ხაიმე I დამპყრობელი
ხაიმე I დამპყრობელი (ესპ. Jaime I el Conquistador, არაგ. Chaime I lo Conqueridor, კატ. Jaume el Conqueridor, ოქსიტ. Jacme lo Conquerent; დ. 2 თებერვალი, 1208 — გ. 27 ივლისი, 1276) — არაგონის მეფე, ბარსელონის გრაფი და მონპელიეს სენიორი 1213–1276 წლებში. პედრო II-ისა და მარია დე მონპელიეს ვაჟი. ტახტზე ავიდა მამის პედრო II-ის შემდეგ. ზედწოდება დამპყრობელი მიიღო ბალეარის კუნძულებისა და ვალენსიის ტაიფის დაპყრობის შემდეგ, რომლის ადგილზეც არაგონის სამეფოს შემადგენელობაში დააარსა ვალენსიის სამეფო. მისი გარდაცვალების შემდეგ ბალეარის კუნძულები მაიორკის სამეფოს სახელით გადაეცა მის უმცროს შვილს ხაიმე I-ს, ხოლო დარჩენილი ნაწილი უფროს შვილ პედრო III-ს. რესურსები ინტერნეტში
Information related to ხაიმე I დამპყრობელი |