ანა ავსტრიელი (1601-1666)

ანა ავსტრიელი
Ana de Austria

პორტრეტი შესრულებულია 1620 წელს პეტერ პაულ რუბენსის მიერ
საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 24 ნოემბერი 1615
მმართ. დასასრული: 14 მაისი 1643
წინამორბედი: მარია მედიჩი
მემკვიდრე: მარია ტერეზა ესპანელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 სექტემბერი 1601
დაბ. ადგილი: ვალიადოლიდი, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 20 იანვარი 1666 (64 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ლუი XIII, საფრანგეთის მეფე
შვილები: ლუი XIV, საფრანგეთის მეფე
ფილიპ I, ორლეანის ჰერცოგი
სრული სახელი: ქართულად: ანა მარია მაურისია დე ჰაბსბურგ ი ბურბონი
ესპანურად: Ana María Mauricia de Austria y Austria
ფრანგულად: Anne-Marie-Mauricie d'Autriche
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფილიპე III, ესპანეთის მეფე
დედა: მარგარეტ ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ანა ავსტრიელი (ესპ. Ana de Austria, ფრანგ. Anne d'Autriche; დ. 22 სექტემბერი, 1601, ვალიადოლიდი, ესპანეთი — გ. 20 იანვარი, 1666,პარიზი, საფრანგეთი) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე ფილიპე III-ის და მისი მეუღლის, დედოფალ მარგარეტ ავსტრიელის უფროსი ქალიშვილი. დაბადებიდან იყო ავსტრიის პრინცესა, ესპანეთისა და პორტუგალიის ინფანტა. 1615 წელს იქორწინა საფრანგეთისა და ნავარის მეფე ლუი XIII-ზე, რის შემდეგაც 1643 წლამდე იგი საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი გახდა. ლუი XIV-ის დედა და მისი რეგენტი 1643–1651 წლებში. სწორედ ამ პერიოდში მოღვაწეობდა კარდინალი მაზარინი.

ადრეული ცხოვრება (1601-1615)

ანა ავსტრიელი 1607 წელს, ექვსი წლის ასაკში

ანა დაიბადა 1601 წლის 22 სექტემბერს ესპანეთის ქალაქ ვალიადოლიდში. მისი მშობლები იყვნენ ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე ფილიპე III და მისი ცოლი, დედოფალი მარგარეტ ავსტრიელი. იგი დაბადებიდან მალევე მონათლეს კათოლიკედ. იგი დაბადებიდანვე ატარებდა ავსტრიის ერცჰერცოგინიისა და პორტუგალიისა და ესპანეთის ინფანტის ტიტულს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ესპანეთში დაიბადა და გაიზარდა, მას მაინც ავსტრიელს უწოდებენ, ვინაიდან მისი საგვარეულო - ჰაბსბურგები წარმოშობით ავსტრიიდან არიან. ამ დროისათვის ჰაბსბურგები ყველაზე გავრცელებული და ძლევამოსილი გვარი იყო და ესპანეთის გარდა კიდევ უამრავ ქვეყანას მართავდნენ, თუმცა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მათი ძალაუფლება დაეცა.

ანა იზრდებოდა ალკაზარის სამეფო სასახლეში. პატარა პრინცესა მშობლებთან ერთად იზრდებოდა და ძალიან რელიგიური იყო. მისი ჭეშმარიტ კათოლიკედ აღზრდის მიზნით დედას იგი ხშირად დაჰყავდა ეკლესიაში. 1611 წელს დედამისი, დედოფალი მარგარეტ ავსტრიელი გარდაიცვალა მშობიარობის დროს. მიუხედავად უდიდესი ტკივილისა, ანა დედასავით ზრუნავდა თავის უმცროს და-ძმებზე.

საფრანგეთში ცხოვრება (1615-1651)

ქორწინება (1615)

