მარია ლუიზა სავოიელი

მარია ლუიზა სავოიელი
Maria Luisa di Savoia
ესპანეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 2 ნოემბერი 1701
მმართ. დასასრული: 14 თებერვალი 1714
წინამორბედი: მარია ანა ნოიბურგელი
მემკვიდრე: ისაბელ ფარნეზე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 17 აგვისტო 1688
დაბ. ადგილი: ტურინი, სავოია
გარდ. თარიღი: 14 თებერვალი 1714 (25 წლის)
გარდ. ადგილი: მადრიდი, ესპანეთი
დაკრძ. ადგილი: ესკორიალი, ესპანეთი
მეუღლე: ფილიპე V, ესპანეთის მეფე
შვილები: 1. ლუის I, ესპანეთის მეფე
2.ინფანტი ფილიპე
ფერდინანდ VI, ესპანეთის მეფე
სრული სახელი: მარია ლუიზა გაბრიელა სავოიელი
დინასტია: სავოია
მამა: ვიტორიო ამადეო II, სავოიის ჰერცოგი
დედა: ანა მარი ორლეანელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია ლუიზა სავოიელი (იტალ. Maria Luisa di Savoia, ესპ. María Luisa de saboya; დ. 17 აგვისტო 1688 - გ. 14 თებერვალი 1714) — სავოიის, სარდინიისა და სიცილიის მეფე ვიტორიო ამადეო II-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ანა მარი ორლეანელის შუათანა ქალიშვილი. ესპანეთის დედოფალი 1701-1714 წლებში როგორც ფილიპე V-ის მეუღლე. ესპანეთის მეფის რეგენტი 1702-3 წლებში. ესპანეთის ორი მეფის ლუის I-ისა და ფერდინანდ VI-ის დედა.

ადრეული ცხოვრება

მარია ლუიზა დაიბადა 1688 წლის 17 აგვისტოს ტურინში. მისი მშობლები იყვნენ სავოიის ჰერცოგი ვიტორიო ამადეო II და მისი ცოლი ანა მარი ორლეანელი. მას სახელი დეიდის, ესპანეთის დედოფალ მარია ლუიზა ორლეანელის პატივსაცემად დაარქვეს. დედის ხაზით მისი ბებია-ბაბუა იყვნენ ორლეანის ჰერცოგი ფილიპ I და მისი პირველი ცოლი ჰენრიეტა ინგლისელი. 1696 მარია ლუიზას უფროსი და, მარია ადელაიდა მიათხოვეს საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის შვილიშვილს, საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონს. მისი დის შემდეგ კი უკვე მარია ლუიზას გათხოვების ჯერი დადგა.

ქორწინება

ესპანეთის უშვილოდ გარდაცვლილი მეფე კარლ II-ის შემდეგ, 1700 წელს ტახტზე ავიდა მისი დის, საფრანგეთის დედოფალ მარია ტერეზა ესპანელის შვილიშვილი ფილიპე V. იტალიასთან მჭიდრო კავშირის შესანარჩუნებლად ფილიპმა გადაწყვიტა ცოლად სავოიის ჰერცოგ ვიტორიო ამადეო II-ის ასული შეერთო, რითაც იტალიაში პოზიციებს გაიმაგრებდა. ამავე წელს ფილიპმა ლუი XIV-ისა და ვიტორიო ამადეოსაგან მარია ლუიზასთან ქორწინების ნებართვა მიიღო. 1701 წლის შუა რიცხვებში კი ფილიპე და მარია ლუიზა დაქორწინდნენ.

1701 წლის 12 სექტემბერს ფილიპე და მარია ლუიზა ნიცაში ჩავიდნენ, სადაც მათ რომის პაპმა კლემენტ XI-მ ჯვარი დასწერათ და დედოფალს საჩუქრად ოქროს ვარდების თაიგული აჩუქა. ერთ კვირაში წყვილი ბარსელონაში ჩავიდა, ოფიციალური სამეფო ქორწილი კი 1701 წლის 2 ნოემბერს შედგა.

