თავდაპირველად კონგოს ტერიტორიაზე სახლობდნენ პიგმეები, რომლებიც თავს ირჩენდნენ ნადირობით და შემგროველობით. მოგვიანებით, დაახლოებით VI—IX საუკუნეებში, ტერიტორიაზე შემოვიდნენ ბანტუს ხალხისტომები, რომლებიც დღეისათვის შეადგენენ მოსახლეობის დაახლოებით 98 %-ს.
1903 წელს ფრანგებმა დაიწყეს სპილენძის მადნის მოპოვება, 1911 წელს გაიყვანეს პირველი სარკინიგზო ხაზი. 1934 წლისთვის კოლონიზატორებმა ბრაზავილი რკინიგზით შეაერთეს პუენტ-ნუარისპორტთან.
იმ დროისათვის კონგოში შეიქმნა რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომელთაგან ყველაზე გავლენიანები იყვნენ: დემოკრატიული კავშირი და აფრიკული სოციალისტური მოძრაობა. ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მიღების შემდეგ დაიწყო სისხლისმღვრელი შეტაკებები ამ პარტიების მხარდამჭერებს შორის, რომლებსაც თან სდევდა სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებებიც (განსაკუთრებით მბოშის და ლალის ტომებს შორის[5]). საბოლოოდ გაიმარჯვა დემოკრატიული კავშირის პარტიამ, რომელმაც ფაქტობრივად გაანადგურა სოციალისტები.
დამოუკიდებლობის პერიოდი
1960 წლის 15 აგვისტოს გამოცხადდა კონგოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა[6][7][8][9][10][11]. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა ფიულბერ იულუ, რომელიც 1963 წლის 15 აგვისტოს ჩამოაგდეს გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ადმინისტრაციულ აპარატში კორუფციის წინააღმდეგ პროფკავშირების მიერ ინსპირირებული მძლავრი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ[12].
ორი დღე (1963 წლის 15—16 აგვისტო) ქვეყანას მართავდა დროებითი მთავრობა, რომლის ლიდერები იყვნენ დავიდ მუსაკა და ფელიქს მუზაბაკანი.
1968 წლის აგვისტოში ალფონს მასემბა-დება ჩამოაგდეს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად წინა მმართველი ეროვნული რევოლუციური მოძრაობის (ერმ) პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი წევრის, კაპიტანმარიან ნგუაბის მეთაურობით. მარიან ნგუაბი დაინიშნა ქვეყნის პრეზიდენტად, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ, თავდაცვის მინისტრად და სახელმწიფო უშიშროების მინისტრად. მარიან ნგუაბიმ განაცხადა სსრკ-ს მსგავსი სოციალიზმის მშენებლობის კურსის გაგრძელების შესახებ. 1969 წელს მან შექმნა კონგოს შრომის პარტია (კშპ) — მმართველი და ერთადერთი ქვეყანაში. გაუქმდა ქვეყნის პარლამენტი, მისი ფუნქციები აიღო კონგოს შრომის პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა.
მარიან ნგუაბის პოლიტიკამ ქვეყანაში გამოიწვია ფართე უკმაყოფილება. 1970 წელს დედაქალაქში მოხდა აბატ იულუს მომხრე მემარჯვენე ანტიკომუნისტების შეიარაღებული აჯანყება, პიერ კინგანგას მეთაურობით. 1972—1973 წლებში ხელისუფლებამ მკაცრად ჩაახშო ულტრამემარცხენე ოპოზიციური 22 თებერვლის მოძრაობა.
1977 წლის მარტში მარიან ნგუაბი მოკლეს სამხედრო შეთქმულების შედეგად. ხელისუფლება ხელში აიღო კონგოს შრომის პარტიის სამხედრო კომიტეტმა ჟაკ იომბი-ოპანგოს მეთაურობით. ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით სიკვდილით დაისაჯა ექს-პრეზიდენტი ალფონს მასემბა-დება, რომელიც ხელისუფლებამ მიიჩნია შეთქმულების ერთ-ერთ ლიდერად, მიუხედავად პირდაპირი მტკიცებულებების არქონისა.
1979 წლის მარტში შედგა კონგოს შრომის პარტიის საგანგებო ყრილობა, რომელმაც დაგმო ჟაკ იომბი-ოპანგოს ანტიპარტიული მოქმედებები (მარქსიზმიდან გადახრა). კონგოს რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა პოლკოვნიკიდენი სასუ-ნგესო — პარტიის თავმჯდომარე, მთავრობის მეთაური და შეთავსებით თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი. დენი სასუ-ნგესომ, როგორც მისმა წინამორბედებმა, განაცხადა საბჭოთა ტიპის სოციალიზმის მშენებლობის კურსის გაგრძელების შესახებ.
1990-1991 წლებში ქვეყანაში, როგორც მთელ კონტინენტზე, ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან დემოკრატიზაციას. ეროვნულ-სახელმწიფოებრივ კონფერენციაზე, რომელიც 1991 წლის დასაწყისში ჩატარდა პრეზიდენტ დენი სასუ-ნგესოს თავმჯდომარეობით, გამოცხადდა მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიისადმი უარის თქმა, მრავალპარტიულ დემოკრატიულ სისტემაზე და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა. ამასთან პოლიტიკური და იურიდიული რეაბილიტაცია მიიღეს ყოფილმა პრეზიდენტებმა ფიულბერ იულუმ და ალფონს მასემბა-დებამ.
პირველი თავისუფალი არჩევნები ჩატარდა 1992 წლის აგვისტოში. მმართველი კონგოს შრომის პარტია დამარცხდა და გადავიდა ოპოზიციაში. ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს პასკალ ლისუბა, რომელიც გამოდიოდა ლიბერალური რეფორმების პროგრამით.
1992 წლიდან 1997 წლის ჩათვლით პერიოდში ქვეყანას მართავდნენ სუსტი კოალიციური მთავრობები. პასკალ ლისუბას რეფორმებმა მიაღწიეს ზოგიერთ მაკროეკონომიკურ წარმატებებს, მაგრამ მიუღებელი სოციალური ფასეულობების ხარჯზე. პოლიტიკური სიტუაცია ისევ დაიძაბა, კონფლიქტებმა მიიღეს შეიარაღებული დაპირისპირებების სახე[13]. 1997 წელს ახალი არჩევნების წინ დაიწყო სამოქალაქო ომი პასკალ ლისუბას და დენი სასუ-ნგესოს მომხრეებს შორის. მეზობელმა ქვეყნებმა მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო ომში. დენი სასუ-ნგესოს საბოლოო გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ანგოლისჯარმა[14].
2001-2002 წლებში დენი სასუ-ნგესომ გაატარა პოლიტიკური ლიბერალიზაციის აღდგენის პროცესი და 2002 წელს შვიდწლიანი ვადით არჩეული იქნა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე.
ქვეყანაში 2009 წლის 12 ივლისს გაიმართა მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები. მოქმედი პრეზიდენტის გარდა არჩევნებში მონაწილეობდა კიდევ 12 კანდიდატი. მაგრამ, ბევრი მიმომხილველის აზრით, ზოგიერთი მათგანი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი თავი სპეციალურად წარადგინეს ოპოზიციის დაქსაქსვის მიზნით, ხოლო სხვები წარმოადგენდნენ ისეთ ჯუჯა პარტიებს, რომლებსაც თავიდანვე არ ჰქონდათ გამარჯვების არანაირი შანსი[15].
