    ა. უახლოესი 6 თვის განმავლობაში, ის ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა, რაც არ განადგურებულა ომის შედეგად, უნდა მთლიანად ჩამოიშალოს. ამ რეგიონის გასუფთავება უნდა წარიმართოს 3 ეტაპის მიხედვით:
    I. სამხედრო ძალამ, რეგიონში შესვლისთანავე უნდა გაანადგუროს იმ ტიპის ინფრასტრუქტურა, რომლის აღებაც შეუძლებელი იქნება.
    II. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრების მიერ აღჭურვილობის ამოღება, როგორც ერთგვარი ზარალის ანაზღაურება.
    III. ყველა ის აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა, რომელიც არ იქნება აღებული აღნიშნული ვადის განმავლობაში, განადგურდეს ან შემცირდეს გაერთიანებული ერების მიერ.
    ბ. აღნიშნული რეგიონის ყველა მაცხოვრებელმა უნდა გაითავისოს ის, რომ ეს ტერიტორია ვეღარასდროს გახდება ინდუსტრიის ცენტრი. იმ ხალხს, ვისაც აქვს მრეწველობაში მუშაობის შესაბამისი უნარები, შესაძლოა დახმარება გაეწიოს სხვა ადგილას მიგრირებისა და იქ დამკვიდრებისათვის.
    გ. რეგიონი უნდა იქცეს საერთაშორისო ზონად, რომელსაც გააკონტროლებენ გაერთიანებული ერების წარმომადგენელი ქვეყნები.
    დ. ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა არ უნდა მოხდეს გადასახადების დაწესებით. ეს შეიძლება განხორციელდეს გერმანიის რესურსებისა და ტერიტორიების გადანაწილებით.

კვებეკის კონფერენცია (1944 წლის სექტემბერი)

კვებეკში ჩატარებული მეორე კონფერენცია იყო მაღალი დონის სამხედრო კონფერენცია, რომელიც გაიმართა 1944 წლის 12–16 სექტემბერს, ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების მთავრობების, შესაბამისად უინსტონ ჩერჩილისა და ფრანკლინ დელანო რუზველტის თაოსნობით. ისინი შეთანხმდნენ უამრავ საკითხზე, გერმანიის გეგმის ჩათვლით, მორგენთაუს თავდაპირველ წინადადებაზე დაყრდნობით. ჩერჩილის მიერ შედგენილი მემორანდუმი ითვალისწინებდა რურსა და საარში გარკვეული მრეწველობის გაუქმებას... ისინი მოელოდნენ გერმანიის სასოფლო-სამეურნეო ქვეყნად გადაქცევას. ამასთან ერთად, ეს მემორანდუმი აღარ ითვალისწინებდა ქვეყნის რამდენიმე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაყოფის გეგმას. [6]

რუზველტი მხარს უჭერს გეგმას

ხაზინის მდივანმა ჰენრი ჯ. მორგენთაუ უმცროსმა რუზველტი დაარწმუნა წერილი მიეწერა სახელმწიფო მდივნისთვის კორდელ ჰალისთვის და ომის მდივან ჰენრი ლ. სტიმსონსთვის, სადაც ნათქვამი იქნებოდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საოკუპაციო პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებდა, გერმანიის იმგვარ აღდგენას, როგორც ეს მოხდა ნიდერლანდებსა ან ბელგიაში, ზედმეტად ლმობიერი იყო. უკეთესი ნაბიჯი იქნებოდა, თუ გერმანელებს „დღეში სამჯერ სუპით გამოკვებავდნენ არმიის სამზარეულოებიდან“, რაც „მათ მთელი ცხოვრების მანძილზე დაამახსოვრდებოდათ.“ [7] მორგენთაუ იყო მთავრობის კაბინეტის ერთადერთი წევრი, რომელიც მიიწვიეს კვებეკის კონფერენციაზე, რომლის დროსაც აღნიშნული გეგმა შეათანხმეს.