დედოფალი

ურთიერთობის დასაწყისშივე ფილიპეს ძალიან შეუყვარდა მეუღლე. იგი დიდ დროს ატარებდა დედოფალთან ერთად, თუმცა მათ შვილი წლების მანძილზე არ უჩნდებოდათ, რის გამოც ორივე ძალიან ღელავდა. იგი მარია ლუიზას ახასიათებდა როგორც ლამაზსა და ჭკვიანს. საფრანგეთის ელჩი ლუი XIV-ს ატყობინებდა, რომ ფილიპე მთლიანად მართავდა მეუღლეს. ფილიპე ლუის მითითებას ემორჩილებოდა და არ უშვებდა ცოლის დომინირებას. თუმცა იგი მას არ ზღუდავდა. უცხოელი ელჩები ესპანეთის დედოფალს აღწერენ როგორც მისი ასაკისთვის პოლიტიკურად საზრიანსა და შრომისმოყვარეს. იგი ომის დროს ყოველთვის სწერდა წერილებს ფილიპეს და ამხნევებდა მას.

ესპანეთის დედოფალ მარია ლუიზა სავოიელის გერბი

მართალია ტახტზე ფილიპე იჯდა, თუმცა კარლ II-ის სხვა ნათესავები მისთვის ბრძოლას განაგრძობდნენ. 1702 წელს ფილიპე ნეაპოლში წავიდა საბრძოლველად, რის გამოც რეგენტად მარია ლუიზა დაინიშნა. იგი საკმაოდ ეფექტური მმართველი აღმოჩნდა. მან გარკვეული ცვლილებები შეიტანა სამეფო საბჭოში, მოითხოვა ყველა საჩივრის გამოძიება და ბიუჯეტის დეტალური ანგარიშები. ამ დროს იგი მხოლოდ 14 წლის იყო, თუმცა მარია ლუიზა უკვე მთელს ესპანეთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მას მთელი დღე საათობრივად ჰქონდა გაწერილი. აწყობდა სამეფო საბჭოს შეხვედრებს, ხვდებოდა უცხო ქვეყნის ელჩებს და ყველანაირად ცდილობდა სავოია მტრებისგან დაეცვა.

1703 წელს მისი ქმარი ესპანეთში დაბრუნდა და იგი კვლავ მორჩილი დედოფალი გახდა. ლუი XIV-ს არ მოსწონდა მისი ასეთი დიდი ძალაუფლება, რის გამოც 1704 წელს ყველა მისი მხარდამჭერი გააძევეს მადრიდიდან.

1707 წელს მარია ლუიზამ პირველი შვილი გააჩინა, ტახტის მემკვიდრე, ინფანტი ლუისი. ამის შემდეგ მან კიდევ სამი ვაჟი გააჩინა, რომელთაგან ორი მცირეწლოვანი გარდაიცვალა. ცხოვრების ბოლო წლებში იგი ხშირად ავადმყოფობდა. 1714 წლის 14 თებერვალს დედოფალი მარია ლუიზა სავოიელი, 25 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს ესპანეთის მეფე-დედოფლების აკლდამა - ესკორიალში.

1714 წლის დეკემბერში ფილიპემ მეორე ცოლი შეირთო. ის იტალიასთან კავშირის გამო, წარმოშობით იტალიელი ქალი - ისაბელ ფარნეზე იყო. ისაბელთან მას უამრავი შვილი შეეძინა, რომელთაგან ორი მომავალში ესპანეთის მეფეები გახდნენ.