ცხენზე ამხედრებული ანა ავსტრიელი

11 წლის ასაკში ანა ავსტრიელი დანიშნეს საფრანგეთისა და ნავარის მეფე ლუი XIII-ზე, რომელიც მისი ასაკის იყო. მზითვში ანას გაატანეს 500 000 კრონა და უამრავი ძვირფასი სამკაული. ესპანელებმა საქორწინო კონტრაქტში ჩააწერინეს, რომ თუ ანა ლუიზე ადრე, უშვილოდ დაიღუპებოდა მთელი მისი მზითევი ესპანეთს დაუბრუნდებოდა. ქორწინებამდე ანასაც და ლუისაც უარი ათქმევინეს ესპანეთის ტახტის მემკვიდრეობაზე, შემდგომში მათი შთამომავლების პრეტენზიების თავიდან ასაცილებლად. 1615 წლის 24 ნოემბერს ქალაქ ბურგოსში შედგა ორმაგი ქორწინება. ანა დააქორწინეს ლუი XIII-ზე, ხოლო ანას ძმა, ინფანტი ფილიპე დააქორწინეს ლუის უმცროს დაზე, პრინცესა ელიზაბეტ ფრანგზე. ეს ქორწინება იყო 1559 წელს დადებული კატო-კამბრეზის ზავის გაგრძელება, რომელიც ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ დადო საფრანგეთის მეფე ანრი II-თან და ამის განსამტკიცებლად ცოლად მისი ასული, პრინცესა ელიზაბეტ ვალუა შეირთო. შეიძლება ითქვას, რომ ესპანელებმა და ფრანგებმა ელიზაბეტი და ანა გაცვალეს. ანა საკმაოდ ცოცხალი ახალგაზრდა იყო. მას ძალიან უყვარდა ცხენით ჯირითი და თვლიდნენ, რომ იგი საფრანგეთს ბევრ მემკვიდრეს გაუჩენდა. ანას მთელი ევროპის მასშტაბით უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მათ შორის ბუკინგემის ჰერცოგიც კი.

დედოფალი (1616-1637)

დედოფალი ანა 1616 წელს

ანა და ლუი, თოთხმეტი წლის მანძილზე ცდილობდნენ მემკვიდრის გაჩენას, რათა თავიდან აეცილებინათ განქორწინება და სამოქალაქო ომი, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლუი თავის ახალ ცოლს გულგრილად ეპყრობოდა. ლუის დედა, დედა-დედოფალი მარია მედიჩი, თავს კვლავ დედოფლად თვლიდა და თავის რძალს ამ თანამდებობაზე არ სცნობდა. ანამ გარს შემოირტყა ესპანელების უზარმაზარი წრე და ფაქტობრივად საფრანგეთში პატარა ესპანეთი მოიწყო. იგი საუბრობდა ესპანურად და საფრანგეთში ესპანური ეტიკეტის მიხედვით იქცეოდა.

საფრანგეთის ახალ დედოფალს მალევე გამოუჩნდა თაყვანისმცემელი კონჩინო კონსინის სახით. ცნობილია, რომ თავად დედოფალიც არ იყო მის მიმართ გულგრილი. სწორედ ამიტომ, 1617 წელს მარია მედიჩიმ ლუის ენა მიუტანა, რის შემდეგაც კონჩინო უმალვე დასაჯეს სიკვდილით, ხოლო დედოფლის სახელის გადასარჩენად მისი დასჯის მიზეზად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა გამოაცხადეს. ამის შემდეგ ანა ფრანგულ წყობაზე გადავიდა, დაითხოვა თავისი ესპანელი ფრეილინები და გარს სულ ფრანგები შემოიკრიბა, მათ შორის კონტის პრინცესა ლუიზა-მარგარიტა დე ლორენი და სხვა დიდი ფრანგი დიდგვაროვნები. აქედან მოყოლებული ანა ფრანგულ მოდაზე იცვამდა, შეისწავლა ფრანგული ენა და ეტიკეტი. 1619 წელს ანა ავსტრიელი დაფეხმძიმდა, თუმცა მალევე დაავადება შეეყარა და მუცელი მოეშალა.

მთელი რიგი უშედეგო ფეხმძიმობების შემდეგ, მეფემ თითქმის ხელი ჩაიქნია. 1622 წლის 14 მარტს ორსული ანა თავისი ქალბატონების გარემოცვაში უეცრად მაღალი კიბიდან დაგორდა, რის გამოც ნაადრევი მშობიარობით მკვდარი ბავშვი გააჩინა. ლუიმ ბრალი დასდო მის ერთ-ერთ ფრეილინს, იგი თვლიდა, რომ სწორედ მისი ბრალი იყო ანას დაგორება, ამიტომაც ის სასახლიდან გააძევა. 1621 წლის დეკემბერში ლუის ერთგული მრჩეველი გარდაიცვალა, რის შემდეგაც სამეფო კარზე სიტუაცია არნახულად აირია. მეფემ საყვარელი გაიჩინა, რომელიც სასახლეში ინტრიგების საოცარი მხლართველი იყო. მეფის საყვარელი მას მხოლოდ იყენებდა, თავად კი სრულიად სხვა კაცი უყვარდა, რომელიც მეფის მრჩევლად დაანიშნინა. ამ დროს დედოფალი უკვე მესამეხარისხოვანი ფიგურაა ქვეყანაში მეფისა და მისი საყვარლის შემდეგ.

