Video Technology CreatiVision, უფრო მეტად ცნობილი როგორ VTech CreatiVision — კარტრიჯული მეორე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი და ჰიბრიდული კომპიუტერი, შემუშავებული კომპანია VTech-ის მიერ 1981 წელს და გამოცემული 1982 წელს.
CreatiVision ვრცელდებოდა ევროპის ბევრ ქვეყანაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ისრაელში Educat 2002-ის სახელწოდებით, ხოლო ავსტრალიაში — Dick Smith Wizzard. აგრეთვე ვრცელდებოდა სახელებით: FunVision Computer Video Games System, Hanimex Rameses და VZ 2000.[2]
კონსოლში განთავსებული იყო Rockwell 6502-ის ცენტრალური პროცესორი 2 მჰც ტაქტური სიხშირით, 1 კბ ოპერატიული მეხსიერება, 16 კბ ვიდეო RAM. გრაფიკულ ჩიპს შეეძლო 16 ფერის გამოსახვა ეკრანზე. მას გააჩნდა ორი ჩაშენებული ჯოისტიკი და მემბრანული კლავიატურა კონტროლერი (მსგავსი ColecoVision-სა და Atari 5200-ისა). VTech-მა კონსოლის წარმოება შეწყვიტა 1986.
თამაშები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო