3DO Interactive Multiplayer
3DO Interactive Multiplayer (შემოკლებით 3DO) — მეხუთე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი კომპანია The 3DO Company-ის მიერ და გამოცემული კომპანიების, Panasonic, Sanyo-სა და GoldStar-ის მიერ. შექმნის იდეა ეკუთვნის Electronic Arts-ის დამფუძნებელს და ინჟინერს ტრიპ ჰოუკინსს,[1] თუმცა თავდაპირველად რიგი სპეციპიკაციები შეიმუშავეს დეივ ნიდლმა და რობერტ მიკალმა New Technologies Group-დან. სისტემის არსებობის ისტორიაში შეიქმნა მისი რამდენიმე მოდელი, რომელთაგანაც ყველაზე პირველი, პოპულარული და გავრცელებული აღმოჩნდა Panasonic FZ-1 R·E·A·L 3DO Interactive Multiplayer, გამოსული იაპონიაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. Panasonic-მა, აგრეთვე შექმნა კიდევ ორი მოდელი, რომლებიც წინამორბედისგან განსხვავდებოდნენ დიზაინითა და სხვადასხვა მახასიათებლებით, პირველი: Panasonic FZ-10 R·E·A·L 3DO Interactive Multiplayer შედარებით იაფი და თხელი კორპუსით, ხოლო მეორე: Panasonic N-1005 3DO CD Changer "ROBO, რომელსაც გააჩნდა ხუთ დისკიანი CD-დისკწამყვანი. მოგვიანებით 1994 წელს, გამოიცა კიდევ ხუთი განსხვავებული მოდელი Sanyo-სა და GoldStar-ის მიერ. (დღეს LG Corporation). კონსოლის თავდაპირველი ფასი იყო 699.99 აშშ დოლარი.[7][8] 1994 წლის ბოლოს 399 დოლარამდე დაიკლო.[9] ის გამოიყენებდა 32 ბიტიან RISC-ის ARM60 ცენტრალურ პროცესორს 12.5 მჰც ტაქტური სიხშირით,[10] 2 მბ ოპერატიულ მეხსიერებას და 16 ბიტიან სტერეოხმას Dolby Surround Sound-ის სრული მხარდაჭერით,[10] ხოლო გაფართოება 640x480 პიქსელს შეადგენდა და გრაფიკულ ჩიპს შეეძლო 16,7 მილიონი ფერის გამოსახვა ეკრანზე.[11] ძირითად მედია საშუალებად მოიხმარდა CD-ROM-ს, ხოლო შეტანის საშუალებად - სტანდარტულ კონტროლერს, აგრეთვე მაუსს. კონსოლის თამაშების ბიბლიოთეკა ძირითადად მოიცავდა არკადული და PC თამაშების პორტებს, როგორებიცაა „Alone in the Dark“, „Myst“, „Star Control II“ და სხვებს. საერთო ჯამში მასზე ხელმისაწვდომი იყო 300-მდე ვიდეო თამაში. 1990 იან წლებში კონსოლების ბაზარი დაკავებული იყო ისეთი მწარმოებლების მიერ, როგორებიცაა Philips, Sega, Nintendo, Commodore International, SNK, და Atari. 1995 წელს ამ კომპანიების უმეტესი პროდუქტი არაკონკურენტუნარიანად იქცა და მათი წარმოება შეწყდა. პოპულარობა შეინარჩუნეს Nintendo-ს SNES-მა და Sega-ს Mega Drive/Genesis-მა. აქტიური სარეკლამო კამპანიების (ჟურნალმა „Time“-მა უწოდა “1993 წლის საუკეთესო პროდუქტი“) და თანამედროვე ტექნოლოგიბის გამოყენების მიუხედავად, კონსოლის მაღალმა ფასმა[1] და სათამაშო კონსოლებით გადატვირთვულმა ბაზარმა 1996 წელს განაპირობა 3DO-ის სიცოცხლის ხანგრძლივობის სწრაფად დასრულება. ის მიჩნეულია კომეციულ ჩავარდნად, რომლის გაყიდვებმა მხოლოდ და მხოლოდ 2 მილიონი ასლი შეადგინა. გამოსვლის შემდეგ სისტემამ მიიღო დადებითი შეფასებები კრიტიკოსებისგან. 2009 წელს საიტ IGN-მა თავის სიაში „25ყველა დროის საუკეთესო კონსოლი“ 22-ე ადგილი მიუჩინა. სამომავლოდ დაგეგმილი იყო Panasonic M2-ის გამოცემა,[12] რომლის პრეზენტაცია შედგა Electronic Entertainment Expo-ს ცერემონიაზე,[13] მაგრამ 1997 წელს პროექტზე მუშაობა შეწყდა.[14]. თამაშებიგალერეა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|