მალე ლუი მიხვდა მისი საყვარლის განზრახვებს და თავიდან მოიშორა. თუმცა სულ მალე ლუი ახალი კაცის, კარდინალ რიშელიეს გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. რიშელიემ მეფე ჰაბსბურგთა დინასტიის წინააღმდეგ აამხედრა, რომლის წარმომადგენელიც იყო ანა. რიშელიეს წყალობით, მეფემ ესპანეთთან, გერმანიასთან და ავსტრიასთან ომი დაიწყო. ამრიგად ანა ორ ფრონტს შორის აღმოჩნდა. ერთი მხრიდან მისი ნათესავები ახსენებდნენ მის ვინაობას და მოქმედებას სთხოვდნენ, ხოლო მეორე მხრიდან - ლუი დედოფლის ვალდებულებებს ახსენებდა და მის ერთგულებაზე მიუთითებდა.

დედოფალი ანა ავსტრიელი, შესრულებულია პეტერ პაულ რუბენსის მიერ 1622-25 წლებში

სულ მალე სამეფო ოჯახი და დიდებულები რიშელიეს წინააღმდეგ დაირაზმნენ. მის წინააღმდეგ ინტრიგებში თავად დედოფალი ანაც ჩაება. ინტრიგაში ასევე ჩაება მეფის ყოფილი საყვარელი მარი დე როან-მონტბასონი, მარია მედიჩი და მეფის ძმა, ორლეანის ჰერცოგი გასტონ დე ბურბონი. შეთქმულება რიშელიემ გამოააშკარავა, რის შემდეგაც მარია მედიჩიმ, გასტონმა და ანამ თავი დაიძვრინეს, ხოლო ლუიმ თავისი ყოფილი საყვარელი სიკვდილით დაასჯევინა.

1626 წლიდან რიშელიემ და ლუიმ დედოფალ ანას მის ფრეილინად დაუნიშნეს თავიანთი ჯაშუში მადლენ დე ფარგი, რომელიც მალე ძალიან დაუახლოვდა დედოფალს და პირიქით, მის ჯაშუშად იქცა. 1630 წლის დეკემბერში კარდინალი რიშელიე მეფის პირველი მრჩეველი გახდა. მის წინააღმდეგ მარია მედიჩმა, ანამ და გასტონმა სასწრაფოდ დაიწყეს შეთქმულების მზადება, რომელიც ერთ-ერთმა მონაწილემ გასცა. მეფემ თავისი ოჯახის წევრები სასტიკად დასაჯა, გასტონი და მარია სასახლეს გაეცალნენ, ანა კი რიშელიესთან მივიდა და ტირილით სთხოვა ქმართან შერიგება. რიშელიემაც ლუი დაარწმუნა და დედოფალი არ დასაჯა. 1632 წლიდან ინტრიგათა ქსელის ახალი ხლართვა დაიწყო. შეთქმულებს ახლა უკვე ლუის ტახტიდან ჩამოგდება მისი მონასტერში გამოკეტვა და გასტონის გამეფება ჰქონდათ მიზნად. ხოლო ყოველივე ამის ასრულების შემდეგ ანა გასცილდებოდა ლუის და გასტონს გაჰყვებოდა ცოლად. შეთქმულთა საუბედუროდ ეს საქმეც დაწყებამდე ჩავარდა. დედოფალი დაკითხეს და დაადასტურა კიდეც, რომ აღმოჩენილი წერილები მისი დაწერილი იყო, თუმცა მათი გეგმები ბოლომდე არ იცოდა. დედა-დედოფალი მარია მედიჩი ქვეყნიდან გააძევეს, გასტონმა კი თავს ლოთარინგიაში გაქცევით უშველა.

