18 ნოემბერი - 5 დეკემბერი 1984 სალონიკი, საბერძნეთი
სალონიკში 87 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბა. საბჭოთა მოჭადრაკეებმა, რომელთა შორის არ იყვნენ არც ანატოლი კარპოვი, და არც გარი კასპაროვი, ბრწყინვალე სტარტი აიღეს. პირველ სამ ტურში ქულათა მაქსიმუმი, 12, დააგროვეს. მართალია პირველ ორ ტურში მეტოქეები, როგორც შვეიცარიულ სისტემას სჩვევია, სუსტები (მალაიზია და კოლუმბია) იყვნენ და მათთან 4-4 ქულის აღება არავის გაკვირვებია, მაგრამ მესამე ტურში უნგრელთა 4-0 განადგურება უკვე სერიოზული განაცხადი იყო. სამი ტურის შემდეგ სხვაობა მდევართან ორ ქულას შეადგენდა. ექვსი ტურის შემდეგ - სამს, ხოლო მერვე ტურის შემდეგ - ოთხს. დარჩენილ ექვს ტურში საბჭოთა მოჭადრაკეებმა ეს სხვაობა შეინარჩუნეს და მეთოთხმეტედ მოიპოვეს ჰამილტონ-რასელის თასი.
სამაგიეროდ დიდი ბრძოლა გაჩაღდა მეორე და განსაკუთრებით მესამე ადგილისათვის. ამ ბრძოლაში ტონს ინგლისელები იძლეოდნენ, რომელთა ახალგაზრდულ გუნდში პირველად გამოჩნდა ნაიჯელ შორტი. ინგლისელებს დიდხანს წარმატებით ებრძოდნენ ამერიკელები, რომელთა პირველ დაფაზე თბილისელი მოჭადრაკე, რომან ჯინჯიხაშვილი თამაშობდა. მეცხრე ტურში სწორედ ჯინჯიხაშვილის გამარჯვებამ ალექსანდრე ბელიავსკისთან, მოუტანა გამარჯვება ამერიკის ნაკრებს საბჭოთა გუნდთან. თერთმეტი ტურის შემდეგ ამერიკელები ქულანახევრით უსწრებდნენ ინგლისელებს და თითქოს მეორე ადგილიც შორს აღარ იყო, მაგრამ ბოლო სამ ტურში ინგლისელებმა 10 ქულა აიღეს, რასაც ამერიკელებმა 6,5 ქულით უპასუხეს. ის კი არა ამერიკელები მესამე ადგილსაც დაკარგავდნენ უნგრელებს ბოლო ტურში კუბელები რომ დაემარცხებინათ.
სხვა გუნდებიდან აღსანიშნავია რუმინელების (მეხუთე ადგილი) და ფრანგების (მეშვიდე ადგილი) კარგი თამაში. ფრანგებს ამაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, ბორის სპასკიც დაეხმარა, რომელიც პირველ დაფაზე თამაშობდა და რვა ქულით (14-დან) შეეწია თავის ახალ გუნდს.
ტექნიკური შედეგები
მონაწილეობდა 87 ქვეყნის 88 ნაკრები გუნდი (ბერძნებმა ორი გუნდი გამოიყვანეს). ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 14 ტურად.
