ჟანა ბურგუნდიელი

ჟანა ბურგუნდიელი
საფრანგეთის დედოფალი
კორონაცია: 27 მაისი, 1328
მმართ. დასაწყისი: 1 აპრილი, 1328
მმართ. დასასრული: 12 დეკემბერი, 1349
წინამორბედი: ჟანა დე ევრე
მემკვიდრე: ბლანკა ნავარელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 ივნისი, 1293
გარდ. თარიღი: 12 დეკემბერი, 1349, (56 წლის)
მეუღლე: ფილიპ VI, საფრანგეთის მეფე
შვილები: ჟან II, საფრანგეთის მეფე
ფილიპი, ორლეანის ჰერცოგი
მამა: რობერ II, ბურგუნდიის ჰერცოგი
დედა: აგნეს ფრანგი
რელიგია: კათოლიციზმი

ჟანა ბურგუნდიელი (ფრანგ. Jeanne de Bourgogne), აგრეთვე ცნობილი როგორც ჟანა კოჭლი (ფრანგ. Jeanne la Boiteuse; დ. 24 ივნისი, 1293 — გ. 12 დეკემბერი, 1349) — ბურგუნდიელთა დინასტიის წარმომადგენელი. ბურგუნდიის ჰერცოგ რობერ II-ისა და მისი ცოლის, საფრანგეთის პრინცესა აგნეს ფრანგის ასული. საფრანგეთის დედოფალი 1328-1349 წლებში როგორც ფილიპ VI-ის მეუღლე. როდესაც მისი ქმარი ასწლიანი ომის პერიოდში ქვეყნიდან მიდიოდა საომრად, საფრანგეთს ჟანა მართავდა, როგორც რეგენტი.

ბიოგრაფია

ადრეული წლები

ჟანა დაიბადა 1293 წლის 24 ივნისს. იგი იყო ბურგუნდიის ჰერცოგ რობერ II-ისა და მისი ცოლის, საფრანგეთის პრინცესა აგნეს ფრანგის ასული. მამის ხაზით მისი ბებია-პაპა იყვნენ ბურგუნდიის ჰერცოგი უგო IV და იოლანდ დრულერი, ხოლო დედის მხრიდან მისი ბებია-პაპა იყვნენ საფრანგეთის მეფე ლუი IX და დედოფალი მარგარიტა პროვანსელი. მისი უფროსი და, პრინცესა მარგარიტა ცოლად შერთეს პრინც ლუის, რომელიც შემდგომში საფრანგეთის მეფე ლუი X გახდა, ხოლო მარგარიტა ბურგუნდიელი დედოფალი. 1313 წლის ივლისში ჟანა მიათხოვეს მის გარე ბიძაშვილ ფილიპ დე ვალუას. იგი საფრანგეთის მეფის ღვიძლი ბიძაშვილი და თავად მეფის ძმების შემდეგ ტახტის პირველი მემკვიდრე იყო. 1315-28 წლებში ჟანამ და ფილიპმა მიიღეს რამდენიმე ტიტული, როგორებიცაა ვალუას გრაფი-გრაფინია, მაინის გრაფი-გრაფინია და ანჟუს გრაფი-გრაფინია.

დედოფლობა

საფრანგეთის მეფე ფილიპ IV-ის სამი ვაჟი — ლუი X, ფილიპ V და შარლ IV — უძეოდ გარდაიცვალა. საბოლოოდ, მეფე შარლის გარდაცვალებამ, ჟანას ქმარი, ახლა უკვე ფილიპ VI საფრანგეთის მეფედ აქცია. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა შემდგომში ინგლისის მეფე ედუარდ III-ის განრისხება და საფრანგეთის ტახტისთვის ასწლიანი ომის დაწყება. ედუარდი ასევე ფილიპ IV-ის ქალიშვილ იზაბელა ფრანგის ვაჟი იყო და თვლიდა, რომ ტახტი მას უფრო ეკუთვნოდა, მაგრამ საფრანგეთში მოქმედი სალიური კანონისდა მიხედვით, რომელიც ქალის მემკვიდრეობას არ აღიარებდა, ტახტი ფილიპს ეკუთვნოდა და ამ აზრზე იყო მთელი ფრანგული არისტოკრატიაც. თავისი ტახტისა და უფლებების დასაცავად ფილიპსა და მის შთამომავლებსაც გამუდმებული ბრძოლა უწევდათ ინგლისელების წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ ფილიპი ძალიან ხშირად ტოვებდა ქვეყანას და ბრძოლაში მიდიოდა, რა დროსაც თავის გონიერებითა და პოლიტიკაში გაწვრთნილ ცოლს, დედოფალ ჟანას ნიშნავდა ქვეყნის რეგენტად. იმ ეპოქაში ადამიანებს აღიზიანებდათ ქალის ძალაუფლება, რის გამოც ფრანგებმა მას კოჭლი შეარქვეს, მიუხედავად იმისა, რომ მას სიარულთან დაკავშირებული პრობლემები არასდროს არ ჰქონია. დედოფალს ასევე დიდი გავლენა ჰქონდა მეფეზე, რის გამოც დროთა განმავლობაში ხალხს ფილიპზეც შეეცვალა შთაბეჭდილება.

