ნავარის მონარქების სიაში წარმოდგენილია ნავარის სამეფოს მეფეების და დედოფლების სია. ნავარა ამჟამად არის ესპანეთის ავტონომიური გაერთიანება ჩრ. ესპანეთში.
ნავარის სამეფო არსებობდა 905-1620 წლებში. 1589 წელს საფრანგეთის მეფე ხდება, ნავარის მეფეანრი IV. აქედან მოყოლებული საფრანგეთისა და ნავარის სამეფოები გაერთიანდნენ, თუმცა მათ მონარქებს ჰქონდათ საფრანგეთისა და ნავარის მეფის, ან დედოფლის ტიტული. 1620 წელს მეფე ლუი XIII-მ ნავარის სამეფო საბოლოოდ მიუერთა საფრანგეთს, რითაც ნავარის სამეფომ არსებობა შეწყვიტა.
ნავარის სამეფოს მთელი ისტორიის მანძილზე სულ 33 მეფე და 7 დედოფალი მართავდა.
სანჩო VII-ის გარდაცვალების შემდგომ, ნავარის ტახტი მემკვიდრეობით ერგო მის ქალიშვილ - ბლანკას, რომელიც შამპანისჰერცოგინია იყო. ამიტომაც ნავარის მართვა დაიწყო ბლანკას ვაჟმა თეობალდ I-მა შამპანის დინასტიიდან.
მას შემდეგ რაც ფილიპ IV-ის სამი ვაჟი - ფილიპე, ლუი და შარლი უმემკვიდრეოდ გარდაცვალნენ, ნავარის მმართველობა დაიწყო შარლის ქალიშვილმა ჟანა II-მ თავის მეუღლე - ფილიპე III-თან ერთად, რომელიც ევრეს დინასტიის წარმომადგენელი იყო. მას შემდეგ რაც 1328 წელს საფრანგეთის ტახტზე ვალუას დინასტია გამეფდა, ფილიპ III-მ ნავარა გამოყო საფრანგეთისგან და მისი ერთპიროვნული მმართველი გახდა.
ბლანკა I-ის გარდაცვალების შემდგომ ტახტი მისმა მეუღლემ - ჟან II-მ შეინარჩუნდა, რომელიც ტრასტამარას დინასტიის წარმომადგენელი იყო. იგი ნავარას გარდაცვალებამდე, ანუ 1479 წლამდე მართავდა, მის შემდგომ ტატხზე ავიდა ბლანკას და ჟანის ქალიშვილი ელეონორი.
1441 წელს, ბლანკა I-ის გარდაცვალების შემდეგ გვირგვინი მისმა მეუღლემ ჟან II-მ მიიღო. იგი ნავარის სამეფოს მანამდე მართავდა სანამ, 38 წლის ასაკში არ გარდაიცვალა. ტახტზე მისი უფროსი ქალიშვილი - ელეონორი ადის, თუმცა ამავე წელს ელეონორიც გარდაიცვალა. ამის შემდეგ ტახტზე უნდა ასულიყო ელეონორის და - ბლანკა (ნავარის სამეფო ტახტზე ქალსაც და მამაკაცსაც თანაბარი უფლება ჰქონდა, თუმ ქალი უფროსი შვილი იყო მამაკაცზე დიდი უფლებაც კი ჰქონდა), თუმცა ეს გააპროტესტა ბლანკას უმცროსმა ძმა - შარლმა. პოზიციები არც ბლანკამ დათმო, ამიტომაც დაიწყო ბრძოლა ნავარის ტახტისათვის რომელშიც შარლმა გაიმარჯვა. თუმცა შარლის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მაინც ბლანკა ავიდა.
ელეონორ I-ის გარდაცვალების შემდგომ ტახტი მისმა და-ძმამ დაიკავეს. ელეონორის ვაჟმა გასტონ ფოქსმა (იგი ფოქსის დინასტიის წარმომადგენელი იყო, ვინაიდან ელეონორის მეუღლეც ფოქსის დინასტიის ჩამომავალი იყო) ცოლად შეირთო საფრანგეთის პრინცესა - მადლენ ვალუა. შემდგომში ბლანკა II-ის გარდაცვალების შემდეგ როცა გასტონი გარდაცვლილი იყო, მადლენის ნათესავებმა მოახერხეს და ნავარის ტახტზე დასვეს გასტონისა და მადლენის ვაჟი, ელეონორ I-ის შვილიშვილი - ფრანუა ფოქსი. რითაც ნავარაში საფუძველი ჩაეყარა ფოქსის დინასტიას.
კატალინა I თავის მეუღლე - ჟან III-თან ერთად მეფობდა, აქედან გამომდინარე მათი შვილებიც ალბრეს დინასტიის წარმომადგენელნი იყვნენ (ვინაიდან ჟანი ალბრეს დინასტიის ჩამომავალი იყო), აქედან მოყოლებული ალბრეს დინასტიამ ჩაანაცვლა ფოქსის დინასტია.
ჟანა III-ე გათხოვილი იყო ანტუან დე ბურბონზე, მათი შვილებიც ბურბონების დინასტიის წარმომადგენლები იყვნენ. ჟანას გარდაცვალების შემდგომ კი ტახტზე მათი ვაჟი ანრი III ადის, რომელსაც ცოლად საფრანგეთის პრინცესა - მარგარიტა ვალუა მოჰყავს. 1589 წელს უმემკვიდრეოდ დარჩენილმა საფრანგეთის მეფე ანრი III-მ თავის მემკვიდრეებად მარგარიტა და ანრი დაასახელა, სწორედ აქედან მოყოლებული ნავარასა და საფრანგეთს საერთო მონარქები ჰყავთ. 1620 წელს კი ანრის ვაჟმა - ლუი XIII-მ ნავარა საფრანგეთის გვირგვინის ქვეშ გააერთიანა, რითაც ნავარის სამეფომ არსებობა შეწყვიტა.
(ფრანგულად) Jean-François Bladé, " Les comtes carolingiens de Bigorre et les premiers rois de Navarre ", p. 326-346, 400-413, 481-491, Revue de l'Agenais, 1895, tome 22
(ფრანგულად) Jean-François Bladé, " Les comtes carolingiens de Bigorre et les premiers rois de Navarre ", p. 16-39, 308-324, 418-430, Revue de l'Agenais, 1896, tome 23
(ფრანგულად) Jean-François Bladé, " Les comtes carolingiens de Bigorre et les premiers rois de Navarre ", p. 34-46, 201-211, 313-319, Revue de l'Agenais, 1897, tome 24