სათამაშო ინდუსტრიის განახლებისთვის მზადება დაიწყო ჯერ კიდევ 2008 წელს, როდესაც Microsoft-ი შეუდგა მენეჯერის ძიებას, შემდეგი სათამაშო კონსოლის განვითრებისთვის. ანონსამდე, კონსოლი ატარებდა კოდურ სახელწოდებას „Durango“. მრავალი ავტორიტეტული გამომცემლობა, მათ შორის Forbes-ი, ვარაუდობდა, რომ ახალ კონსოლს „Xbox Infinity“ ეწოდებოდა, თუმცა პრეზენტაციაზე გაცხადდა, რომ ეს იყო Xbox One (All-in-One ინგ. ყველაფერი ერთში). 2013 წლის 21 მაისს გარდა კონსოლის ანონსისა დაანონსდა შემდეგი ექსკლუზიური თამაშები: Forza Motosport 5, Quantum Break და NBA Live 14.
დიზაინი
გასულ მოდელებთან შედარებით, Xbox One-ის დიზაინი გამარტივებულია. კონსოლი მოთავსდა შავ კორპუსში, რომელსაც აქვს დატანილი თეთრი ლოგოტიპი(მწვანე ნათების გარეშე), კონსოლის საფარი შესრულებულია ნახევრად ნაცრისფერი პრიალა და ნახევრად შავი მქრქალი მასალისგან. Xbox One-ის ლოგოტიპი ანათებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონსოლი ჩართულია.
გარდა კონსოლისა, სახე შეიცვალა ასევე Kinect-ის სენსორმა, გეიმპადმა და უშუალოდ კონსოლის ინტერფეისმა. კონსოლს შეემატა ის შესაძლებლობები, რომლებიც უკვე რეალიზებულია Windows 8-ში (მაგ. ეკრანის დაყოფა).
აპარატული უზრუნველყოფა
ტექნიკური მახასიათებლები
CPU- Xbox One-მა მიიღო 8-ბირთვიანი x86-x64 ცენტრალური პროცესორი APU 1,75 გჰც. მანამდე იგეგმებოდა 1,6 გჰც-იანი პროცესორის ჩადგმა.
GPU- AMD Radeon GPU APU-ს შემადგენელობაში, დაფუძნებულია AGCN-არქიტექტურაზე 12 გამომთვლელი მოდულით, რომლებსაც აქვთ 768 ბირთვი; D3D 11.2 @ 1,31 TFLOPS.
RAM- Xbox One-ში არსებობს 2 ტიმის მსგავსი მეხსიერება: DRAM და ESRAM. DDR3-ის მოცულობა შეადგენს 8 გბ-ს (2133 მჰც)(გამოყენებისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ 5 გბ, რადგან დანარჩენი 3 გბ-ს იყენებს საოპერაციო სისტემა. ESRAM-ის მოცულობა შეადგენს 32 მბ-ს. ESRAM-ოპერატიული მეხსიერების გამტარიანობაა- 192 გბ/წმ., DDR3- 68,3 გბ/წმ.
მყარი დისკი- 500 გბ. Xbox One-ში მყარი დისკის შეცვლა საგარანტიო პირობების დარღვევის გარეშე შეუძლებელია. შესაძლებელია გარე მყარი დისკების მიერთება.
Bly-Ray და DVD წამკითხველი
Kinect 2.0 კონტროლერი. მაღალი გარჩევადობის კამერა- 1080p. სახის ამოცნობა. ინფრაწითელი სენსორი ამაღლებს გადაღების ხარისხს და აძლევს მომხმარებელს საშუალებას სიბნელეშიც კი გამოიყენოს ის.
Xbox One-ს ასევე აქვს 3 USB 3.0 და 2 HDMI-პორტი(In/Out)
თავდაპირველად გაცხადდა, რომ Xbox One მუშაობისთვის ითხოვს მუდმივ ინტერნეტ-კავშირს, მოგვიანებით, E3 2013-კონფერენციაზე, კომპანიამ განაცხადა გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ და ახლა ინტერნეტის გარეშე კონსოლი იმუშავებდა 24 საათის განმავლობაში(სერვისების შეზღუდვით). 2013 წლის 19 ივნისს კი, კომპანიამ გამოაქვეყნა პრეს-რელიზი, რომელშიც ნათვქამი იყო, რომ საზოგადოების მწვავე კრიტიკის გამო, კომპანია ცვლის საკუთარ პოლიტიკას და უარს ამბობს მუდმივ ინტერნეტ-კავშირის საჭიროებაზე, რეგიონალურ ბლოკირებასა და თამაშების სამომხმარებლო ანგარიშთან მიბმაზე.
აუდიო და ვიდეო
Xbox One-ს აქვს 4K გაფართოების ვიდეო და 7.1 აუდიო მხარდაჭერა. Microsoft-ის სტრატეგიის და მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა, იუსუფ მეჰდიმ განაცხადა, რომ კონსოლზე არანაირი აპარატული შეზღუვა არაა, რომელიც შეუშლის ხელს თამაშების 4K-გაფართოებაში თამაშს. Xbox One-ს აქვს HDMI 1.4-ის შემავალი და გამავალი პორტის მხარდაჭერა. თუმცა Xbox One-ს არ აქვს კომპოზიტური ან კომპონენტური ვიდეოს გამავალი არხი.
შესაძლებლობები
მედიაინტერფეისი
Xbox One-ის პროგრამულ უზრუნველყოფაში ისევე, როგორც Windows 8-ში შესაძლებელია აპლიკაციების (მაგ. Skype, Internet Explorer და ა.შ) ეკრანის გვერდებზე გახსნა. Xbox One ასევე შეიძლება გამოიყენებულ იქნეს როგორც ტელეტუნერის და ტელევიზორის დამაკავშირებელი HDMI-ის დახმარებით.
საზოგადოების რეაქცია
Microsoft-ის ახალი კონსოლის პრეზენტაციის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში Wii U-ს გაყიდვები 875 %-ით გაიზარდა
Xbox-ის პრეზენტაციის შემდეგ, Sony-ს აქციები 9 %-ით გაიზარდა
2013 წლის დეკემბერში აშშ-სა და ბრიტანეტში Xbox One დასახელდა ყველაზე გაყიდვად კონსოლად