Share to: share facebook share twitter share wa share telegram print page

Epoch Game Pocket Computer

Epoch Game Pocket Computer
შემქმნელი Epoch Co.
მწარმოებელი Epoch Co.
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეორე თაობა
გამოშვების თარიღი 1984; 41 წლის წინ (1984)
თავდაპირველი ფასი 12,000 იაპონური იენა
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი NEC D78C06
მეხსიერება 2 KB
მონიტორი 75 × 64 პიქსელები

Epoch Game Pocket Computer (იაპონ. ゲームポケコン?) — მეორე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია Epoch Co.-ის მიერ 1984 წელს მხოლოდ იაპონიაში. Game Pocket Computer მეორე კონსოლია Microvision-ის შემდეგ, რომელიც გამოიყენებდა ცვლად სათამაშო კარტრიჯებს.[1]

მისი თავდაპირველი ფასი შეადგენდა 12,000 იაპონურ იენას. იგი მოიხმარდა მონოქრომულ LCD ეკრანს 75 × 64-ზე გაფართოებით,[2][3] NEC-ის 8-ბიტიან ცენტრალურ პროცესორს D78C06-ს 6 მჰც ტაქტური სიხშირით და 2 KB ოპერატიულ მეხსიერებას. კონსოლს კორპუსის ქვედა მხარეს დატანებული ჰქონდა ჯოიპადი (8 მიმართულებიანი), 6 ღილაკი და კონტრასტის რეგულატორი, აგრეთვე სისტემის და ხმის ჩართვა-გამორთვის ორ-ორი ღილაკი. იგი მუშაობდა AA ბატარეებზე (სისტემა დამუხტულ რეჟიმში ძლებდა 70 საათს).[4]

კონსოლზე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ხუთი თამაში: „ Astro Bombe“, „Block Maze“, „Mahjong“, „Reversi“ და „Sokoban“. ამას გარდა მასში ჩაშენებული იყო ორი თამაში: „11-puzzle“ (თავსატეხი) და Paint program (გრაფიკული რედაქტორი).[5]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Sony’s PlayStation Portable and Epoch’s Game Pocket Computer. psp.about.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-07. ციტირების თარიღი: 23 აგვისტო, 2019.
  2. Epoch Game Pocket Computer. www.handheldmuseum.com. ციტირების თარიღი: 23 აგვისტო, 2019.
  3. 1984 Game Pocket Computer and Cartridges. www.miniarcade.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-01. ციტირების თარიღი: 23 აგვისტო, 2019.
  4. DOA: The Epoch Game Pocket Computer. retrothing.com. ციტირების თარიღი: 23 აგვისტო, 2019.
  5. Epoch Game Pocket Computer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-21}. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2019.
Kembali kehalaman sebelumnya