სსრკ-ის დაშლის პერიოდში, 1991 წელს მოლდოვამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა იმავე საზღვრებში, რაც მოლდავეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკას ეკავა. მიუხედავადა ამისა, 1990 წლიდან ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია მდინარე დნესტრის აღმოსავლეთ ნაპირზე დე ფაქტო დამოუკიდებელი, თვითგამოცხადებული ტერიტორიის სახით არსებობს, დნესტრისპირეთის ადმინისტრაციის ქვეშ. 1994 წლის 29 ივლისს მიღებულ იქნა ქვეყნის ახალი კონსტიტუცია.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, დაეცა სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო სექტორი, თუმცა მომსახურების სექტორის ფარდობითი წილი ქვეყნის ეკონომიკაში თანდათან გაიზარდა და ამჟამად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 60 %-ს აწარმოებს. მიუხედავად ამისა, მოლდოვა დღემდე ევროპის უღარიბეს სახელმწიფოდ რჩება.[10][11]
სახელი „მოლდოვა“ მდინარე მოლდოვადან მომდინარეობს; მდინარის ხეობა 1359 წელს დაარსებული მოლდოვის სამთავროს პოლიტიკური ცენტრი იყო.[14] თვითონ მდინარის სახელის წარმოშობა უცნობია. ლეგენდის თანახმად, რომელსაც მოლდოველი მემატიანეები დიმიტრი კანტემირი და გრიგორე ურეხე ყვებიან, მდინარეს სახელი პრინცმა დრაგოშმაპირველყოფილი ძროხებზე ნადირობის შემდგეგ შეურჩია: ნადირობის დროს ნადირზე დადევნებისას, პრინცის ძალაგამოცლილი ძახლი „მოლდა“ მდინარეში დაიხრჩო. პრინცმა ძაღლის სახელი მდინარეს დაარქვა, რომლისგანაც ეს სახელი შემდგომში მთელ სამთავროზე გავრცელდა.[15]
ძვ. წ. I საუკუნიდან იწყება რომის იმპერიის ექსპანსია. რომაელებმა დააარსეს პროვინცია მეზია. იმპერატორმა ტრაიანემ კი ორი მძიმე ბრძოლის შემდეგ დაიპყრო გეტების ტერიტორია და დააარსა პროვინცია დაკია. დაიწყო ადგილობრივი მოსახლეობის რომანიზაცია. დნესტრისა და პრუტის შუამდინარეთი პროვინცია დაკიის შემადგენლობაში არ შესულა, თუმცა მისი მოსახლეობა განიცდიდა რომაელთა ძლიერ გავლენას.
„მოლდაველების რწმენა და წეს-ჩვეულებები ძალიან ახლოს დგას ბერძნულ და სომხურ ეკლესიებთან. მათი მღვდლები ქორწინდებიან. მოლდაველები განსაკუთრებით განთქმულნი არიან ცხენოსნობით, მათ შორის ყველაზე ღარიბებსაც კი ჰყავთ ცხენები, ლაშქრობისა და ბრძოლებისათვის გამოსადეგი. უნგრელებივით შეირაღებულნი არიან ფარებით, მუზარადებით და შუბებით[16].“
1991 წლის 27 აგვისტოს მოლდოვამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. პირველი პრეზიდენტი გახდა მირჩა სნეგური. დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოჰყვა სეპარატისტული მოძრაობების გააქტიურება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. დნესტრისპირეთის ომი დაიწყო 1989 წელს. დნესტრისპირეთის სლავურმა მოსახლეობამ 1991 წელს გამოაცხადა დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა, რომელთა სტატუსზე დღემდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. 1994 წლის 23 დეკემბერს მოლდოვის პარლამენტმა მიიღო კანონი გაგაუზიის ტერიტორიული ავტონომიის შესახებ.
1994 წელს მოლდოვაში მიიღეს კონსტიტუცია, რომელიც დღემდე მოქმედებს.
გეოგრაფია
მოლდოვა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს განედის 45°-49° და აღმოსავლეთ ნახევარსეფოს გრძედის 26°-30° გრადუსებს შორის მდებარეობს (ტერიტორიის მცირე მონაკვეთი 30°-ზე ოდნავ აღმოსავლეთითაც მდებარეობს). ქვეყნის ტერიტორიის ფართობი 33 851 კმ² უდრის. აღმოსავლეთით ესაზღვრება უკრაინას, დასავლეთით — რუმინეთს. ქვეყნის უმაღლესი წერტილია ბალანეშტი (430 მ) კოდრის მაღლობზე.
