მარია კრისტინა ავსტრიელი
მარია კრისტინა ავსტრიელი (გერმ. Maria Christina von Österreich, ესპ. María Cristina de Austria; დ. 21 ივლისი 1858, ბრნო, ავსტრია - გ. 6 თებერვალი 1929, მადრიდი, ესპანეთი) — ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიის წარმომადგენელი. ავსტრიის ერცჰერცოგ კარლისა და მისი მეუღლის, ერცჰერცოგინია ელიზაბეთ ფრანცისკა ავსტრიელის ქალიშვილი. ესპანეთის დედოფალი 1879-1885 წლებში, როგორც ალფონსო XII-ის მეორე მეუღლე. ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-ის დედა და მისი რეგენტი 1885-1902 წლებში.
ბიოგრაფია
ადრეული ცხოვრება
მარია კრისტინა დაიბადა 1858 წლის 21 ივლისს ავსტრიის იმპერიაში შემავალ მორავიულ ქალაქ ბრნოში. იგი იყო ავსტრიის ერცჰერცოგ კარლისა და მისი ცოლის, ერცჰერცოგინია ელიზაბეთ ფრანცისკა ავსტრიელის შვილი.
მამის ხაზით მას ბებია-ბაბუად ტესჩენის ჰერცოგი კარლი და მისი ცოლი, პრინცესა ჰენრიეტა ნასაუ-ვეილბურგელი ერგებოდნენ, ხოლო დედის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა იყვნენ უნგრეთის პფალცგრაფი იოზეფ ავსტრიელი და მისი მეუღლე, ჰერცოგინია მარია დოროთეა ვიუტემბერგელი.
მარია კრისტინაზე დაქორწინება უამრავ ევროპელ უფლისწულს სურდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ევროპის უძლიერესი სახელმწიფოს - ავსტრიის პრინცესა იყო, იგი ასევე აკმაყოფილებდა იმ ეპოქის სილამაზის ყველა სტანდარტს, ანუ იყო მაღალი, ქერა, თეთრკანიანი, გამხდარი, ცისფერთვალება, გონიერი, კარგად განათლებული, გემოვნებიანი, სამართლიანი და ძალიან დახვეწილი.
ქორწინება და შვილები
1879 წლის 29 ნოემბერს მარია კრისტინა ცოლად გაჰყვა ესპანეთის დაქვრივებულ მეფე ალფონსო XII-ს, რომელიც ასევე იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, სიმპათიურ და მდიდარ მონარქად მიიჩნეოდა. მარია კრისტინასა და ალფონსოს ექვსწლიანი ქორწინებიდან მხოლოდ სამი შვილი შეეძინათ:
- მარია მერსედესი (დ. 11 დეკემბერი 1880 - გ. 17 ოქტომბერი 1904), ასტურიის პრინცესა, ცოლად გაჰყვა სიცილიის პრინც კარლო დე ბურბონს და შეეძინა სამი შვილი;
- მარია ტერეზა (დ. 12 ნოემბერი 1882 - გ. 23 სექტემბერი 1912), ცოლად გაჰყვა ბავარიის პრინც ფერდინანდ ვიტელსბახს, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;
- ალფონსო XIII (დ. 17 მაისი 1886 - გ. 28 თებერვალი 1941), ესპანეთის მეფე 1886-1931 წლებში, ცოლად შეირთო ვიქტორია ევგენია ბეტენბერგელი, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი, გარდა ამისა მას საყვარლებთან ჰყავდა ექვსი უკანონო შვილი;
ალფონსო XII-ის პირველმა მეუღლემ, დედოფალმა მერსედეს ორლეანელმა, რომელიც სულ ექვსი თვე იყო მისი ცოლი, ვერ მოახერხა მისთვის მემკვიდრის გაჩენა, რადგან იგი ქორწილიდან ექვს თვეში დაიღუპა. ამიტომაც ტახტზე მარია კრისტინას ვაჟს კონკურენტები არ ჰყავდა. როგორც დედოფალი, იგი საკმაოდ გონივრად მმართველობდა. თუმცაღა მისი დედოფლობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ალფონსო ქორწილიდან ექვს წელიწადში დაიღუპა.
