12 - 30 ნოემბერი 1988 სალონიკი, საბერძნეთი
სალონიკში საბჭოთა გუნდის უპირატესობა უდავო იყო. მესამე ტურიდან მოყოლებული კასპაროვი და კომპანია ერთპიროვნულად ლიდერობდნენ ტურნირს და სხვაობაც ყოველი ტურის მერე იზრდებოდა. საბოლოოდ საბჭოელებმა ექვსი ქულით აჯობეს მდევრებს და მეჩვიდმეტედ მოიპოვეს ჰამილტონ-რასელის თასი.
სამაგიეროდ დიდი ბრძოლა გაჩაღდა საპრიზო ადგილებისათვის. ამ ბრძოლაში ამერიკელები, ნიდერლანდელები, ინგლისელები, უნგრელები და იუგოსლავიელები მონაწილეობდნენ. ვერცერთი მათგანი ვერ გადაურჩა გაუთვალისწინებელ მარცხს. პირველად მესამე ტურში იუგოსლავიელები დამარცხდნენ ჩინელებთან. მეოთხეში ამერიკელებმა წააგეს დანიელებთან, მეხუთეში ერთად დამარცხდნენ ნიდერლანდელები (ისლანდიელებთან) და უნგრელები (შვედებთან). სულ ბოლოს, მეექვსე ტურში, ინგლისელებმა წააგეს ინდოელებთან. მეთერთმეტე ტურისთვის წინ ინგლისელები იყვნენ - 26 ქულა, 25,5 ქულა ჰქონდათ ნიდერლანდელებს და ამერიკელებს, 25 - უნგრელებს და იუგოსლავიელებს. მეთერთმეტე ტურში უნგრელებმა 3-1 დაამარცხეს იუგოსლავიელები და 28 ქულით თავად გადავიდნენ მეორე ადგილზე. ამდენივე ქულა ჰქონდათ ინგლისელებს, რომლებმაც მატჩი ამერიკელებთან ფრედ დაამთავრეს. მეთორმეტე ტურში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ინგლის - უნგრეთის და აშშ - ნიდერლანდების მატჩებს. ამერიკელები და ნიდერლანდელები დაზავდნენ, ინგლისელებმა კი 3-1 გაიმარჯვეს და მეტოქეებთან ქულანახევრიანი უპირატესობა მიიღეს. ინგლისელებმა ეტყობა დიდი ენერგია შეალიეს ამ გამარჯვებას და ბოლო ორ ტურში მხოლოდ 3,5 ქულა აიღეს, თუმცა მეორე ადგილის დასაკავებლად ესეც ეყოთ. მათ ნიდერლანდელებს (რომლებთანაც ბოლო ტურში წააგეს) კოეფიციენტებით აჯობეს, ხოლო ამერიკელებს და უნგრელებს (ესენი ბოლო ტურში ერთმანეთს დაუზავდნენ)- ნახევარი ქულით. ამ გუნდების გარდა აღსანიშნავია ფილიპინელთა წარმატებული თამაში. კარგად თამაშობდა მათი ლიდერი, ეუგენიო ტორე, რომელსაც ასევე კარგად აუბეს მხარი თანაგუნდელებმა და შედეგიც საუცხოო მიიღეს - VII ადგილი.
ტექნიკური შედეგები
მონაწილეობდა 107 ნაკრები გუნდი. ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 14 ტურად.