სახელმწიფო საზღვრის საერთო სიგრძე შეადგენს 5504 კმ-ს: სამხრეთით ანგოლასთან — 201 კმ, ჩრდილოეთით კამერუნთან — 523 კმ და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან — 467 კმ, სამხრეთით და აღმოსავლეთით კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან — 2410 კმ, დასავლეთით გაბონთან — 1903 კმ. ქვეყნის სანაპირო ზოლის სიგრძეა — 169 კმ, სადაც მდებარეობს რამდენიმე მთავარი პორტი. კონგოს რესპუბლიკის ტერიტორიის მთლიანი ფართობი შეადგენს 342 ათას კმ²-ს, საიდანაც 341 500 კმ² ხმელეთია, ხოლო 500 კმ² წყალი. კონგოს რესპუბლიკას ატლანტის ოკეანეში ეკუთვნის 200 საზღვაო მილი (370 კმ) ტერიტორიული წყლები.
კონგოს რესპუბლიკის დედაქალაქი — ბრაზავილი მდებარეობს მდინარეკონგოზე, რომლის მოპირდაპირე სანაპიროზე განლაგებულია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი კინშასა. ბრაზავილი დღეისათვის ქვეყნის ყველაზე უფრო დიდი ქალაქია, რომელშიც დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქს წარმოადგენს პუენტ-ნუარი, სადაც დაახლოებით 700 ათასი მოსახლეა. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 70 % ცხოვრობს ბრაზავილში, პუენტ-ნუარში, ან რკინიგზის გასწვრივ ლიანდაგის ორივე მხარეს.
გიგანტური გრანიტულიმთიანეთი, ცნობილი როგორც შაიიუ, გადაჭიმულია კონგოს რესპუბლიკის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში. ნიარის დეპარტამენტის მაიოკოს რაიონში გვხვდება რელიქტური მწვანექვიანი სარტყელი, ვერტიკალურ ზოლიანი რკინის წარმონაქმნებით. მდებარეობს ორი დიდი რკინის საბადო — Mayoko-Moussondji და Mayoko-Lekoumou. რკინის მადანი მდებარეობს Chapeau de Fer-ში ანუ რკინის ქუდში, რკინით მდიდარ ძლიერ გამოქარულ მეტამორფულ ქანებში, თანაც ზოგიერთი ნაწილი დაფარულია მაღალხარისხიანი ჰემატიტის ქერქით.[18]
რკინის მადანი ასევე აღმოჩენილი იქნა არქეული ეონის პერიოდის კონგოს კრატონის (სანგის დეპარტამენტი) ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, შაიიუს მთებში.
2012 წლის შეფასებით, ქვეყანაში სახნავ-სათესია მიწის 1,55 %, მაშინ როდესაც მხოლოდ 0,20 % მოიცავს მუდმივ კულტურებს. ირწყვება დაახლოებით 20 კმ² (2003 წლის შეფასება).
ნიადაგი
კონგოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ჭარბობს ღარიბი შემადგენლობის ნიადაგი. ძირითადად ის შედგება წითელ-ყვითელი ფერის ოქსისოლის (ინგლ.Oxisol) ნიადაგისგან, რომელიც დამახასიათებელია ტროპიკული ტყეებისათვის. მდინარე კონგოს აუზის დაჭაობებული რაიონები დაფარულია გლეის (ინგლ.gleysole) ნაყოფიერი ნიადაგით. ბატეკეს პლატოს სამხრეთი რაიონები, სადაც კლიმატი უფრო მშრალია, შედგება ჟანგისშემცველი წითელი ნიადაგით.
ჰიდროლოგია
კონგოს რესპუბლიკაში მდინარეთა ქსელი ხშირი და წყალუხვია. ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი (ქვეყანაში ყველაზე დიდი) მიეკუთვნება მდინარეკონგოს აუზს, რომელიც მიედინება მისი აღმოსავლეთი საზღვრების გასწვრივ დაახლოებით 780 კმ-ზე, დასავლეთი ნაწილი — პირველ რიგში მდინარე კუილუს (ზედა დინებაში — ნიარი) აუზს, რომელიც ჩაედინება ატლანტის ოკეანეში. მდინარე კონგო და მისი მარჯვენა შენაკადები უბანგი, სანგა, ლიკუალა, ალიმა სანაოსნოა; სხვა მდინარეები ჭორომიანი და სანაოსნოდ უფრო მეტად გამოუყენებელია. მდინარე უბანგი წარმოადგენს სახელმწიფო საზღვარს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან 545 კმ-ის მანძილზე.
მდინარე კონგოზე მდებარეობს კონგოს რესპუბლიკაში ყველაზე დიდი მალებოს ტბა, რომელშიც იმყოფება ქვეყნის ყველაზე დიდი კუნძულიმბამუ. ამავე მდინარის ქვედა დინების ჭორომიან მონაკვეთებში 350 კმ-ის სიგრძეზე იმყოფებიან ლივინგსტონის ჩანჩქერები, რომელთა საერთო ვარდნის სიმაღლეა 270 მეტრი.
ეკვატორულ კლიმატურ სარტყელს უკავია მთელი კონგოს ღრმული და ბატეკეს პლატოს ჩრდილოეთი ნაწილი. მისთვის დამახასიათებელია მუდმივი და მაღალი ტემპერატურები, დაახლოებით 24 °C-დან 27 °C-მდე და ასევე დიდი ნალექები. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოდის საშუალოდ 1500 მმ-ზე მეტი ნალექი. მაქსიმუმი შეადგენს 2000 მმ-ს.
ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მშრალი სუბეკვატორული კლიმატური სარტყელია. ტემპერატურის მერყეობა აქ უფრო მეტია და გამოკვეთილი მშრალი სეზონია, რომელიც იწყება მაისში და მთავრდება ოქტომბერში. ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში შეადგენს დაახლოებით 1000 მმ-ს.
სანაპირო ზოლში კლიმატი იგივეა, რაც ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მაგრამ ნალექები აქ უფრო მეტია ოკეანის გავლენის გამო. ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში შეადგენს 2000 მმ-ს და ზოგჯერ უფრო მეტსაც.
ფლორა და ფაუნა
მცენარეულობის მანტია დამოკიდებულია ადგილმდებარეობის რელიეფსა და ჰიდროლოგიურ პირობებზე. კონგოს რესპუბლიკის ტერიტორიის უმრავლესობა დაფარულია ტროპიკული ტყეებით, რომლებსაც უკავიათ ქვეყნის ზედაპირის დაახლოებით 60 %. ბევრ ადგილას ტყეებთან ერთად გვხვდება სავანის ხშირი ხეებიანი ტყეები. ტყე მდიდარია სხვადასხვა სახეობებით, განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. ხასიათდება ფიზიოლოგიურ პროცესებში სეზონურობის არარსებობით. ქვეყანაში მცენარეულობიდან ევკალიპტების გარდა ასევე ხარობს ბალბისებრნთა ოჯახის ბამბის ხე (ლათ.Ceiba pentandra), სეიბა (ლათ.Ceiba), რომელიც სიმაღლეში აღწევს 70 მეტრს, ასევე პლანტანი. ქვეყანაში ბევრია ლიანები, ხავსისნაირნი და ლიქენები.
