ქვეყნის ტოპონიმი „სუდანი“ საჰარის სამხრეთით მდებარე, დასავლეთიდან ცენტრალური აფრიკის აღმოსავლეთამდე გადაჭიმული გეოგრაფიული რეგიონიდან მოდის. თვითონ ტერმინი არაბული bilād as-sūdān-დან (بلاد السودان), ანუ „შავების მიწა“-დან წარმოიშვა, გამონათქვამისგან, რომელიც დასავლეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ცენტრალურ აფრიკას მიეკუთვნებოდა.[17]
უძველეს პერიოდში თანამედროვე სუდანის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ატარებდა ჯერ ქუშის, ხოლო შემდეგ ნუბიის სახელს, დასახლებული იყო ძველი ეგვიპტელების მონათესავე სემიტურ-ქამიტური და ქუშიტური ტომებით. ნუბიელები ვაჭრობდნენ ძველ ეგვიპტელებთან და განიცდიდნენ გამანადგურებელ თავდასხმებს მათი მხრიდან. სამხრეთიდან სუდანის ტერიტორიაზე ასევე იჭრება ნეგროიდული ტომები (ნილოტების წინაპრები).
VII საუკუნიდან სუდანის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა რამდენიმე პატარა ქრისტიანული სახელმწიფო (ალოა, მუკურა, ნობატია). 640-იანი წლებში, ჩრდილოეთიდან, ეგვიპტის გავლით დაიწყო არაბული ექსპანსია. არაბებმა აქ გაავრცელეს ისლამი და საკუთარი კულტურა, ასევე ფეოდალური წყობილება. არაბთა გავლენა ძირითადად გავრცელდა ჩრდილოეთ და დასავლეთ სუდანში.
XVI-XVII საუკუნეებში სუდანის ტერიტორიაზე არსებობდა დამოუკიდებელი სახელმწიფოები. მათ შორის უმთავრესი იყო სენარისა და დარფურის სასულთნოები. თუმცა XVIII საუკუნის შუა ხანებიდან სასულთნოები დაიშალა ცალკე ფეოდალურ სამთავროებად და დამოუკიდებელ ტომთა გაერთიანებებად.
XIX საუკუნე
1819-1822 წლებში ეგვიპტემ დაიპყრო სუდანის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი. 1841 წლის პორტას გადაწყვეტილებით ამ ტერიტორიებს ეწოდა „ეგვიპტის სუდანი“ და მისი მართვა დაევალა ეგვიპტის ვიცე-მეფეს, ამ თვალსაზრისით სუდანი შევიდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში, თუმცა იმყოფებოდა ეგვიპტის გავლენის ქვეშ.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში სუდანში გაძლიერდა დიდი ბრიტანეთის გავლენა. 1877 წელს სუდანის გენერალ-გუბერნატორი გახდა ინგლისელი გორდონი. სასტიკმა ექსპლუატაციამ და ეროვნულმა ჩაგვრამ ძლიერი სახალხო მოძრაობა გამოიწვია რელიგიურ-რეაქციული მიმართულებით. რელიგიურმა ლიდერმა მუჰამედ აჰმადმა თავი გამოაცხადა „მაჰდიდ“ (მესიად) და ცდილობდა გაეერთიანებინა დასავლეთი და ცენტრალური სუდანის ტომები ოსმალების წინააღმდეგ. აჯანყება დასრულდა ხართუმისაღებით, რომლის შედეგადაც ქვეყნიდან გააძევეს ევროპელი, ოსმალი და ეგვიპტელი ჩინოვნიკები. აჯანყების მეთაური მალევე გარდაიცვალა და მისი თანამდებობა დაიკავა აბდალლაჰ იბნ მუჰამად ალ-ტაიშამ, რომელიც ინგლისურ-ეგვიპტურმა ძალებმა დაამხეს 1898 წელს.
1899 წლის 19 იანვარს დიდმა ბრიტანეთმა და ეგვიპტემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სუდანში ერთობლივი მმართველობის (ინგლისურ-ეგვიპტური კონდომინიუმი) დამყარების შესახებ. მაღალი რანგის თანამდებობის პირები გახდნენ ინგლისელები, ხოლო საშუალო რანგი დაიკავეს ეგვიპტელებმა. ფაქტობრივად სუდანი დიდი ბრიტანეთის კოლონიად გადაიქცა.
