ერაყის საგარეო ურთიერთობები

ქვეყნები, რომლებთანაც ერაყს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს

ერაყის საგარეო ურთიერთობები ქვეყნის მიერ არჩეულ კურსს ასახავს საერთაშორისო ურთიერთობებში.1980-იანი წლებიდან ერაყის საგარეო ურთიერთობებზე სადამ ჰუსეინის ადმინისტრაციის მიერ მიღებული საკამათო გადაწყვეტილებები დიდ გავლენას ახდენდა. სადამ ჰუსეინს კარგი ურთიერთობები ჰქონდა საბჭოთა კავშირთან და ზოგერთ დასავლურ სახელმწიფოსთანაც, მათ შორის საფრანგეთთან და გერმანიასთან, რომლებიც ერაყს მოწინავე შეიარაღების სისტემებს აწვდიდნენ. სადამ ჰუსეინს აშშ-სთან ურთიერთობები ნაკლებად ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ირან-ერაყის ომის დროს აშშ ერაყს უჭერდა მხარს. ქუვეითში შეჭრის შემდეგ, რასაც სპარსეთის ყურის მეორე ომი მოჰყვა, ერაყის ურთიერთობები არაბულ და დასავლურ სამყაროსთან მნიშვნელოვნად შეიცვალა. ეგვიპტე, საუდის არაბეთი, სირია და სხვა ქვეყნები ქუვეითს უჭერდნენ მხარს. 2003 წელს სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ საგარეო საქმეთა მინსიტრად ჰოშიარ ზებარი დაინიშნა. 2020 წლის ივნისიდან ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი ქურთი ფუად ჰუსეინია.

საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა

ერაყის საელჩო ვაშინგტონში, აშშ-ში

ერაყი შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია: არაბული ქვეყნების ლიგა, არაბული სავალუტო ფონდი, ეკონომიკური და სოციალური განვითარების არაბული ფონდი, არაბული ეკონომიკური გაერთიანების საბჭო, დასავლეთ აზიის ეკონომიკური და სოციალური კომისია, G-77, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, ინტერპოლი, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირი, მიუმხრობლობის მოძრაობა, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია, ნავთობის ექსპორტიორი არაბული ქვეყნების ორგანიზაცია, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, საერთაშორისო საფოსტო კავშირი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი.

ორმხრივი ურთიერთობები

აზია

იორდანია

ბაღდადის მერი (მარჯვნივ) მეშჰედის მერთან შეხვედრისას

1980-იანი წლებიდან ერაყსა და იორდანიას შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, როდესაც ირან-ერაყის ომის დროს იორდანიამ ერაყს დაუჭირა მხარი. იორდანია მხარს უჭერდა ერაყს სპარსეთის ყურის მეორე ომის დროსაც, რამაც ქვეყნებს შორის კავშირების გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები გაცივდა აბდულა II-ის გამეფების შემდეგ. იორდანიის მეფე არაბული სახელმწიფოების ლიდერებიდან პირველი იყო, რომელიც სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ერაყს ეწვია. იორდანია ერთ-ერთია არაბული სახელმწიფოების იმ მცირე რაოდენობიდან, რომელთაც ერაყში ელჩი ჰყავთ.[1] იორდანიის საელჩო ბაღდადში მდებარეობს, ხოლო ერაყის საელჩო ამანში.

ქუვეითი

ერაყ-ირანის ომის დასრულების შემდეგ ქუვეითმა ერაყს 65 მილიარდი ამერიკული დოლარის ვალის ჩამოწერაზე უარი უთხრა. ქუვეითის მიერ ნავთობის წარმოების 40%-ით გაზრდას ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური მეტოქეობა მოჰყვა. ერაყმა ქუვეითის გადაწყვეტილება აგრესიის გამოხატულებად მიიჩნია. ურთიერთობები უფრო დაიძაბა თვეების შემდეგ, როდესაც ერაყმა ქუვეითს საზღვრის მახლობლად, რუმაილის ნავთობის ველზე ნავთობის მოპოვებაში დასდო ბრალი.[2] 1990 წლის აგვისტოში ერაყი ქუვეითში შეიჭრა და მცირე ხნით მისი ანექსირებაც მოახდინა.

