1989 წელს გამოცემულმა Nintendo Game Boy-მ საფუძველი ჩაუყარა პორტატიული კონსოლების ბაზარს
პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, პორტატიული სათამაშო კონსოლი, ან უბრალოდ პორტატიული კონსოლი — მცირე ზომის სათამაშო მოწყობილობა, რომელშიც ჩაშენებულია ყველა ის კომპონენტი (ეკრანი, დინამიკი სათამაშო ღილაკები და ა.შ), რომელიც საჭიროა ვიდეო თამაშის ფუნქციონირებისთვის. როგორც წესი, ასეთი ტიპის მოწყობილობა ზომაში გაცილებით მცირეა, ვიდრე სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი და შესაბამისად, სატარებლადაც მარტივია.[1][2]
პორტატიული კონსოლების პუპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვის Nintendo-ს. 1989 წელს კომპანიამ შექმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონსოლი Game Boy,[2] რომლის წყალობითაც იგი დღემდე დომინირებს პორტატიული კონსოლების ბაზარზე.[6][7]