დედოფალს ძალიან უყვარდა მეცნიერება და ბიბლიოფილსაც კი უწოდებდნენ. იგი თავის ვაჟ ჟანთან ერთად ხშირად იჯდა ბიბლიოთეკაში და თვითონ თარგმნიდა უცხოენოვან წიგნებს ფრანგულზე. სწორედ მან თარგმნა ფრანგულად უამრავი ღირსშესანიშნავი სალიტერატურო თუ სამეცნიერო ნარკვევი.

დედოფალი ჟანა 1349 წლის 12 დეკემბერს გარდაიცვალა 56 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს სენ დენის სამეფო ბაზილიკაში. მას მოგვიანებით მისმა შვილიშვილმა შარლ V-მ საოცარი აკლდამა აუშენა, რომელიც შემდგომში საფრანგეთის რევოლუციის დროს დაინგრა. მისი გარდაცვალებიდან მალევე ფილიპმა ალიანსის მიზნით ცოლად შეირთო ნავარის მეფის ასული ბლანკა, თუმცა მალევე, 1350 წელს თავად ფილიპ VI-ც გარდაიცვალა.

შვილები

  1. ჟან II (დ. 26 აპრილი, 1319 — გ. 8 აპრილი, 1364), საფრანგეთის მეფე, პირველად ცოლად შეირთო ბონა ბოჰემიელი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა ჟანა ოვერნელზე. მისი მრავალი შვილიდან აღსანიშნავია საფრანგეთის მეფე შარლ V. გარდაიცვალა ინგლისელთა ტყვეობაში;
  2. მარი (დ. 1326 — გ. 22 სექტემბერი, 1333), ცოლად შერთეს ბრაბანტის ჰერცოგ ჟან III-ს, მაგრამ ქორწილიდან მალევე დაიღუპა;
  3. ლუი (17 იანვარი, 1329), გარდაიცვალა დაბადებისას;
  4. ლუი (დ. 8 ივნისი, 1330 — გ. 23 ივნისი, 1330), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  5. მკვდარშობილი ვაჟი (2 ოქტომბერი, 1333);
  6. მკვდარშობილი ვაჟი (28 მაისი, 1335);
  7. ფილიპი (დ. 1 ივლისი, 1336 — გ. 1 სექტემბერი, 1375), ორლეანის ჰერცოგი, ცოლად შეირთო საფრანგეთის განსვენებული მეფე შარლ IV-ის ნაბოლარა ასული ბლანშ კაპეტი, თუმცა ჰყავდა მხოლოდ ერთი ვაჟი, ისიც საყვარლისგან;
  8. ჟანა (ნოემბერი, 1337), გარდაიცვალა დაბადებისას;
  9. მკვდარშობილი ვაჟი (ზაფხული, 1343).

ლიტერატურა

  • A History of the Crusades: The fourteenth and fifteenth centuries, Vol. III, ed. Kenneth Meyer Setton, (University of Wisconsin Press, 1975), 773.
  • Elizabeth Hallam, Capetian France: 987-1328, (Longman, 1980), 282.
  • Robert Knecht, The Valois: Kings of France 1328-1589, (Hambledon Continuum, 2004), 11.
  • Jonathan Sumption, The Hundred Years War II:Trial by Fire, (University of Pennsylvania Press, 1999), 49.

Read other articles:

Disambiguazione – Se stai cercando altri significati, vedi San Patrizio (disambigua). San PatrizioStatua di San Patrizio a Tara. Vescovo e missionario  NascitaBritannia romana, 389 MorteSaul, 17 marzo 461 Venerato daTutte le Chiese che ammettono il culto dei santi Ricorrenza17 marzo Attributibastone pastorale, mitra vescovile e trifoglio. Patrono diIrlanda, Nigeria, Montserrat, New York, Boston e degli ingegneri[1]. Manuale Patriziovescovo della Chiesa cattolica  Inc...

