Open Directory Project (ODP), იგივე Dmoz (შემოკლება დომენისა directory.mozilla.org) — ინტერნეტ-ქსელის მრავალენოვანი ღია შინაარსის ვებ-ცნობარი. მას ფლობდა Netscape, მაგრამ იგი აგებულია და იმართება მოხალისე რედაქტორების მიერ.
ODP იყენებს საიტების სიის იერარქიული ონტოლოგიის სქემას. ერთმანეთის მსგავსი თემები თავმოყრილია კატეგორიებში, რომლებშიც ქვეკატეგორიებიც თავსდება.
DMOZ დაიხურა 2017 წლის მარტს, ვინაიდან AOL-მა შეწყვიტა პროექტის მხარდაჭერა.[1][2] მასზე განთავსდა სტატიკური არქივის ბმული. დაგეგმილია პროექტის რენდენდინგი, რაც განიხილება სპეციალურ ფორუმზე.[2]
2017 წლის 9 სექტემბრისთვის არსებობს საიტის არარედაქტირებადი სარკე მისამართზე dmoztools.net,[3]. ცნობილია, რომ DMOZ-ის მისამართზე იგივე პროექტი არ ამოქმედდება და, შესაძლოა, ახალი მისამართი გახდეს Curlie.org.[4][5]