გაიუსი ყოფილა ვინმე გაიუსის შვილი ან როგორც მისი ძმისშვილი წმინდა სუზანა კონკორდიელი გვაუწყებს იმპერატორდიოკლეტიანეს ნათესავი. პაპად აირჩიეს 283 წლის 17 დეკემბერს. მისი პონტიფიკატის დროს ქრისტიანები დევნას არ განიცდიდნენ რომში. პაპ კაიუსის საფლავი ბერძნული წარწერით აღმოაჩინეს კალიქსტ I-ის კატაკომბაში. საფლავში იპოვეს პაპის ბეჭედი, რომლითაც ის წერილებს ბეჭდავდა.