ჩეხეთი არის განვითარებული ქვეყანა, მოწინავე, მაღალი შემოსავლის მქონე სოციალური საბაზრო ეკონომიკით.[9][10][11] არის საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო ევროპული სოციალური მოდელით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემითა და უფასო-საუნივერსიტეტო განათლებით. იგი UN-ის ადამიანის განვითარების ინდექსით არის მსოფლიოს მე-13 ქვეყანა, ხოლო მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსით - მე-14 ქვეყანა (უკანასკნელში დგას ისეთ სახელმწიფოებზე წინ, როგორებიცაა აშშ, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი). აგრეთვე არის მსოფლიოში რიგირთ მე-11 ყველაზე უსაფრთხო და მშვიდობიანი ქვეყანა, სადაც დემოკრატიული მმართველობა კარგად ფუნქციონირებს.
სახელწოდება
ოფიციალური: ჩეხეთის რესპუბლიკა.
ეროვნული: Čechy; Česká republika.
ეტიმოლოგია: წარმოსდგება ძირითად მოსახლეთა ეთნონიმისაგან. ლათინური სახელი Bohemia, ისევე როგორც გერმანულიBöhmen ეწოდა კულტური ტომების ბოიების მიხედვით, რომლებიც აქ ძვ. წ. II საუკუნიდან ცხოვრობდნენ.
ისტორია
1993 წელს ყოფილი ჩეხოსლოვაკია „ხავერდოვანი რევოლუციის“ გზით მშვიდობიანად გაიყო ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ — ჩეხეთის რესპუბლიკად და სლოვაკეთის რესპუბლიკად. 2003 წლამდე ქვეყნის პრეზიდენტი იყო ყოფილი დისიდენტი და დრამატურგი ვაცლავ ჰაველი. 1999 წელს ქვეყანა ნატოში შევიდა, ხოლო 2004 წელს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა. დასავლეთის კრიტიკის ობიექტად დღემდე რჩება ბოშური უმცირესობის საკითხი, რომელთა შორის ძალიან მაღალია სიღარიბისა და უმუშევრობის დონე და დაბალია განათლების დონე.
ჩეხეთის ლანდშაფტი ძალიან მრავალფეროვანია. ქვეყნის დასავლეთით მდებარე ბოჰემია მოიცავს მდინარე ელბისა და ვლტავას ბასეინს; უმეტესად შემოსაზღვრულია დაბალი მთებით (მაგალითად, სუდეტებითა და კრკონოსით). ქვეყნის უმაღლესი წერტილი, სნეზკა, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1,603 მეტრი სიმაღლეზე, სწორედ აღნიშნულ რეგიონში მდებარეობს. მორავია, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი, არის აგრეთვე საკმაოდ მთიანი ტერიტორია.
ჩეხეთის რესპუბლიკიდან წყალი მიედინება სამ სხვადასხვა ზღვაში: ჩრდილოეთის ზღვაში, ბალტიის ზღვასა და შავ ზღვაში. ჩეხეთის მფლობელობაშია აგრეთვე მოლდაუჰაფენი, 30,000 მ2 ფართობის ლოტი ჰამბურგის ნავსაშენში. აღნიშნული ტერიტორია ქვეყანას მიენიჭა ვერსალის ხელშეკრულების 363-ე მუხლით და მიზანი იყო ის, რომ ზღვაზე გასასვლელი არმქონე ქვეყნისთვის მიენიჭებინათ სატრანსპორტო ადგილი, რათა მდინარიდან დატვირთულ გემებს ზღვაში გასვლა შესძლებოდათ. ტერიტორია გერმანიას 2028 წელს უბრუნდება.
ჩეხეთის რესპუბლიკა ძირითადად ხასიათდება კონტინენტური კლიმატით, თბილი ზაფხულითა და ცივი, მოღრუბლული და თოვლიანი ზამთრით. გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ტემპერატურის სხვაობა ზაფხულსა და ზამთარში საკმაოდ მაღალია.[12]
სიმაღლის მიხედვით, ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე ვხვდებით განსვავებულ ტემპერატურას. ზოგადად, უფრო მაღალ სიმაღლეებზე ტემპერატურა მცირდება და ნალექი იზრდება. ჩეხეთის ყველაზე სველი ნაწილი არის ბალი პოტოკის მიმდებარე ტერიტორია, ხოლო ყველაზე მშრალი ნაწილი - პრაღის უკიდურეს სამხრეთით მდებარე ლოუნის რაიონი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მთების განაწილება, რაც, შესაბამისად, იწვევს კლიმატის მრავალფეროვნებას ქვეყანაში.