მოლდოვის უმეტესი ნაწილი ორ მდინარეს — დნესტრსა და პრუტს შორის მდებარეობს. ქვეყნის დასავლეთ საზღვარს დუნაის შესართავი მდინარე პრუტი წარმოადგენს. დუნაიზე გასასვლელი მოდლოვას მხოლოდ 480 მეტრით აქვს და ამ მონაკვეთში მდებარე სოფელი და კომუნა ჯურჯულეშტი, დუნაიზე მდებარე მოლდოვის ერთადერთი პორტია. ქვეყნის აღმოსავლეთში მიედინება მოლდოვის მთავარი მდინარე დნესტრი, რომელიც ქვეყანას მთელ სიგრძეზე — ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ კვეთს. მოლდოვაში დნესტრის შესართავებია: რეუტი, ბიკი, იკელი, ბოტნა. მდინარე იალპუგი, დუნაის ერთ-ერთ უბეში, ხოლო კოგალნიკიშავი ზღვის უბეების ჯაჭვში ჩაედინება.
მოლდოვა გეოგრაფიულად ჩაკეტილი ქვეყანაა, თუმცა შავ ზღვასთან ძალიან ახლოს მდებარეობს. იმის მიუხედავად, რომ მთელი ქვეყანა ბორცვიანია, ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილის სიმაღლე 430 მეტრს არ აღემატება. მოლდოვის ბორცვები მოლდოვის ზეგნის ნაწილია, რომელიც გეოლოგიურად კარპატებისგან წარმოიშვა. მოლდოვის ტერიტორიაზე ზეგნის ნაწილს წარმოადგენს დნესტრის ბორცვები, მოლდოვის დაბლობი და ცენტრალური მოლდოვის ზეგანი. ქვეყნის სამხრეთში, მდებარეობს პატარა ბუჯაკის დაბლობი. დნესტრის აღმოსავლეთით მდებარე მოლდოვის ტერიტორია გაყოფილია პოდოლიის ზეგანსა და ევრაზიული ველის ნაწილებს შორის.
მოლდოვის შავ ზღვასთან სიახლოვე, მას რბილ და მზიან კლიმატს აძლევს.[17]
მოლდოვის კლიმატი ზომიერად კონტინენტურია: ზაფხული გრძელი და თბილია, საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 20 °C-ს შეადგენს, ზამთარი შედარებით რბილი და მშრალია, იანვრის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით -4 °C-ს უდრის. ყოველსწლიური ნალექები, რომლებიც ქვეყნის ჩრდილოეთში 600 მმ-ს, ხოლო სამხრეთში 400 მმ-ს უდრის, ძალიან ცვალებადია; არ არის დამახასიათებელი ხანგრძლივი მშრალი პერიოდები. ყველაზე უხვი ნალექით გამოირჩევა ადრეული ზაფხული და ოქტომბრის თვე; კოკისპირული წვიმები და ელჭექი ჩვეულებრიცი მოვლენაა. უსწორმასწორო ზედაპირის გამო, ზაფხულის უხვი წვიმები ხშირად იწვევენ მიწის ეროზიასა და მდინარეების შლამით ამოვსებას.
მოლდოვა უნიტარული, საპარლამენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიისრესპუბლიკაა. სახელმწიფოს სტრუქტურას აყალიბებს 1994 წლის კონსტიტუცია. კონსტიტუციაში შესწორების შესატანად საჭიროა პარლამენტის წევრთა მინიმუმ ორი-მესამედის ხმა. ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთაც შეუძლია ზიანი მოუტანოს ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას ან ერთიანობას, მხოლოდ რეფერნედუმის გზით, ამომრჩეველთა ხმათა უმრავლესობითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, გადახედვას არ ექვემდებარება კონსტიტუციაში ჩამოთვლილი ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.[20]
ქვეყნის ცენტრალური საკანონმდებლო ორგანოა მოლდოვის ერთპალატიანი პარლამენტი, რომელიც 101 წევრისაგან შედგება და რომლებიც საყოველთაო არჩევნების გზით, პარტიული სიებით აირჩევიან ყოველ ოთხ წელში ერთხელ.
სახელმწიფოს მეთაურია მოლდოვის პრეზიდენტი, რომელსაც ქვეყნის პარლამენტი ირჩევს, რაც დეპუტატების სამი-მეხუთედის (61 დეპუტატი) მხარდაჭერას მოითხოვს. მოლდოვის პრეზიდენტი პარლამენტის მიერ 2001 წლიდან აირჩევა. აღნიშნული ცვლილება კონსტიტუციაში აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლების შესამცირებლად და საკანონმდებლოს გაზრდის მიზნით შევიდა. პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, რომელიც არის მთავრობის მეთაური, რომელსაც თავად აყალიბებს. ორივე პროცედურას პარლამენტის თანხმობა ესაჭიროება.