რეგენტობა
როდესაც მეფე ალფონსო გარდაიცვალა მარია კრისტინა ორსული იყო და მხოლოდ გოგონები ჰყავდა გაჩენილი, ამიტომ ტახტზე არავინ არ ასულა, იმ იმედით, რომ ვაჟი გაჩნდებოდა. თუ ვაჟი გაჩნდებოდა, ცხადია მეფე სწორედ ის გახდებოდა, ხოლო თუ გოგონა დაიბადებოდა ტახტზე მარია კრისტინას უფროსი ქალიშვილი მერსედესი ავიდოდა. ამ პერიოდის მანძილზე ესპანეთს დედოფალი მარია კრისტინა მართავდა. რამდენიმე თვეში კი მეფე ალფონსო XIII დაიბადა. ცხადია მას ქვეყნის მართვა არ შეეძლო რის გამოც რეგენტად მარია კრისტინა დაინიშნა მის სრულწლოვანებამდე. სოწორედ მარია კრისტინამ დადო 1898 წელს პარიზის ხალშეკრულება და აწარმოა ესპანეთ-ამერიკის ომი.
მისი მთავარი მრჩეველი და მოკავშირე მატეო საგასტა გახდა, რომლის მითითებების საფუძველზეც მართავდა ქვეყანას. მის დედოფალთან მიწერილ წერილებში აღწერილია, რომ ქვეყანაში შიდა ომების თავიდან ასაცილებლად ის კონსტიტუციური მონარქიის პრინციპით, ადამიანთა უფლებების პატივისცემითა და ხალხზე ზრუნვით უნდა მართო. მარია კრისტინას ძალიან უხაროდა, რომ მის შვილს გვირგვინი სრულწლოვანებამდე შეუნარჩუნა, მისი შენარჩუნება კი უკვე თავად ალფონსოს საქმე გახდა. 1902 ალფონსო სრულწლოვანი გახდა და მარია კრისტინასაც რეგენტობა ჩამოერთვა.
დარჩენილი ცხოვრება
1906 წელს მას შემდეგ რაც ალფონსომ ცოლად ვიქტორია ევგენია ბეტენბერგელი შეირთო, სწორედ ის გახდა ქვეყნის დედოფალი და მარია კრისტინამაც მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მიუხედავად ამისა, ალფონსო მაინც დედის რჩევებზე დაყრდნობით განაგრძობდა ქვეყნის მართვას.
1929 წლის 6 თებერვალს გულის შეტევის შედეგად 70 წლის ასაკში გარდაიცვალა, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. იგი დაკრძალეს ესკორიალის სამეფო საძვალეთში, ქმრის გვერდით. ისტორიკოსთა მოსაზრებით ეს სასიკვდილო შეტევა ალფონსოს მუქარამ გამოიწვია, რომელშიც იგი ამბობდა, რომ პოლიტიკასთაც მარია კრისტინას აღარასდროს გააკარებდა. დედის გარდაცვალებიდან სულ ორ წელიწადში, ალფონსომ თავისი უხეირო მმართველობით ხალხი აჯანყებამდე და მონარქიის დამხობამდე მიიყვანა.
