Microsoft Corporation (Microsoft-ის კორპორაცია) — მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია, რომლის სათავო ოფისი ვაშინგტონში, რედმონდში მდებარეობს. კომპანია ამზადებს, აპატენტებს და ლობირებს კომპიუტერული მოწყობილობებისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ფართო სპექტრს. ბოლო დროს კი, მან აპარატულ უზრუნველყოფის წარმოებაც დაიწყო. კომპანია 1975 წლის 4 აპრილს ბილ გეიტსისა და პოლ ალენის მიერ იქნა დაარსებული. დღესდღეობით Microsoft მსოფლიოს უდიდესი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიათა სიაში პირველ ადგილს იკავებს, ასევე ის მოწინავე ადგილს იკავებს მსოფლიოს გიგანტებს შორის როგორებიც არიან Apple Inc., ExxonMobil და IBM. 2005 წლის მონაცემებით Microsoft-ის წლიურმა შემოსავალმა 39,79 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. 2011 წლის მაისში, Microsoft-ის კომპანიამ შეიძინა Skype-ის აქციები 8,5 მილიარდ ამერიკულ დოლარად, რაც დღემდე Microsoft-ის უდიდეს შენაძენად ითვლება.
2013 წლის მონაცემებით Microsoft Corporation-ში დასაქმებულთა რაოდენობა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 97,000 ადამიანს აღემატება, 105 ქვეყანაში.მისი ყველაზე პოპულარული პროდუქტია Microsoft Windows საოპერაციო სისტემა და Microsoft Office პროგრამული პაკეტი – ორივე მათგანი თითქმის შეუცვლელი პროდუქტი გახდა მთელ მსოფლიოში პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე. კომპანია ასევე აწარმოებს ფართო სპექტრის კომპიუტერულ უზრუნველყოფებს, მათ შორის არის საძიებო სისტემა Bing, Xbox და Kinect, რომლებმაც დიდი პოპულარობა ჰპოვეს ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში, ლიდერია ციფრულ მომსახურებაშიც MSN-ს მეშვეობით, ასევე Microsoft Corporation-მა ახლახან დაიწყო მობილური ტელეფონის საოპერაციო სისტემის, Windows Phone OS-ის წარმოებაც. 2012 წლის ივნისს კომპანია Microsoft-მა განაცხადა, რომ იგი მალე გაყიდვაში ჩაუშვებს პლანშეტურ კომპიუტერს Microsoft Surface-ს. 2013 წლის მონაცემებით Microsoft Corporation-ის შემოსავალი 77.85 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, ხოლო კომპანიის დამაარესებელი, ბილ გეითსი, პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა სიაში მეორე ადგილზეა (რამდენიმე წლის განმავლობაში ის იყო პირველ ადგილზე).
სახელი Microsoft შედგება სიტყვებისგან „microcomputer-software“. პირველად 1975 წელს, ბილ გეიტსის მიერ პოლ ალენისთვის ერთ-ერთ მიწერილ წერილში იქნა სიტყვა „micro-soft“ გამოყენებული. ამჟამინდელი სახელწოდება „Microsoft“ იქნა დადგენილი 1976 წლის 26 ნოემბერს ნიუ-მექსიკოს შტატში. 2010 წლის 27 მაისიდან, მაიკროსოფტი არის NASDAQ-ის მეორე კაპიტალიზაცია Apple-ის შემდეგ. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 97 ათასი ადამიანი მთელს მსოფლიოში. 2014 წლის 4 თებერვლიდან მას ხელმძღვანელობს სატია ნადელა.
ისტორია
კომპანია მაიკროსოფტი შეიქმნა 1975 წლის 4 აპრილს, ქალაქ ალბუკერკეში, ნიუ-მექსიკოს შტატში, ორი ამერიკელი სტუდენტის, ბილ გეიტსისა და პოლ ალენის მიერ.
მათ შექმნეს მთელს ინფორმატიკის ისტორიაში პირველი პროგრამული ენა მიკრო კომპიუტერებისთვის.
ბრენდი Microsoft (თავდაპირველად Micro-soft ერქვა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ტირე მოშორდა) იქნა რეგისტრირებული 1976 წლის 26 ნოემბერს.
იმ დროის სხვა პროგრამისტებისგან განსხვავებით, რომლებიც ყიდიდნენ თავიანთ შექმნილ პროგრამებს ინფორმატიკულ კომპანიებზე, ბილ გეიტსმა და პოლ ალენმა მიაქირავეს თავიანთი Altair Basic-ის ლიცენზია 3 ათას დოლარად MITS-ს, კონტრაქტში შედიოდა, რომ MITS-ს უნდა გადაეხადა 35 დოლარი თითოეულ გაყიდულ ეგზემპლარზე.
Microsoft-ის ლიცენზია წარმოადგენდა თითოეულ გაყიდულ მიკრო კომპიუტერის ფასის 8.8%-ს.
1977 წელს მაიკორსოფტის BASIC მოხვდა ორ პოპულარულ მიკრო კომპიუტერში, Commodore-ის PET-სა და Tandy-ის TRS-80-ში.
