თეობალდ I |
---|
|
|
ნავარის მეფე |
---|
მმართ. დასაწყისი: |
7 აპრილი, 1234 |
---|
მმართ. დასასრული: |
8 ივლისი, 1253 |
---|
წინამორბედი: |
სანჩო VII |
---|
მემკვიდრე: |
თეობალდ II |
---|
პირადი ცხოვრება |
---|
დაბ. თარიღი: |
30 მაისი, 1201 |
---|
დაბ. ადგილი: |
ტროი, შამპანი |
---|
გარდ. თარიღი: |
8 ივლისი, 1253, (52 წლის) |
---|
გარდ. ადგილი: |
პამპლონა, ნავარა |
---|
მეუღლე: |
გერტრუდა დაგსბურგელი აგნეს დე ბეჟო მარგარიტა დე ბურბონი |
---|
შვილები: |
ბლანკა, ბრეტანის ჰერცოგინია თეობალდ II, ნავარის მეფე ბეატრისი, ბურგუნდიის ჰერცოგინია ანრი I, ნავარის მეფე |
---|
დინასტია: |
ბლუა |
---|
მამა: |
თეობალდ III, შამპანის გრაფი |
---|
დედა: |
ბლანკა ნავარელი |
---|
რელიგია: |
კათოლიციზმი |
---|
|
თეობალდ I (ფრანგ. Thibaut Ier, ესპ. Teobaldo I), მეტსახელად ტრუბადური (ფრანგ. le Chansonnier, ესპ. el Trovador; დ. 30 მაისი, 1201 — გ. 8 ივლისი, 1253) — ბლუას დინასტიის წარმომადგენელი. შამპანის გრაფ თეობალდ III-ის უფროსი ვაჟი. ნავარის მეფე 1234-1253 წლებში როგორც სანჩო VI-ის ასულ ბლანკა ნავარელის ვაჟი. იგი ასევე მონაწილეობა ბარონების ჯვაროსნულ ლაშქრობაში.
ბიოგრაფია
თეობალდი დაიბადა 1201 წლის 30 მაისს, მამის, შამპანის გრაფ თეობალდ III-ის გარდაცვალებიდან ორ კვირაში, რის გამოც იგი დაბადების წუთიდანვე იქცა შამპანის გრაფად. დედამისმა, ბლანკა ნავარელმა მას სახელი მამამისის პატივსაცემად დაარქვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დედამისი, ნავარის მეფე სანჩო VI-ის უფროსი ასული იყო.
1234 წელს თეობალდის ბიძა, ნავარის მეფე სანჩო VII უშვილოდ აღესრულა, რის გამოც ნავარის ახალი მეფე თეობალდ I ხდება, როგორც მისი დის შვილი და უახლოესი ნათესავი. თავდაპირველად ეს ამბავი არაგონის მეფე ხაიმე I-მა გააპროტესტა, თუმცა საბოლოოდ იგი მაინც სცნო ნავარის კანონიერ მეფედ.
ტახტზე ასვლისთანავე, თეობალდმა მეგობრული ურთიერთობა დაამყარა ინგლისთან, კასტილიასა და არაგონთან, რამაც საშუალება მისცა თავისი პოზიციები გაემყარებინა. ასევე მან დაარწმუნა შამპანელი დიდებულები, რომლებიც თავიანთი გრაფის ნავარაში გადახვეწას აპროტესტებდნენ. იგი ცნობილი გახდა თავისი ადმინისტრაციული რეფორმებით, რომლებიც ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ იყო მიმართული. სწორედ ამ მიზნით, თეობალდის ბრძანებით დაიწერა ნავარის ისტორიაში პირველი კანონთა კრებული.
მისი მმართველობის პერიოდში ურთიერთობები გაღრმავდა კასტილიასთან. თავდაპირველად იგი გეგმავდა თავისი ასულის ალფონსო X-თვის მითხოვებას, თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა. კასტილიის მეფე ფერდინანდ III-მ მას ხიპუსკოას მიწები დაუთმო, ქალაქ ალავერას სანაცვლოდ. ამის წყალობით, ნავარის სამეფოს კვლავ ეღირსა ზღვაზე გასასვლელი, რამაც გაუადვილა სხვა, არამეზობელ ქვეყნებთან კონტაქტი. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ მან თავისი ასული ბლანკა ცოლად ბრეტანის ჰერცოგს შერთო.
1239 წელს მონაწილეობა მიიღო ბარონების ჯვაროსნულ ლაშქრობაში და აქტიურად ჩაება რეკონკისტაში. მიუხედავად რამდენიმე მარცხისა, მან მუსულმანებთან არსებული დაძაბულობა მშვიდობიანად დაასრულა და საბოლოოდ მათთან ხელშეკრულებაც დადო. 1240 წელს მან კვლავ სცადა ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობა, თუმცა ამაოდ. აღსანიშნავია, რომ მთელი მმართველობის მანძილზე თეობალდს ნავარასა და შამპანს შორის უწევდა გამუდმებული მოგზაურობა.