2019 წლის აგვისტოში ერაყმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას საპროტესტო წერილი გაუგზავნა გეოგრაფიულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ქუვეითის მთავრობამ მარკერ 162-ის მახლობელ საზღვაო ტერიტორიაზე განახორციელა.[3][4]

2021 წლის მარტში ერაყმა განაცხადა, რომ მან ქუვეითს უკვე გადაუხადა 50 მილიარდი ამერიკული დოლარი და მხოლოდ 2.5 მილიარდი ამერიკული დოლარი დარჩა გადასახდელი.[5]

ლიბანი

ერაყის საელჩო აბუ-დაბში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

ერაყსა და ლიბანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1943 წელს დამყარდა. ორივე სახელმწიფო უარს ამბობს ისრაელის აღიარებაზე და მხარს უჭერს პალესტინელებს.

ისტორიის მანძილზე ერაყსა და ლიბანს ახლო კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობები ჰქონდათ. სადამ ჰუსეინის რეჟიმის დროს ბაათისტურ პარტიას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ბაშირ ჟმაიელთან და ამინ ჟმაიელთან. ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდა მას შემდეგ, როდესაც ერაყის წარმომადგენლებმა ლიბანის მეორე ომის დროს ისრაელის მოქმედებები ღიად დაგმეს.

ჩრდილოეთი კორეა

ერაყსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1968 წლის 9 ივლისს დაიწყო, თუმცა 1980 წლის 10 ოქტმბერს, ერაყ-ირანის ომის შემდეგ შეწყდა. სახელმწიფოებმა ურთიერთობები ხელახლა დაამყარეს 2008 წლის 29 სექტემბერს. 1970-1980-იან წლებში ერაყს საელჩო ფხენიანში ჰქონდა, ხოლო ჩრდილოეთ კორეას ბაღდადში.

ომანი

ერაყსა და ომანს შოირს ურთიერთობები შუმერებიდან იწყება, რომლებიც არაბეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ბოლოს მაგანს უწოდებდნენ.[6] 1990 წელს სადამ ჰუსეინის ქუვეითში შეჭრის შემდეგ ომანმა ერაყში საელჩო დახურა. 2019 წლის 12 მაისს ომანმა გამოაცხადა, რომ ბაღდადში საელჩოს ხელახლა გახსნა აპირებს.[7]

ფილიპინები

ფილიპინებსა და ერაყს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1975 წლის 12 იანვარს დამყარდა, როდესაც ერაყის საელჩო მანილაში გაიხსნა. ამას 1980 წლის 9 სექტემბერს ბაღდადში ფილიპინების საელჩოს გახსნა მოჰყვა. 2004 წელს უსაფრთხოების გამო ფილიპინებმა საელჩო ამანში გადაიტანა, ხოლო ერაყმა მანილაში საელჩო 2003 წლის სექტემბერში დახურა. ფილიპინებმა საელჩო ბაღდადში 2011 წლის ნოემბერში დააბრუნა.[8]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. „Jordan's Abdullah first Arab leader to visit Iraq“. ABC News. 11 August 2008. ციტირების თარიღი: 21 February 2015.
  2. Stork, Joe, Lesch, Ann M (1990). „Background to the Crisis: Why War?“. Middle East Report (167): 11–18. doi:10.2307/3012998. JSTOR 3012998.
  3. Iraq (2019-08-09). „Letter dated 7 August 2019 from the Permanent Representative of Iraq to the United Nations addressed to the Secretary-General“ (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 December 2021. ციტირების თარიღი: 23 December 2021. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  4. UK, Integrity. Ku-wait Right There! Iraq Accuses Kuwait of Infringing Shared Maritime Borders – Integrity UK en-US. ციტირების თარიღი: 2021-12-23
  5. Iraq says paid $50 bln in war reparations to Kuwait. ციტირების თარიღი: 2021-12-23
  6. „Envoy speak: Oman-Iraq relations flourish in new era“. Times of Oman. 13 April 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 May 2019. ციტირების თარიღი: 13 May 2019.
  7. „Oman Says It Will Reopen Its Embassy in Iraq“. The New York Times. 12 May 2019.
  8. The history of the relations between Iraq and the Philippines started in 1975 when the Iraqi embassy in Manila opened on 12/1/1975 , and the Philippine Mission began its work in Baghdad on 19/9/1980. Embassy of The Republic of Iraq in Manila (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-27. ციტირების თარიღი: 2013-11-12