ქვეყნის უმაღლეს წერტილზე, სნეზკაზე, საშუალო ტემპერატურა —0.4°C-ია, ხოლო ქვეყნის უდაბლეს ადგილზე - 10°C. ქვეყნის დედაქალაქი პრაღა მსგავსი საშუალო ტემპერატურით ხასიათდება, თუმცა მასზე გავლენას ახდენს ქალაქისთვის დამახასიათებელი (ურბანული) ფაქტორები.
ჩვეულებრივ, ყველაზე ცივი თვე იანვარია (შემდეგ მოსდევს თებერვალი და დეკემბერი). აღნიშნული თვეების განმავლობაში, მთებში ძირითადად თოვს; თოვლი აგრეთვე მოსალოდნელია დიდ ქალაქებსა და დაბლობებშიც. მარტში, აპრილსა და მაისში, ჩვეულებრივ, ტემპერატურა მაღალი სისწრაფით იმატებს, განსაკუთრებით აპრილში, როცა ტემპერატურა და ამინდი დღის განმავლობაში ხშირად იცვლება. გაზაფხულის პერიოდში, თოვლის დნობის გამო, მდინარეები შედარებით უხვწყლიანია.
ყველაზე ცხელი თვე ივლისია (შემდეგ მოსდევს აგვისტო და ივნისი). საშუალოდ, ზაფხულის ტემპერატურა 20-30°C-ია. ხასიათდება წვიმებითა და შტორმებით.
შემოდგომა ჩვეულებრივ იწყება სექტემბრით, რომელიც საკმაოდ თბილი და მშრალი თვეა. ოქტომბრის განმავლობაში ტემპერატურა 15 ან 10°C-მდე ეცემა. ამ პერიოდში ფოთლოვანი ტყეები ფოთოლცვენას იწყებენ. ნოემბრის ბოლოსკენ ტემპერატურა უკვე თითქმის ყინვის ნიშნულამდე მიდის.
ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რაც უდესმე აღუწერიათ, არის —42.9°C (დაფიქსირდა 1929 წელს, ჩესკე-ბუდეიოვიცეში), ხოლო ყველაზე მაღალი - 40.4°C (დაფიქსირდა 2012 წელს, დობრიჩოვში).[13] წვიმებს უმეტესად ზაფხულში ვხვდებით.
2015 წლის მონაცემებით, შობადობის საერთო მაჩვენებელი იყო 1.57 ბავშვი/ქალზე, რაც 2.1-ის მიხედვით ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში.[14] ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ხნიერი მოსახლეობა: საშუალო ასაკი 42.5 წელია.[15] 2013 წელს სიცოცხლის საშუალო ხანრგძლოვობა შეადგენდა 77.56 წელია (74.29 წელი კაცებში, ხოლო 81.01 წელი - ქალებში).[16] 2007 წელს ემიგრაციამ მოსახლეობა თითქმის 1%-ით გაზარდა. ჩეხეთში ემიგრაციით წლიურად დაახლოებით 77,000 ადამიანი შედის.[17] ვიეტნამელმა ემიგრანტებმა ჩეხეთის რესპუბლიკაში დასახლება დაიწყეს კომუნისტურ პერიოდში, როცა ისინი ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ ქვეყანაში სტუმრად მიიწვია.[18] 2009 წელს, ჩეხეთში დაახლოებით 90,000 ვიეტნამელი ცხოვრობდა.[19] თავიდან სტუმრად ჩამოსულ ვიეტნამელთა დიდმა ნაწილმა ქვეყანაში საცხოვრებლად დარჩენა გადაწყვიტა.[20]
