2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, ოფიციალურად XXIX ოლიმპიადის თამაშები — მნიშვნელოვანი საერთაშორისო სპორტული ღონისძიება, რომელიც პეკინში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ჩატარდა 8-24 აგვისტოს, 2008 წელს. 28 სპორტის სახეობის 302 ღონისძიებაში 10.500 ათლეტი იღებს მონაწილეობას.
სპორტსმენების რაოდენობა საქართველოდან იყო 35. სულ საქართველო მონაწილეობდა სპორტის 11 სახეობაში. საქართველომ ჯამში 6 მედალი მოიპოვა: 3 ოქროს და 3 ბრინჯაოს, ხოლო საერთო მედლების რაოდენობით კი 27–ე ადგილი დაიკავა.