სავანებში, რომლებიც ძირითადად გვხვდება პლატოზე, ხარობენ აკაციები და მაღალი ბალახები, რომლებიც გვალვების დროს ხმებიან.
ბუნების დაცვის მიზნით შეიქმნა ოძალას ეროვნული პარკი, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ასევე არსებობს რამდენიმე ნაკრძალი. დაცვის ქვეშ მყოფ ტერიტორიებს უკავიათ ქვეყნის მთლიანი ფართობის 3,4 %.
სახელმწიფო წყობა
2015 წლის რეფერენდუმის შემდეგ დამტკიცდა კონგოს რესპუბლიკის ახალი კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც ქვეყანაში შემოღებული იქნა ნახევრადსაპრეზიდენტო მმართველობის სისტემა. შემოღებული იქნა პრემიერ-მინისტრის პოსტი, მაგრამ მოქმედ პრეზიდენტ დენი სასუ-ნგესოს მიეცა ამავე თანამდებობაზე მესამე ვადით არჩევის უფლება[19][20]. საკანონმდებლო ხელისუფლება მიეკუთვნება, როგორც მთავრობას, ასევე პარლამენტის ორივე პალატას.
აღმასრულებელი ხელისუფლება
სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი. ირჩევს მოსახლეობა 7-წლიანი ვადით, ხელმეორე ვადით არჩევის უფლებით[21], ხოლო 2015 წლის რეფერენდუმის შემდეგ მესამე ვადითაც[19][20].
საკანონმდებლო ხელისუფლება
ხელისუფლების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი პარლამენტი[21]. სენატი — 72 წევრი, რომელიც ირჩევა რეგიონალური საბჭოების მიერ 6-წლიანი ვადით, მისი წევრების 1/3-ის განახლება ხდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ[22], ეროვნული ასამბლეა — 139 დეპუტატი, რომელიც ირჩევა მოსახლეობის მიერ 5-წლიანი ვადით[23].
ძირითადი პოლიტიკური პარტიები
2003 წლისთვის კონგოს რესპუბლიკაში არსებობდა 150-ზე მეტი პოლიტიკური პარტია, რომელთაგან დაახლოებით 40 აქტიურობს პოლიტიკურ არენაზე.
2012 წლის 15[24] და 29 ივლისს[25] ჩატარებული არჩევნების შემდეგ ეროვნულ ასამბლეაში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
სამხედრო-საზღვაო ძალებში მსახურობს დაახლოებით 800 თანამშრომელი. 2007 წლის ოქტომბერში აშშ-ის საზღვაო ძალებმა მოამზადეს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ-პორტ პუენტ-ნუარში განლაგებული კონგოს რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფი.[26]
კონგოს რესპუბლიკა დაყოფილია 10 დეპარტამენტად და დეპარტამენტის სტატუსის მქონე ორ ქალაქად — დედაქალაქი ბრაზავილი და 2004 წლიდან სიდიდით მეორე ქალაქი პუენტ-ნუარი.
განათლება — 83,8 % (89,3 % მამაკაცებში, 78,4 % ქალებში (2003 წლის შეფასება)).
შიდსის ვირუსით დაავადება — მოსახლეობის 3,4 % (2009 წელი).
კონგოს რესპუბლიკის მოსახლეობა თავმოყრილია ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რის გამოც ჩრდილოეთში ტროპიკული ჯუნგლების ვრცელი რაიონები პრაქტიკულად დაუსახლებელია. კონგოს რესპუბლიკა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ურბანიზებული ქვეყანაა აფრიკაში, სადაც მთლიანი მოსახლეობის 60 % ცხოვრობს ქალაქებში, კერძოდ ბრაზავილში, პუენტ-ნუარში ან ამ ორ ქალაქს შორის არსებული 534 კმ-ანი სიგრძის სარკინიგზო ხაზის მონაკვეთზე მდებარე ქალაქებში. სოფლებში უკანასკნელ წლებში მკვეთრად შემცირდა სამრეწველო და კომერციული მოღვაწეობა, რის შედეგადაც სოფლის ეკონომიკა დამოკიდებული გახდა ხელისუფლების დახმარებაზე.[27]
ეთნიკური ჯგუფები
კონგოს რესპუბლიკის ეთნიკური და ლინგვისტური მოსახლეობა მრავალფეროვანია — ცნობარ Ethnologue-ის ცნობით, ქვეყანაში მოსახლეობა საუბრობს 62 ენაზე[28], რომლებიც დაჯგუფებულია 3 კატეგორიად. კონგოს ხალხი ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფია კონგოს რესპუბლიკაში და შეადგენს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს. კონგოს ხალხის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ქვეჯგუფებია დედაქალაქ ბრაზავილში და პოოლის დეპარტამენტში მცხოვრები ლალის ხალხი და ქვეყნის მეორე დიდი ქალაქის — პუენტ-ნუარის ირგვლივ და ატლანტის ოკეანის გასწვრივ არსებული მოსახლეობა. სიდიდით მეორე ეთნიკური ჯგუფია — ტეკე, რომლებიც ცხოვრობენ დედაქალაქ ბრაზავილის ჩრდილოეთში და შეადგენენ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 17 %-ს. მბოშის ხალხი ცხოვრობს დედაქალაქ ბრაზავილში და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში და შეადგენენ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 12 %-ს.[29][30]პიგმეები შეადგენენ კონგოს რესპუბლიკის მთლიანი მოსახლეობის 2 %-ს.[31]
1997 წლის ომამდე კონგოს რესპუბლიკაში დაახლოებით 9000 ევროპელი და სხვა არააფრიკელი ცხოვრობდა, რომელთა უმრავლესობა იყო ფრანგი; დღეისათვის ამ რაოდენობიდან ქვეყანაში დარჩენილია მხოლოდ მცირე ნაწილი.[27] კონგოს რესპუბლიკაში ცხოვრობს დაახლოებით 300 ამერიკელი ექსპატრიანტი.[27]
ენა
კონგოს რესპუბლიკის ოფიციალური ენაა ფრანგული. სხვა ენებიდან ძირითადად წარმოდგენილია ბანტუს ენები, ხოლო ქვეყნის ორი „ეროვნული“ ენაა კიტუბა და ლინგალა (13 %), შემდეგ მოდიან კიტეკეს, მბოშის (17,3 %) და 40-ზე მეტი სხვა ენა, პიგმეების ენის ჩათვლით (1,4 %), რომელიც არ მიეკუთვნება ბანტუს ენათა ჯგუფს.
ფრანგულ ენაზე ლაპარაკობს ქვეყნის მოსახლეობის 30 %. ომარ მასუმუს კვლევების თანახმად, ბრაზავილელების 15 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების 88 %-ს შეუძლიათ ფრანგულად დაწერონ უბრალო ფრაზები.
ლავალის უნივერსიტეტის თანახმად, ქვეყანას თავდატეხილი სამოქალაქო ომების გამო, ფრანგული ენა გახდა „თავშესაფარი-ენა“ სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებებისათვის. მაგალითად, ადამიანები, რომლებმაც არ იციან კიტუბას (განსაკუთრებით სამხრეთში), კონგოსა და ლინგალას ენებზე (განსაკუთრებით ჩრდილოეთში) ლაპარაკი, უსაფრთხოების მიზნით უპირატესობას აძლევენ ფრანგულ ენაზე საუბარს. საკუთარი ეთნიკური დაჯგუფების დასამალად კონგოელები ხშირად საუბრობენ ფრანგულ ენაზე, რომელიც მათ ანონიმურობაში ეხმარება.