 

 

Katedral ChennaiKatedral Basilika Tempat Ziarah Nasional Santo ThomasKatedral ChennaiLokasi38 Santhome High Road, Chennai, Tamil NaduNegaraIndiaDenominasiGereja Katolik RomaSitus websanthomechurch.comSejarahOtorisasi bulla kepausan16 Maret 1956Didirikan1523DedikasiTomasArsitekturStatusBasilika minor[1]Status fungsionalAktifPenetapan warisanTempat ziarah nasional[2]ArsitekCaptain J. A. PowerGayaNeo-GothicPeletakan batu pertama1500Selesai1523SpesifikasiPanjang64 meter (210&...

 

 

Museum Arkeologi Nasional AthenaDidirikan1829LokasiJalan Patission, Athena, Yunani JenisMuseum NasionalAkses transportasi umumStasiun Metro Athena:Stasiun Viktoria, Stasun OmonoiaSitus webSitus web resmi Museum Arkeologi Nasional (Greek: Εθνικό Αρχαιολογικό Μουσείοcode: el is deprecated ) di kota Athena memiliki beberapa artefak terpenting dari berbagai tempat arkeologis di seluruh Yunani mulai dari masa prasejarah sampai antikuitas akhir. Museum ini dianggap sebagai ...

Perfect VelvetAlbum studio karya Red VelvetDirilis17 November 2017Direkam2016-2018Genre K-pop R&B Hip-hop electronica Durasi30:56 41:37 (edisi repackage)BahasaKoreaLabel SM Genie Iriver Inc. ProduserAgent 47 Lee Soo-manKronologi Red Velvet The Red Summer(2017) Perfect Velvet(2017) #Cookie Jar(2018) Singel dalam album Perfect Velvet Peek-a-BooDirilis: 17 November 2017 Sampul edisi RepackageGambar sampul digital The Perfect Red Velvet Singel dalam album The Perfect Red Velvet Bad BoyDir...

 

 

Israeli research university in Haifa TechnionIsrael Institute of Technologyהטכניון – מכון טכנולוגי לישראל (Hebrew)Former nameTechnikum(1912–1914)TypePublicTechnicalResearchEstablished11 April 1912; 112 years ago (1912-04-11)EndowmentUS$2.25 billion[1]BudgetUS$470 million[1]PresidentUri SivanStudents13,703 (2014)[2]Undergraduates9,251 (2014)[2]Postgraduates3,435 (2014)[2]Doctoral students1,004 (2014)[2&#...

 

 

French civil engineer Eugène BelgrandBorn23 April 1810Ervy-le-ChâtelDied8 April 1878 (1878-04-09) (aged 67)ParisNationalityFrenchAlma materÉcole des Ponts et Chaussées and École PolytechniqueOccupationCivil Engineer Eugène Belgrand (23 April 1810 – 8 April 1878) was a French engineer who made significant contributions to the modernization of the Parisian sewer system during the 19th century rebuilding of Paris. Much of Belgrand's work remains in use today.[1]...

Metro station in Brussels, Belgium For other similarly named stations, see Montgomery station (disambiguation). General informationCoordinates50°50′16″N 4°24′25″E / 50.83778°N 4.40694°E / 50.83778; 4.40694Owned bySTIB/MIVBPlatforms2 (metro)2 (premetro)Tracks2 (metro)2 (premetro)ConstructionStructure typeUndergroundHistoryOpened30 January 1975; 49 years ago (1975-01-30) (premetro)20 September 1976; 47 years ago (1976-09-20...

 

 

Japanese manga series Ristorante ParadisoCover of the first manga volumeリストランテ・パラディーゾ(Risutorante Paradīzo)GenreRomance[1] MangaWritten byNatsume OnoPublished byOhta PublishingEnglish publisherNA: Viz MediaMagazineManga Erotics FOriginal runMay 2005 – March 2006Volumes1 MangaGente: The People of Ristorante ParadisoWritten byNatsume OnoPublished byOhta PublishingEnglish publisherNA: Viz MediaMagazineManga Erotics FOriginal runSeptember 2...

 

 

Questa voce o sezione sull'argomento edizioni di competizioni calcistiche non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Serie D 1979-1980 Competizione Serie D Sport Calcio Edizione 21ª Organizzatore Lega Semiprofessionisti Luogo  Italia Partecipanti 108 Formula 6 gironi all'italiana Risultati Prom...

ХристианствоБиблия Ветхий Завет Новый Завет Евангелие Десять заповедей Нагорная проповедь Апокрифы Бог, Троица Бог Отец Иисус Христос Святой Дух История христианства Апостолы Хронология христианства Раннее христианство Гностическое христианство Вселенские соборы Н...

 

 

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: The ULULU Company – news · newspapers · books · scholar · JSTOR (May 2018) (Learn how and when to remove this message) Matt Groening's owned production company The ULULU CompanyFormerlyThe Curiosity Company (1997–2018; 2023–present)Company typePrivateIndust...

