ბჰუტანს დიპლომატიური ურთიერთობები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 193 ქვეყნიდან 54 სახელმწიფოსთან და ევროპის კავშირთან აქვს.[1][2] ბჰუტანის შეზღუდული საგარეო ურთიერთობები, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ფორმალური ურთიერთოების არქონა, ქვეყნის განსაზღვრული იზოლაციონისტური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც სახელმწიფოზე უცხოური გავლენის შესუსტებას ისახავს მზნად.[3] აღნიშნულ პოზიციას ინდოეთთან ახლო ურთიერთობები ამყარებს, რომლის პროტექტორატიც იყო.[3][4]
1971 წელს ინდოეთის მხარდაჭერით ბურტანმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრინებით საგარეო ურთიერთობების განვითარება დაიწყო. 1981 წელს ბუტანი საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს შეუერთდა, ხოლო მომდევნო წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და იუნესკოში გაწევრიანდა. იგი სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციის აქტიური წევრია. ბჰუტანი ამჟამად 45 საერთაშორისო ორგანიზაციაშია გაწევრიანებული.[5]
ბჰუტანის კონსტიტუტციის მე-20 მუხლის თანახმად, ქვეყნის საგარეო ურთიერთობები ბჰუტანის მეფის, პრემიერ-მინისტრისა და სხვა მინისტრების მიერ განისაზღვრება.[6]
დიპლომატიური ურთიერთობები
ბჰუტანის საელჩოები მდებარეობს ბანგლადეშში, ბელგიაში, ინდოეთში, ავსტრალიასა და ტაილანდში.[1] თავის მხრივ, თიმფუში ბანგლადეშის, ინდოეთისა და ქუვეითის საელჩოები მდებარეობს. ქვეყნის დედაქალაქში წარმომადგენელი ოფისი აქვს დანიასაც.[7] ქვემოთ მოცემულ ცხრილში ის სახელმწიფოებია წარმოდგენილი, რომლებთანაც ბჰუტანს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული.
ბანგლადეში ერთ-ერთია იმ სამ სახელმწიფოს შორის, რომელთაც თიმფუში საელჩოები აქვთ. ბჰუტანი მსოფლიოში პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც 1971 წელს ბანგლადეშის დამოუკიდებლობა აღიარა. ორი სახელმწიფო ჰიმალაის მთებში ჰიდროენერგიის განვითარებაზე შეთანხმდა, ისევე, როგორც თავისუფალ ვაჭრობასა და ბანგლადეშის პორტების მეშვეობით გადაზიდვებზე.[8] სახელმწიფოები თანამშრომლობენ წყლის რესურსების მენეჯმენტის მხრივაც. ბჰუტანიც და ბანგლადეშიც სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციისა და ბენგალური ინიციატივა მრავალწლიანი ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის წევრია.
ბჰუტანს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს მის ჩრდილოეთ მეზობელთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ბჰუტანი ასევე ერთ-ერთია იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც ორი ჩინეთიდან არცეთთან აქვთ ურთიერთობები. ბჰუტანსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის საზღვარი 1950 წელს ტიბეტში შეჭრის შემდეგ დაიკეტა, რასაც ლტოლვილთა შემოდინება მოჰყვა. საზღვარი ბოლომდე ზუსტად დადგენილიც არ ყოფილა. 1961 წელს ჩინეთმა გამოაქვეყნა რუკა, რომელშიც ტრადიციული საზღვარი შეცვლილი სახით იყო წარმოდგენილი. 1998 წელს საზღვრებზე მშვიდობისა და სიმშვიდის შესახებ შეთანხმების დადების შემდეგ ქვეყნებს შორის დაძაბულობა შემცირდა. აღნიშნული შეთანხმება პირველი ორმხრივი შეთანხმება იყო ჩინეთსა და ბჰუტანს შორის. ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობების ნაკლებობისა, ბჰუტანის საპატიო საკონსულო მაკაოში2000 წლიდან და ჰონგ-კონგში2004 წლიდან ფუნქციონირებს.