რუზველტის მოტივაცია, დათანხმებულიყო მორგენთაუს წინადადებაზე, შეიძლება მიეწეროს მის სურვილს იოსებ სტალინთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა. არსებობს ვარაუდი, რომ ის სტალინმა პირადად დარწმუნა, გერმანიას მკაცრად დასჯასთან დაკავშირებით. 1944 წლის 26 აგვისტოს ნიდერლანდების დედოფალ ვილჰელმინასადმი გაგზავნილ წერილში, რუზველტი წერდა, რომ „არსებობს აზროვნების ორი სკოლა, ისინი, ვინც ალტრუისტული იქნებოდნენ გერმანელებთან მიმართებაში, იმ იმედით, რომ სიკეთით ისინი ისევ ქრისტიანობას მოექცეოდნენ და ისინი, ვინც მკაცრი ზომების მიღებას გარდაუვლად მიიჩნევს. ყველაზე მეტად მე ვეკუთვნი ამ უკანასკნელ სკოლას, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ სისხლისმსმელი, მინდა გერმანელებმა იცოდნენ, რომ ამჯერად მათ ნამდვილად წააგეს ომი.“[8]

ჩერჩილი გეგმის წინააღმდეგია

ჩერჩილი არ იყო მიდრეკილი ამ წინადადების მხარდაჭერისკენ და ამბობდა: „ინგლისი მიჯაჭვული იქნება მიცვალებულთან“. რუზველტმა ჩერჩილს შეახსენა სტალინის კომენტარი თეირანის კონფერენციაზე და ჰკითხა

ვიკიციტატა
„აპირებთ თუ არა გერმანელებს მისცეთ უფლება აწარმოონ თანამედროვე მეტალის ავეჯი? ლითონის ავეჯის დამზადება სწრაფად შეიძლება გადაიზარდოს შეიარაღების წარმოებაში.[9]

შეხვედრა ჩერჩილის უთანხმოებიდან გამომდინარე ჩაიშალა, მაგრამ რუზველტმა აღნიშნა, რომ მორგენთაუ და უაიტი გააგრძელებდნენ მსჯელობას ჩერჩილის პირად თანაშემწესთან ლორდ ჩერუელთან.

ლორდ ჩერუელს აღწერდნენ როგორც: „ნაცისტური გერმანიის პათოლოგიურ მოძულეს, რომლისთვისაც შურისძიების შუასაუკუნეობრივი სურვილი მისი ხასიათის ნაწილი იყო“. [10] როგორც წევრები ციტირებენ, მორგენთაუმ თქვა

ვიკიციტატა
„მე არ შემიძლია არ აღვნიშნო, თუ რამდენად სასარგებლო იყო ლორდ ჩერუელი, რადგან მას შეეძლო მოეცა რჩევები იმის შესახებ თუ როგორ შეიძლებოდა ჩერჩილთან მოპყრობა. [11]

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩერუელმა შეძლო დაერწმუნებინა ჩერჩილი, რომ ამ უკანასკნელს შეეცვალა აზრი. მოგვიანებით ჩერჩილმა თქვა, რომ

ვიკიციტატა
„ამ იდეის თავიდან ბოლომდე წინააღმდეგი ვარ, მაგრამ პრეზიდენტი და ბატონი მორგენთაუ, რომელთაც ჩვენ ბევრი შეგვიძლია დავეკითხოთ, ისე დაჟინებით აცხადებენ თავის იდეებს, რომ საბოლოოდ ჩვენ შევთანხმდით აღნიშნულის განხილვაზე[12]

ლიტერატურა

  • Beschloss, Michael R (2002), The Conquerors: Roosevelt, Truman and the Destruction of Hitler's Germany, 1941–1945, New York: Simon & Shuster, ISBN 9780684810270, OCLC 50315054
  • Blum, John Morton (1967), From the Morgenthau Diaries: Years of War, 1941–1945, Boston
  • Dietrich, John. The Morgenthau Plan: Soviet Influence on American Postwar Policy. Algora. ISBN 9781892941909. 
  • Gareau, Frederick H, Morgenthau's Plan for Industrial Disarmament in Germany
  • Greiner, Bernd (1995). Die Morgenthau-Legende: Zur Geschichte eines umstrittenen Planes. ISBN 9783930908073. 
  • Hull, Cordell (1948), Memories
  • Lewkowicz, Nicolas, The German Question and the International Order, 1943-1948 Basingstoke and New York, Palgrave Macmillan, 2010. ISBN 9780230248120
  • Petrov, Vladimir (1967), Money and Conquest; Allied Occupation Currencies in World War II, Baltimore: Johns Hopkins Press