1635 წელს საფრანგეთმა ესპანეთს ომი გამოუცხადა, რამაც დედოფალი საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო. დედოფალს თავის ძმასთან, ესპანეთის მეფე ფილიპე IV-თან წერილების წერა ჰქონდა გაჩაღებული. ძმა მას მოქმედებისკენ და ქმრის დაშოშმინებისკენ მოუწოდებდა, ხოლო იგი განუმარტავდა, რომ მეფე მთლიანად რიშელიეს გავლენის ქვეშ იყო. იგი ჩუმად ატყობინებდა თავის ძმას ფრანგების სამომავლო გეგმების შესახებ, რის გამოც ესპანელები ყოველთვის მომზადებულები ხვდებოდნენ. თუმცა ინგლისსა და საფრანგეთს შორის ალიანსის დამყარებამ ესპანეთს ძირი გამოუთხარა. ინგლისელებს სურდათ მათ მეფეს, ჩარლზ I-ს ცოლად ესპანეთის პრინცესა, ანას უმცროსი და მარია ანა შეერთო, თუმცა მან ანგლიკან კაცზე ქორწინებაზე სასტიკი უარი განაცხადა, უკან მიმავალ ჩარლზს კი ფრანგებმა ლუის უმცროსი დის, პრინცესა ანრიეტა მარიას ხელი შესთავაზეს, რაზეც ჩარლზი სიხარულით დასთანხმდა. ამრიგად ინგლისი საფრანგეთის მოკავშირე გახდა. თუმცა რაც დრო გადიოდა, ანას უფრო და უფრო უჭირდა ნათესავებთან წერილების გაგზავნა, ბოლოს კი საერთოდ ვეღარ გზავნიდა, რადგან რიშელიემ გაგზავნამდე მისი წერილების კითხვა დაიწყო და დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას არ უშვებდა.

1637 წელს ანამ შეიტყო, რომ მისი წერილები ესპანეთსა და გერმანიაში კი არა, არამედ რიშელიეს კაბინეტში მიდიოდა. საბოლოოდ რიშელიემ მოაგროვა დედოფლის ნათესავებთან მიწერილი წერილები და მეფეს წარუდგინა, რის შემდეგაც გამოაშკარავდა, რომ დედოფალი კვლავ ჰაბსბურგების მოკავშირე იყო. 11 აგვისტოს დედოფალი დაკითხეს. ცხადია, ანამ ყველაფერი უარყო, მაგრამ დაკითხვა რამდენიმე დღე გაგრძელდა და უკვე გადაღლილმა ანამ 15 აგვისტოს ყველაფერი აღიარა. 17 აგვისტოს მას იძულებით მოაწერინეს ხელი საბუთზე, რომლის მიხედვითაც იგი თავის ნათესავებთან ურთიერთობას წყვეტდა. მას აუკრძალეს მარტო დარჩენა და წერილების წერა, იგი ყოველთვის მინიმუმ ერთ ფრეილინთან ერთად იყო. ასევე აეკრძალა თავის ოთახში სტუმრების მიღება და ესპანეთისა და გერმანიის ელჩებთან კონტაქტი. ამრიგად დედოფალი სრული კონტროლის ქვეშ იყო და იგი თავისი ახლობლების დახმარებას ვეღარ ახერხებდა.

მემკვიდრის გაჩენა (1638-1643)

ლუი XIII და ანა ავსტრიელი თავიანთ ახლად დაბადებულ ვაჟ ლუისთან ერთად, უკანა ფონზე ჩანან კარდინალი რიჩელიე და ჰერცოგინია დე შევრეზი

მიუხედავად დედოფალსა და მეფეს შორის არსებული ღრმა უფსკრულისა, რომელიც ანას ინტრიგებით იყო გამოწვეული, რიშელიემ დაარწმუნა მეფე მემკვიდრის აუცილებლობაში და ლუი ერთი ღამით ანას ესტუმრა. შედეგად დედოფალი დაფეხმძიმდა და 1638 წლის 5 სექტემბერს ანამ ვაჟი გააჩინა, რომელსაც ლუი დაარქვეს. მომავალში იგი საფრანგეთის მეფე ლუი XIV გახდა. როგორც იქნა დაიბადა მემკვიდრე, რომელიც ბურბონთა დინასტიას გააგრძელებდა. ამ დროს ანა უკვე 37 წლის იყო. ხალხს მემკვიდრის დაბადება ყოველკვირეულმა გაზეთმა "Gazzete de France"-მა ამცნო.

ცოცხალი ბავშვის გაჩენამ წყვილის ურთიერთობა ვერ გამოასწორა. მეფე საერთოდ აღარ ენდობოდა ცოლს. თუმცა თხუთმეტი თვის შემდეგ იგი კვლავ ეწვია დედოფლის საძინებელს. ამ დღიდან 9 თვეში დედოფალმა მეორე ვაჟი გააჩინა, რომელსაც ფილიპი დაარქვეს. იგი მალევე აკურთხეს ორლეანის ჰერცოგად. ანას დაუკითხავად ორივე ბავშვი აღსაზრდელად ფრანსუა დე ლანსკს მიაბარეს. ცხადია, ამაში რიშელიეს ხელი ერია.