ჰერალდიკა და მონოგრამა
-
მარია კრისტინას გერბი დედოფლობისას
-
მარია კრისტინას გერბი ქვრივობისას
-
მარია კრისტინას სამეფო მონოგრამა
წინაპრები
მარია კრისტინა ავსტრიელის წინაპრები
| | | | | | | | | | | | | | | | |
| 16. ფრანც I, საღვთო რომის იმპერატორი (=24) |
|
| | | | |
| 8. ლეოპოლდ II, საღვთო რომის იმპრატორი (=12) | |
|
| | | | | | | |
| 17. მარია ტერეზია, ავსტრიის იმპერატრიცა (=25) |
|
| | | | |
| 4. კარლი, ტესჩენის ჰერცოგი | |
|
| | | | | | | | | | |
| 18. კარლ III, ესპანეთის მეფე (=26) |
|
| | | | |
| 9. მარია ლუისა ესპანელი (=13) | |
|
| | | | | | | |
| 19. მარია ამალია საქსონიელი (=27) |
|
| | | | |
| 2. ერცჰერცოგი კარლ ფერდინანდი | |
|
| | | | | | | | | | | | | |
| 20. კარლ კრისტიანი, ნასაუ-ვოლბურგის პრინცი(=30) |
|
| | | | |
| 10. ფრიდრიხ ვილჰელმი, ნასაუ-ვოლბურგის პრინცი | |
|
| | | | | | | |
| 21. კაროლინა ორანჟ-ნასაუელი (=31) |
|
| | | | |
| 5. ჰენრიეტა ნასაუ-ვოლბურგელი | |
|
| | | | | | | | | | |
| 22. ვილჰელმ გეორგი, კირხბერგის გრაფი |
|
| | | | |
| 11. ლუიზა იზაბელა კირხბერგელი | |
|
| | | | | | | |
| 23. იზაბელა ავგუსტა გრეიცელი |
|
| | | | |
| 1. მარია კრისტინა ავსტრიელი | |
|
| | | | | | | | | | | | | | | | |
| 24. ფრანც I, საღვთო რომის იმპერატორი (=16) |
|
| | | | |
| 12. ლეოპოლდ II, საღვთო რომის იმპრატორი (=8) | |
|
| | | | | | | |
| 25. მარია ტერეზია, ავსტრიის იმპერატრიცა (=17) |
|
| | | | |
| 6. იოზეფი, უნგრეთის პფალცგრაფი | |
|
| | | | | | | | | | |
| 26. კარლ III, ესპანეთის მეფე (=18) |
|
| | | | |
| 13. მარია ლუისა ესპანელი (=9) | |
|
| | | | | | | |
| 27. მარია ამალია საქსონიელი (=19) |
|
| | | | |
| 3. ელიზაბეთ ფრანცისკა ავსტრიელი | |
|
| | | | | | | | | | | | | |
| 28. ფრიდრიხ II, ვიუტემბერგის ჰერცოგი |
|
| | | | |
| 14. ლუდვიგ ვიუტემბერგელი | |
|
| | | | | | | |
| 29. ფრიდრიხა ბრანდენბურგ-შლეზვიგელი |
|
| | | | |
| 7. მარია დოროთეა ვიუტემბერგელი | |
|
| | | | | | | | | | |
| 30. კარლ კრისტიანი, ნასაუ-ვოლბურგის პრინცი (=20) |
|
| | | | |
| 15. ჰენრიეტა ნასაუ-ვოლბურგელი | |
|
| | | | | | | |
| 31. კაროლინა ორანჟ-ნასაუელი (=21) |
|
| | | | |
ლიტერატურა
- Campos y Fernández de Sevilla, Francisco-Javier. María Cristina de Habsburgo y la Regencia, 1885–1902. San Lorenzo de El Escorial: Estudios Superiores del Escorial, Real Colegio Universitario "María Cristina", 1994.
- Cancio R. Capote, Rita Maria. The Function of Maria Christina of Austria's Regency, 1885–1902, in Preserving the Spanish Monarchy. México: Ediciones Botas, 1957.
- Figueroa y Torres, Alvaro de, Conde de Romanones. Doña María Cristina de Habsburgo Lorena, la discreta regente de España. Madrid: Espasa-Calpe, 1934.
- Martín Alonso, Aurelio. Diez y seis años de regencia, María Cristina de Hapsburgo-Lorena, 1885–1902. Barcelona: L. Tasso, 1914.
- Wormeley Latimer, Elizabeth (1907). Spain in the Nineteenth Century. Chicago: A.C. McClurg & Co.
- Thoma, Helga. Habsburgs letzte Herrscherin: Maria Christine, Erzherzogin von Österreich, Königin-Regentin von Spanien. Wien-Klosterneuburg: Edition Va Bene, 2003.