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 The text, and a facsimile image, can be viewed online.Morgenthau, Henry. (1944)Suggested Post-Surrender Program for Germany [The original memorandum from 1944, signed by Morgenthau (text and facsimile)]. Box 31, Folder Germany: Jan.-Sept. 1944 (i297). Franklin D. Roosevelt Presidential Library and Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 May 2013. ციტატა: „Demilitarization of Germany: It should be the aim of the Allied Forces to accomplish the complete demilitarization of Germany in the shortest possible period of time after surrender. This means completely disarming the German Army and people (including the removal or destruction of all war material), the total destruction of the whole German armament industry, and the removal or destruction of other key industries which are basic to military strength.“
  2. Gareau 1961.
  3. 3.0 3.1 Beschloss.
  4. 4.0 4.1 Greiner 1995.
  5. Dietrich 2002.
  6. United States Government Printing Office, Report on the Morgenthau Diaries prepared by the Subcommittee of the Senate Committee of the Judiciary appointed to investigate the Administration of the McCarran Internal Security Act and other Internal Security Laws, (Washington, 1967) volume 1, pp. 620–21
  7. Hull 1948.
  8. The Roosevelt Letters, volume III: 1928–1945, London, 1952.
  9. Memorandum by Harry Dexter White for the Secretary of the Treasury, September 25, 1944, Memorandum by the Deputy Directory of the Office of European Affairs for the Secretary of State, September 20, 1944.
  10. John W. Wheeler-Bennett and Anthony Nicholls, "The Semblance of Peace" (London: 1972), p. 179.
  11. Blum 1967.
  12. Churchill, "The Tide of Victory" (London: 1954), pp. 138–39.

Read other articles:

Harry HamlinHamlin pada 1987LahirHarry Robinson Hamlin30 Oktober 1951 (umur 72)Pasadena, California, Amerika SerikatPendidikanUniversitas California, BerkeleyUniversitas Yale (Sarjana)American Conservatory Theater (Magistrat)PekerjaanPemeran, pengisi suara, penulis, investor bisnisTahun aktif1976–kiniDikenal atasL.A. Law Clash of the TitansShamelessMad MenSuami/istri Laura Johnson ​ ​(m. 1985; bercerai 1989)​ Nicollette Sheridan ...

 

 

École d'ingénieurs en FranceHistoireFondation 1780StatutType Établissement d'enseignement supérieur (en)Forme juridique Établissement public à caractère scientifique, culturel et professionnelChiffres-clésÉtudiants 192 000 (2021)LocalisationPays Francemodifier - modifier le code - modifier Wikidata Les écoles d’ingénieurs en France sont des établissements habilités ou accrédités par la Commission des titres d'ingénieur (CTI) à délivrer un titre d'ingénieur diplômé....

 

 

Untuk kegunaan lain, lihat Gamalama. GamalamaTitik tertinggiKetinggian1.715 m (5.627 ft)[1]Masuk dalam daftarUltraRibuGeografiGamalamaPulau Ternate, Kepulauan Maluku, IndonesiaGeologiJenis gunungstratovolcanoLetusan terakhir5 Oktober 2018 Gunung Gamalama adalah sebuah Gunung berapi kerucut yang merupakan keseluruhan Pulau Ternate, Kepulauan Maluku, Indonesia. Pulau ini ada di pesisir barat Pulau Halmahera yang ada di bagian utara Kepulauan Maluku. Selama berabad-abad, Ternat...