Read other articles:

Piero de' MediciDomenico GhirlandaioPiero di Lorenzo de' Medicitempera su pergamena, 1494 circa (Napoli, Biblioteca Nazionale)Signore di Firenzede factoStemma In carica1492 –1494 PredecessoreLorenzo il Magnifico SuccessoreGirolamo Savonarola Nome completoPiero di Lorenzo de' Medici, detto il Fatuo o lo Sfortunato NascitaFirenze, 15 febbraio 1472 MorteCastelforte, presso il fiume Garigliano, 28 dicembre 1503 (31 anni) Luogo di sepolturaAbbazia di Montecassino Dinastia Medici ...

 

Veerendra Heggade Nama lainHeggade/Pergade, Dharmarathna, DharmabhushanaInformasi pribadiLahir25 November 1948 (umur 75)Canara Selatan,Kepresidenan Madras,India Britania(sekarang Karnataka, India)Kedudukan seniorLokasiDharmastala, Karnataka, IndiaLama menjabat1968 - sekarangPendahuluDharmadhikari Ratnavarma HeggadeKedudukanDharmadhikari (administrator warisan) Kuil DharmasthalaSitus webwww.veerendraheggade.in Templat:Jainisme D. Veerendra Heggade (lahir 25 November 1948) adalah seor...

 

Pradeep Ranganaප්‍රදීප් රංගනBackground informationBirth namePradeep Rangana AbesingheBorn (1983-11-12) 12 November 1983 (age 40)Ratnapura, Sri LankaGenrespop, soul bluesOccupation(s)Physician, singer-songwriterInstrument(s)Vocals, guitarYears active2007–presentLabelsM EntertainmentMusical artist Pradeep Rangana (ප්‍රදීප් රංගන) (born 12 November 1983), is a Sri Lankan medical doctor, singer, and songwriter. He was the winner in the second ...

1975 studio album by Tangerine DreamRubyconStudio album by Tangerine DreamReleased21 March 1975RecordedJanuary 1975, The Manor, Shipton-on-CherwellGenre Electronic ambient kosmische Length34:53LabelVirginProducerTangerine DreamTangerine Dream chronology Phaedra(1974) Rubycon(1975) Ricochet(1975) Audio sampleRubycon: Part 1filehelp Rubycon is the sixth studio album by German electronic music group Tangerine Dream. It was released in 1975.[1] It is widely regarded as one of the...

 

Le train à sustentation magnétique japonais JR-Maglev en 2005. Transrapid 09 sur le site d'essai d'Emsland en Allemagne. Un train à sustentation magnétique ou Maglev est un train utilisant les forces magnétiques pour se déplacer. Il utilise le phénomène de sustentation électromagnétique et n'est donc pas en contact avec des rails, contrairement aux trains classiques. Ce procédé permet de supprimer la résistance au roulement et d'atteindre des vitesses plus élevées : le rec...