1994 წლის კონსტიტუცია ასევე ადგენს დამოუკიდებელ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ექვსი მოსამართლისაგან შედგება (ორის ნიშნავს პრეზიდენტი, ორს პარლამენტი, ორს კი მაგისტრატის უმაღლესი საბჭო); აღნიშნული მოსამართლეები ექვსი წლის ვადით ინიშნებიან და ამ პერიოდის განმავლობაში, თანამდებობაზე ხელშეუხებელნი არიან, არ ექვემდებარებიან არანაირ ძალაუფლებას. სასამართლოს გააჩნია ძალაუფლება გადასინჯოს პარლამენტის მიერ მიღებული ნებისმიერი აქტი, პრეზიდენტის დეკრეტი და საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებსაც ქვეყანა აწერს ხელს.[20]
საგარეო ურთიერთობები
საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მოლდოვის საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო ევროპის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების დამყარების, ნეიტრალიტეტისა და ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ. 1995 წელს ქვეყანა ევროსაბჭოს წევრი გახდა.
2005 წელს მოლდოვამ და ევროკავშირმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა თანამშრომლობიის გაუმჯობესებას მის ორ მეობელთან — რუმინეთთან და უკრაინასთან. 2005 წლის ბოლოს, მოლდოვისა და უკაინის პრეზიდენტების ერთობლივი მოთხოვნის საფუძველზე შეიქმნა ევროკავშირის სასაზღვრო დახმარების მისია მოლდოვისა და უკრაინისათვის (EUBAM). აღნიშნული ორგანიზაცია მოლდოვისა და უკრაინის ხელისუფლებებს ეხმარება მათი საზღვრის დაზუსტებასა და ევროკავშირის სტანდარტებთან საბაჟო პროცედურების დაახლოებაში, ასევე, ორივე ქვეყანას მხარს უჭერს ტრანს-სასაზღვრო კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში.
1990–1992 წლების დნესტრისპირეთის ომის შემდეგ, მოლდოვა დნესტრისპირეთის კონფლიქტთან დაკავშირებული მშვიდობიანი რეზოლუციის მიღებას ცდილობდა, რაზეც მუშაობდა რუმინეთთან, უკრაინასთან და რუსეთთან ერთად; პროცესში ჩართული იყო საერთაშორისო მედიაცია, ეუთოსა და გაეროს ფაქტების შემგროვებელი და სადამკვირვებლო მისიები. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სტრატანმა არაერთხელ განაცხადა, რომ სეპარატისტულ რეგიონში განთავსებული იყო რუსეთის ჯარები, რომლებიც ხელს უშლიდნენ პროცესს და არაერთხელ მოუწოდა მათ ტერიტორია „დაუყოვნებლივ და უპირობოდ“ დაეტოვებინათ. 2012 წელს, უსაფრთხოების ზონაში მომხდარი ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა მშიდობიანი მოქალაქე, უფრო გამწვავდა რუსეთთან დაძაბულობა.[21]
2010 წლის სექტემბერში, ევროპარლამენტმა მოლდოვას 90 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო.[22] ეს ფული წარიმართა იმ 750 მლნ აშშ დოლარის დასაფარად, რომელიც მანამდე უკვე ჰქონდათ გამოყოფილი[23]საერთაშორისო სავალუტო ფონდს, მსოფლიო ბანკსა და სხვა დონორებს. 2010 წლის აპრილში, რუმინეთმა მოლდოვას დახმარების სახით 100 მილიონი ევრო შესთავაზა, მოდოველი სტუდენტებისათვის კი სტიპენდიები გაიზარდა და მათმა რიცხვმა 5000 შეადგინა.[24] სესხის თაობაზე დადებული შეთანხმების თანახმად, 2010 წელს მოლდოვას პოლონეთმა 15 აშშ დოლარი გამოუყო, როგორც ამ ქვეყნის ევროინტეგრაციისადმი ძალისხმევის მხარდაჭერის ნაწილი.[25] პირველი შეხვედრა მოლდოვისა და რუმინეთის პრეზიდენტებს შორის 2012 წლის მარტში შედგა, რომელზეც მიღწეულ იქნა მრავალი ორმხრივი შეთანხმება სხვადასხვა სფეროში.[26][27] ამავე წელს, მომავალმა პრეზიდენტმა, ნიკოლაე ტიმოფტიმ პოსტზე არჩევამდე აღნიშნა, რომ ევროპული ორიენტაცია „მოლდოვის ბოლო წლების პოლიტიკის მთავარი კომპონენტი იყო, რაც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“.