ლუი XIII-მ კარდინალს ვერსალთან ახლოს საუცხოო სასახლე აუშენა. განრისხებული ანა ავსტრიელი საბოლოოდ განუდგა ქმარს. მან თავისი ორივე ვაჟი წაიყვანა და ლუვრის სასახლიდან წავიდა. ლუი დედოფლის შემორიგებას შეეცადა, მაგრამ სულ ამაოდ. იგი მის გარდაცვალებამდე არ შერიგებია. 1643 წლის 14 მაისს ლუი XIII გარდაიცვალა. საფრანგეთის მეფე ანას ხუთი წლის ვაჟი ლუი XIV გახდა. მეფის მცირეწლოვანებიდან გამომდინარე ქვეყანა, რეგენტს უნდა ემართა, რომელიც ანა ავსტრიელი გახდა.

რეგენტი (1643-1651)

რეგენტი დედა-დედოფალი ანა ავსტრიელი

ლუი XIII-ის სურვილით მისი ვაჟის რეგენტი პიერ სეიჟერი უნდა გამხდარიყო, თუმცა დედოფალმა ეს არ დაუშვა. თავისი ხუთი წლის ვაჟის რეგენტობა ანამ თავის თავზე აიღო. ამით იგი საფრანგეთში ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე პირი გახდა. მან თავის მრჩევლად დაიყენა კარდინალი მაზარინი, რომელიც რიშელიეზე უარესი აღმოჩნდა. დედოფალი მთლიანად მისი გავლენის ქვეშ მოექცა. მაზარინმა დაშალა სამეფო საბჭო და დედოფლის მართვით მართავდა საფრანგეთს. დადიოდა ჭორები, რომ ანა ავსტრიელმა ჯულიო მაზარინზე ფარულად იქორწინა. იგი რამდენჯერმე დედოფალთან ერთად დასასვენებლადაც კი წავიდა. თუ ზოგიერთ ისტორიულ წყაროებს დავეყრდნობით, მაზარინი ჯერ მისი საყვარელი, შემდეგ კი ქმარი გახდა.

მაზარინისა და ანას ხელმძღვანელობით ლუი II კონდემ საფრანგეთში ჩაახშო არისტოკრატიული აჯანყება. 1651 წელს მისი ვაჟი ლუი XIV სრულწლოვანი გახდა, რითაც დასრულდა ანას და განსაკუთრებით მაზარინის მმართველობა. ლუიმ თავად განაცხადა, რომ უკვე შესაფერის ასაკში იყო და თავად შეეძლო ქვეყნის მართვა კარდინალის გარეშე.

დარჩენილი ცხოვრება (1651-1666)

1646 წლიდან ანასთან თავი შეაფარა მისმა მულმა, ანრიეტა მარიამ და მისმა ქალიშვილმა ჰენრიეტამ. ისინი ინგლისში არსებულ რევოლუციას გამოექცნენ, თუმცა მალე ფრანგებსაც მობეზრდათ უცხო ქვეყნის მონარქების რჩენა და აჯანყდნენ, რაც ანამ ძლივს ჩაახშო. მალე ანრიეტა მარიამ მოისურვა ჰენრიეტას დაქორწინება ლუი XIV-ზე, თუმცა ანას მისთვის სულ სხვა გეგმები ჰქონდა.

1660 წელს ანამ ლუი XIV დააქორწინა თავის ძმიშვილზე, ესპანეთის ინფანტ მარია ტერეზა ესპანელზე. 1661 წელს კი ჰენრიეტა დააქორწინა თავის უმცროს ვაჟზე, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ზე.

1661 წელს გარდაიცვალა მაზარინი. ამავე წელს მარია ტერეზამ გააჩინა ვაჟი, ტახტის ახალი მემკვიდრე, რომელსაც ლუი დაარქვეს. ამ ამბიდან ხუთი წლის შემდეგ, 1666 წლის 20 იანვარს ანა ავსტრიელი გარდაიცვალა, მკერდის კიბოთი.

შვილები

ანა ავსტრიელი თავის ვაჟებთან ერთად, მარჯვნივ ლუი, მარცხნივ კი ფილიპი
  1. მკვდარშობილი ბავშვი (დეკემბერი 1619).
  1. მკვდარშობილი ბავშვი (14 მარტი 1622).
  2. მკვდარშობილი ბავშვი (1626).
  3. მკვდარშობილი ბავშვი (აპრილი 1631).
  4. ლუი XIV (დ. 5 სექტემბერი 1638 - გ. 1 სექტემბერი 1715), საფრანგეთის მეფე, ცოლად შეირთო ანას ძმიშვილი მარია ტერეზა ესპანელი.
  5. ფილიპ I (დ. 21 სექტემბერი 1640 - გ. 8 ივნისი 1701), ორლეანის ჰერცოგი და ორლეანების დინასტიის დამაარსებელი. ჯერ ცოლად შეირთო თავისი მამიდაშვილი ჰენრიეტა ინგლისელი, შემდეგ კი ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი.