კიტუბას ენა წარმოადგენს კრეოლურ კონგოს ენას, რომელიც ესმით კონგოს ენის მრავალ დიალექტზე მოლაპარაკე ხალხს. ამ ენას იყენებს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 50,35 %, რომლებიც ცხოვრობენ რკინიგზის ლიანდაგის გასწვრივ, რომელიც ერთმანეთთან აერთებს ბრაზავილს ქვეყნის სამხრეთში მდებარე პუენტ-ნუართან.
ლინგალა პრეზიდენტ დენი სასუ-ნგესოს ენაა, რომელზეც ძირითადად ლაპარაკობენ ქვეყნის ჩრდილოეთსი. ეს ის ენაა, რომელიც კონგოს რესპუბლიკაში ყველაზე უფრო სწრაფად ვითარდება უკანასკნელ წლებში.
კიტეკეს ენაზე საუბრობს მოსახლეობის 18 % და ყველაზე უფრო მეტად პლატოს, დასავლეთ კიუვეტის (სადაც კიტეკეს ენა ცნობილია, როგორც მბეტი და ტეგე), ნიარის (ცნობილია, როგორც ნზაბი), ბუენზას და პოოლის დეპარტამენტებში.
ლალის ენა — კონგოს და კიტეკეს სხვადასხვა იდიომების ნარევია, რომელზეც ასევე საუბრობენ პოოლის დეპარტამენტში.
2007 წლის აღწერის შედეგების მიხედვით კონგოს რესპუბლიკის მოსახლეობის 33,1 % (1 222 190 ადამიანი) კათოლიკეა, 22,3 % (824 133 ადამიანი) ევანგელისტი, 19,9 % (733 978 ადამიანი) პროტესტანტი, 7,4 % (274 996 ადამიანი) სხვა რელიგიების აღმსარებელია, ხოლო 11,3 % (419 826 ადამიანი) არარელიგიური. ისლამის მიმდევრები, რომელთა რაოდენობა ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 1,6 %-ს (59 871 ადამიანი) შეადგენს,[1] უმთავრესად უცხოეთიდან ჩამოსული მომუშავეები არიან და ძირითადად ქალაქებში ცხოვრობენ.
ეკონომიკა
კონგოს რესპუბლიკის ეკონომიკა წარმოადგენს ნატურალური ნადირობის და სოფლის მეურნეობის, ნავთობის მოპოვებაზე ბევრად დამოკიდებული სამრეწველო სექტორის და სამომსახურო სფეროს ნარევს.[32] სახელმწიფო ხარჯები ხასიათდება საბიუჯეტო პრობლემებით და გაბერილი შტატებით. ნავთობმა გამოდევნა ხე-ტყის წარმოება, როგორც ქვეყნის ეკონომიკის საფუძველი და უზრუნველყოფს სახელმწიფო შემოსავლებისა და ექსპორტის მნიშვნელოვან წილს.[32] დღეისათვის ქვეყანა ბუნებრივი აირს უფრო მეტად იყენებს ელექტროენერგიის საწარმოებლად, ვიდრე საწვავად, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს ენერგეტიკულ პერსპექტივებს.[32]
სასარგებლო წიაღისეული
ნავთობის და ბუნებრივი აირის მოპოვება კონგოს რესპუბლიკის ეკონომიკის მთავარი დარგია, რომელიც ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულის მთავარი შემადგენელი ნაწილია. 2010 წელს ნავთობის წარმოებაზე მოდიოდა ქვეყნის ექსპორტის 89 %.[33] 2010 წელს აფრიკაში ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებს შორის კონგოს რესპუბლიკას ეკავა მეშვიდე ადგილი.[34] ქვეყანაში თითქმის ყველა ნახშირწყალბადი წარმოებულია ოკეანის სანაპიროზე. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას ახორციელებს შახტების და გეოლოგიის დეპარტამენტი. დღეისათვის ქვეყანაში მსხვილი სამთომომპოვებელი სამუშაოები არ მიმდინარეობს, თუმცა ზოგჯერ ხდება ზოგიერთი მცირე სახის ოპერაციები. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არსებობს ბევრი დიდი დაუმუშავებელი რესურსები. ქვეყანა ბოლო დროს იზიდავს საერთაშორისო კომპანიების დიდ რაოდენობას, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ მისი ბევრი მინერალური სიმდიდრეები.
1970-იანი წლების ბოლოს კონგოს რესპუბლიკა გახდა ნავთობის მსხვილი მწარმოებელი, რომლის წარმოებაც განსაკუთრებით გაიზარდა 1990-იანი წლების განმავლობაში. მაგრამ, XXI საუკუნის დასაწყისიდან მისმა წარმოებამ დაცემა დაიწყო, რადგანაც ნავთობის არსებული საბადოები ამოიწურა 2001 წლისთვის. 2008 წლიდან დაწყებული ნავთობის წარმოება ყოველწლიურად იზრდება რამდენიმე ახალი პროექტის შედეგად, ძირითადად ქვეყნის ოკეანის შელფის ღრმა წყლებში არსებული Мохо Bilondo-ს ხარჯზე.[35] ნავთობის მოპოვების რაოდენობის მხრივ კონგოს რესპუბლიკას აფრიკის კონტინენტზე სუბსაჰარული აფრიკის სამხრეთით უკავია მეხუთე ადგილი.
ВР-ის 2012 წლის ენერგეტიკის სტატისტიკის მონაცემებით, 2011 წლის ბოლოს კონგოს რესპუბლიკის ნავთობის მარაგი შეადგენს 1,94 მილიარდ ბარელს, რაც ეკვივალენტურია მიმდინარე წარმოების 17,9 წლისა და მსოფლიო მარაგის 0,11 %-სა. არსებული ნავთობგადასამუშავებელი მრეწველობა ქვეყნის ეკონომიკის მთავარი ელემენტია. ნავთობის წარმოებაში პირველ რიგში დაკავებულები არიან უცხოური კომპანიები და თავმოყრილი არიან სანაპირო ქალაქის — პუენტ-ნუარის ირგვლივ, სადაც მოღვაწეობს Congolaise de Raffinage-ის (Coraf) პუენტ-ნუარის ქარხანა. ქარხანა მწყობრიდან გამოვიდა ოთხი წლით,[36] ხოლო 2013 წელს განაახლა მუშაობა.
კონგოს რესპუბლიკას ბუნებრივი აირის მარაგების რაოდენობის მხრივ აფრიკის კონტინენტზე სუბსაჰარული აფრიკის სამხრეთით უკავია მეხუთე ადგილი, რაც შეადგენს 3,2 ტრილიონ მ³-ს.
ტრანსპორტი
კონგოს რესპუბლიკაში ტრანსპორტი მოიცავს სახმელეთო, საჰაერო და წყლის სახეობებს. ქვეყნის სარკინიგზო სისტემა აშენდა იძულებითი სამუშაოების გამოყენებით 1930-იან წლებში, რომლის დიდი ნაწილი დღესაც მოქმედებაშია. ასევე არსებობს 1000 კმ-ზე უფრო მეტი სიგრძის მყარი საფარის ავტოგზა და ორი დიდი საერთაშორისო აეროპორტი (ბრაზავილის მაია-მაიას აეროპორტი და პუენტ-ნუარის აეროპორტი). ქვეყანას ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ასევე აქვს პუენტ-ნუარის დიდი საზღვაო პორტი და მდინარეკონგოს სანაპიროზე ბრაზავილში და იმპფონდოში.