XX საუკუნე
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბრიტანელმა კოლონიზატორებმა ქვეყანაში დაიწყეს ბამბის აქტიური წარმოება. ქვეყანაში ჩამოყალიბება დაიწყო ეროვნულმა ბურჟუაზიამ.
ბრიტანელებმა თავიანთი ხელისუფლების გასაძლიერებლად, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში დაიწყეს ანტიისლამური და ანტიარაბული პროპაგანდა, მხარს უჭერდნენ ტრადიციულ რწმენას და ქრისტიანობას.
1921 წელს სუდანის მეცხრე ბატალიონის ოფიცერმა, მონის შვილმა, დინკას ტომის წარმომადგენელმა ალი აბდ ალ-ლატიფმა ჩამოაყალიბაპირველი პოლიტიკური გაერთიანება - „გაერთიანებული ტომების სუდანური საზოგადოება“, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოდიოდა. მან გამოსცა მანიფესტი, რომელიც მოსახლეობას შეიარაღებული აჯანყებისაკენ მოუწოდებდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიის არმიამ რომელიც ეთიოპიაში აწარმოებდა საომარ მოქმედებებს დაიკავა სუდანის ტერიტორიის ნაწილიც, მაგრამ უკვე 1941 წელს იტალიელები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ, სუდანი გახდა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ძირითადი ბაზა აფრიკაში.
1951 წლის 15 ოქტომბერს ეგვიპტის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც გაუქმდა ინგლის-ეგვიპტის 1936 წლის ხელშეკრულება და ინგლის-ეგვიპტის 1899 წლის შეთანხმება, ეგვიპტის მეფე ფარუქი გამოცხადდა ეგვიპტისა და სუდანის მეფედ.
კოლონიალურ პერიოდში სუდანის საზღვრები ხელოვნურად ჩამოყალიბდა და არ გაითვალისწინეს ეთნიკური და რელიგიური თავისებურებები, რამაც თითქმის განუწყვეტელი სამოქალაქო ომი გამოიწვია. მუდმივი კონფლიქტების შედეგად 2011 წელს ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო.
2003-2004 წლებში მთავრობასა და სამხრეთ სუდანს შორის მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო, შეტაკებები კვლავ გრძელდებოდა. 2005 წელს მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამხრეთი სუდანი მიიღებდა ავტონომიას 6 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც დამოუკიდებლობის საკითხი გადაწყდებოდა რეფერნდუმზე, ხოლო ნავთობის შემოსავლებს ამ პერიოდის განმავლობაში თანამბრად გაიყოფდა ორივე მხარე. 2005 წლის ივლისში აჯანყებულთა ლიდერი ჯონ გარანგი სუდანის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს[18]. პარლამენტში და მთავრობაში ადგილები განაწილდა ჩრდილოეთისა და სამხრეთის წარმომადგენლებს შორის, როგორც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის.
სამხრეთ სუდანის გარდა, რომელიც დამოუკიდებელი გახდა 2011 წლის 9 ივლისს, ცენტრალური ხელისუფლების ისლამიზაციისა და არაბიზაციის პოლიტიკამ გამოიწვია სეპარატისტული მოძრაობების აღმასვლა სხვა, ისტორიულად და ეთნიკურად განსხვავებულ რეგიონებში, დარფურში და კორდოფანში. დარფურში დაპირისპირება 2003 წელს გადაიზარდა ფართომასშტაბიან კონფლიქტში.
2010 წელს სუდანში გაიმართა არჩევნები, რომლის შედეგად ეროვნულმა კონგრესმა და ომარ ალ-ბაშირმა შეინარჩუნეს ხელისუფლება. 2011 წლის 9-15 იანვარს გაიმართა სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, რომლის შედეგად მოსახლეობის უმრავლესობამ (98,83 %) მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას. 9 ივლისს გამოცხადდა სამხრეთი სუდანის დამოუკიდებლობა. სუდანი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა მსოფლიოს ახალი 194-ე ქვეყანა. 11 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭომ სუდანში სამშვიდობო მისიის დასრულების შესახებ განაცხადა.