წინაპრები

ლიტერატურა

  • Fraser, Antonia. Love and Louis XIV: The Women in the Life of the Sun King (p.3; Doubleday Press).
  • Martha Walker Freer. The Married Life of Anne of Austria: Queen of France, Mother of Louis XIV.
  • Kleinman, Ruth: Anne of Austria. Queen of France.
  • Hills, edited by Helen (2003). Architecture and the politics of gender in early modern Europe. Aldershot: Ashgate. pp. 48–9.
  • Mignot, Claude (2001). Le Val-de-Grâce: l'ermitage d'une reine ([Réimpr.]. ed.). Paris: CNRS Éditions. p. 112.
  • Antonia Fraser. Love and Louis XIV: The Women in the Life of the Sun King.
  • In fact the couple spent the week of 23 to 30 November 1637 together at Saint-Germain-en-Laye, the presumed time of the conception of the Dauphin Louis Dieudonné.
  • Oliver Mallick, »Spiritus intus agit«. Die Patronagepolitik der Anna von Österreich 1643-1666 (Berlin: De Gruyter 2016).
  • Oliver Mallick, Clients and Friends: The Ladies-in-waiting at the Court of Anne of Austria (1615-1666), in: The Politics of Female Households. Ladies-in-Waiting across Early Modern Europe, ed. by Nadine N. Akkerman, Birgit Houben, Leiden: Brill, 2013, pp.231–264.
  • Oliver Mallick, Au service de la reine. Anne d'Autriche et sa maison (1616-1666), in: www.cour-de-france.de. Online at cour-de-france.fr
  • Claude Dulong, Anne d' Autriche, mère de Louis XIII (1985).
  • Marie-Catherine Vignal Souleyreau: Anne d' Autriche: La jeunesse d' une souveraine (Paris: Flammarion 2006).
  • Ruth Kleinman, Anne of Austria: Queen of France (1985).
  • Jean de la Varende, Anne d' Autriche: femme de Louis XIII (1954).
  • Paul Robiquet, Le coeur d'une Reine. Anne d'Autriche, Louis XIII et Mazarin (Paris: Felix Alcan 1912).

რესურსები ინტერნეტში

ანა ავსტრიელი (1601-1666)
დაიბადა: 22 სექტემბერი 1601 გარდაიცვალა: 20 იანვარი 1666
წინამორბედი:
მარია მედიჩი
საფრანგეთის დედოფლების სია
24 ნოემბერი 1615 - 14 მაისი 1643
შემდეგი:
მარია ტერეზა ესპანელი
წინამორბედი:
მარია მედიჩი
ნავარის დედოფალი
24 ნოემბერი 1615 - აგვისტო 1620
შემდეგი:
შეუერთდა საფრანგეთს

Read other articles:

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Oktober 2022. Bukit DamiJenisTempat wisata alamLokasiDesa Tigasan Wetan, Kecamatan Leces, Kabupaten Probolinggo Bukit Dami (bahasa Madura: Nong Demmih) adalah sebuah bukit wisata yang berada di Desa Tigasan Wetan, Kecamatan Leces, Kabupaten Probolinggo. Bukit ini di...

 

Charles de Gaulle (R91) Charles de Gaulle pada tahun 2019. Tentang kelas Nama:Kelas Charles de GaulleOperator: Angkatan Laut PrancisDidahului oleh:kelas ClemenceauDigantikan oleh:PA2 (dibatalkan)PANG (direncanakan)Biaya:€3 miliar (2001)Dibangun:1987–2000Bertugas:2001–sekarang Sejarah Prancis Nama Charles de GaulleAsal nama Charles de GaulleOperator Angkatan Laut PrancisPembangun Naval GroupPasang lunas 14 April 1989Diluncurkan 7 Mei 1994Pelayaran perdana 18 Mei 2001Pelabuhan daftar Tou...

 

DholaviraBagian dari situs yang telah digaliLokasiKhadirbet, Distrik Kutch, IndiaJenisPemukiman pendudukLuas47 ha (120 ekar)SejarahPeriodeHarappa 1 hingga Harappa 5BudayaPeradaban Lembah Sungai IndusCatatan situsAkses umumYa Dholavira (Gujarati: ધોળાવીરા) adalah suatu situs arkeologi di Khadirbet, Taluka Bhachau, Distrik Kutch, negara bagian Gujarat di India Barat, yang namanya digunakan pada desa yang terletak sejauh 1 kilometer (0,62 mi) di selatan. Desa ...