კონგოს რესპუბლიკის სარკინიგზო ხაზი ერთმანეთთან აერთებს ქალაქებს პუენტ-ნუარს და ბრაზავილს, ასევე მოქმედებს მონ-ბელო — მბინდის განშტოებაც. სარკინიგზო ხაზის საერთო სიგრძე შეადგენს 795 კმ-ს, ლიანდაგის სიგანე — 1067 მმ. რკინიგზა აშენებულია ტვირთების ტრანსპორტირებისთვის პუენტ-ნუარის პორტიდან მდინარე კონგოსხეობაში. მდინარე კონგოს ქვედა ნაწილი არ არის სანაოსნო ჭორომებისა და ჩანჩქერების გამო (ლივინგსტონის ჩანჩქერების ჩათვლით), რის გამოც რკინიგზა გვგერდს უვლის ამ მონაკვეთს. ბრაზავილიდან ტვირთი გემებით გადააქვთ მდინარე კონგოს და მის შენაკად უბანგის მეშვეობით.
1996 წლის მონაცემრბით საავტომობილო გზების საერთო სიგრძეა 12 800 კმ, აქედან ასფალტირებულია 1242 კმ, ხოლო 11 558 კმ გრუნტიანი გზებია.
მდინარე კონგო და უბანგი 1120 კმ სიგრძეზე უზრუნველყოფს კომერციულ სანაოსნო საწყლოსნო სატრანსპორტო საშუალებებს; სხვა მდინარეებზე ნაოსნობა გამოიყენება მხოლოდ საკმაოდ მოკლე მანძილზე.
ქვეყანაში ასევე არსებობს 25 კმ სიგრძის ნავთობის მილსადენი.
კონგოს რესპუბლიკაში მოქმედებს ორი დიდი საერთაშორისო აეროპორტი (ბრაზავილის მაია-მაიას აეროპორტი და პუენტ-ნუარის აეროპორტი). 2014 წლის ივნისის მდგომარეობით არანაკლებ ექვს კომპანიას ჰქონდა პირდაპირი რეისები ადის-აბებაში, ლიბრევილში, აბიჯანში, კოტონუში, დუალაში, იოჰანესბურგში, კასაბლანკაში და პარიზში. ბრაზავილის მაია-მაიას აეროპორტი ემსახურება ავიაკომპანიების უფრო მეტ რაოდენობას, ვიდრე პუენტ-ნუარის აეროპორტი და აქვს პირდაპირი რეისები სხვადასხვა მიმართულებით აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში.
1999 წლის მონაცემებით ქვეყანაში 4 მყარი საფარის ასაფრენ-დასაჯდომი ზოლიანიაეროპორტია, აქედან ერთი 3047 მეტრზე მეტი სიგრძის და სამი 1524 მეტრიდან 2437 მეტრამდე სიგრძის. ამას გარდა ქვეყანაში ფუნქციონირებს 32 გრუნტის ასაფრენ-დასაჯდომი ზოლიანი აეროპორტი, აქედან რვა 1524 მეტრიდან 2437 მეტრამდე სიგრძის, თოთხმეტი 914 მეტრიდან 1523 მეტრამდე სიგრძის და ათი 914 მეტრამდე სიგრძის.
სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობა კონგოს რესპუბლიკაში საკმაოდ სუსტადაა განვითარებული და ქვეყანა ჯერ კიდევ არ არის დაკმაყოფილებული საკვები პროდუქტების წარმოების რაოდენობით. მთელ ქვეყანაში, სამხრეთი რეგიონების გარდა, სადაც ფართედაა გავრცელებული ბანანი და პლანტანი, მანიჰოტი ძირითადი საკვები კულტურაა. სხვა კულტურებიდან პირველ რიგში აღსანიშნავია შაქრის ლერწამი და თამბაქო, თუმცა გარკვეული რაოდენობით აწარმოებენ პალმის ნაყოფს, კაკაოს და ყავას.[37] ქვეყანაში ყველაზე მთავარი გამოყენებადი სასოფლო-სამეურნეო კულტურებია ბანანი, მანიჰოტი, არაქისი, პლანტანი, შაქრის ლერწამი და იამსი. ნატურალურ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა და ის ეკონომიკის სამიდან ერთი ყველაზე უფრო მთავარი დარგია. ხელისუფლების ძალისხმევით 1987 წლიდან დაწყებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება გაიზარდა „სახელმწიფო გასაღების გაუქმების, ფასების განთავისუფლების, ახალი სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო ინსტიტუტების ამოქმედების და ბევრი საბჭოთა მეურნეობის გაუქმების“ ხარჯზე. ქვეყნის სამხრეთში მდებარე ნიარის ხეობა კონგოს რესპუბლიკის მთავარი სასოფლო-სამეურნეო რეგიონია.[38]
კონგოს რესპუბლიკის ტერიტორიის დიდი ნაწილი უკავია ტროპიკულ ტყეებს და დაახლოებით მესამედი ღარიბ ქვიშოვანნიადაგს. სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად გამოყენებადი მიწის ტერიტორია შეადგენს მხოლოდ დაახლოებით 50 %-ს.[39]მსოფლიო ბანკის მონაცემებით 2012 წლის მდგომარეობით სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი შეადგენს 106 000 კმ²-ს, რომელიც შეადგენს ქვეყნის საერთო ფართობის 31 %-ს. მიწები, რომელიც გამოიყენება მიწადმოქმედებისათვის, შეადგენს 530 000 ათას ჰა-ს, ქვეყნის საერთო ფართობის 1,6 %-ს.[40]
მიუხედავად იმისა, რომ კონგოს რესპუბლიკის მთელი მოსახლეობის 30 % დაკავებულია სოფლის მეურნეობაში, შრომის ნაყოფიერება ამ დარგში საკმაოდ დაბალია, ხოლო მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 10 %-ია. 2010 წელს ქვეყნიდან იმპორტირებულია დაახლოებით 300 მილიონი დოლარის საკვები პროდუქტი, ხორბლის, ბრინჯის, ფრინველის ხორცის, პალმის ზეთის და რძის პროდუქტების ჩათვლით.[39]
ქვეყანაში მეცხოველეობა ტრადიციულად შეზღუდული მასშტაბებითაა გავრცელებული, ჰყავთ მსხვილი რქოსანი საქონელი, ცხვარი, თხა, ღორი და ფრინველი. სოფლის ადგილებში ხორცის რაოდენობის მომატების მიზნით ხელისუფლებამ შეიმუშავა ახალი მეთოდები. ფერმერებს მოსავლელად ეძლევათ სახელმწიფოს კუთვნილი ცხოველები მოგვიანებით იმავე რაოდენობის უკან დაბრუნების მოთხოვნით. 1980 წლისთვის დაახლოებით 22 000 ცხოველი გაიცა კრედიტით და 1990 წლისთვის ქვეყანაში ცხოველების და ფრინველების რაოდენობა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წელიწადში გაიზარდა ოთხჯერ, თუმცა ცხვრების და თხების რაოდენობა გაიზარდა უფრო ნაკლებად. 2000 წელს ხორცის წარმოების წლიური მოცულობა იყო 27 000 ტონა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ საკმაოდ არასაკმარისია ქვეყნის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.[41]
ტურიზმი
ტურიზმი კონგოს რესპუბლიკაში რჩება საკმაოდ ცუდ ვითარებაში, ბრაზავილში და პუენტ-ნუარში საკმარისი და სტაბილური საკომუნიკაციო ქსელის არარსებობა ხელს უწყობს მომსახურების სფეროს და შესაბამისად უცხოელი ტურისტების დაინტერესების საკმაოდ დაბალ დონეს. ბევრი ტურისტული საიტების მოძებნა ძალიან გაძნელებულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა პარადოქსულია, რომ ქვეყნის სამხრეთში მდებარე ზოგიერთი ყველაზე უფრო მჭიდროდ დასახლებული და განვითარებული რაიონი ხშირად უფრო ადვილი მისაღწევია. მაგალითად შაიიუ თითქმის მიუღწეველია.
