ნიკოლოზ I (ლათ. Nicolaus PP. I; დ. 820 — გ. 13 ნოემბერი, 867) — რომის პაპი 858–867 წლებში.
დიდგვაროვანი რომაელი. განამტკიცა პაპის ძალაუფლება ეკლესიაზე. ეკლესიიდან განკვეთა ფოტიუსი. მის დროს რომაელმა მისიონერებმა ბულგარეთიდან განდევნეს ბიზანტიელები. არაჩვეულებრივი ღონის გამო მისი ბიოგრაფი „ღმერთის ათლეტს“ უწოდებს.