Pour les articles homonymes, voir Acétate de plomb. Acétate de plomb(II)       [ {\displaystyle \mathrm {\ {\Biggl [}} }     ] 2 {\displaystyle {\mathsf {\ \!\ {\Biggr ]}_{2}}}} Identification Nom UICPA Acétate de plomb(II) Synonymes diacétate de plombéthanoate de plomb(II) No CAS 301-04-26080-56-4 (trihydrate)51404-69-4 (forme basique) No ECHA 100.005.551 No CE 206-104-4257-175-3 (forme basique) SMILES C(=O)([O-])C.C(C)(=O)[O-].[Pb+2] PubChem, vue 3D InChI...

 

 

Questa voce o sezione sull'argomento attori italiani non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Rocco D'Assunta in Un americano a Roma (1954) Rocco D'Assunta (Palermo, 7 febbraio 1904 – Roma, 27 gennaio 1970) è stato un attore italiano. Indice 1 Biografia 2 Filmografia 2.1 Cinema 3 Prosa radiofoni...

 

 

Albanian football manager (born 1986) Ledian Memushaj Memushaj with Pescara in 2016Personal informationDate of birth (1986-12-07) 7 December 1986 (age 37)Place of birth Vlorë, AlbaniaHeight 1.75 m (5 ft 9 in)Position(s) Central midfielderTeam informationCurrent team Pescara (Under-19 manager)Youth career2003–2006 SarzaneseSenior career*Years Team Apps (Gls)2003–2008 Sarzanese 84 (10)2008–2009 Valle d'Aosta 34 (3)2009–2010 Paganese 28 (1)2010–2011 Chievo Verona 0...

Brett Cullen nel 2020 Peter Brett Cullen (Houston, 26 agosto 1956) è un attore statunitense. Indice 1 Biografia 2 Filmografia parziale 2.1 Cinema 2.2 Televisione 3 Doppiatori italiani 4 Altri progetti 5 Collegamenti esterni Biografia Nato in Texas, si diploma nel 1974 alla Madison High School. Grande appassionato di surf, è costretto ad abbandonare la tavola dopo un incidente avvenuto in Messico. Dopo essersi laureato all'Università di Houston, inizia a recitare in teatro con la Houston Sh...

 

 

Министерство природных ресурсов и экологии Российской Федерациисокращённо: Минприроды России Общая информация Страна  Россия Юрисдикция Россия Дата создания 12 мая 2008 Предшественники Министерство природных ресурсов Российской Федерации (1996—1998)Министерство охраны...

 

 

此条目序言章节没有充分总结全文内容要点。 (2019年3月21日)请考虑扩充序言,清晰概述条目所有重點。请在条目的讨论页讨论此问题。 哈萨克斯坦總統哈薩克總統旗現任Қасым-Жомарт Кемелұлы Тоқаев卡瑟姆若马尔特·托卡耶夫自2019年3月20日在任任期7年首任努尔苏丹·纳扎尔巴耶夫设立1990年4月24日(哈薩克蘇維埃社會主義共和國總統) 哈萨克斯坦 哈萨克斯坦政府...

Diagram dasar dari pemodelan inti atom: elektron berwarna hijau dan inti berwarna merah. Model Rutherford, dikenal pula sebagai model planet adalah sebuah model atom yang dikemukakan oleh Ernest Rutherford pada tahun 1911. Rutherford, dalam analisisnya, menyangkal model puding prem atom yang dikemukakan oleh J. J. Thomson, berdasarkan percobaan Geiger–Marsden yang dilakukan pada tahun 1909. Pemodelan atom Rutherford yang baru tersebut[1] berdasarkan pada hasil eksperimen, yang menga...

 

 

一中同表,是台灣处理海峡两岸关系问题的一种主張,認為中华人民共和国與中華民國皆是“整個中國”的一部份,二者因為兩岸現狀,在各自领域有完整的管辖权,互不隶属,同时主張,二者合作便可以搁置对“整个中國”的主权的争议,共同承認雙方皆是中國的一部份,在此基礎上走向終極統一。最早是在2004年由台灣大學政治学教授張亞中所提出,希望兩岸由一中各表�...