2013 წლის 29 ნოემბერს, ვილნიუსის სამიტზე გადაწყდა, რომ მოლდოვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერდა ხელს.[28]რუმინეთის პრეზიდენტტრაიან ბესესკუს განცხადებით, რუმინეთი ყველა ღონეს იხმარს, რათა მოლდოვა ევროკავშირს შეუერთდეს რაც შეიძლება მალე. თუმცა, ბესესკუმ ასევე აღნიშნა, რომ რუმინეთის შემდეგი ეროვნული პროექტი მოლდოვისა და რუმინეთის გაერთიანებაა.[29]
მოლდოვის შეიარაღებული ძალები მოიცავს სახმელეთო და საჰაერო თავდაცვის ძალებს. მოლდოვამ ყველა შესაბამისი ზომა მიიღო მის ტერიტორიაზე არსებული ყოფილი საბჭოთა კავშირის შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით. 1992 წლის 30 ოქტომბერს, მოლდოვამ რატიფიცერება გაუკეთა ევროპაში კონვენციური შეიარაღების ხელშეკრულებას, რომელიც ყოვლისმომცველ შეზღუდვებს აწესებს ასეთი შეიარაღების მთავარ კატეგორიებზე, ხოლო მათი გადაჭარბებისას ჭარბი შეიარაღების შემდგომ განადგურებას ითვალისწინებს. 1994 წლის ოქტომბერში, ქალაქ ვაშინგტონში ქვეყანა ბირთვული იარაღის გაუვრელებლობის ხელშეკრულებას შეუერთდა, მას არ გააჩნია ბირთვული, ბიოლოგიური ან ქიმიური შეიარაღება. 1994 წლის 16 მარტს, მოლდოვა შეუერთდა ნატოსმშვიდობისთვის პარტნიორობის პროგრამას.
მოლდოვა პირნათლად ასრულებს შეიარაღების კონტროლის სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონულ რეგულაციებს, ისეთებს როგორიცაა, გაეროს ცეცხსასროლი იარაღის პროტოკოლი, რეგიონული სტაბილურობის პაქტის განხორციელების გეგმა, გაეროს მოქმედების გეგმა (UN Programme of Action) და ეუთოს დოკუმენტებს კონვენციურ საბრძოლო მასალაზე და სხვა.
რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მოლდოვას რუმინეთთან ხელმოწერილი აქვს სამხედრო ხელშეკრულება. ხელშეკრულება მოლდოვის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად საკუთარი არმიის რეფორმირებას და მეზობლებთან თანამშრომლობას გულისხმობს.[32]
2014 წლის 12 ნოემბერს, მოლდოვის სამშვიდობო კონტინგეტის შესაძლებლობების გასაზრდელად, მოლდოვის შეიარაღებული ძალების 22-ე სამშვიდობო კონტინგენტს აშშ-მა 700 000 აშშ დოლარის ღირებულების 39 ერთეული მაღალი გამავლობის მრავალფუნქციური ბორბლებიანი სატრანსპორტო საშუალება HumVee და 10 ტრეილერი გადასცა.[33]
ადამიანის უფლებები
ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ მონაცემებით, მოლდოვაში პოლიციის მხრიდან ფართოდ გავრცელებული რჩება წამება და სხვა მსგავსი მოპყრობები; სახელმწიფო უძლური აღმოჩნდა მიუკერძოებელი პოლიციის ჩამოყალიბებაში, პოლიციელები ხშირად აჭარბებენ უფლებებს. პოლიტიკური დისიდენტები ილიე ილაშკუს ჯგუფიდან, სამართლებრივი დევნისგან მხოლოდ მას შემდეგ გათავისუფლდნენ, რაც საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ჩაერთო.[34] 2009 წელს, მოლდოვის ბოლო ათწლეულის ყველაზე მასშტაბური სამოქალაქო პროტესტის დროს პოლიციამ მოკლა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ვალერიუ ბობოკი, რამდენიმე კი დაშავდა.[35]
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2011 წლის აპრილის ადამიანის უფლებათა მოხსენების თანახმად, „წინა წლებთან შედარებით, არ შემიჩნევა მკვლელობები უშიშროების სამსახურების მხრიდან. წლის მანძილზე გაკეთებული მოხსენებების მიხედვით, ხელისუფლების მხრიდან მედიაზე კონტროლის დასამყარებლად გადადგმული ნაბიჯები შემცირდა,“ მაგრამ „დნესტრისპირეთის ხელისუფლება განაგრობს თავისუფალი მედიისა და ოპოზიციის შევიწროვებას, ზღუდავს ასოციაციის, მოძრაობისა და რელიგიის თავისუფლებას; ეწევა რუმინულად მოლაპარაკეთა დისკრიმინაციას“.[36] საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოლდოვამ „მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია“ რელიგიის თავისუფლების მხრივ, თუმცა ამის ხელშესაწყობად სამომავლოდ კიდევ გადასადგმელია შესაბამისი ნაბიჯები“, ნათქვამია რელიგიისა და რწმენის თავისუფლების გაეროს სპეციალური მომხსენებლის, ეინერ ბიელფელდტის განცხადებაში, რომელიც მან 2011 წლის სექტემბერში, კიშინოვში წარმოადგინა.[37] 2008 წელს, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კანონის მიღებით, მოლდოვამ გააუმჯობესა თავისი კანონმდებლობა.[38]
მოლდოვა დაყოფილია ოცდათორმეტ რაიონად, სამ მუნიციპალიტეტად და ორ ავტონომიურ რეგიონად (გაგაუზია და დნესტრისპირეთი).[39] დნესტრისპირეთის საბოლოო სტატუსი საკამათოა, რადგან ტერიტორიას ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. ამ ორი ავტონომიური რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრებს — კომრატსა და ტირასპოლს ასევე მუნიციპალიტეტის სტატუსი აქვთ.