2011 წლის მაისში ჯერ კიდევ ერთიანი ქვეყნის არსებობს პერიოდში დაიწყო კონფლიქტი სამხრეთ კორდოფანში, რომელიც სუდანისა და სამხრეთ სუდანის ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
გეოგრაფია
სუდანი მოთავსებულია აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში და გააჩნია 853 კმ (530 მილის) სიგრძის სანაპირო ზოლი, რომლითაც წითელ ზღვას ესაზღვრება.[19] ზღვის გარდა იგი ესაზღვრება 7 სახელმწიფოს: ეგვიპტეს, ერიტრეას, ეთიოპიას, სამხრეთ სუდანს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, ჩადს და ლიბიას. ქვეყნის ფართობი შეადგენს 1 886 068 კვადრატულ კილომეტრს (728 215 კვადრატულ მილს) და, ამ მხრივ, წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის მესამე ყველაზე უფრო დიდ ქვეყანას (ალჟირისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემდეგ)[20]. სუდანი მოთავსებულია ჩრდილოეთის განედის 8° და 23° გრადუსებს შორის.
ტერიტორია ძირითადად ბრტყელი ველებითაა წარმოდგენილი, რომლებიც დასერილია რამდენიმე ქედით; დასავლეთით — დერიბა კალდერას პიკი (3042 მ ანუ 9980 ფუტი), რომელიც მოთავსებულია მარას მთიანეთში, წარმოადგენს სუდანის ყველაზე უფრო მაღალ წერტილს; აღმოსავლეთით მოთავსებულია წითელი ზღვის ბორცვები.[21]
ლურჯი და თეთრი ნილოსი ერთმანეთს ხვდებიან ხართუმში, რათა შექმნან მდინარე ნილოსი, რომელიც მიედინება ჩრდილოეთისაკენ ეგვიპტის გავლით და ჩაედინება ხმელთაშუა ზღვაში. ლურჯი ნილოსის გზა სუდანის ფარგლებში დაახლოებით 800 კილომეტრს (497 მილს) შეადგენს და მას უერთდება მდინარეები დინდერი და რაჰადისენარსა და ხართუმს შორის. თეთრ ნილოსს სუდანის ფარგლებში არ გააჩნია რაიმე მნიშვნელობანი შენაკადები.
ქვეყანაში ნალექების სიდიდე (წვიმის სახით) იზრდება სამხრეთის მიმართულებით. ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს უკიდურესად მშრალი უდაბნო ადგილები, როგორიცაა ნუბიის უდაბმნო ჩრდილო-აღმოსავლეთში და ბაიუდას უდაბნო აღმოსავლეთში; სამხრეთში მდებარეობს ჭაობები და წვიმიანი ტყე. წვიმების სეზონი დაახლოებით სამ თვეს გრძელდება (ივლისიდან სექტემბრამდე) ჩრდილოეთში და ექვს თვემდე (ივნისიდან ნოემბრამდე) სამხრეთში. მშრალ რეგიონებს აზიანებს ხოლმე ქვიშის ქარიშხლები, რომლებიც ცნობილია ჰაბუბის სახელით და რომელსაც შეუძლია სრულიად დაფაროს მზის შუქი. ჩრდილოეთის და დასავლეთის ნახევრადუდაბნო არეებში მოსახლეობა იშვიათ წვიმებს იყენებს ძირითადი აგრიკულტურული საჭიროებებისათვის და მათი დიდი ნაწილი მომთაბარეა, თავიანთი ცხვრის და აქლემის ფარებით მოგზაურობენ ქვეყნის შიგნით. მდინარე ნილოსთან უფრო ახლოს ბევრი კარგად მორწყული ფერმებიც გვხვდება, რომლებშიც მარცვლეული მოჰყავთ.[22] მზით განათებული პერიოდის ხანგრძლივობა ძალიან მაღალია ქვეყნის მთელ ტერიტორიებში, მაგრამ ეს განსაკუთრებით საგრძნობია უდაბნოებში, სადაც მზე შეიძლება წელიწადში 4000 საათს აცხუნებდეს.