იმპორტის დარგები: მანქანები და მოწყობილობები, საკვები პროდუქტები
პარტნიორები იმპორტში:ალჟირი — 47,8 %, ჩინეთი — 10,6 %, საფრანგეთი — 9 %, იტალია — 4,3 %
სოციალური სფერო
ჯანდაცვა
2004 წელს ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯებმა შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 8,9 %, მაშინ როდესაც კერძო ხარჯებმა შეადგინა 1,3 %.[43] 2012 წლის მდგომარეობით შიდსით დაავადებამ შეადგინა 2,8 % 15-დან 49-წლამდე ადამიანებს შორის.[44] 2004 წელს ჯანდაცვის ხარჯებმა ერთ სულ მოსახლეზე შეადგინა 30 ამერიკული დოლარი.[43] მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი განიცდის საკვები პროდუქტების უკმარისობას,[43] შიმშილი საკმაოდ დიდი პრობლემაა კონგოს რესპუბლიკაში.[45] 2000-იანი წლების დასაწყისში ყოველ 100 000 ადამიანზე მოდიოდა 20 ექიმი.[43]
2010 წლის მდგომარეობით დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შეადგინა 560 გარდაცვალება/100 000 დაბადებულზე, ხოლო ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შეადგინა 59,34 გარდაცვალება/1000 დაბადებულზე.[44]ქალთა წინადაცვეთა ქვეყანაში იშვიათად გამოიყენება, მას ხმარობენ ქვეყნის ზოგიერთ რაიონებში და ისიც შეზღუდულად.[46]
განათლება
კონგოს რესპუბლიკის ბიუჯეტის 12,6 % იხარჯება განათლებაზე; 40 % - დაწყებით განათლებაზე, 31 % - საშუალო განათლებაზე და 27 % უმაღლეს განათლებაზე. მხოლოდ 1 % მიდის სკოლამდელ განათლებაზე.
კონგოს რესპუბლიკაში განათლების მიღების ხანგრძლივობა დაწყებითი სკოლების პირველი დონიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით შეადგენს 13 წელიწადს.
2005 წლის გაეროს განვითარების პროგრამის მოხსენების მონაცემების მიხედვით კონგოს რესპუბლიკის მოსახლეობის 66,8 %-ს მიღებული აქვს პირველადი განათლება.
კონგოს რესპუბლიკაში დაწყებითი განათლების მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 6 წელს. დაწყებით სკოლებში შემსვლელი ბავშვების საშუალო ასაკი შეადგენს 5½ წელს. დაწყებითი სკოლა შედგება 6 კლასისაგან; 2 მოსამზადებელი, 2 საწყისი და 2 საშუალო კლასები. მეორე საშუალო კლასის დამთავრების შემდეგ მოსწავლე აუცილებლად უნდა ჩაირიცხოს საშუალო სკოლაში.
საშუალო განათლების მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 7 წელს. ის შედგება ორი ნაწილისაგან, რომელთაგან პირველს ეწოდება „კოლეჯი“, მეორეს - „ლიცეუმი“.
ფრანგულენოვან კონგოს რესპუბლიკაში ტერმინი „კოლეჯი“ ეკუთვნის სკოლის პირველ ოთხ კლასს, ანუ მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასებს.
ტერმინი „ლიცეუმი“ ეკუთვნის საშუალო სკოლის შემდეგ სამ კლასს, ანუ მე-11, მე-12 და მე-13 კლასებს. ქვეყანაში არსებობს ლიცეუმების სამი სახეობა: სასოფლო-სამეურნეო, ტექნიკური და საერთო ლიცეუმები.
სასოფლო-სამეურნეო ლიცეუმები იღებენ მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან სოფლის მეურნეობით. ტექნიკურ ლიცეუმებში მოსწავლეებს ასწავლიან ტექნიკური დარგის, მათ შორის მექანიკის, მშენებლობის და არქიტექტურის საკითხებს. დანარჩენები სწავლობენ საერთო ლიცეუმებში.
სასოფლო-სამეურნეო და ტექნიკურ ლიცეუმებში იღებენ მოსწავლეებს სპეციალური ტესტის დახმარებით, მაშინ როდესაც საერთო ლიცეუმებში მიღება ყველა მათგანს შეუძლია, ვინც მე-10 კლასის დამთავრების შემდეგ წარმატებით ჩააბარა გამოსაშვები გამოცდები.
საერთო ლიცეუმი შედგება ორი სექციისაგან, თითოეული სამი მიმართულებით. ისინი ვინც დაინტერესებულები არიან მეცნიერებით, ირიცხებიან ქვეგანყოფილებაში S, ხოლო დანარჩენები ქვეგანყოფილებაში LE.
მე-11LE კლასის მოსწავლეები დაინტერესებულები არიან ეკონომიკით და ირიცხებიან ქვეგანყოფილებაში B (ბიზნესისთვის), მაშინ როდესაც უცხო ენებით დაინტერესებულები ირიცხებიან ქვეგანყოფილებაში A2. ჰუმანიტარული მეცნიერებით დაინტერესებულები ირიცხებიან ქვეგანყოფილებაში А3. სხვა მოსწავლეები ირიცხებიან ქვეგანყოფილებაში А1.
მე-11S კლასის მოსწავლეები დაინტერესებულები არიან ბიოლოგიით და გეოგრაფიით და ირიცხებიან ქვეგანყოფილებაში D, სხვა მოსწავლეები დაინტერესებულები არიან ფიზიკით და მათემატიკით და ირიცხებიან ქვეგანყოფილებაში С.
მე-13 კლასის დამთავრების შემდეგ სერთიფიკატის მისაღებად თითოეული მოსწავლე ვალდებულია ჩააბაროს გამოცდები, მიუხედავად იმისა თუ ლიცეუმის რომელ ქვეგანყოფილებაში სწავლობდნენ ისინი.
კონგოს რესპუბლიკაში ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტია მარიენ ნგუაბის სახელობის უნივერსიტეტი, რომელიც დედაქალაქ ბრაზავილში დაარსდა 1971 წლის 4 დეკემბერს. გარდა ამისა არსებობს რამდენიმე კერძო უმაღლესი სასწავლებელი.
მასმედია
კონგოს რესპუბლიკის მასმედია მკაცრად შეზღუდულია ბევრი ფაქტორებით, მათ შორის ფართედ გავრცელებული გაუნათლებლობით და ეკონომიკური ჩამორჩენილობით.
