ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ეოკ (ინგლ. „NOC“) — საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის მონაწილე ქვეყნის[1] ექსკლუზიური წარმომადგენლობითი ორგანიზაცია, რომლის დანიშნულებაა ოლიმპიური ქარტიის საფუძველზე უზრუნველყოს ოლიმპიური მოძრაობის განვითარება, ხელშეწყობა და დაცვა ეოკ-ის ქვეყნებში[2]. ესა თუ ის ქვეყანა ოლიმპიურ თამაშებზე დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი ეოკ ოფიციალურად აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ (IOP).
ეოკ-ის აღიარებისთვის მის შემადგენლობაში უნდა იყოს გაერთიანებული მინიმუმ 5 ეროვნული ფედერაცია, რომლებიც თავის მხრივ გაწევრიანებული უნდა იყონ საერთაშორისო ფედერაციებში, რომლებიც ხელმძღვანელობენ ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შესულ სპორტის სახეობებს.
თითოეული ეოკ წარმოდგენილია შესაბამის საკონტინენტო ასოციაციაში (ANOC):
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები, წელიწადში ორჯერ მაინც იკრიბებიან ასოციაციის ფარგლებში გამოცდილების გაზიარების და საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში თავიანთი მოქმედებებისკორდინაციის მიზნით.
სქოლიო
- ↑ ოლიმპიური ქარტიის მიხედვით, „ქვეყანაში“ იგულისხმება საერთაშორისო დონეზე აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფო.
- ↑ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი. ოლიმპიური ქარტია. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-17. ციტირების თარიღი: 2010-08-18.
რესურსები ინტერნეტში