რესურსები ინტერნეტში
ავსტრიის ერცჰერცოგინიები დაბადებით |
---|
| I თაობა | |
---|
| II თაობა | |
---|
| III თაობა | |
---|
| IV თაობა |
- ელიზაბეთი, პოლონეთის დედოფალი
- მარგერეტი, პარმისა და ფლორენციის ჰერცოგინია
- მარია, საღვთო რომის იმპერატრიცა
- ანა, ბავარიის ჰერცოგინია
- მარია, იულიხ-კლევ-ბერგის ჰერცოგინია
- კათარინა, პოლონეთის დედოფალი
- ელეონორა, მანტუას ჰერცოგინია
- ხუანა, პორტუგალიის პრინცესა
- ბარბარა, ფერარას ჰერცოგინია
- იოჰანა, ტოსკანის დიდი ჰერცოგინია
|
---|
| V თაობა |
- ისაბელ კლარა ეუხენია, ნიდერლანდების შტატჰალტერი
- კატალინა მიკაელა, სავოიის ჰერცოგინია
- ანა, ესპანეთის დედოფალი
- ელიზაბეთი, საფრანგეთის დედოფალი
- მარგარეტი
- მარია
- ანა, საღვთო რომის იმპერატრიცა
- ანა, პოლონეთის დედოფალი
- მარია კრისტინა, ტრანსილვანიის პრინცესა
- კათარინა რენატა
- გრეგორია მაქსიმილიანა
- ელეონორა
- მარგარეტი, ესპანეთის დედოფალი
- კონსტანცია, პოლონეთის დედოფალი
- მარია მაგდალინა, ტოსკანის დიდი ჰერცოგინია
|
---|
| VI თაობა | |
---|
| VII თაობა | |
---|
| VIII თაობა | |
---|
| IX თაობა | |
---|
| X თაობა | |
---|
| XI თაობა | |
---|
| XII თაობა |
- მარია ლუიზა, საფრანგეთის დედოფალი
- მარია ლეოპოლდინა, ბრაზილიისა და პორტუგალიის დედოფალი
- მარია კლემენტინა, სალერნოს ჰერცოგინია
- მარია ლუიზა, ტოსკანის პრინცესა
- მარია ტერეზია, სარდინიის დედოფალი
- მარია კაროლინა, საქსონიის კრონპრინცესა
- მარია ანა
- მარია ტერეზია, ორი სიცილიის დედოფალი
- მარია ტერეზა, შამბორის გრაფინია
- ადელჰაიდი, სარდინიის დედოფალი
- მარია ბეატრიქსი, მონტისონის გრაფინია
- მარია კაროლინა
- მარია ფრანცისკა
- მარია ჰენრიეტა, ბელგიის დედოფალი
|
---|
| XIII თაობა | |
---|
| XIV თაობა |
- გიზელა, ბავარიის პრინცესა
- მარია ვალერია, ტოსკანის პრინცესა
- მარგარეთე სოფია, ვიურტემბერგის ჰერცოგინია
- მარია ანუნსიატა
- ელიზაბეთ ამალია, ლიხტენშტაინის პრინცესა
- მარია ანტონია
- ლუიზა, საქსონიის კრონპრინცესა
- მარია ტერეზია
- კაროლინა მარია, საქსენ-კობურგ-გოთას პრინცესა
- მარია იმაკულატა, ვიურტემბერგის ჰერცოგინია
- მარია კრისტინა, სალმ-სალმის პრინცესა
- მარია ანა, ბურბონ-პარმას პრინცესა
- მარია ჰენრიეტა, ჰოენლოჰ-შლინგშფიურსტის პრინცესა
- იზაბელა, ბავარიის პრინცესა
- მარია ალისა, ბეზენჰაიმის ბარონესა
- ელეონორა
- რენატა, რაძივილის პრინცესა
- მეკტილდისა, ჩარტორისკას პრინცესა
|
---|
| XV თაობა | |
---|
| XVI თაობა | |
---|
|
|
|