შვილები

  1. ლუის I (დ. 25 აგვისტო 1707 - გ. 31 აგვისტო 1731), ესპანეთის მეფე, დაქორწინდა ლუიზ ელიზაბეტ ორლეანელზე, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  2. ფილიპე (დ. 2 ივლისი 1709 - 18 ივლისი 1709), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  3. ფილიპე (დ. 7 ივნისი 1712 - გ. 29 დეკემბერი 1719), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ფერდინანდ VI (დ. 23 სექტემბერი 1713 - გ. 10 აგვისტო 1759), ესპანეთის მეფე, დაქორწინდა ბარბარა პორტუგალიელზე, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;

ტიტულები

  • ესპანეთის დედოფალი 1701-1714;
  • ნეაპოლის დედოფალი 1700-1713;
  • სარდინიის დედოფალი 1700-1713;
  • სიცილიის დედოფალი 1700-1713;
  • მილანის ჰერცოგინია 1700-1713;
  • ლუქსემბურგის ჰერცოგინია 1700-1713;
  • ბრაბანტის ჰერცოგინია 1700-1713;
  • ფლანდრიის გრაფინია 1700-1713;
  • ენოს გრაფინია 1700-1713;
  • ლიმბურგის ჰერცოგინია 1700-1713;
  • მეხლენის ლედი 1700-1713;
  • ნემურის გრაფინია 1700-1713;
  • გელდერსის ჰერცოგინია 1700-1713;

წინაპრები

ლიტერატურა

  • Sharp. Martin Andrew: Queens of old Spain, New York, McClure, Phillips & company, 1906, p 532.
  • The Gentleman's magazine, Volumes 302-303, F. Jefferies, 1789, p 284.
  • The Gentleman's magazine, Volumes 302-303, F. Jefferies, 1789, p 286.
  • Clarissa Campbell Orr: Queenship in Europe 1660-1815: The Role of the Consort. Cambridge University Press (2004).
  • Sharp. Martin Andrew: Queens of old Spain, New York, McClure, Phillips & company, 1906, p 531, 535.

Read other articles:

  لمعانٍ أخرى، طالع يان كروفورد (توضيح). هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (يوليو 2019) يان كروفورد (بالإنجليزية: Ian Crawford)‏  معلومات شخصية الميلاد 13 أغسطس 1961 (63 سنة)[1]  وارينغتون  مواطنة المم...

 

 

American librarian (1872–1917) Antoinette HumphreysAntoinette Humphreys from a 1911 publicationBornAntoinette Marie Humphreys1872 (1872)Died1917 (aged 44–45)NationalityAmericanOther namesAntoinette Humphreys HollabaughOccupationLibrarianYears active1895–1911Known forFirst county librarian of Merced County, California Antoinette Marie Humphreys Hollabaugh (1872–1917) was an American librarian. She was a librarian in Redlands, California from 1895 to 1910, a...

 

 

2015 film by Ben Wheatley For the novel by J. G. Ballard, see High-Rise (novel). High-RiseTheatrical release posterDirected byBen WheatleyScreenplay byAmy JumpBased onHigh-Riseby J. G. BallardProduced byJeremy ThomasStarring Tom Hiddleston Jeremy Irons Sienna Miller Luke Evans Elisabeth Moss CinematographyLaurie RoseEdited by Amy Jump Ben Wheatley Music byClint MansellProductioncompanies Recorded Picture Company HanWay Films Film4 BFI Northern Ireland Screen Ingenious Media Scope Pictures S F...

Papuan language spoken in Solomon Islands BiluaNative toSolomon IslandsRegionVella Lavella Island, Western Province.Native speakers(8,700 cited 1999)[1]Language familyCentral Solomon BiluaLanguage codesISO 639-3blbGlottologbilu1245ELPBiluaBilua is not endangered according to the classification system of the UNESCO Atlas of the World's Languages in Danger 7°55′S 156°40′E / 7.92°S 156.66°E / -7.92; 156.66Bilua (also known as Mbilua or Vella Lavella)&...

 

 

Japanese and Okinawan martial art This article is about the martial art. For other uses, see Karate (disambiguation). Karateka redirects here. For the video game, see Karateka (video game). Karate (空手)Chōmo Hanashiro, an Okinawan karate master c. 1938Also known asKarate-do (空手道)FocusStrikingHardnessFull-contact, semi-contact, light-contactCountry of originRyukyu Kingdom (Present day Okinawa prefecture,  Japan)ParenthoodKenpo, Indigenous martial arts of Ryukyu Islands, Ch...