თავდაპირველად, მაიკროსოფტი დაარსდა იმისთვის, რომ შეექმნა და გაეყიდა ინფორმატიკული პროგრამები, მათ შორის BASICAltair 8800-სთვის. შემდგომში გახდა IBM-ის ქვემდებარე კომპანია. 1980-იან წლებში Microsoft-მა შეძლო დომინირება პერსონალური კომპიუტერების საოპერაციო სისტემების ბაზარზე, თავის MS-DOS-ის საოპერაციო სისტემით. მას შემდეგ მაიკროსოფტი გამოეყო IBM-ს. კომპანიის საფონდო ბირჟაზე შესვლამ და მისი საფონდო ბირჟის აქციების ფასების ზრდამ, გაამდიდრა მაიკროსოფტი.
Microsoft-ის ბიზნეს სტრატეგიამ, რომელიც გულისხმობს კომპიუტერების გაყიდვას თანდართული Windows-ის საოპერაციო სისტემით, მას შესაძლებლობა მისცა მსოფლიოში კომპიუტერების უმეტესობა მუშაობდეს Windows-ით.
საქმიანობა
მაიკროსოფტი მონაწილეობს სხვა დარგებშიც, როგორიცაა ამერიკული საკაბელო ტელევიზია MSNBC, ვებპორტალი MSN, კომპიუტერული პერიფერია და აქსესუარები (კლავიატურა, მაუსი), და სახლის გასართობი პროდუქტები, როგორიცაა Xbox და Zune.
2015 წლის 29 ივლისს Microsoft-მა გამოუშვა Windows 10, რომელსაც ის ასახელებს როგორც თავის „ბოლო ოპერაციულ სისტემად“.
2015 წლის 23 სექტემბერს Microsoft აცხადებს პარტნიორობას Baidu-სთან, Baidu-ს მთავარ გვერდად აქცევს ჩინეთში მისი Microsoft Edge ბრაუზერის მომხმარებლებისთვის, და Baidu-ს საძიებო პროგრამებს Windows 10-ში წარუდგენს.
2015 წლის 26 ოქტომბერს პირველი ფლაგმანი Microsoft Store გაიხსნა ნიუ იორკში.
2016 წლის 13 ივნისს Microsoft აცხადებს LinkedIn-ის შეძენას $ 26.2 მილიარდ აშშ დოლარად.
არის პროგრამა რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საუბარი როგორც პერსონალური კომპიუტერების, ასევე ინტერნეტთან კავშირის მქონე სხვა მოწყობილობების საშუალებით.
არის მაირკოსოფტის პროგრამა რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საუბარი როგორც პერსონალური კომპიუტერების, ასევე ინტერნეტთან კავშირის მქონე სხვა მოწყობილობების საშუალებით. მაიკროსოფტი 2013 წლის 1 მიასიდან Windows Live Messenger შეცვალა Skype-ით.
ბილ გეიტსი: ერთ-ერთი Microsoft-ის დამაარსებელი. 1975 წლიდან 2000 წლამდე იგი იყო მიაკროსოფტის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, მან თავის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დაუთმო სტივ ბალმერს.
დღეს დღეობით ბილ გეიტსი რჩება Microsoft-ის თავმჯდომარე და მრჩეველი.
სტივ ბალმერი: არის Microsoft-ის თანამშრომელი 1980 წლიდან და Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი 2000 წლიდან.
მან 2013 წელს განაცხადა რომ დაახლოებით ერთ წელიწადში დატოვებდა Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას.
სატია ნადელა: 2014 წლის 4 თებერვალს, ნადელა გამოცხადდა Microsoft-ის ახალ აღმასრულებლად, კომპანიის აღმასრულებელი კომპანიის მესამე დირექტორი.
ფინანსები
ბრუნვა
2005 წელს Microsoft-ის წლიური ბრუნვა იყო 40 მილიარდი დოლარი, იგი 8%-ით გაიზარდა 2004 წელთან შედარებით. 2006 წელს Microsoft-ის წლიური ბრუნვა გაიზარდა და შეადგენდა 45 მილიარდ დოლარს, 2007 წელს კი 52 მილიარდ დოლარამდე ავიდა.
2008 წელს მისმა წლიურმა ბრუნვამ 60 მილიარდ დოლარს მიღწია, 2009 წელს 58 მილიარდ დოლარამდე ჩამოვიდა, 2010 წელს 62,5 მილიარდ დოლარს, 2011 წელს 70 მილიარდ დოლარს და 2012 წელს კი მისი წლიური ბრუნვა შეადგენდა 73,73 მილიარდ დოლარს.
საფონდო ბირჟა
საფონდო ბირჟაზე Microsoft-ის ამჟამინდელი აქციის ფასია 37.571 დოლარი.
1986 წლის 13 მარტს როცა მაიკროსოფტი პირველად შევიდა საფონდო ბირჟაზე, მისი დასაწყისი აქციის ფასი იყო 21 დოლარი.