გაუდაბნოება მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემაა სუდანისათვის.[24] შეშფოთებას იწვევს, ასევე, ნიადაგის ეროზია. სოფლის მეურნეობის გაფართოებისათვის, როგორც კერძო, ისე სახელმწიფოს მიერ გაწეულმა ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო. ეკოლოგიურ პრობლემებს შორისაა ტყის ჩეხვა და წყლის საფარის შემცირებაც.[25]
სუდანის სახალხო შეიარაღბული ძალები წარმოადგენს სუდანის რეგულარულ ძალებს, რომელიც ხუთ ნაწილად იყოფა: სუდანის არმია, სუდანის საზღაო ძალები, სუდანის საჰაერო ძალები, სასაზღვრისა და შინაგან საქმეთა დაცვის შეიარაღებული ძალები. ჯამში, სუდანის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, დაახლოებით 200 000 ჯარისკაცია. ადგილობრივი მძიმე და მოწინავე შეიარაღების წარმოების განვითარებით, სუდანის არმია კარგად აღჭურვილ საბრძოლო ძალად იქცა. შეიარაღებული ძალების ხუთივე განშტოება ეროვნული ასამბლეის მორჩილების ქვეშაა და მათ ძირითად მიზანს, სახელმწიფოს საზღვრების დაცვა და საშინაო უსაფრთხოების შენარჩუნების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
2004 წლის დარფურის კრიზისის შემდეგ, ცენტრალური ხელისუფლების უსაფრთხოების დაცვა ისეთი გასამხედროებული, აჯანყებული, შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგობისგან, როგორიც სამართლიანობისა და თანასწორობის მოძრაობა, სუდანის სახალხო განმათავისუფლებელი და სუდანის განმათავისუფლებელი არმიებია, სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა. არაოფიციალურად, სუდანის შეიარაღებული ძალები ასევე ნომადურ მილიციასაც იყენებენ, მათ შორის აჯანყებულებთან ბრძოლაში ყველაზე გამოჩენილი ჯანჯაუედის ძალები იყო.[27] სასტიკ შეტაკებებში, დაახლოებით 200 000-დან[28] 400 000-მდე[29][30] ადამიანი დაიღუპა.
დემოგრაფია
2008 წლის აღწერით, სუდანის ჩრდილოეთი, დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილის მოსახლეობა ერთად 30 მილიონს შეადგენდა.[31]სამხრეთ სუდანის გამოყოფის შემდეგ, ხსენებული აღწერის გათვალისწინებით, დღევანდელი სუდანის მოსახლეობა შეიძლება შევაფასოთ, როგორც 30 მილიონზე ოდნავ მეტი. წინა ორ დეკადაში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნებოდა, შედარებისათვის, 1983 წლის აღწერით სუდანის მთელი მოსახლეობა, დღევანდელი სამხრეთ სუდანის ჩათვლით, 21,6 მილიონს შეადგენდა.[32] ქვეყნის მთავარი მეტროპოლისის, ხართუმის მოსახლეობა (აქ შედის საკუთრივ ხართუმი, ომდურმანი და ხართუმის ჩრდილოეთი სატელიტები) სწრაფად იზრდება და აღწერის დროს შეადგენდა 5,2 მილიონს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნიდან დღესდღეობით გარბიან თავიანთი ლტოლვილები, სუდანი სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილთა ნაწილს თავისთანაც იფარებს. „2008 წლის ლტოლვილთა მსოფლიო მიმოხილვის“ თანახმად, რომელიც გამოქვეყნებული იქნა ლტოლვილთა და იმიგრანტთა აშშ კომიტეტის მიერ, 2007 წელს სუდანში ცხოვრობდა 310 500 ლტოლვილი და თავშესაფრის მაძიებელი. ამ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მოვიდა ერითრეიდან (240 400 პირი), ჩადიდან (45 000), ეთიოპიიდან (49 300) და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან (2500).[33] სუდანის მთავრობამ 2007 წელს ძალის გამოყენების მოახდინა, სულ მცირე, 1.500 ლტოლვილისა და თავშესაფრის მაძიებლის დეპორტირება. სუდანი წარმოადგენს 1951 წ. ლტოლვილთა სტატუსთან დაკავშირებული კონვენციის მხარეს.[33]
ეთნიკური ჯგუფები
სუდანელი არაბების ეთნოსი 2008 წლის შეფასებით სუდანის მოსახლეობის 70 %-ს შეადგენს.[11] სხვა ეთნოსებს შორის აღსანიშნავია ნუბიელი ხალხის არაბიზებული ეთნიკური ჯგუფი, ზაგაუები და კოპტები.[34][35]
სუდანში 597 ჯგუფი ცხოვრობს, რომლებიც 400-ზე მეტი განსხვავებულ ენასა და დიალექტზე საუბრობს.[36] სუდანელი არაბები ჯერჯერობით ამ ქვეყნის უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს შეადგენენ. ისინი თითქმის ყველანი მუსულმანები არიან; მაშინ როდესაც მათი უმრავლესობა საუბრობს სუდანურ არაბულ დიალექტზე, ქვეყნის სხვა ზოგიერთი არაბული ტომები საუბრობს სხვა არაბულ დიალექტებზეც, მაგალითად: აუადიას და ფადნიას ტომები და ბანი არაქის ტომები, რომლებიც საუბრობენ ნაჯდი არაბულად; რუფა'ას, ბანი ჰასანის, ალ-აშრაფის, ქინანას და რაშაიდას ტომები, რომლებიც საუბრობენ ჰეჯაზი არაბულად. დამატებით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სხვა ეთნიკური ჯგუფებიცაა გავრცელებული, მაშინ როცა ჩრდილოეთი ნაწილის, რიზეიგატის რამდენიმე არაბული ბედუინური ტომი და სხვები, რომლებიც სუდანურ არაბულ დიალექტზე საუბრობენ, იზიარებენ ამავე სუდანური არაბებისათვის დამახასიათებელ კულტურას.
