ფლორეშტის რაიონი (მოლდ. raionul Floreşti) — მოლდოვის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ფლორეშტი. რაიონი იკავებს 1108.19 კმ² ფართობს. მისი მოსახლეობა შეადგენს 89 389 ადამიანს (2004 წლის აღწერის მონაცემებით). მოსახლეობის სიმჭიდროვე — 80.66 კაცი/კმ²-ზე. რაიონი სულ მოიცავს 74 დასახლებულ პუნქტს, მათგან 3 ქალაქია. რაიონი იყოფა 37 კომუნად, რომლებიც აერთიანებს 71 დასახლებულ პუნქტს.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში