PV-1000 — კარტრიჯული სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი იაპონური კომპანია Casio-ს მიერ. გამოვიდა 1982 წლის ოქტომბერს იაპონიაში. PV-1000 აღჭურვილი იყო 8 ბიტიანი Z80A-ის ცენტრალური პროცესორით 3.579 მჰც ტაქტური სიხშირით,[2][3] (რომელიც ასევე გამოყენებული იყო SG-1000-სა ColecoVision-ში), 2 კბ ოპერატიული მეხსიერება და ეკრანის გაფართოება 256x192-ზე.[3][2]
კონსოლის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 14,800 იაპონური იენას.[2][3]. მისი თამაშების ბიბლიოთეკა მეტად მწირი იყო, არსებობის განმავლობაში, საერთო ჯამში გამოვიდა მხოლოდ 15 თამაში, მათ შორის: Pooyan, Super Cobra, Amidar, Dig-Dug, Warp & Warp და სხვა.
PV-1000 კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგანაც სათამაშო ბაზარზე დომინირებდა ორი გიგანტი, Nintendo და Sega. ასეე ერთ-ერთ მიზეზად იქცა 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისი. გარკვეული პერიოდის შემდეგ კონსოლის თამაშების წარმოება შეწყდა.[2]. PV-1000-ის კრახის მიუხედავად, Casio-მ კიდევ ერთხელ სცადა სათამაშო ბაზარზე ფეხის მოკიდება და 1995 წელს გამოუშვა რიგით მეორე კონსოლი Casio Loopy,[4]. თუმცა წინამორბედის მსგავსად, გაყიდვების მხრივ კრახი განიცადა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- PV-1000 საიტზე Video Game Console Library
სქოლიო
|
---|
| სახეობები | |
---|
| თაობები | |
---|
| მესამე თაობა |
|
---|
| |
|