Gamate — მეოთხე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი ტაივანური კომპანია Bit Corporation-ის მიერ 1990 წელს.[1] კონსოლი გამოვიდა ავსტრალიაში, ევროპის, აზიისა და ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში.
Gamate-ს გააჩნდა თხევად კრისტალური ეკრანი, კონტროლერის ხუთი ღილაკი (მიმართულების პადი, ორი სათამაშო ღილაკი, აგრეთვე start და select) და 16 კილობაიტი ოპერატიული მეხსიერება. მუშაობდა ოთხ ცალ ექვსვოლტიან ბატარეაზე.[2] ადრეულ მოდელებში განთავსებული იყო UMC UA6588F-ის ცენტრალური პროცესორი, ხოლო მომდევნო რევიზიებში ჩაანაცვლეს NCR 81489-ის პროცესორით.
კონსოლზე ხელმისაწვდომი იყო დაახლოებით 70 ერთეული თამაში,[3] რომლებიც ვრცელდებო სათამაშო კარტრიჯების მეშვეობით — თხელი პლასტიკური ბარათი, რომელიც მეტად წააგავდა PC-Engine-სა და Sega Master System-ის კარტრიჯებს.[4]
1992 წელს Bit Corporation-მა შეწყვიტა კონსოლის წარმოება,[5] თუმცა კომპანია UMC აგრძელებდა Gamate-ისა და მასთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოშვებას.[6] 1995 წელს კონსოლის წარმოება საბოლოოდ დასრულდა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| სახეობები | |
---|
| თაობები | |
---|
| მეოთხე თაობა |
|
---|
| |
|