 

 

Protein-coding gene in the species Homo sapiens RBBP4Available structuresPDBOrtholog search: PDBe RCSB List of PDB id codes2XU7, 3GFC, 4PBY, 4PBZ, 4PC0, 4R7A, 5FXYIdentifiersAliasesRBBP4, NURF55, RBAP48, lin-53, retinoblastoma binding protein 4, RB binding protein 4, chromatin remodeling factorExternal IDsOMIM: 602923; MGI: 1194912; HomoloGene: 21153; GeneCards: RBBP4; OMA:RBBP4 - orthologsGene location (Human)Chr.Chromosome 1 (human)[1]Band1p35.1Start32,651,142 bp[1]End32,686...

Шпенер. Мемориальная доска на церкви, где проповедовал Шпенер. Пиети́зм (нем. Pietismus ← лат. pietas «благочестие»[1]) — изначально движение внутри лютеранской церкви, характеризующееся приданием особой значимости личному благочестию, религиозным переживаниям вер...

 

 

إيفانجيليون: الموت والبعث新世紀エヴァンゲリオン劇場版 シト新生 (باليابانية)新世紀エヴァンゲリオン 劇場版 DEATH & REBIRTH シト新生 (باليابانية)[1] الملصق الترويجي الياباني للفيلممعلومات عامةالتصنيف فيلم أنمي الصنف الفني فيلم خيال علمي — أنمي ميكا تاريخ الصدور15 مارس 1997 (1997-03-15)مدة �...

 

 

منتخب الهند لكأس ديفيز منتخب الهند لكأس ديفيز البلد الهند  الكابتن ماهيش بوباثي المدرب زيشان علي تصنيف ITF 20 ▼ الألوان sky blue & white كأس ديفيز أول سنة 1921 سنوات اللعب 81 Ties played (W–L) 196 (117–79) سنوات فيمجموعة العالم 13 (7–13) المركز الثاني 3 (1966، 1974 & 1987) أكثر إجمالي إنتصارات ليندر ب�...

Pour les articles homonymes, voir George Moore (homonymie) et Moore. George MooreGeorge Moore, peint par Édouard Manet.BiographieNaissance 24 février 1852Ballyglass (d) (comté de Mayo, Royaume-Uni de Grande-Bretagne et d'Irlande)Décès 21 janvier 1933 (à 80 ans)Pimlico (Londres, Royaume-Uni)Nationalité irlandaiseFormation Académie JulianActivités Poète, dramaturge, écrivain, critique d'art, romancier, dramaturge de production, scénariste, historien de l’artPériode d'activi...

 

 

Denna artikel handlar om kolloider inom kemi. För kolloider inom medicin, se kolloid (medicin). Då man trycker på en aerosolflaska bildas en kolloid bestående av vätska dispergerad i luft.En kolloid (gr. kolloid, lim) är ett system där ett ämne är finfördelat (dispergerat) i ett annat, och det finfördelade ämnets partiklar har åtminstone i någon dimension en storlek mellan en nanometer och en mikrometer. De olika faserna kan ha samma eller olika aggregationstillstånd (fast, vä...

 

 

14,137-foot mountain in Colorado, United States Capitol PeakCapitol Peak, from Capitol LakeHighest pointElevation14,137 ft (4309 m)[1][2]NAVD88Prominence1750 ft (533 m)[2]Isolation7.44 mi (11.98 km)[2]ListingNorth America highest peaks 52ndUS highest major peaks 38thColorado highest major peaks 19thColorado fourteeners 29thCoordinates39°09′01″N 107°04′59″W / 39.1502596°N 107.0829396°W / 39.1502596; -107.0829396[3]...

Battle and massacre of the American Civil War This article is about the 1864 land battle and massacre. For the 1862 naval battle, see Fort Pillow naval battle. Battle of Fort PillowPart of the American Civil WarCaption in Frank Leslie's Illustrated Newspaper (New York), May 7, 1864, The war in Tennessee: Confederate massacre of black Union troops after the surrender at Fort Pillow, April 12, 1864DateApril 12, 1864 (1864-04-12)LocationLauderdale County, TennesseeResult Confedera...