12. შვედეთი, 13. ჩეხოსლოვაკია, 14. იტალია,
15. ისლანდია, 16. დანია, 17. გდრ, 18. გერმანია, 19. ინდოეთი,
20. შვეიცარია, 21. პოლონეთი, 22. ესპანეთი, 23. ბრაზილია,
24. ბულგარეთი, 25. რუმინეთი, 26. ინდონეზია, 27. საბერძნეთი, 28. ავსტრია,
29. გვატემალა,
30. შოტლანდია, 31. საფრანგეთი, 32. ფინეთი, 33. ალბანეთი, 34. ბელგია,
35. კოლუმბია, 36. პერუ, 37. კანადა, 38. ახალი ზელანდია, 39. პარაგვაი,
40. ავსტრალია, 41. ვენესუელა, 42. ტაილანდი,
43. ნორვეგია, 44. მექსიკა, 45. დომინიკანელთა რესპუბლიკა, 46. უელსი, 47. სინგაპური, 48. ეგვიპტე, 49. ურუგვაი,
50. ირლანდია, 51. სირია,
52. თურქეთი, 53. ლუქსემბურგი,
54. პორტუგალია, 55. საბერძნეთი-2, 56. პაკისტანი, 57. ფარერის კუნძულები, 58. მალაიზია, 59. პუერტო-რიკო, 60. მაროკო, 61. ანგოლა, 62. კოსტა-რიკა, 63. ბანგლადეში, 64. ბოლივია,
65. იამაიკა, 66. ალჟირი,
67. იაპონია, 68. არაბთა გაერთიანებული საამიროები, 69. ბარბადოსი, 70. ნიგერია, 71. ლიბია 72. ზიმბაბვე,
73. სალვადორი, 74. კვიპროსი, 75. კატარი, 76. მალტა,
77. იორდანია, 78. ლიბანი, 79. ჰონდურასი, 80. სურინამი,
81. ზამბია, 82. სენეგალი, 83. ბოტსვანა,
84. ჰონგ-კონგი, 85. ბაჰრეინი, 86. ანდორა, 87. სამხრეთ იემენი, 88. პალესტინა, 89. ნიდერლანდის ანტილები, 90. მავრიტანია,
91. ჰაიტი, 92. პანამა, 93. ლიხტენშტაინი, 94. მონაკო,
95. უგანდა, 96. სან-მარინო, 97. მალი,
98. გერნსი- ჯერზი, 99. სუდანი, 100. ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები,
101. კენია, 102. ამერიკის ვირჯინიის კუნძულები,
103. ბერმუდის კუნძულები,
104. ბაჰამის კუნძულები,
105. მავრიკი,
106. ფიჯი,
107. სეიშელის კუნძულები.
ჩილე - პირველი ტურის შემდეგ გამოეთიშა ასპარეზობას.
ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები
გარი კასპაროვი 8,5 (+7=3-0), ანატოლი კარპოვი 8 (+6=4-0), არტურ იუსუპოვი 6 (+2=8-0), ალექსანდრე ბელიავსკი 7 (+5=4-1), იან ელვესტი 4,5 (+3=3-1), ვასილი ივანჩუკი 6,5 (+4=5-0).
ნაიჯელ შორტი 7 (+3=8-1), ჯონათან სპილმენი 8,5 (+6=5-1), ჯონ ნანი 8,5 (+5=7-0), მიურეი ჩანდლერი 5 (+1=8-2), ენდრიუ მესტელი 1,5 (+1=1-2), უილიამ უატსონი 4 (+3=2-0).
ჯონ ვან დერ ველი 6,5 (+2=9-1), გენადი სოსონკო 5 (+0=10-0), პაულ ვან დერ სტერენი 7,5 (+4=7-1), ჯერომ პიკეტი 8 (+5=6-0), მარიუს კუიფტი 4,5 (+4=1-1), რუდი დოუვენი 3 (+2=2-1).
საუკეთესო პერფორმანსი
საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით
მეოთხე დაფა
|
ქვეყანა
|
ქ
|
პ
|
%
|
სიუშარ შეივიშიტი
|
ტაილანდი
|
8
|
9
|
88,9
|
ჯორჯი ჯუიუე
|
სენეგალი
|
9,5
|
12
|
79,2
|
ჰუსეინ ბატიკში
|
იორდანია
|
7
|
9
|
77,8
|
რონალდ ვეემაესი
|
ბელგია
|
7
|
9
|
77,8
|
მეორე სათადარიგო დაფა
|
ქვეყანა
|
ქ
|
პ
|
%
|
ტაჰმიდურ რაჰმანი
|
ბანგლადეში
|
6
|
7
|
85,7
|
ხორხე გომეს ბალიო
|
არგენტინა
|
6
|
7
|
85,7
|
კოსტას პერდიკისი
|
კვიპროსი
|
6,5
|
8
|
81,3
|
ლიტერატურა
- Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
- Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
- Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006
ბმულები