ქვეყნის მოსახლეობა ინფორმაციის მისაღებად პირველ რიგში დამოკიდებულნი არიან რადიოზე. ეს ძირითადად დაკავშირებულია გაუნათლებლობის და ეკონომიკური ჩამორჩენილობის მაღალ დონეზე. მასმედიის სხვა ფორმების მიღება დედაქალაქის მიღმა საკმაოდ მწირია. ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში და ეკონომიკურ დედაქალაქშიც კი (პუენტ-ნუარი) არ გამოიცემა ადგილობრივი გაზეთი. ინტერნეტის მიღება საკმაოდ შეზღუდულია და მოქალაქეთა უმრავლესობას არ შეუძლია კომპიუტერების ქონა.[47]
კონგოს რესპუბლიკაში საზოგადოებრივი რადიო და ტელევიზიაა — „Radiodiffusion Télévision Congolaise“. დაშვებულია კერძო რადიო და სატელევიზიო მაუწყებლობა. ქვეყანაში არსებობს ერთი პრეს-სააგენტო — „Agence Congolaise d'Information“, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებაა.
სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში მკაცრად შეზღუდულია. 2009 წლის ეროვნულ არჩევნებში, მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების მთელი რიგი ჟურნალისტები, მათ შორის „France 24“, „BBC“ და „Radio France International“, განიცდიდნენ დევნას, ფიზიკურ თავდასხმებს პოლიციისა და ჯარის მხრიდან და გადასაღები მოწყობილობების წართმევას.[48]
კონგოს რესპუბლიკაში გამოიცემა რამდენიმე გაზეთი. ყველა გაზეთი იბეჭდება ბრაზავილში და გამოიცემა ფრანგულ ენაზე:
ფუნქციონირებს ერთი სახელმწიფო სატელევიზიო სადგური — „TV Congo“ და დაახლოებით 10 მცირე კერძო სატელევიზიო სადგური.
ამას გარდა, კონგოს რესპუბლიკის დედაქალაქ ბრაზავილის რადიოსადგურებში შესაძლებელია „BBC World Service-ს“, „Radio France Internationale-ს“ და „ამერიკის ხმის“ რეტრანსლიაცია იქვე მყოფი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასიდან.[49]
„Radio Congo“, სახელმწიფო რადიოსადგური
„Radio Brazzaville“, სახელმწიფო რადიოსადგური დედაქალაქისთვის
„Radio Liberte“, კერძო რადიოსადგური
„Canal FM“, დედაქალაქის საზოგადოებრივი რადიოსადგური
კონგოს რესპუბლიკაში სტაციონარული სატელეფონო ინფრასტრუქტურა საკმაოდ შეზღუდულია, ყოველი ასი მოქალაქიდან ერთზე ნაკლებს აქვს ფიქსირებული სატელეფონო ხაზი. სწრაფად იზრდება მობილური კავშირგაბმულობა და 2011 წლისათვის ყოველი 100 მოსახლიდან 50-ზე მეტს აქვს მობილური ტელეფონი. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 2011 წლისათვის დაახლოებით 3 800 000 ადამიანია, ინტერნეტით სარგებლობს 245 000 მოქალაქე.[50]
კულტურა
კონგოს რესპუბლიკის კულტურა იმყოფება მრავალფეროვანი ბუნებრივი ლანდშაფტის გავლენის ქვეშ, რომელიც გადაჭიმულია მდინარე ნიარის ჩრდილოეთით მდებარე დაჭაობებულ ტყეებიანი სავანებიდან კონგოს დიდ მდინარემდე, კლდოვან მთებამდე და მაიომბეს ტყეებამდე, მათ შორის ატლანტის ოკეანის სანაპიროს პლაჟებიდან 170 კმ-შიც. მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების და სხვადასხვა პოლიტიკური სტრუქტურების არსებობა (კონგოს იმპერია, ლოანგოს სამეფო, ტეკეს სამეფო) ხელს უწყობს ტრადიციული მრავალფეროვანი კულტურების და ასევე მხატვრული თვითგამოხატვის ბევრი ძველი ფორმების არსებობას. ვილის ხალხის სექსუალური ლტოლვა ფრჩხილებისადმი (Hand fetishism)[51], ბემბეს ხალხის სტატუები, რომლებიც მიუხედავად თავიანთი მცირე ზომებისა საკმაოდ გამოხატულია, პუნუს და კველეს ხალხის უცნაური ნიღბები, კინაბალუს ხალხის ნეშტები, ტეკეს ხალხის მიერ მონუმენტალური აკლდამებიანი სასაფლაოების გაფეტიშება. ქვეყანას ასევე გააჩნია მნიშვნელოვანი კოლონიალური არქიტექტურული დანატოვარი. ისინი ასევე დიდ ძალისხმევას ახორციელებენ მათ აღსადგენად, პირველ რიგში დედაქალაქ ბრაზავილში.
კონგოს რესპუბლიკის ბევრმა მომღერალმა ქვეყნას სახელი გაუთქვა დედამიწის შორეულ კუთხეებში: ფრანგი-კონგოელი რეპერი პასი მღერის საფრანგეთში, რომელმაც რამდენიმე ჰიტური ალბომი შექმნა.
ქვეყანას ჰყავს აფრიკაში და ფრანგულენოვან ქვეყნებში აღიარებული რამდენიმე მწერალი: ალენ მაბანკუ, ჟან-ბატისტ ტატი ლუტარი, ჟანეტ ბალუ ტშიშელე, ანრი ლოპესი, ლასი მბუიტი და ტშიკაია უ ტამ'სი.
ხელოვნების სხვა მხატვრული დარგები, როგორიცაა კინო, ხშირად იბრძვიან საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. 1970-იან წლებში საკმაოდ იმედიანი დასაწყისის შემდეგ, არეულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ და კინოთეატრების დაკეტვამ ეს პროცესი გაართულა. ქვეყანა ყოველწლიურად ვერ აწარმოებს მხატვრულ ფილმებს და მთლიანობაში ფილმების ავტორები შემოფარგლულები არიან თავიანთი ვიდეო პროდუქციის გასაღებაში. სამწუხაროდ, კონგოს რესპუბლიკის კულტურა, ხელოვნება და მასმედიის საშუალებები რჩებიან არასაიმედო საინვესტიციო კლიმატურ გარემოში.
↑Emizet F. Kisangani, F. Scott Bobb., Historical Dictionary of the Democratic Republic of the Congo, 3, Scarecrow Press, 2010, ISBN0810857618, 9780810857612Invalid ISBN.
↑Paul Gifford., The Christian churches and the democratisation of Africa, BRILL, 1995, ISBN9004103244, 9789004103245Invalid ISBN.
↑Frank Villafaña., Cold War in the Congo: The Confrontation of Cuban Military Forces, 1960-1967, Transaction Publishers, 2009, ISBN1412810078, 9781412810074Invalid ISBN.
↑Tukumbi Lumumba-Kasongo., Liberal democracy and its critics in Africa: political dysfunction and the struggle for social progress, Zed Books, 2005, ISBN1842776193, 9781842776193Invalid ISBN. (ინგლისური)
Jaksa Agung Muda Bidang Tindak Pidana Umum Kejaksaan Agung Republik IndonesiaGambaran umumDasar hukumPeraturan Presiden Nomor 38 Tahun 2010Susunan organisasiJaksa Agung Muda Tindak Pidana UmumFadil Zumhana[1]Kantor pusatJl. Sultan Hasanuddin No.1 Kebayoran Baru Jakarta Selatan - IndonesiaSitus webwww.kejaksaan.go.id Jaksa Agung Muda Bidang Tindak Pidana Umum disingkat (Jampidum) merupakan unsur pembantu pimpinan dalam melaksanakan tugas dan wewenang Kejaksaan di bidang tindak pid...
