არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 1991 წლის 26 დეკემბერს აღიარა. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მომდევნო წლის 1-ელ სექტემბერს დამყარდა. აზერბაიჯანის საელჩო აბუ-დაბში, ხოლო არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩო ბაქოში მდებარეობს.
ორივე სახელმწიფოს საელჩოები მოკავშირე ქვეყნის დედაქალაქში აქვს განლაგებული. თურქმენეთს საკონსულო აქვს დუბაიში. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან თურქმენეთში სამომხმარებლო საქონელი და საკვები პროდუქტები შეაქვთ. კასპიის ზღვის სანაპიროზე ნავთობის მომპოვებელი სამი კონცესიიდან ერთ-ერთს Dragon Oil ფლობს, რომელიც მთლიანად Emirates National Oil Company-ს მფლობელობაშია. თურქმენული TAPI Pipeline Company-ის საერთაშორისო ოფისი დუბაიში მდებარეობს.
ორივე სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს და ახლო კულტურული და ისტორიული კავშირები აქვთ. არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩო ბეირუთში მდებარეობს,[3]ლიბანის საელჩო აბუ-დაბშია განთავსებული, ხოლო გენერალური საკონსულო დუბაიში მდებარეობს.
ფილიპინების საელჩო აბუ-დაბიში ფორმალურად 1980 წლის 17 ივნისს გაიხსნა.[4] არაბთა გაერთიანებული საამიროები ექსპატრიატ მუშებზე დიდადაა დამოკიდებულები, რომელთა მნიშვნელოვან წილს ფილიპინელები შეადგენენ. ზღვისიქით დასაქმებული ფილიპინელების რაოდენობით არაბთა გაერთიანებული საამიროები მეორე ადგილზეა (საუდის არაბეთის შემდეგ). არაბთა გაერთიანებული საამიროები მხარს უჭერდა სამშიდობო მოლაპარაკებებს ფილიპინების მთავრობასა და მოროს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ფრონტს შორის მოლაპარაკებებს, რომელიც 1996 წლის 2 სექტემბერს სამიდობო შეთანხმების დადებით დასრულდა. არაბთა გაერთიანებული საამიროები მხარს უჭერს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში ფილიპინებისთვის დამკვირვებლის სტატუსს მინიჭებას.[5]