მოდოვაში 66 ქალაქი და 916 კომუნაა. ქალაქებიდან ხუთს მუნიციპალიტეტის სტატუსი აქვს. ქვეყანაში 699 სოფელია, რომლებსაც თავიანთი ადმინისტრაცია ჰყავთ და ადმინისტრაციულად მიეკუთვნებიან ქალაქებს (40 მათგანი) ან კომუნებს (659).
მოსახლეობის აღწერა მოლდოვაში ბოლოს 2004 წელს ჩატარდა[40] (ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე). ამავე წელს ჩატარდა აღწერა დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში.
1991 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაცია ოფიციალურ ენას რუმინულ ენას უწოდებს.[41][42] 1994 წლის კონსტიტუცია კი აცხადებს, რომ მოლდოვის ეროვნული ენაა მოლდავური, მისი დამწერლობის სისტემა კი ლათინურ ანბანს ეფუძნება.[43] 2003 წელს, კომუნისტურმა მთავრობამ მიიღო პოლიტიკური დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, მოლდოვის ეროვნული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მოლდავური ენის არსებობის დაზღვევაა.[44] 2013 წლის დეკემბერში, მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებით ბრძანა, რომ დამოუკიდებლობის დეკლარაცია კონსტიტუციისათვის პრეცედენტია და სახელმწიფო ენა არის „რუმინული“.[1][45]
2004 წლის აღწერის მონაცემებით, ქვეყანას ჰყავს რუსულენოვანი (6 %) და უკრაინულენოვანი (8,4 %) მოსახლეობა. ეთნიკურ უკრაინელთა 50 %, გაგაუზთა 27 %, ბულგარელთა 35 % და სხვა პატარა ეთნიკურ ჯგუფთა 54 % ძირითად სალაპარაკო ენად რუსულს მიიჩნევს. საერთო ჯამში, მოლდოვაში 541 000 ადამიანია (მოსახლეობის 16 %), რომელიც თავის პირველად ენად რუსულს მიიჩნევს; მათ შორის 130 000 ეთნიკურად მოლდაველია. მოლაპარაკეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ჰყავს რეგიონებში გაგაუზურსა და უკრაინულს.
რუსულის შემდეგ, სწავლების ძირითადი უცხოური ენაა ინგლისური. 2013 წელს, ინგლისურს, როგორც ძირითად უცხო ენას სკოლის მოსწავლეთა 60 % სწავლობდა. მას მოსდევდა ფრანგული, რომელსაც დაახლოებით 50 % სწავლობდა (1996 წლიდან, მოლდოვა ოფიციალურად გახდა ფრანკოფონიის სრული წევრი) და გერმანული.[46]
მოსახლეობის 1,9 % თავს პროტესტანტად, 1,0 % კი არარელიგიურად მიიჩნევდა; 0,9 % სხვა რელიგიებს მიეკუთვნებოდა, ხოლო 0,4 % ათეისტი იყო. 2,2 %-მა რელიგიასთან დაკავშირებულ შეკითხვას არ უპასუხა.