2005 წლის ბოლოს ბჰუტანმა განაცხადა, რომ ჩინელი სამხედროები ბჰუტანის ტერიტორიაზე გზებსა და ხიდებს აგებდნენ. ბჰუტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხანდუ ვანგჩუკმა, ბჰუტანის პარლამენტში საკითხის წინ წამოწევის შემდეგ საზღვრების თემა ჩინეთის წარმომადგენლებთან განიხილა. საპასუხოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ცინ განგმა, აღნიშნა, რომ საზღვარი კვლავ სადაო რჩება და ორივე მხარე მშვიდობიან მოლაპარაკებებს განაგრძობს.[9] ბჰუტანური გაზეთი Kuensel აღნიშნავდა, რომ ჩინეთმა გზები შეიძლება საზღვრების მიმდებარე ტერიტორიების მისაკუთრებისთვის გამოიყენოს.[10]
ისტორიულად ინდოეთსა და ბჰუტანს შორის ახლო კავშირები იყო დამყარებული. სახელმწიფოებმა მეგობრობის ხელშეკრულებას 1949 წელს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც ინდოეთი ბჰუტანს საგარეო ურთიერთობებში მხარს უჭერს. სამეფო ბჰუტანური საელჩო ნიუ-დელში მდებარეობს, ხოლო ინდოეთის საელჩო თხიმფხუშია განთავსებული. დღემდე ინდოეთს ბჰუტანის საგარეო პოლიტიკაზე, თავდაცვაზა და კომერციაზე დიდი გავლენა აქვს.
ბჰუტანსა და ისრაელს შორის ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობები 2020 წელს დამყარდა. ურთიერთთანამშრომლობის მთავარი მიმართულებებია ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სასოფლო-სამეურნეო განვითარება.[11]
ნეპალსა და ბჰუტანს შორის ურთიერთობები 1983 წელს ჩამოყალიბდა. 1992 წლიდან ნეპალსა და ბჰუტანს შორის ურთიერთობები დაიძაბა ბჰუტანელების რეპატრიაციის შემდეგ.[12]
ბჰუტანსა და აშშ-ს მეგობრული ურთიერთობები აქვთ. ინდოეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაცხოველებას აშშ-სა და ბჰუტანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაც მოჰყვა. ბჰუტანი აშშ-ში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი მისიითაა წარმოდგენილი, ხოლო აშშ ბჰუტანს ნიუ-დელში მდებარე საელჩოთი ფარავს.[13] ბჰუტანია აზიის იმ ორი ქვეყნიდან (ჩრდილოეთ კორეასთან ერთად), რომელშიც აშშ-ის საელჩო არ მდებარეობს.
თურქეთი
თურქეთსა და ბჰუტანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2012 წელს დამყარდა.[14] თურქეთი ბჰუტანთან ნიუ-დელში მდებარე საელჩოთი თანამშრომლობს.[15]2018 წელს ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობის დონემ 1.58 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა (ბჰუტანის ექსპორტი/იმპორტი:1.48/0.1 ამერიკული დოლარი).[14]
Matteo Miele, Chinese Shadows on Bhutanese Independence after the Treaty of Punakha. The Tibetan Buddhist Connection and the British Diplomatic Action, in Seiji Kumagai (ed.), Buddhism, Culture and Society in Bhutan, Vajra Publications, Kathmandu, 2018, pp. 215–239
↑Bedjaoui, Mohammed (1991), International Law: Achievements and Prospects, Martinus Nijhoff Publishers, pp. 51–, ISBN92-3-102716-6, https://books.google.com/books?id=jrTsNTzcY7EC&pg=PA51: "The Treaty of Friendship of 8 August 1949 between Bhutan and India is an example of the creation of a protected State, Bhutan, with a quite loose relationship to the protecting State, India. By the terms of this Treaty of Friendship, Bhutan agreed to follow the guidance given by India in so far as external relations were concerned. India was not granted the power to exercise diplomatic rights on behalf of Bhutan and this way Bhutan remained in charge of its foreign policy."
↑Savada, Andrea Matles; Harris, George Lawrence (1993) Nepal and Bhutan: country studies. Federal Research Division, გვ. 332. „The specter of renewed Chinese claims to Bhutan, Sikkim, and Nepal was raised after China published a map in 1961 that showed alterations of traditional Sino-Bhutanese and other Himalayan borders in Beijing's favor“
↑"Economic Development and Social Changes in Bhutan." pp. 82-99 in Urmila Phadnis, S.D. Muni, and Kalim Bahadur (eds.), Domestic Conflicts in South Asia. New Delhi: South Asian Publishers, 1986.