თეობალდს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა პამპლონას მთავარეპისკოპოსთან. 1250 წელს მთავარეპისკოპოსმა მეფე ეკლესიიდან განკვეთა. ეს პრივილეგია მას თავად რომის პაპმა მიანიჭა, რომლის მიხედვითაც, მთავარეპისკოპოსების გარდა არავის შეეძლო მონარქის წმინდა ეკლესიიდან განკვეთა.
თავისი პოეტობისა და სიმღერებისადმი სიყვარულის გამო, ნავარელებმა თეობალდს მეტსახელად ტრუბადური შეარქვეს. თეობალდ I გარდაიცვალა 1253 წლის 8 ივლისს პამპლონაში, შამპანში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე. მის შემდეგ მისი ვაჟი თეობალდ II გამეფდა.
ქორწინებები და შვილები
1220 წელს თეობალდი პირველად დაქორწინდა გერტრუდა დაგსბურგელზე, რომელსაც ქორწინებიდან ორ წელიწადში გაეყარა. განქორწინებიდან რამდენიმე თვეში, 1222 წელს იგი მეორედ დაქორწინდა აგნეს დე ბეჟოზე, რომელთანაც ერთი ასული შეეძინა:
- ბლანკა (1226-1283), ცოლად შერთეს ბრეტანის ჰერცოგ ჟან I-ს, რომელთანაც რვა შვილი შეეძინა, აქედან ორ ვაჟს მამის პატივსაცემად თეობალდი დაარქვა;
1231 წელს აგნესი გარდაიცვალა და მემკვიდრის გაჩენის მიზნით თეობალდი მესამედ დაქორწინდა მარგარიტა დე ბურბონზე, რომელთანაც ექვსი შვილი შეეძინა:
- ლეონორი (1233), დაიღუპა ჩვილი;
- პედრო (?-?), დაიღუპა ჩვილი;
- მარგარიტა (?-?), ცოლად გაჰყვა ლოთარინგიის ჰერცოგ ფრიდრიხ III-ს, რომელთანაც ცხრა შვილი შეეძინა და უფროს ვაჟს მამის პატივსაცემად თეობალდი დაარქვა;
- თეობალდ II (1239-1270), ნავარის მეფე, იქორწინა იზაბელა ფრანგზე, თუმცა გარდაიცვალა უშვილოდ;
- ბეატრისი (1242-1295), ცოლად გაჰყვა ბურგუნდიის ჰერცოგ უგო IV-ს, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი, მათ შორის გერმანიის დედოფალი იზაბელა ბურგუნდიელი;
- ანრი I (1244-1274), ნავარის მეფე, ცოლად შეირთო ბლანშ არტუელი, რომელთანაც მხოლოდ ერთი ასული შეეძინა, ნავარისა და საფრანგეთის დედოფალი ჟანა I;
გარდა ამისა, უცნობი საყვარლისაგან მას ჰყავდა ერთი უკანონო ქალიშვილიც, სახელად აგნესა, რომელიც ცოლად ალბარასინის ლორდ ალვარ პერეს დე ასაგრას გაჰყვა. აგრეთვე, თავის საყვარელ მარგარიტა ლოპეს დე რადასგან ჰყავდა ერთი უკანონო ასული, რომლის სახელიც უცნობია, თუმცა იგი ცოლად არაგონის მეფე ხაიმე I-ის უკანონო ვაჟს, იხარის ბარონ პედრო ფერნანდესს გაჰყვა.
ლიტერატურა
- Burgtorf, Jochen (2011). "Battle of Gaza (1239)". In Mikaberidze, Alexander (ed.). Conflict and Conquest in the Islamic World: A Historical Encyclopedia. Vol. I. ABC-CLIO.
- Evergates, Theodore (2007). The Aristocracy in the County of Champagne, 1100-1300. University of Pennsylvania Press.
- Fray, Jean-Luc (2007). Villes et bourgs de Lorraine: réseaux urbains et centralité au Moyen Âge (ფრანგულად). Presses Universitaires Blaise-Pascal.
- O'Callaghan, Joseph F. (1975). A History of Medieval Spain. Cornell University Press.
- Richard, Jean (1999). The Crusades, C.1071-c.1291. Translated by Birrell, Jean. Cambridge University Press.
- Tyerman, Christopher (2006). God's War:A New History of the Crusades. Penguin Books.
- William of Puylaurens (2003). The Chronicle of William of Puylaurens: The Albigensian Crusade and its Aftermath. Translated by Sibly, W.A.; Sibly, M.D. Boydell Press.
|
---|
| ხიმენესების დინასტია | | |
---|
| შამპანური დინასტია | |
---|
| კაპეტინგების დინასტია | |
---|
| ევრეს დინასტია | |
---|
| ტრასტამარას დინასტია | |
---|
| ფუას დინასტია | |
---|
| ალბრეს დინასტია | |
---|
| ბურბონთა დინასტია | |
---|
|