ემიგრაცია
კრიმინალი
CIA World Factbook-ის მიხედვით, მოლდოვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემურ საკითხებად ჩრდილოვანი ეკონომიკური საქმიანობა და ფართოდ გავრცელებული კრიმინალი სახელდება.[10] ქვეყანაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ევროპის სხვადასხვა რეგიონებში მოლდოველი ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგი.[47][48]
ეკონომიკა
მოლდოვაში ხელსაყრელი კლიმატური პირობებია, რაც სოფლის მეურნეობის განვითარების საშუალებას იძლევა, ამიტომ ქვეყნის ექსპორტში ჭარბობს კვების პროდუქტები, ღვინო, ტექსტილი, თამბაქო. აქვს მცირე მოცულობის მინერალური რესურსები - ფოსფორიტი, თაბაშირი, კირქვა. ენერგომატარებლებს (გაზი, ნავთობი, ქვანახშირი) ძირითადად რუსეთიდან იღებს. ეროვნული ვალუტაა მოლდოვური ლეი (MDL).
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
მოლდოვის უმთავრესი სატრანსპორტო საშუალებაა რკინიგზა, რომლის საერთო სიგრძეც 1138 კმ-ია და ავტომაგისტრალების სისტემა (12 730 კმ). ქვეყნის საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ერთადერთი ჭიშკარია კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტი. ჯურჯულეშტის ტერმინალი მდინარე დუნაიზე ემსახურება პატარა სამდინარო გემებს. ქვეყნის სატრანსპორტო სისტემაში მოკრძალებულ როლს თამაშობს ნაოსნობა მდინარე პრუტისა და დნესტრის ქვემოწელში.
ტელეკომუნიკაციები
მობილური ტელეფონის მომხმარებელთა რიცხვმა ერთ მილიონს მოლდოვაში 2005 წელს მიაღწია. 2008 წელს, მობილურის მომხმარებელთა რაოდენობამ წინა წელთან შედარებით 47,3 %-ით იმატა და 2,89 მილიონს გადააჭარბა.[49]
2009 წლის სექტემბერში, მოლდოვა პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც მობილურ ტელეფონებზე ხმის მაღალი გარჩევადობის სერვისი (HD voice) გაუშვა; ამავე დროს, პირველი ქვეყანა იყო ევროპაში, რომელმაც 14,4 მეგაბიტი წამში სიჩქარის ფართოზოლოვანი მობილური ინტერნეტი გაუშვა, რომლის სერვისიც მოსახლეობის 40 %-ს ფარავდა.[50]
2010 წლის სექტემბერში, მოლდოვაში ინტერნეტის 1 295 000 მომხმარებელი იყო, ინტერნეტზე წვდომა კი 35,9 %-ს შეადგენდა.[51]
2012 წლის 6 ივნისს, ხელისუფლებამ მობილურ ოპერატორებზე 4G / LTE მობილური ინტერნეტის ლიცენზია გასცა.[52]
მოლდოვა ტურისტს როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე მთელი მსოფლიოდან იზიდავს.
2007 წლის იანვრიდან, მოლდოვამ უვიზო მიმოსვლა დააწესა აშშ-ის, კანადის, იაპონიის, შვეიცარიისა და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეთათვის, რისი მიზანიც ქვეყანაში უფრო მეტი ტურისტის მოზიდვა იყო. თუმცა, მოლდოვის სასტუმროების ფასი საკმაოდ მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების ხარისხი საშუალო ან მასზე დაბალია.
მოლდოვა ცნობილია მეღვინეობის მდიდარი ტრადიციებით. ტურისტებს ღვინის ტურებს სთავაზობენ როგორც კიშინიოვში, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით.[53]
სოციალური სფერო
ჯანდაცვა
განათლება
მოლდოვაში 16 სახელმწიფო და 15[54] კერძო უნივერსიტეტია. სტუდენტების საერთო რაოდენობა 126 000-ს უდრის, აქედან 104 300 სახელმწიფო, ხოლო 21 700 კერძო უნივერსიტეტში სწავლობს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სტუდენტების რაოდენობა თითოეულ 10 000 მოსახლეზე გამუდმებით მატულობდა, 2000-01 წლებში ამ მაჩვენებელმა 217, ხოლო 2005-06 წლებში — 351 სტუდენტი შეადგინა.
1939 წელს, კიშინიოვში, ეთერში გავიდა პირველი მოლდოვური რადიო „რადიო მოლდოვა“. ტელევიზია ქვეყანაში 1958 წლის აპრილში გამოჩნდა. ამჟამად მოქმედებეს საკაბელო ტელევიზიაც, რომლითაც ადგილობრივები დიდი რაოდენობით რუსულენოვან და რუმინულოვან ტელეარხებს უყურებენ. „Infotag“ სახელმწიფოს კუთვნილი ახალი ამბების სააგენტოა.
კულტურა
გეოგრაფიულად მოლდოვა ლათინური, სლავური და სხვა კულტურების გზაჯვარედინზე მდებარეობს. მოლდოვური კულტურა მეზობელი ქვეყნების ტრადიციებითაცაა გამდიდრებული.