 

 

First tankōbon volume cover, released by Shogakukan on August 9, 2002 The chapters for the manga series Kenichi: The Mightiest Disciple were written and illustrated by Syun Matsuena. The manga is a remake of Tatakae! Ryōzanpaku Shijō Saikyō no Deshi (戦え!梁山泊 史上最強の弟子, lit. Fight! Ryōzanpaku, History's Strongest Disciple), which was serialized in Shogakukan's monthly manga magazine Shōnen Sunday Super from 1999 to 2002. The story of manga focuses on Kenichi Shiraha...

Unproven performance-enhancing device A Power Balance branded hologram bracelet This article is part of a series onAlternative medicine General information Alternative medicine History Terminology Alternative veterinary medicine Quackery (health fraud) Rise of modern medicine Pseudoscience Antiscience Skepticism Scientific Therapeutic nihilism Fringe medicine and science Acupressure Acupuncture Alkaline diet Anthroposophic medicine Apitherapy Applied kinesiology Aromatherapy Association for R...

 

 

Community college in Sheridan, Wyoming, US This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This article relies excessively on references to primary sources. Please improve this article by adding secondary or tertiary sources. Find sources: Sheridan College Wyoming – news · newspapers · books · scholar · JSTOR (April 2020) (Learn how and when t...

 

 

Тернопільська загальноосвітня школа І-ІІІ ступенів № 14 імені Богдана Лепкого Тернопільська загальноосвітня школа І-ІІІ ступенів № 14 імені Богдана ЛепкогоКраїна  Україна 49°32′28″ пн. ш. 25°37′47″ сх. д. / 49.54111° пн. ш. 25.62972° сх. д. / 49.541...

Pour les articles homonymes, voir Conseil national. Conseil national 22 janvier 1941-30 novembre 1943 2 ans, 10 mois et 8 joursCaractéristiquesCréateur Pierre-Étienne FlandinInformations généralesType Assemblée consultative monocaméraleRégime Régime de VichyChef de l'État Philippe PétainÉlectionsMode d'élection Nomination par le chef de l'ÉtatConseil national au 11 novembre 1941 Gauche : 30 sièges Centre gauche : 14 sièges Syndicalistes CGT : 9 s...

 

 

ملخص معلومات الملف الوصف صورة الأمير بندر بن عبد العزيز آل سعود المصدر جريدة الرياض التاريخ المنتج جريدة الرياض الإذن(إعادة الاستخدام) انظر أدناه ترخيص: هذه صورةٌ لشخصية متوفاة وهي محميةٌ بحقوق التأليف والنشر. في ويكيبيديا يسمح برفع واستخدام صور للشخصيات المتوفاة تحت الا�...

 

 

هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (أبريل 2019) فيليكس جاكسون معلومات شخصية الميلاد 5 يونيو 1902 [1]  هامبورغ  الوفاة 7 ديسمبر 1992 (90 سنة) [1]  وودلاند هيلز  مواطنة ألمانيا الولايات المتحدة  ا�...

سوني موبايلالشعارمعلومات عامةالبلد  اليابان التأسيس 2001 النوع عمل تجاري — مقاولة الشكل القانوني كابوشيكي غيشا المقر الرئيسي ميناتو، طوكيو موقع الويب sonymobile.com المنظومة الاقتصاديةالشركة الأم سوني الصناعة إلكترونيات استهلاكية — صناعة الاتصالات المنتجات برمجيات[1] أ...

 

 

1962 film by Oscar Rudolph Don't Knock the TwistDirected byOscar RudolphScreenplay byRobert E. KentProduced bySam KatzmanStarringLang JeffriesChubby CheckerGene ChandlerVic DanaCinematographyGordon AvilEdited byJerome ThomsMusic byFreddy KargerProductioncompanyFour-Leaf ProductionsDistributed byColumbia PicturesRelease date April 13, 1962 (1962-04-13) Running time89 minutesCountryUnited StatesLanguageEnglish Don't Knock The Twist Original Sound Track RecordingSoundtrack album&#...