 

Primera División 1947-1948 Competizione Primera División Sport Calcio Edizione 17ª Organizzatore RFEF Date dal 21 settembre 1947all'11 aprile 1948 Luogo  Spagna Partecipanti 14 Risultati Vincitore Barcellona(3º titolo) Retrocessioni Real SociedadSporting Gijón Statistiche Miglior marcatore Pahiño (23) Incontri disputati 182 Gol segnati 696 (3,82 per incontro) Cronologia della competizione 1946-1947 1948-1949 Manuale La Primera División 1947-1948 è stata la 17ª edi...

Disambiguazione – Se stai cercando il torrente omonimo, vedi Ribordone (torrente). Ribordonecomune Ribordone – VedutaVeduta LocalizzazioneStato Italia Regione Piemonte Città metropolitana Torino AmministrazioneSindacoGuido Bellardo Gioli (lista civica) dall'8-6-2009 TerritorioCoordinate45°25′55.34″N 7°30′07.02″E / 45.43204°N 7.50195°E45.43204; 7.50195 (Ribordone)Coordinate: 45°25′55.34″N 7°30′07.02″E / 45.4320...

 

Questa voce sull'argomento stagioni delle società calcistiche italiane è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Voce principale: Foligno Calcio. Foligno CalcioStagione 2012-2013Sport calcio Squadra Foligno Allenatore Giovanni Tedesco poi Mirko Barbetta poi Francesco Monaco poi Alessio De Petrillo Presidente Maurizio Zampetti Seconda Divisione16º posto nel girone B. Retrocesso in Serie D. ...

 

Giulio Classico (in latino Iulius Classicus) (... – ...; fl. I secolo) è stato un mercenario gallo che fu un prefetto dell'Impero romano coinvolto nella rivolta batava (69-70). Membro della tribù dei Treviri, Classico era prefetto di un'ala di Treviri dell'esercito romano del Reno, sotto il comando di Vitellio (69). Discendente della famiglia reale dei Treviri, i suoi antenati lo qualificavano come nemico di Roma, piuttosto che come sua alleato. Quando il comandante batavo dell'esercito r...

追晉陸軍二級上將趙家驤將軍个人资料出生1910年 大清河南省衛輝府汲縣逝世1958年8月23日(1958歲—08—23)(47—48歲) † 中華民國福建省金門縣国籍 中華民國政党 中國國民黨获奖 青天白日勳章(追贈)军事背景效忠 中華民國服役 國民革命軍 中華民國陸軍服役时间1924年-1958年军衔 二級上將 (追晉)部队四十七師指挥東北剿匪總司令部參謀長陸軍�...

 

Process by which an organism grows from a spore or seed Not to be confused with Gemination or Germanization. Sunflower seedlings, three days after germination Sunflower time lapse with soil. cross section, showing how the root and the upper part of the plant grow Germination is the process by which an organism grows from a seed or spore. The term is applied to the sprouting of a seedling from a seed of an angiosperm or gymnosperm, the growth of a sporeling from a spore, such as the spores of ...

 

Mochamad Nor Didik Andiono Informasi pribadiLahir0 Juli 1965 (umur 58)IndonesiaAlma materAkademi Kepolisian (1988)Karier militerPihak IndonesiaDinas/cabang Kepolisian Negara Republik IndonesiaMasa dinas1988—2023Pangkat Brigadir Jenderal PolisiNRP65070692SatuanIntelkamSunting kotak info • L • B Brigjen. Pol. (Purn.) Drs. Mochamad Nor Didik Andiono, M.H. (lahir Juli 1965) adalah seorang Purnawirawan Polri yang jabatan terakhirnya adalah Analis Kebijakan Utama Bida...

Leap YearTheatrical release posterSutradaraAnand TuckerProduserGary BarberChris BenderRoger BirnbaumJonathan GlickmanJake WeinerDitulis olehSimon BeaufoyHarry ElfontDeborah KaplanPemeranAmy AdamsMatthew GoodeKaitlin OlsonAdam ScottJohn LithgowPenata musikRandy EdelmanSinematograferNewton Thomas SigelPenyuntingNick MoorePerusahaanproduksiSpyglass EntertainmentDistributorUniversal Pictures (AS)Optimum Releasing (Inggris)Tanggal rilis 8 Januari 2010 (2010-01-08) Durasi100 minutesNegar...