მიჰაი ემინესკუ, გვიანი რომანტიკოსი პოეტი და მწერალი იონ კრეანგე წარმოადგენენ რუმინული ენის ყველაზე გავლენიან შემოქმედებს და როგორც რუმინეთში, ასევე მოლდოვაში ეროვნულ მწერლებად მიიჩნევიან.
მოლდოვის ყველაზე ცნობილი კომპოზიტორები არიან გავრილ მუზიჩესკუ, სტეფან ნიაგა და ევგენი დოგა. გამოჩენილ კლასიკური მუსიკის შემსრულებელთა შორისაა მარკ პესტერი, ცნობილი მევიოლინე, დირიჟორი და სახელმწიფო კონსერვატორიის პირველი პროფესორი. ასევე აღსანიშნავია ოპერის სოპრანო მარია ბიეშუ და პიანისტი მარკ ზელცერი.
პოპულარულ მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ჯგუფია O-Zone, რომელიც ცნობილი 2003 წელს გახდა ჰიტ-სიმღერით „Драгостя Дин Тей“. მოლდოვის წარმომადგენლები ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე2005 წლიდან გამოდიან. კიდევ ერთი პოპულარული ჯგუფია Zdob și Zdub, რომელმაც 2005 წლის ევროვიზია მე-6 ადგილით დაასრულა.
სპორტი
ოლიმპიურ თამაშებზე პირველად მონაწილეობა დამოუკიდებელმა მოლდოვამ 1994 წლის ზამთრის თამაშებზე მიიღო. 1952-1988 წლებში, მოლდოველი სპორტსმენები ოლიმპიადაზე საბჭოთა ნაკრების სახელით ასპარეზობდნენ, ხოლო 1992 წელს, — ყოფილი საბჭოთა კავშირის გაერთიანებული გუნდის რიგებში გამოვიდნენ. სულ, მოლდოვას 7 ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული (2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოსი), ყველა მათგანი, — ზაფხულის თამაშებზე.[55] მოლდოვის ოლიმპიური კომიტეტი 1991 წელს დაფუძნდა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი 1993 წელს აღიარა.[56]
ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტია მოლდოვაში. ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატი 1992 წლიდან ტარდება, მანამდე კი მოლდოვური კლუბები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მონაწილეობდნენ.
ტრანტა (ჭიდაობის სახეობა) მოლდოვის ეროვნულ სპორტად ითვლება.
დღესასწაულები
როგორც წესი, მოლდოვაში, სავაჭრო ცენტრები ახალ წელსა და დამოუკიდებლობის დღეს (27 აგვისტოს) იკეტება. შობა აღინიშნება როგორც 7 იანვარს, ასევე ძველი ტრადიციით, 25 დეკემბერს; ორივე ეს დღე სახალხო დღესასწაულად არის გამოცხადებული.[57]
↑A UNODC report states: In terms of the citation index, eleven countries score very high as countries of origin. The countries are
(listed in alphabetical order, by sub-region): Belarus, the Republic of Moldova, the Russian Federation and Ukraine (Commonwealth of Independent States); Albania, Bulgaria, Lithuania and Romania (Central and South Eastern Europe); China (Eastern Asia); Thailand (South-Eastern Asia); and Nigeria (Western Africa).(pg 58).[1]
1 მთლიანად აზიაში, მაგრამ კულტურულ-პოლიტიკური კავშირები აქვს ევროპასთან. 2ქვეყნების დიდი ნაწილი აზიაშია. 3აქვს დამოკიდებული და მსგავსი ტერიტორიები ევროპის გარეთ
Ahmad Dhani telah menciptakan lebih dari 200 lagu, baik untuk band Dewa 19 maupun artis-artis lain. Ahmad Dhani adalah seorang musisi berkebangsaan Indonesia yang telah menciptakan lebih dari 200 lagu sepanjang kariernya di industri musik, baik secara solo ataupun kolaborasi dengan pencipta lagu lain. Dhani pertama kali menciptakan lagu dengan judul Janji pada saat di bangku SMA, namun tidak pernah dirilis secara komersial.[1] Lagu ciptaan Dhani yang pertama kali dirilis sebagai singe...