Bandar Udara Aachen beralih ke halaman ini. Untuk bandara kecil yang melayani kota Aachen, lihat Bandar Udara Merzbrück. Bandar Udara Maastricht AachenIATA: MSTICAO: EHBK MSTLokasi bandara di BelandaInformasiJenisPublikPengelolaMaastricht Aachen Airport BVMelayani Maastricht, Belanda Aachen, JermanLokasiBeek, Limburg, BelandaMaskapai penghubungCorendon Dutch AirlinesKetinggian dpl114 mdplKoordinat50°54′57″N 005°46′37″E / 50.91583°N 5.77694°E / 50...

 

East-west state highway in Massachusetts, US Route 62Route 62 highlighted in redRoute informationMaintained by MassDOTLength82.1817 mi[1] (132.2586 km)Major junctionsWest end Route 32 / Route 122 in BarreMajor intersections I-495 in Berlin Route 2 in Concord US 3 in Bedford I-93 in Wilmington US 1 in Danvers I-95 in Danvers Route 128 in DanversEast end Route 127 in Beverly LocationCountryUnited StatesStateMassachusettsCo...

 

Pour les articles homonymes, voir Secrétaire à l'Intérieur. Ne doit pas être confondu avec Secrétaire à la Sécurité intérieure des États-Unis. Secrétaire à l'Intérieur des États-Unis(en) United States Secretary of the Interior Sceau du département de l'Intérieur des États-Unis. Titulaire actuelleDeb Haalanddepuis le 16 mars 2021(3 ans et 23 jours) Création 3 mars 1849 Mandant Président des États-UnisConfirmé par le Sénat Premier titulaire Thomas Ewing Rémuné...

Augustin Dutertre de La CoudreFonctionsDéputé de la Loire-Atlantique14 mars 1937 - 31 mai 1942Maire de Machecoul1907-1944Henri Le Loup de La BiliaisConseiller général de la Loire-Atlantique1907-1940Henri Le Loup de La BiliaisJean Allard de GrandmaisonBiographieNaissance 25 août 1878NantesDécès 9 août 1952 (à 73 ans)MachecoulNationalité françaiseActivité Homme politiqueAutres informationsParti politique Fédération républicaineMembre de Jeunesses patriotesConflit Première G...

 

Penyuntingan Artikel oleh pengguna baru atau anonim untuk saat ini tidak diizinkan.Lihat kebijakan pelindungan dan log pelindungan untuk informasi selengkapnya. Jika Anda tidak dapat menyunting Artikel ini dan Anda ingin melakukannya, Anda dapat memohon permintaan penyuntingan, diskusikan perubahan yang ingin dilakukan di halaman pembicaraan, memohon untuk melepaskan pelindungan, masuk, atau buatlah sebuah akun. Bet365 Group LimitedJenisSwastaIndustriPerjudian daringDidirikan2000PendiriDenise...

 

American actress Margaret HayesIn Blackboard Jungle (1955)BornFlorette Regina Ottenheimer(1913-12-05)December 5, 1913Baltimore, Maryland, U.S.DiedJanuary 26, 1977(1977-01-26) (aged 63)Miami Beach, Florida, U.S.Alma materJohns Hopkins UniversityOccupationActressYears active1939–1964Spouses Charles DeBuskey (m. 193?; div. 1939) Leif Erickson ​ ​(m. 1942; div. 1942)​ Herbert B. Swope Jr. ​ ​(m. 1947;...

محمد بن إبراهيم بن الحارث التيمي معلومات شخصية اسم الولادة مُحَمَّد بن إِبْرَاهِيم بن الْحَارِث بن خَالِد بن صخر بن عامر بن كعب بن سعد بْن تيم بْن مرة تاريخ الوفاة 120 هـ الإقامة المدينة المنورة  الكنية أبو عبد الله اللقب القرشى التيمى المدني الأم حفصة بِنْت أَبِي يَحْيَ�...

 

English TV show personality, author, and filmmaker Nigel BarkerBarker in 2008Born (1972-04-27) 27 April 1972 (age 52)London, EnglandOccupation(s)Fashion photographer, author, spokesperson, judge, filmmaker, former modelSpouse Cristen Barker ​(m. 1999)​Children2Websitehttp://www.nigelbarker.tv/ Nigel Barker (born 27 April 1972) is an English reality TV show personality, fashion photographer, author, spokesperson, filmmaker, and former model. He is best known f...