ენები
სუდანის სხვადასხვა აბორიგენული ჯგუფებისთვის დაახლოებით 70 ენაა მშობლიური.[37]
სუდანური არაბული არის ქვეყნის ყველაზე უფრო გავრცელებული ენა. იგი წარმოადგენს სახესხვაობას (დიალექტს) არაბული ენისა, რომელიც, თავის მხრივ, მიეკუთვნება სემიტურ ენათა ოჯახის აფრო-აზიურ შტოს. დიალექტმა ლექსიკონის ნაწილი ისესხა ადგილობრივი ნილო-საჰარული ენებისაგან: ნუბიური ენისაგან (ნობიინი), ფურის ენისაგან, ზაგაუას ენისაგან. ამან მოგვცა შედეგად არაბულის იმგვარი სახესხვაობა, რომელიც უნიკალურია სუდანისათვის და ნილოსური, არაბული და დასავლური კულტურების ისტორიული ურთიერთქმედების შედეგია. სუდანის ზოგიერთ მომთაბარე ტომს საუდის არაბეთის მსგავსი არაბული აქცენტი გააჩნია. კიდევ სხვა მნიშვნელოვან ენებს შორის შეიძლება ჩამოვთვალოთ ბეჯა (იგივე ბედაუი), რომელიც გავრცელებულია წითელი ზღვის გასწვრივ. იგი წარმოადგენს აფრო-აზიურ ენათა ოჯახისკუშიტური ენების) შტოს ერთადერთ ენას, რომელიც დღეს ამ ტერიტორიაზეა გავრცელებული.
სამხრეთ სუდანში კი დღეს ასევე ისმის რამდენიმე ნილო-საჰარული ენა. ფურის ენაზე მოსაუბრენი ცხოვრობენ დასავლეთში (დარფურში) და შესაძლოა მათი რიცხვი მილიონს აღწევდეს. სწორედ ასევე, ჩრდილოეთში გავრცელებულია რამდენიმე ნუბიური ენა, რომლებზეც საუბრობს 6 მილიონზე მეტი ადამიანი. ქვეყნის ლინგვისტურად ყველაზე ჭრელი რეგიონი არის ნუბას ბორცვები კორდოფანში, რომლებიც დასახლებულია ენათა რამდენიმე ოჯახზე მოსაუბრე მოსახლეობით. დარფურის და სხვა სასაზღვრო რეგიონები მეორე ადგილზეა ლინგვისტური მრავალფეროვნების მხრივ.
რელიგია
2011 წელს დაყოფის შემდეგ, რომელმაც ცალკე მოხლიჩა სამხრეთ სუდანი, სუდანში დარჩენილი მოსახლეობის 97 % მისდევს ისლამს.[38] მუსლიმები ორ ჯგუფად იყოფა: სუფიებად და სალაფიებად (ანსარ ალ სუნა). ორი პოპულარული ჯგუფი, ანსარები და ხათმია ასოცირდება, შესაბამისად, ოპოზიციურ პარტია უმასთან და დემოკრატიულ უნიონისტურ პარტიასთან.