Pemandangan kota Warnemünde Mercusuar Warnemünde merupakan sebuah ortsteil di Rostock, Mecklenburg-Vorpommern, Jerman. Kota ini terletak di bagian utara di negara itu. Bermuara di sungai Warnow. Pada tahun 2007, Warnemünde memiliki jumlah penduduk sebesar 6.379 jiwa dan memiliki luas wilayah 5,6 km². Warnemünde didirikan pada tanggal 11 Maret 1323. Galeri foto Warnemünde Pranala luar Wikimedia Commons memiliki media mengenai Warnemünde. Situs resmi Cruiseline port Artikel bertopik...
Untuk kegunaan lain, lihat Maia (disambiguasi). Maia sedang dirayu Hefaistos. Maia (Bahasa Yunani: Μαἳα) dalam mitologi Yunani adalah anak tertua di antara para Pleiad, ketujuh putri Atlas dan Pleione. Dia dan adik-adiknya, lahir di Gunung Killene di Arkadia. Dia dan adik-adiknya dikejar-kejar oleh Orion, dan berubah menjadi merpati untuk menjaga keselamatan mereka. Di tengah malam, Zeus meniduri Maia sehingga dia melahirkan Hermes. Setelah Hermes lahir, Maia membungkusnya dengan selimut...
Kereta api Bandara Internasional AdisoemarmoASKereta api Bandara Internasional Adi Soemarmo saat menunggu keberangkatan di Stasiun Solo BalapanInformasi umumJenis layananKereta api bandaraStatusBeroperasiDaerah operasiDaerah Operasi VI YogyakartaMulai beroperasi29 Desember 2019Operator saat iniKereta Api IndonesiaLintas pelayananStasiun awalKlatenStasiun akhirBandara AdisoemarmoJarak tempuh12,77 km hingga 43,77 kmWaktu tempuh reratasekitar 19 menit hingga 1 jam 11 menitFrekuensi perjalanan3-4...
Questa voce o sezione sull'argomento attori statunitensi non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. John Goodman al San Diego Comic-Con International 2016 John Stephen Goodman (Saint Louis, 20 giugno 1952) è un attore e doppiatore statunitense, attivo al cinema, teatro e televisione. Nel corso della...
Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Januari 2023. Prasasti Pangumulan ditulis pada tanggal 26 Poça 824 Çaka atau 27 Desember 902 M. Prasasti Pangumulan A dan B terdiri dari tiga lempeng tembaga. Lempeng pertama berukuran 44,3 cm x 18 cm, ditulis pada satu sisi yang berjumlah 16 baris. Lemp...
Radio station in Des Moines, Iowa KJMCDes Moines, IowaFrequency89.3 MHzBrandingK-JamProgrammingFormatUrban Adult ContemporaryOwnershipOwnerMinority Communications, Inc.HistoryFirst air date1999Call sign meaningJam City or possibly ContemporaryTechnical informationClassC3ERP7,100 wattsHAAT200 feet (61 m)Transmitter coordinates41°39′21″N 93°35′51″W / 41.65583°N 93.59750°W / 41.65583; -93.59750LinksWebsitewww.kjmcfm.org KJMC (89.3 FM) is a non-commercial ...
Species of bird Trumpeter swan Two trumpeter swans recorded at Rapids Lake Unit, Minnesota Valley NWR, Carver County, Minnesota Conservation status Least Concern (IUCN 3.1)[1] Apparently Secure (NatureServe)[2] Scientific classification Domain: Eukaryota Kingdom: Animalia Phylum: Chordata Class: Aves Order: Anseriformes Family: Anatidae Genus: Cygnus Species: C. buccinator Binomial name Cygnus buccinatorRichardson, 1831 Range Breeding Ye...
History of women's right to vote in Canada Presentation of petition by Political Equality League for enfranchisement of women, Winnipeg, 23 December 1915 Political cartoon commenting on women's voting rights in Quebec Women's suffrage in Canada occurred at different times in different jurisdictions to different demographics of women. Women's right to vote began in the three prairie provinces. In 1916, suffrage was earned by women in Manitoba, Saskatchewan, and Alberta. The federal government ...
1923 short story by H. P. Lovecraft The Rats in the WallsShort story by H. P. LovecraftText available at WikisourceCountryUnited StatesLanguageEnglishGenre(s)Horror, adventurePublicationPublished inWeird TalesMedia typePrint (magazine)Publication dateMarch, 1924 The Rats in the Walls is a short story by American author H. P. Lovecraft. Written in August–September 1923, it was first published in Weird Tales, March 1924.[1] Plot In 1923,[2] an American named Delapore, the last...
Strada statale 9Via EmiliaDenominazioni precedentiStrada nazionale 32Strada nazionale 50 Emilia LocalizzazioneStato Italia Regioni Emilia-Romagna (265,806 km) Lombardia (51,454 km) DatiClassificazioneStrada statale InizioInnesto con la SS 16 a Rimini FineA1, presso San Donato Milanese (MI) Lunghezza317,260 km Provvedimento di istituzioneLegge 17 maggio 1928, n. 1094 GestoreANAS Manuale La strada statale 9 Via Emilia (SS 9) è una strada statale italiana, che collega Rimini a Sa...
An adaptive equalizer is an equalizer that automatically adapts to time-varying properties of the communication channel.[1] It is frequently used with coherent modulations such as phase-shift keying, mitigating the effects of multipath propagation and Doppler spreading. Adaptive equalizers are a subclass of adaptive filters. The central idea is altering the filter's coefficients to optimize a filter characteristic. For example, in case of linear discrete-time filters, the following eq...
Questa voce sull'argomento calciatori svedesi è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Jan HellströmNazionalità Svezia Altezza184 cm Calcio RuoloAttaccante Termine carriera1999 CarrieraSquadre di club1 1978-1980 IF Saab40 (33)1981-1984 IFK Norrköping80 (36)1985-1986 Örgryte47 (20)1987-1994 IFK Norrköping185 (80)1995-1996 Hagahöjdens BK15 (8)1998-1999 Åby IF14 (?) ...
Lambang negara SamoaDetailPemangkuNegara Independen SamoaDigunakan sejak1962MustakaSalib KristenMottoFa'avae i le Atua Sāmoa Samoa didirikan menurut Tuhan Lambang negara Samoa terinspirasi dari lambang PBB, saat Selandia Baru memerintah Samoa Barat, pertama-tama sebagai Mandat Liga Bangsa-Bangsa dan kemudian sebagai Perwalian PBB, sampai Samoa mencapai kemerdekaannya pada tanggal 1 Juni 1962 sebagai Samoa Barat. Samoa adalah negara polinesia pertama yang memulihkan kemerdekaannya pada abad k...
تشمل حركة القداسة مجموعة من المعتقدات والشعائرالمسيحية التي نشأت في المذهب الميثودي في القرن التاسع عشر نشوءها الأكبر، وإلى درجة أقل في مذاهب أخرى كمذهب جمعية الأصدقاء وتجديدية العماد. الحركة ويسليانية أرمينيانية في لاهوتها، ويميزها تركيزها على عقيدة عمل النعمة الثاني�...