 

خريطة البعثات الدبلوماسية في سلطنة عمان هذه قائمة بالبعثات الدبلوماسية في سلطنة عمان. توجد حاليًا 54 سفارة في مسقط، والعديد من الدول لها قنصليات في مدن عمانية أخرى (لا تشمل القنصليات الفخرية). السفارات في مسقط  أفغانستان  الجزائر  البحرين  بنغلاديش  البرازيل  ...

Presidentes de las cuatro Diputaciones catalanas. La Mancomunidad de Cataluña (en catalán, Mancomunitat de Catalunya) fue una institución española que agrupó, entre 1914 y 1925, las cuatro diputaciones catalanas en un único ente regional. Promovida por el dirigente de la catalanista Liga Regionalista Enric Prat de la Riba, la Mancomunidad de Cataluña fue creada por un Real Decreto del Gobierno español de marzo de 1914. «Era la primera grieta, fuera del ámbito vasco-navarro, en el r�...

 

For the explanation of Wikipedia policy on paraphrasing of copyrighted material, see Wikipedia:Close paraphrasing. Intellectual property Authors' rights Copyleft Copyright Database right Farmers' rights Geographical indication Indigenous intellectual property Industrial design right Integrated circuit layout design protection Moral rights Patent Peasants' rights Plant breeders' rights Plant genetic resources Related rights Supplementary protection certificate Trade dress Trade secret Trademar...

 

Bayu Pradana Andriatmo Sepak Bola Asia Tenggara, 2018Informasi pribadiNama lengkap Bayu Pradana AndriatmoTanggal lahir 19 April 1991 (umur 33)Tempat lahir Salatiga, IndonesiaTinggi 180 m (590 ft 7 in)Posisi bermain Gelandang, BekInformasi klubKlub saat ini Ps.Barito PuteraNomor 13Karier junior Diklat SalatigaKarier senior*Tahun Tim Tampil (Gol)2010-2011 Persis Solo 2011-2012 Persipasi Bekasi 2013 Persepar Palangkaraya 2014-2015 Persiba Bantul 2015 Persiba Balikpapan 3 (1)...

Éphémérides Chronologie du Québec 1794 1795 1796  1797  1798 1799 1800Décennies au Québec :1760 1770 1780  1790  1800 1810 1820 Chronologie dans le monde 1794 1795 1796  1797  1798 1799 1800Décennies :1760 1770 1780  1790  1800 1810 1820Siècles :XVIe XVIIe  XVIIIe  XIXe XXeMillénaires :-Ier Ier  IIe  IIIe Chronologies géographiques Afrique Afrique du Sud, Algérie, Angola, Bénin, Botswana, Burkina Faso...

 

Turkish Beylik in northeastern Anatolia Danishmend1071/1075–1178Anatolia in 1097, before the Siege of NicaeaCapitalSivasNiksarCommon languagesOld Anatolian Turkish Medieval GreekReligion IslamGovernmentMonarchyBey, Ghazi, Melik • 1071/1075–1084 Danishmend Gazi• 1175–1178 Nasreddin Muhammed Historical eraHigh Medieval• Established 1071/1075• Disestablished 1178 Preceded by Succeeded by Great Seljuq Empire Sultanate of Rum The Danishmendids or Danish...

 

1936 1946 Élections de l'Assemblée constituante de 1945 à La Réunion le 21 octobre 1945 Type d’élection Élection législative Postes à élire 2 députés Corps électoral et résultats Inscrits 107 120 Votants 78 654   73,43 % Votes exprimés 77 748 Parti communiste français – Raymond Vergès Voix 40 802 52,48 %  Sièges obtenus 2 Socialisme – Raphaël Babet Voix 19 565 25,17 %  Sièges obtenu...

  لمعانٍ أخرى، طالع إديفيل (توضيح). إديفيل     الإحداثيات 37°04′50″N 88°04′10″W / 37.0806°N 88.0694°W / 37.0806; -88.0694   [1] تقسيم إداري  البلد الولايات المتحدة[2][3]  التقسيم الأعلى مقاطعة ليون  عاصمة لـ مقاطعة ليون  خصائص جغرافية  المساحة 19.976084 ك...

 

Questa voce o sezione sull'argomento romanzi storici non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. Vent'anni dopoTitolo originaleVingt ans après La Grand Mademoiselle AutoreAlexandre Dumas 1ª ed. originale1845 1ª ed. italiana1847 Genereromanzo Sottogenerestorico Lingua originalefrancese ProtagonistiI tre moschettieri AntagonistiGiulio Mazzarino Seri...