 

 

تحتاج هذه المقالة إلى الاستشهاد بمصادر إضافية لتحسين وثوقيتها. فضلاً ساهم في تطوير هذه المقالة بإضافة استشهادات من مصادر موثوق بها. من الممكن التشكيك بالمعلومات غير المنسوبة إلى مصدر وإزالتها. لطيفة بن زياتن   معلومات شخصية اسم الولادة (بالفرنسية: Latifa Rhili)‏  الميلاد 1 �...

 

 

جيمس أومالي (بالإنجليزية: J. Pat O'Malley)‏، و(بالإنجليزية: James Patrick O'Malley)‏    معلومات شخصية اسم الولادة (بالإنجليزية: James Patrick Francis O'Malley)‏،  و(بالإنجليزية: James Rudolph O'Malley)‏  الميلاد 15 مارس 1904(1904-03-15)بيرنلي  الوفاة 27 فبراير 1985 (80 سنة)سان جوان كابيسترانو  سبب الوفاة مرض  �...

この記事は検証可能な参考文献や出典が全く示されていないか、不十分です。 出典を追加して記事の信頼性向上にご協力ください。(このテンプレートの使い方)出典検索?: 電力会社 – ニュース · 書籍 · スカラー · CiNii · J-STAGE · NDL · dlib.jp · ジャパンサーチ · TWL (2016年4月) 電力は、このような格子状の送電鉄塔で吊り下げ�...

 

 

Marco BaroniBaroni nel 1988 con la maglia del LecceNazionalitàItalia Altezza185 cm Peso82 kg Calcio RuoloAllenatore (ex difensore) Squadra Lazio Termine carriera1º luglio 2000 - giocatore CarrieraGiovanili 1973-1981 Fiorentina Squadre di club1 1981-1982 Fiorentina1 (0)1982-1983 Monza29 (0)1983-1985 Padova67 (0)1985-1986 Udinese24 (0)1986-1987 Roma19 (2)1987-1989 Lecce68 (5)1989-1991 Napoli54 (3)1991-1993 Bologna49 (3)1993-1994 Poggibons...

 

 

Stockholm OpenSport Tennis CategoriaUominiCircuito indipendente (1969)Grand Prix (1970, 1972-1989)WCT (1971) ATP Championships Series Single Week (1990–1994)ATP World Series (1995–1999)ATP International Series (2000–2008)ATP Tour 250 (2009 – )DonneWomen's International Grand Prix (1975)WTA Tour (1979-1980) Paese Svezia LuogoStoccolma ImpiantoKungliga tennishallen(1969-1988, 1994-)Globen (1989-1993) SuperficieCemento (i) CadenzaAnnuale DisciplineSingolare e doppio maschile (dal 19...

MartonoPotret resmi, 1983 Menteri Transmigrasi Indonesia ke-7Masa jabatan19 Maret 1983 – 21 Maret 1988PresidenSoehartoPendahuluHarun ZainPenggantiArnold Achmad BaramuliMenteri Muda Urusan Transmigrasi IndonesiaMasa jabatan19 Maret 1978 – 21 Maret 1983PresidenSoehartoPendahuluSubrotoPenggantiJabatan dialihkanAnggota Dewan Perwakilan RakyatMasa jabatan1 Februari 1967 – 19 Maret 1978Grup parlemenKarya Pembangunan B(1967–71)Daerah pemilihanSulawesi Selatan(1...

 

 

سامان قدوس (بالفارسية: سامان قدوس)‏    معلومات شخصية الميلاد 6 سبتمبر 1993 (31 سنة)  الطول 176 سنتيمتر  مركز اللعب لاعب وسط  الجنسية السويد إيران  المسيرة الاحترافية  سنواتفريقمبارياتأهداف2011–2013 IF Limhamn Bunkeflo 41 (4)2013–2014 نادي تريليبورج 18 (1)2014–2016 سيريانسكا 54 (14)2016�...