 

Premio Nobel per la medicina 1979 Tomografia computerizzata (CT).[2][3]Godfrey Newbold Hounsfield (Newark-on-Trent, 28 agosto 1919 – Kingston upon Thames, 12 agosto 2004) è stato un ingegnere britannico, premio Nobel per la medicina nel 1979, insieme a Allan Cormack, per i suoi lavori sulla tomografia computerizzata a raggi X[1]. Radiografia della mano di Rudolf Albert von Kölliker eseguita da Röntgen Il lavoro di Hounsfield rappresenta un'evoluzione delle sc...

 

Former English school in Woolhampton For the sixteenth-century seminary, see English College, Douai. Douai SchoolLocationUpper Woolhampton, BerkshireEnglandInformationTypePrivateMottoDominus mihi adjutor (Latin: The Lord is my aid)Religious affiliation(s)Roman CatholicEstablished1615 (re-founded 1818 and 1903)FounderSt. Edmund's Monastery (Paris)Closed1999GenderBoysAge13 to 18Number of pupilsapprox. 200HousesFaringdon   ; Gifford   ; Samson   ; Walmesley ...

One of the two languages of the Armenian language family This article is about the Armenian dialect. For the historical region, see Eastern Armenia.This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Eastern Armenian – news · newspapers · books · scholar · JSTOR (April 2023) (Learn how and when to remove this me...

 

LalatRentang fosil: Pertengahan Trias - sekarang 245–0 jtyl PreЄ Є O S D C P T J K Pg N 16 spesies lalat yang berbeda Klasifikasi ilmiah Kerajaan: Animalia Filum: Arthropoda (tanpa takson): Antilophora Kelas: Insecta Subkelas: Pterygota Infrakelas: Neoptera Superordo: Panorpida Ordo: DipteraLinnaeus, 1758 Subordo Nematocera (termasuk Eudiptera) Brachycera Lalat adalah jenis serangga dari ordo Diptera (berasal dari bahasa Yunani dip berarti dua dan ptera berarti sayap). Perbedaan yan...

 

Chinese politician This article is about the Chinese politician. For the Taiwanese politician, see Chen I-hsin. For the American computer scientist, see Yixin Chen. For the Singaporean actress, see Chen Yixin (actress). In this Chinese name, the family name is Chen.Chen Yixin陈一新Chen in 20216th Minister of State SecurityIncumbentAssumed office 30 October 2022PremierLi KeqiangLi QiangPreceded byChen WenqingSecretary General of Central Political and Legal Affairs CommissionIn officeMar...

Viktor Dohadailo Dohadailo in 2004Personal informationFull name Viktor Havrylovych DohadailoDate of birth (1960-04-17) 17 April 1960 (age 64)Place of birth Kyiv, Ukrainian SSRPosition(s) MidfielderSenior career*Years Team Apps (Gls)1978 SKA Kyiv 13 (0)1980 FC Ocean Kerch 25 (0)1981 FC Desna Chernihiv 1 (0)1982 FC Ocean Kerch 1 (0)Managerial career1994–1999 Ukraine U-21 (assistant)1997–2001 Ukraine U-19 (assistant)2001–2005 FC Shakhtar Donetsk (staff)2005–2007 FC Chornomorets Ode...

 

Alfianellocomune LocalizzazioneStato Italia Regione Lombardia Provincia Brescia AmministrazioneSindacoMatteo Zani (lista civica Popolare per Alfianello) dal 26-5-2014 (3º mandato dal 9-6-2024) TerritorioCoordinate45°16′N 10°09′E45°16′N, 10°09′E (Alfianello) Altitudine48 m s.l.m. Superficie13,75 km² Abitanti2 281[1] (30-11-2023) Densità165,89 ab./km² Frazioninessuna Comuni confinantiCorte de' Frati (CR), Milzano, Po...