Bagian dari Alkitab KristenPerjanjian BaruLukas 7:36-37 pada Papirus 3 Injil Matius Markus Lukas Yohanes SejarahKisah Para Rasul Surat Surat-surat Paulus Roma 1 Korintus 2 Korintus Galatia Efesus Filipi Kolose 1 Tesalonika 2 Tesalonika 1 Timotius 2 Timotius Titus Filemon Ibrani Surat-surat umum Yakobus 1 Petrus 2 Petrus 1 Yohanes 2 Yohanes 3 Yohanes Yudas ApokalipsWahyu Perjanjian Lama Portal KristenlbsReruntuhan Kota Tesalonika. Surat Paulus yang Kedua kepada Jemaat di Tesalonika ad...
العلاقات السعودية المالطية السعودية مالطا السعودية مالطا تعديل مصدري - تعديل العلاقات السعودية المالطية هي العلاقات الثنائية التي تجمع بين السعودية ومالطا.[1][2][3][4][5] مقارنة بين البلدين هذه مقارنة عامة ومرجعية للدولتين: وجه المقارنة �...
American prelate His Excellency, The Most ReverendJoseph Alphonse McNicholasBishop of Springfield in Illinoistitular bishop of ScalaSeeDiocese of Springfield in IllinoisIn officeSeptember 3, 1975 -April 17, 1983PredecessorWilliam Aloysius O'ConnorSuccessorDaniel L. RyanOther post(s)Auxiliary Bishop of St. Louis1969 to 1975OrdersOrdinationJune 7, 1949by Joseph RitterConsecrationMarch 25, 1970by John CarberryPersonal detailsBorn(1923-01-23)January 23, 1923St. Louis, Missouri, USDiedAp...
2008 filmThe Other OneFilm posterDirected byPatrick Mario Bernard Pierre TrividicCinematographyPierric Gantelmi d'IlleMusic byRep MüzakRelease date 2008 (2008) LanguageFrenchBox office$821.882 [1] The Other One (French: L'Autre) is a 2008 French drama film directed by Patrick Mario Bernard and Pierre Trividic, based on the novel L'Occupation by Annie Ernaux. It was an entrant at the 65th Venice International Film Festival in 2008.[2][3] For her performance, Domin...
Tasmanian state electoral division This article is about the state electorate. For the federal electorate, see Division of Lyons. LyonsTasmania—House of AssemblyMap showing the Division of Lyons, as of the 2018 Tasmanian state election.StateTasmaniaCreated1984MPGuy Barnett (Liberal)Jen Butler (Labor)Andrew Jenner (Lambie)Mark Shelton (Liberal)Rebecca White (Labor)Tabatha Badger (Greens)Jane Howlett (LiberalPartyLabor (2), Liberal (3), Greens (1), Lambie (1)NamesakeJoseph Lyons and Enid Lyon...
Species of bird Hihi redirects here. For other uses, see Hihi (disambiguation). Stitchbird Male in typical 'tail cocked' stance Female Conservation status Vulnerable (IUCN 3.1)[1] Scientific classification Domain: Eukaryota Kingdom: Animalia Phylum: Chordata Class: Aves Order: Passeriformes Family: NotiomystidaeDriskell et al., 2007 Genus: NotiomystisRichmond, 1908 Species: N. cincta Binomial name Notiomystis cincta(Du Bus, 1839) Islands and sanctuaries where st...
This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: British Army officer rank insignia – news · newspapers · books · scholar · JSTOR (January 2021) (Learn how and when to remove this message) Listed in the table below are the insignia—emblems of authority—of the British Army. Badges for field officers were ...
Géographie de Mayotte Continent Afrique Région Région française d'outre-mer Coordonnées 12° 50′ S, 45° 10′ E Superficie 182e rang mondial374 km2Terres : % Eau : % Côtes 185,2 km Frontières aucune (territoire insulaire) Altitude maximale Mont Bénara (660 m) Altitude minimale Océan Indien (0 m) modifier Mayotte est un département et une région d’outre-mer français situé dans l’océan Indien[1], composé ...
Ability of courts to review actions by executive and legislatures Not to be confused with Law review. This article is about court power over non-judicial branches. For court power over lower courts, see Appellate review. Administrative law General principles Administrative court Delegated legislation Exhaustion of remedies Justiciability Ministerial act Ouster clause Prerogative writ Certiorari Habeas corpus Mandamus Prohibition Quo warranto Rulemaking Ultra vires Grounds for judicial review ...
NASA program contracting commercial transportation services to the Moon Commercial Lunar Payload ServicesModels of the first three commercial landers selected for the program. Left to right: Peregrine by Astrobotic Technology, Nova-C by Intuitive Machines, and Z-01 by OrbitBeyond.Type of projectAerospaceProductsProposed: Artemis-7, McCandless Lunar Lander, Blue Ghost, XL-1, MX-1, MX-2, MX-5, MX-9, SERIES-2 Current: Peregrine, Nova-COwnerNASACountryUnited StatesEstablished2018; 6 ...