11. კუბა, 12. ჩინეთი, 13. ისრაელი, 14. არგენტინა,
15. ისლანდია, 16. ფილიპინები,
17. ჩეხოსლოვაკია, 18. დანია, 19. ბრაზილია, 20. კანადა,
21. პოლონეთი, 22. ავსტრალია, 23. ჩილე, 24. შოტლანდია,
25. შვედეთი, 26. კოლუმბია, 27. ესპანეთი, 28. იტალია, 29. ინდონეზია, 30. ნორვეგია, 31. საბერძნეთი, შვეიცარია-2, 32. პორტუგალია,
33. ინდოეთი, 34. თურქეთი, 35. არაბთა გაერთიანებული საამიროები, 36. უელსი, 37. მაროკო,
38. ავსტრია, 39. ფინეთი, 40. ბელგია, 41. ალბანეთი, 42. სინგაპური, 43. მექსიკა, 44. ახალი ზელანდია, საბერძნეთი-2,
45. ეგვიპტე, 46. დომინიკელთა რესპუბლიკა,
47. ტუნისი,
48. შვეიცარია, 49. მალაიზია, 50. შრი-ლანკა, 51. პუერტო-რიკო,
52. პაკისტანი, 53. ჰონგ-კონგი, 54. ერაყი,
55. ირლანდია, 56. პარაგვაი, 57. ალჟირი, 58. კვიპროსი, 59. უგანდა,
60. ტაილანდი, 61. ბანგლადეში, 62. ფარერის კუნძულები, 63. ანდორა, 64. მალტა, 65. ლიბანი, 66. ჰონდურასი,
67. ლუქსემბურგი, 68. ბაჰრეინი,
69. ზიმბაბვე, 70. ტრინიდადი და ტობაგო, 71. ნიგერია, 72. სურინამი, 73. ლიბია, 74. კენია,
75. იორდანია, 76. იამაიკა,
77. ანგოლა, 78. გერნზი, 79. ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, 80. პაპუა-ახალი გვინეა,
81. იაპონია,
82. აშშ-ის ვირჯინის კუნძულები,
83. მონაკო,
84. ბერმუდის კუნძულები,
85. მალი,
86. სან-მარინო,
87. სენეგალი,
ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები
ალექსანდრე ბელიავსკი 8 (+7=2-1), ლევ პოლუგაევსკი 7 (+4=6-0), რაფაელ ვაჰანიანი 8,5 (+7=3-0), ვლადიმერ ტუკმაკოვი 7 (+5=4-1), არტურ იუსუპოვი 5 (+3=4-1), ანდრეი სოკოლოვი 5,5 (+4=3-1).
ენტონი მაილსი 6 (+3=6-3), ჯონ ნანი 10 (+9=2-0), ჯონათნ სპილმენი 5,5 (+4=3-2), მიურეი ჩანდლერი 5,5 (+4=3-2), ჯონათან ენდრიუ მესტელი 7 (+6=2-1), ნაიჯელ შორტი 3 (+1=4-1).
რობერტ ჯინჯიხაშვილი 8 (+6=4-1), ლუბომირ კავალეკი 4,5 (+2=5-1), ლარი კრისტიანსენი 6,5 (+4=5-1), უოლტერ ბრაუნი 3,5 (+1=5-3), ლევ ალბურტი 5 (+3=4-1), ნიკ დე ფირმიანი 7,5 (+6=3-1).
საუკეთესო პერფორმანსი
საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით
მეოთხე დაფა
|
ქვეყანა
|
ქ
|
პ
|
%
|
პრიჩა სიმპარაიუნი
|
ტაილანდი
|
8
|
10
|
80,0
|
ჯონ როუელი
|
იამაიკა
|
7
|
9
|
77,8
|
ფრენკ ლოჰაეს-ამაუნი
|
ლიბანი
|
8,5
|
11
|
77,3
|
პირველი სათადარიგო დაფა
|
ქვეყანა
|
ქ
|
პ
|
%
|
იოზეფ პინტერი
|
უნგრეთი
|
7
|
9
|
77,8
|
დეუპერსან გაიადინი
|
სირია
|
7
|
8
|
77,8
|
ხავიერ ოჩოია
|
ესპანეთი
|
7
|
9
|
77,8
|
ჯონათნ მესტელი
|
ინგლისი
|
7
|
9
|
77,8
|
მეორე სათადარიგო დაფა
|
ქვეყანა
|
ქ
|
პ
|
%
|
მარიოს სხინისი
|
კვიპროსი
|
7,5
|
10
|
75,0
|
გორდონ კომბენი
|
გერნზი
|
7,5
|
10
|
75,0
|
ნიკ დე ფირმიანი
|
აშშ
|
7,5
|
10
|
75,0
|
ლიტერატურა
- Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
- Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
- Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006
რესურსები ინტერნეტში