ხართუმში და ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილის სხვა ქალაქებში ცხოვრობენ კოპტი მართლმადიდებლებისა და ბერძენი მართლმადიდებლების ძირძველი ქრისტიანული ჯგუფები. ხართუმსა და აღმოსავლეთ სუდანში აგრეთვე გვხვდებიან ეთიოპი და ერითრეელი ქრისტიანული თემები, რომლებიც ძირითადად ბოლო რამდენიმე დეკადის განმავლობაში შემოსახლდნენ, როგორც ლტოლვილები და მიგრანტები. დასავლურ ქრისტიანობასთან აფილირებული ყველაზე დიდი ჯგუფებია რომის კათოლიკე და ანგლიკანური ეკლესიის ქრისტიანები. სხვა, უფრო მცირერიცხოვან ქრისტიანულ ჯგუფებს შორის აღსანიშნავია აფრიკის საკუთარი ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის, სუდანის ქრისტეს ეკლესიის, სუდანის შიდა ეკლესიის, იეჰოვას მოწმეების, სუდანის აღდგომის ეკლესიის და სუდანის ევანგელიკური პრესვიტერიული ეკლესიის (ჩრდილოეთში) მრევლი. სამთავრობო აქციები ნუბას ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც მინერალებით მდიდარი ნუბას მთების ტრადიციულ მცხოვრებთ წარმოადგენენ, ჩათვლილი იქნა ეთნიკურ წმენდად.[39]
↑Keita, S.O.Y. (1993). „Studies and Comments on Ancient Egyptian Biological Relationships“. History in Africa. 20: 129–54. doi:10.2307/3171969. JSTOR317196.
Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Oktober 2022. Grotta del Gelo (Gua Bunga Es) adalah sebuah gua vulkanik dari Gunung Etna yang dikenal dengan bunga-bunga es yang berjumlah banyak di sana. Ia terbentuk pada tahun 1614-1624 selama erupsi gunung pada tahun-tahun itu, di samping aliran lava yang terben...
Islam menurut negara Afrika Aljazair Angola Benin Botswana Burkina Faso Burundi Kamerun Tanjung Verde Republik Afrika Tengah Chad Komoro Republik Demokratik Kongo Republik Kongo Djibouti Mesir Guinea Khatulistiwa Eritrea Eswatini Etiopia Gabon Gambia Ghana Guinea Guinea-Bissau Pantai Gading Kenya Lesotho Liberia Libya Madagaskar Malawi Mali Mauritania Mauritius Maroko Mozambik Namibia Niger Nigeria Rwanda Sao Tome dan Principe Senegal Seychelles Sierra Leone Somalia Somaliland Afrika Selatan ...
Kebudayaan Proto-VillanovaJangkauangeografisEropaPeriodeZaman PerungguTanggalk. 1200–901 SMDidahului olehKebudayaan UrnenfelderDiikuti olehKebudayaan Villanova, Kebudayaan Latiale, Kebudayaan Atestina Kebudayaan Proto-Villanova adalah kebudayaan arkeologis Zaman Perunggu Akhir yang ditemukan di Semenanjung Italia, kira-kira dimulai pada paruh pertama abad ke-12 SM dan berlangsung hingga abad ke-10 SM. Kebudayaan ini merupakan kelanjutan dari Kebudayaan Urnenfelder (1300-750 SM). Sejarah Keb...
Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Maret 2023. Mata Hari adalah musikal dari buku karya Jerome Coopersmith, lirik oleh Martin Charnin dan musik oleh Edward Thomas. Penari eksotis Mata Hari dituduh memata-matai Jerman selama Perang Dunia I dan dieksekusi oleh regu tembak Prancis, tetapi kesalahannya m...
Pour les articles homonymes, voir Alliance. L'Europe divisée en deux alliances militaires durant la guerre froide : l'OTAN et le Pacte de Varsovie. Une alliance militaire est un accord formel entre nations concernant la sécurité nationale. Les pays membres d'une alliance militaire acceptent de participer et de contribuer activement à la défense des autres membres de l'alliance en cas de crise[1]. Si une nation est attaquée, les membres de l'alliance ont souvent pour mission de ven...
Spartaco Landini Nazionalità Italia Altezza 179 cm Peso 73 kg Calcio Ruolo Allenatore (ex difensore) Termine carriera 1978 - giocatore 1980 - allenatore Carriera Giovanili 19??-19?? Sangiovannese Squadre di club1 1962-1970 Inter94 (1)1970-1973 Palermo97 (0)1973-1976 Napoli26 (0)1976-1978 Sangiovannese69 (0) Nazionale 1966 Italia4 (0) Carriera da allenatore 1978-1980 AvellinoVice 1 I due numeri indicano le presenze e le reti segnate, per le sole partite di...