 

 

55°02′06″N 7°17′02″W / 55.035°N 7.284°W / 55.035; -7.284 Grammar school in Derry, Northern IrelandThornhill CollegeColáiste Chnoc na nDealg[1]AddressCulmore RoadDerry, BT48 8JFNorthern IrelandInformationTypeGrammar schoolMottoAdveniat Regnum Tuum (Thy Kingdom come)Religious affiliation(s)Roman CatholicEstablished1886Local authorityEducation Authority (Western)PrincipalSharon Mallett, BSSc PGDFHE MSc PQMStaff100Grades6-12GenderGirlsAge11 to 18En...

此條目可参照英語維基百科相應條目来扩充。 (2021年5月6日)若您熟悉来源语言和主题,请协助参考外语维基百科扩充条目。请勿直接提交机械翻译,也不要翻译不可靠、低品质内容。依版权协议,译文需在编辑摘要注明来源,或于讨论页顶部标记{{Translated page}}标签。 约翰斯顿环礁Kalama Atoll 美國本土外小島嶼 Johnston Atoll 旗幟颂歌:《星條旗》The Star-Spangled Banner約翰斯頓環礁�...

 

 

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Zillion II – news · newspapers · books · scholar · JSTOR (August 2023) (Learn how and when to remove this message) 1987 video gameZillion IINorth American cover artDeveloper(s)SegaPublisher(s)SegaPlatform(s)Master SystemReleaseJP: December 13, 1987NA: July 1988...

 

 

YohannesKaisar EtiopiaYohannes I digambarkan pada engravir PrancisBerkuasa1667–1682PendahuluFasilidesPenerusIyasu AgungKelahirans. 1640Kematian19 Juli 1682WangsaWangsa SalomoNama takhtaA'ilaf Sagad (Ge'ez: አእላፍ ሰገድ a'ilāf sagad)AgamaGereja Tewahedo Ortodoks Etiopia Yohannes I (bahasa Ge'ez: ቀዳማዊ ዮሐንስ qädamawi yōḥānnis, Amh. qädamawi yōhānnis, juga terkadang disebut John I), nama takhta A'ilaf Sagad (Ge'ez: አእላፍ ሰገድ a'ilāf sagad), (s....

Public high school in East St. Louis, Illinois, United StatesEast St. Louis Lincoln High SchoolEast St. Louis Lincoln Senior High School, May 2014Address1211 Bond AvenueEast St. Louis, IllinoisUnited StatesCoordinates38°36′51″N 90°09′26″W / 38.614056°N 90.157112°W / 38.614056; -90.157112InformationTypePublic high schoolEstablished1909Closed1998School districtEast St. Louis School District 189GenderCoedCampus typeUrbanColor(s)   Orange and blackTea...

 

 

Man known for building path through a mountain in India Dashrath Manjhiदशरथ मांझीDashrath Manjhi on 2016 stamp of IndiaBorn(1934-01-14)14 January 1934Gehlaur, Bihar, British IndiaDied17 August 2007(2007-08-17) (aged 73)New Delhi, IndiaNationalityIndianOther namesMountain ManKnown forManually carving a mountain in order to connect Gehlaur and GayaSpouseFalguni Devi Dashrath Manjhi (14 January 1934[1] – 17 August 2007[2]), also known as Mountai...

 

 

Efrem orang Siria. Efrem orang Siria adalah seorang teolog sekaligus sastrawan dan orator.[1] Ia berasal dari Gereja Purba di Siria.[1] Ia terutama dihormati dalam Gereja Ortodoks Siria, dan terhitung sebagai Venerable Father (Bapa Yang Dimuliakan, yaitu seorang biarawan yang dihormati sebagai orang kudus) dalam Gereja Ortodoks Timur. Hari peringatannya adalah tanggal 28 Januari dan pada hari Sabtu Venerable Fathers. Ia dinyatakan sebagai seorang Pujangga Gereja dalam Gereja K...

يفتقر محتوى هذه المقالة إلى الاستشهاد بمصادر. فضلاً، ساهم في تطوير هذه المقالة من خلال إضافة مصادر موثوق بها. أي معلومات غير موثقة يمكن التشكيك بها وإزالتها. (ديسمبر 2018) دوري أندية العراق الموسم 2010/2011 البلد العراق  النسخة 37  عدد الفرق 28   الفائز نادي الزوراء الوصيف نا�...

 

 

В Википедии есть статьи о других людях с похожими именами, см. Дудин и Дудин, Иван. Иван Дудин Имя при рождении Иван Осипович (Иосифович) Дудин Дата рождения 19 января 1867(1867-01-19) Место рождения Москва, Российская империя[1] Дата смерти 4 апреля 1924(1924-04-04) Место смерти Моск...