მარია ისაბელ პორტუგალიელი

მარია ისაბელ პორტუგალიელი
ესპანეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 29 სექტემბერი 1816
მმართ. დასასრული: 26 დეკემბერი 1818
წინამორბედი: მარი ჯულია კლარი
მემკვიდრე: მარია ჟოზეფა ამალია საქსონიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 19 მაისი 1797
დაბ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალია
გარდ. თარიღი: 26 დეკემბერი 1818 (21 წლის)
გარდ. ადგილი: არანხუესი, ესპანეთი
დაკრძ. ადგილი: ესკორიალი, ესპანეთი
მეუღლე: ფერდინანდ VII, ესპანეთის მეფე
შვილები: 1. მარია ლუისა ისაბელი
2. მარია ლუისა ისაბელი
დინასტია: ბრაგანსები
მამა: ჟუან VI, პორტუგალიის მეფე
დედა: კარლოტა ხოაკინა ესპანელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია ისაბელ პორტუგალიელი (პორტ. Maria Isabel de Portugal, ესპ. María Isabel de Portugal, დაბ. მარია ისაბელ ფრანსისკა დე ასის ანტონია კარლოტა ხუანა ჟოზეფა ხავიერა დე პაულა მიკაელა რაფაელა ისაბელ გონძაგა დე ბრაგანს ი ბურბონი; დ. 19 მაისი 1797 - გ. 26 დეკემბერი 1818) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუან VI-ის ასული. ესპანეთის დედოფალი 1816-18 წლებში როგორც მეფე ფერდინანდ VII-ის მეორე მეუღლე.

ბიოგრაფია

მარია ისაბელი იყო პორტუგალიის მეფე ჟუან VI-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ კარლოტა ხოაკინა ესპანელის ასული. იგი იყო პორტუგალიის მეფე პედრუ I-ის და.

1816 წლის 29 სექტემბერს მარია ისაბელი მიათხოვეს მის ბიძაშვილს, ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII-ს. იგი მისთვის მეორე ცოლი იყო. მისი პირველი ცოლი, პრინცესა მარია ანტონია ნეაპოლელი, 1806 წელს გადაჰყვა მშობიარობას.

მარია ისაბელმა 1817 წლის დასაწყისში გოგონა გააჩინა, რომელიც სულ ერთ წელიწადში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან მალევე მარია ისაბელმა 1818 წელს კვლავ დაფეხმძიმდა. მისი მეორე მშობიარობა ძალიან მძიმე იყო. ბავშვი ძალიან დიდი იყო და ის დაბადებისას დაიღუპა. ბავშვის გამოყვანიდან მალევე დედოფალმა სუნთქვა შეწყვიტა, რის გამოც ექიმებმა იფიქრეს, რომ ის გარდაიცვალა. ამიტომაც მათ დედოფლის სხეულის გასუფთავება დაიწყეს, რის შემდეგაც მოულოდნელად საშინელი ტკივილისაგან ყვირილით გამოიღვიძა, წამოდგომა და გაქცევა სცადა, რის დროსაც თავი საწოლის კუთხეს ჩამოარტყა და სისხლდენა დაეწყო.

1818 წლის 26 დეკემბერს მშობიარობიდან რამდენიმე საათში მარია ისაბელი გარდაიცვალა. მის შემდეგ ფერდინანდმა კიდევ ორი ცოლი შეირთო, რომელთანაც 2 ქალიშვილი შეეძინა, მათ შორის მომავალი დედოფალი ისაბელ II.

შვილები

  1. მარია ლუისა ისაბელი (დ. 21 აგვისტო 1817 - გ. 9 იანვარი 1818);
  2. მარია ლუისა ისაბელი (26 დეკემბერი 1818), მკვდარშობილი;

ლიტერატურა

  • «María Isabel de Braganza - Colección - Museo Nacional del Prado». www.museodelprado.es. Consultado el 4 de enero de 2017.
  • «Maria Isabel (D.).». Portugal - Dicionário Histórico, Corográfico, Heráldico, Biográfico, Bibliográfico, Numismático e Artístico (en portugués) IV. p. 840. Consultado el 28 de enero de 2014.
  • Texto recogido en el libro de Fernando González Doria Las reinas de España, pág. 419. Ed. Bitácora, 1989.
  • Lafuente y Zamalloa, Modesto (1865). Historia General de España. XXVIII. Imprenta del Banco industrial y mercantil. pp. 97–98. Consultado el 18 de mayo de 2012.
მარია ისაბელ პორტუგალიელი
დაიბადა: 19 მაისი 1797 გარდაიცვალა: 26 დეკემბერი 1818
წინამორბედი:
მარი ჯულია კლარი
ესპანეთის დედოფალი
29 სექტემბერი 1816 - 26 დეკემბერი 1818
შემდეგი:
მარია ჟოზეფა ამალია საქსონიელი