Directory service and online review forum This article is about the Internet company. For other uses, see Yelp (disambiguation). Yelp Inc.Screenshot Yelp.com homepageType of businessPublicTraded asNYSE: YELPS&P 600 componentFoundedOctober 2004; 19 years ago (2004-10)Headquarters350 Mission Street, San Francisco, California, U.S.OwnerJeremy Stoppelman (6.3%)Founder(s)Jeremy StoppelmanRussel SimmonsKey people Jeremy Stoppelman (CEO) Jed Nachman (COO) Da...
Eleonora di PrussiaElettrice consorte di Brandeburgo In carica23 ottobre 1603 –9 aprile 1607 PredecessoreCaterina di Brandeburgo-Küstrin SuccessoreAnna di Prussia NascitaKönigsberg, 21 agosto 1583 MorteBerlino, 9 aprile 1607 (23 anni) Sepoltura26 aprile 1607 Luogo di sepolturaDuomo di Berlino Casa realeCasato di Hohenzollern PadreAlberto Federico di Prussia MadreMaria Eleonora di Jülich-Kleve-Berg Consorte diGioacchino Federico di Brandeburgo FigliMaria Eleonora Religione...
العلاقات الأوغندية الصومالية أوغندا الصومال أوغندا الصومال تعديل مصدري - تعديل العلاقات الأوغندية الصومالية هي العلاقات الثنائية التي تجمع بين أوغندا والصومال.[1][2][3][4][5] مقارنة بين البلدين هذه مقارنة عامة ومرجعية للدولتين: وجه المقا...
1970 Rhode Island gubernatorial election ← 1968 November 3, 1970 1972 → Nominee Frank Licht Herbert DeSimone Party Democratic Republican Popular vote 173,420 171,549 Percentage 50.07% 49.53% County results Municipality resultsLicht: 50–60%DeSimone: 50–60% 60–70% 70–80% Governor before election Frank Licht Democratic Elected Governor...
Singaporean politician and lawyer In this Chinese name, the family name is Tan. The HonourableDennis Tan陈立峰Tan in 2021Member of Parliamentfor Hougang SMCIncumbentAssumed office 10 July 2020Preceded byPng Eng HuatNon-Constituency Member of the13th Parliament of SingaporeIn office16 September 2015 – 22 June 2020Serving with Daniel Goh and Leon PereraPreceded byYee Jenn Jong Gerald Giam Lina ChiamSucceeded byLeong Mun Wai Hazel Poa Personal detailsBorn (1970-08-31) 3...
Ornithischian dinosaur genus from Late Cretaceous US and Canada ThescelosaurusTemporal range: Late Cretaceous, 68–66 Ma PreꞒ Ꞓ O S D C P T J K Pg N ↓ Reconstructed skeleton, Burpee Museum of Natural History Scientific classification Domain: Eukaryota Kingdom: Animalia Phylum: Chordata Clade: Dinosauria Clade: †Ornithischia Family: †Thescelosauridae Subfamily: †Thescelosaurinae Genus: †ThescelosaurusGilmore, 1913[1] Type species †Thescelosaurus neglectusGilmo...
Permainan papan astronomi, dari Libro de los juegos Libro de los Juegos (Buku Permainan), atau Libro de acedrex, dados e tablas (Buku catur, dadu, dan tabel) adalah buku dari abad ke-13 yang ditulis atas pesanan Alfonso X dari Kastilia (Alfonso X yang Bijak), raja dari León dan Kerajaan Kastilia. Penulisan buku ini diselesaikan pada tahun 1283.[1] Isinya terdiri dari 98 halaman. Sebagian besar di antaranya berupa ilustrasi berwarna.[1] Permainan yang dibahas antara lain adala...
List of rivers in Arkansas (U.S. state). For a list of dams and reservoirs in Arkansas, see List of Arkansas dams and reservoirs Rivers are listed by drainage basin, by size, and alphabetically. By drainage basin This list is arranged by drainage basin, with respective tributaries indented under each larger stream's name. Red River Red River Drainage Basin Ouachita Drainage Basin Mississippi River Red River Black River (LA) Tensas River (LA) Bayou Macon Ouachita River Boeuf River Bayou D'Arb...