გვატემალის ეროვნულ-რევოლუციური კავშირი (1982-1996)
ღარიბების პარტიზანული არმია (1972-1996)
შეიარაღებული ხალხის რევოლუციური ორგანიზაცია (1979-1996)
შეიარაღებული ძალების აჯანყებულები (1962-1996) მხარდაჭერა: კუბა
გვატემალის სამოქალაქო ომი (ესპ.Guerra civil de Guatemala) — XX საუკუნის მეორე ნახევარში გვატემალაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების სერია, რომელიც გამოიწვია 1954 წლის ზაფხულში ამერიკის მხარდაჭერით განხორციელებულმა სამხედრო გადატრიალებამ, რომლის შედეგად პრეზიდენტი ხაკობო არბენს გუსმანი დაამხეს.
ისტორია
1960 წლის 13 ნოემბერს ახალგაზრდა ოფიცრების ხელმძღვანელობით ცენტრალურ ყაზარმებში იფეთქა აჯანყებამ მთავრობის წინააღმდეგ. აჯანყებულებმა ხელში ჩაიგდეს სამხედრო ბაზა საკაპაში. 15 ნოემბერს მათი ამბოხება ჩაახშეს. მიუხედავად ამისა, აქტივისტების უმრავლესობამ მოახერხა ქვეყნის დატოვება და სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ მათი უმეტესობა (ალეხანდრო დე ლეონი, მარიო ანტონიო იონ სოსა, ლუის აუგუსტო ტურსიოს ლიმა, ლუის ტრეხო ესკიველი, ვისენტე ლოარკა...) გაერთიანდა სხვადასხვა ოპოზიციურ ძალასთან, რომლებიც შემდეგ სათავეში ჩაუდგნენ პარტიზანულ ბრძოლებს[5].
1962 წლის თებერვლის დასაწყისში პარტიზანული მოძრაობის პირველი კერა გაჩნდა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. მარტის დასაწყისში კი მეორე კერაც დაემატა გვატემალის ცენტრალურ ნაწილში[6].
მეამბოხეთა არმიის ხელმძღვანელობამ ურთიერთობა დაამყარა კუბის მთავრობასთან[7]. 1970-იან წლებში რეჟიმთან ბრძოლას შეუერთდნენ მაიას ტომის ინდიელები, მაიას სოფლები სამხედრო-სადამსჯელო ოპერაციების ობიექტი გახდა.
კონფლიქტმა მიიღო არა მხოლოდ სოციალ-ეკონომიკური, არამედ ეთნიკური ხასიათიც. ევროპული წარმომავლობის მსხვილმა მიწათმფლობელებმა და მათთან დაახლოებულმა მეტისმალადინოს ხალხმა ისარგებლეს სამოქალაქო ომის ქაოსური ხასიათით და დაიწყეს ინდიელების რბევა-აწიოკება, მიწების ჩამორთმევა და მასობრივი ხოცვა-ჟლეტა.
80-იანი წლების დასაწყისში ქვეყნის ტერიტორიაზე აჯანყებულთა ოთხი ფრონტი მოქმედებდა[8]:
1982 წლის 7 თებერვალს მეამბოხეთა ოთხი ორგანიზაცია გაერთიანდა და ჩამოყალიბდა გვატემალის ნაციონალურ-რევოლუციური ერთობა. 1 ივლისს გენნერალმა ეფრაიმ რიოს მონტმა ქვეყანაში გამოაცხადა საალყო მდგომარეობა და ეროვნული ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა „ამიერიდან ყოველი აჯანყებული იარაღით ხელში, დაიხვრიტება“[9].
თავდაპირველად ამ ხელშეკრულების განხორციელებას პრობლემები შეექმნა, რადგან გვატემალის ნაციონალურ-რევოლუციურმა ერთობამაც და არმიამაც ერთმანეთს დამატებითი პირობები წაუყენეს მოლაპარაკების დაწყებამდე. „ომის ჰუმანიზაციის“ და ეროვნული დიალოგის საქმეში გადამწყვეტი როლი ითამაშა კათოლიკურმა ეკლესიამ. 1990 წელს დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნორვეგიაში დაიწყო მოლაპარაკებები კონფლიქტის დასარეგულირებლად მსოფლიო ლუთერანული ფედერაციის ეგიდით.
1990 წლის მარტში ხელი მოეწერა ოსლოს ხელშეკრულებას, რომელიც ავალდებულებდა მხარეებს მოეძებნათ კონფლიქტის დარეგულირების გზები. 1991 წელს გვატემალის ნაციონალურ-რევოლუციურმა ერთობა მოლაპარაკება დაიწყო მთავრობასთან[10], თავდაპირველად გვატემალის ეპისკოპოსის, შემდეგ კი გაეროს შუამავლობით.
1994 წელს თავდაცვის მინისტრმა მარიო ენრიკესმა აჯანყებულებს მოუწოდა სამშვიდობო მოლაპარაკებებისაკენ. 1996 წელს დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაიდო რამდენიმე ხელშეკრულება. ამავე წლის დეკემბერში ხელი მოეწერა „მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობის ხელშეკრულებას“, რომელმაც ბოლო მოუღო სამოქალაქო ომს[10].