უნგენის რაიონი (მოლდ. raionul Ungheni) — მოლდოვის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი უნგენი. რაიონი იკავებს 1082.52 კმ² ფართობს. მისი მოსახლეობა შეადგენს 110 545 ადამიანს (2004 წლის აღწერის მონაცემებით). მოსახლეობის სიმჭიდროვე — 102.11 კაცი/კმ²-ზე. რაიონი სულ მოიცავს 74 დასახლებულ პუნქტს, მათგან 2 ქალაქია. რაიონი იყოფა 31 კომუნად, რომლებიც აერთიანებს 71 დასახლებულ პუნქტს.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში