მალდივის კუნძულები დიდი ხნის მანძილზე დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. XVI საუკუნეში ის მცირე ხნით პორტუგალიელებმა დაიპყრეს, ხოლო 1887-1965 წლებში ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ იყო, თუმცა მაშინაც სრულ შიდა სუვერენიტეტს ინარჩუნებდა. 1965 წელს მალდივის კუნძულებმა დამოუკიდებლობა მოიპოვა და ამავე წლის სექტემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანდა.
მალდივის კუნძულები ერთა თანამეგობრობაში1982 წლის 9 ივლისს გაწევრიანდა, როგორც სპეციალური წევრი, ხოლო 1985 წლის 20 ივნისს, როგორც სრული წევრი. 1989 წელს ქვეყანა სწავლების თანამეგობრობას შუერთდა, 2000 წელს ― თანამეგობრობის საპარლამენტო ასოციაციას, 1985 წელს ― თანამეგობრობის ტექნიკური თანამშრომლობის ფონდს, ხოლო 1982 წელს ― თანამეგობრობის ახალგაზრდულ პროგრამას.[1]
2016 წლის ოქტომბერში მალდივის კუნძულებმა ერთა თანამეგობრობა დატოვა.[2]
ინდოეთსა და მალდივის კუნძულებს შორის ურთიერთობები მეგობრული, სტრატეგიული, ეკონომიკური და სამხედრო ხასიათისაა.[4][5]ინდოეთის ოკეანეში სტრატეგიულ ინტერესებიდან გამომდინარე ინდოეთი მალდივის კუნძულების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობს და მასთან ალიანსი აქვს დამყარებული.[5][6]
ინდოეთსა და მალდივებს შორის საზღვაო საზღვარი ოფიციალური და მეგობრულად გადაწყდა 1976 წელს,[5] თუმცა მცირე დიპლომატიური ინციდენტი 1982 წელს მოხდა, როდეაც მალდივის კუნძულებიც პრეზიდენტის ძმამ მეზობელი მინიკოის კუნძული, რომელიც ინდოეთის ტერიტორიაა, მალდივების ნაწილად დაასახელა. მალდვებმა მალევე ოფიციალურად უარყო, რომ ეს განცხადება კუნძულზე საკუთრების უფლების გამოცხადებას არ წარმოადგენდა. 1981 წელს ინდოეთმა და მალდივის კუნძულებმა სრულყოფილი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი..[7] ორივე სახელმწიფო სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციის დამფუძნებელი წევრია, სამხრეთ აზიის ეკონომიკური კავშირისა და სამხრეთ აზიის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმომწერები არიან.[4]
კვიპროსი
მალდივის კუნძულებსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1997 წლის 1-ელ ნოემბერს დამყარდა. კვიპროსი მალდივის კუნძულებზე ნიუ-დელიში განთავსებული უმაღლესი კომისრის ოფისითაა წარმოდგენილი. ორივე სახელმწიფო ერთა თანამეგობრობის წევრია.
თურქეთსა და მალდივის კუნძულებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1979 წელს დამყარდა.[8] თურქეთის მალდივის რესპუბლიკაში ნიუ-დელიში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი,[8] ხოლო მალდივის კუნძულები თურქეთში გაერთიანებული ერების ოფისში წარგზავნილი მუდმივი მისიითაა წარმოდგენილი.[8] სახელმწიფოებს მეგობრული ურთიერთობები აქვთ ტურიზმისა და თავდაცვის სფეროში და საერთაშორისო პლატფორმებზეც თანამშრომლობენ, როგორებიცაა: გაერთიანებული ერები და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია.[9]2019 წელს თურქეთსა და მალდივის კუნძულებს შორის ვაჭრობის ბრუნვა 46.5 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა (თურქეთიდან ექსპორტი/იმპორტი: 28.2/18.3 მილიონი ამერიკული დოლარი).[10]2012 წლის 24 ნოემბრიდან სტამბოლსა და მალეს შორის პირდაპირი ფრენებია.