2011 წლის აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, ეთნიკური შემადგენლობის მიხედვით ქვეყნის მოსახლეობა შემდეგნაირად ნაწილდება: ჩეხები (63.7%), მორავები (4.9%), სლოვაკები (1.4%), პოლონელები (0.4%), გერმანელები (0.2%) და სელიზიანები (0.1%). ვინაიდან გამოკითხვისას „ეროვნება“ არასავალდებულო გრაფა იყო, ხალხის დიდმა ნაწილმა (26.0%) ეს ველი ცარიელი დატოვა.[21] იგივე აღწერის მიხედვით, ჩეხეთის რესპუბლიკაში დაახლოებით 250,000 ბოშა ცხოვრობს.[22][23] ქვეყანაში პოლონელები ძირითადად ზოლზის რეგიონში ცხოვრობენ.[24]
ჩეხეთის სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, 2016 წელს ქვეყანაში ცხოვრობდა 496,413 (მოსახლეობის 4.5%) უცხოელი. მათ შორის უდიდეს საზოგადოებებს ქმნიან უკრაინული (22%), სლოვაკური (22%), ვიეტნამური (12%), რუსული (7%) და გერმანული (4%) ჯგუფები. უცხოელთა დიდი ნაწილი ცხოვრობს პრაღასა (37.3%) და ცენტრალური ბოჰემიის რეგიონში (13.2%).[25]
რელიგია
ჩეხეთის რესპუბლიკას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად რელიგიური მოსახლეობა ჰყავს; აქ მცხოვრებთა დაახლოებით 75%[26]-79%[27] მონაწილეობას არ იღებს რელიგიურ გამოკითხვებში, ხოლო ნამდვილ ათეისტთა წილით (30%) ჩეხეთი მხოლოდ ჩინეთსა (47%) და იაპონიას (31%) ჩამორჩება.[28] ჩეხ ხალხს ისტორიულად ახასიათებდნენ, როგორც „ტოლერანტებსა და რელიგიის მიმართ გულგრილებს“.[29]
2011 წლის გამოკითხვაში მოსახლეობის 34%-მა განაცხადა, რომ აქ იყო რელიგიის მიმდევარი; 10% კათოლიკე იყო, 0.8% - პროტესტანტი. მოსახლეობის 45%-მა არ უპასუხა კითხვას, თუ რომელ რელიგიას აღიარებდა იგი.[30] 1991 წლიდან 2001 წლამდე და შემდეგ 2011 წლამდე კათოლიციზმის მიმდევრები შემცირდა ჯერ 39%-დან 27%-მდე, შემდეგ კი 10%-მდე;[31] სავარაუდოდ, მუსლიმი მოსახლეობა 20,000-ს შეადგენს, რაც ჩეხეთის მოსახლეობის 0.2%-ია.[32]
განათლება
ჩეხეთში სავალდებულო განათლება მოიცავს 9 წელს; შემდეგ მოქალაქეებს საშუალება აქვთ მიიღონ უმაღლესი განათლება უფასოდ (განათლების მიღების საშუალო დრო 13.1 წელია).[33] გარდა ამისა, ჩეხეთის რესპუბლიკას, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქვს უფრო თანაბარი საგანმანათლებლო სისტემა.[33]კარლის უნივერსიტეტი, რომელიც 1348 წელს დაარსდა, იყო პირველი უნივერსიტეტი ცენტრალურ ევროპაში. ქვეყანაში სხვა ძირითად უნივერსიტეტებში შედის: მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი, პალასკის უნივერსიტეტი, საშემსრულებლო ხელოვნების აკადემია და ეკონომიკის უნივერსიტეტი.
მუსიკა ჩეხეთის რესპუბლიკაში უკვე 1000 წელზე მეტია არსებობს, რომელიც მოდის X საუკუნის ბოლოდან. ტრადიციური ფოლკლორული მუსიკა ბოჰემიის, მორავიის და სილესიასი ითვლება უმაღლესი კულტურის კლასიკურ მუსიკად. ცნობილი ჩეხი კომპოზიტორები არიან: ადამ მიჩნა, ჟან დისმასი ზელენკა, იოსეფ მისლივეჩეკი, ბედრიხ სმეტანა, ლეოს იანაჩეკი, ანტონინ დვორაკი, იოსეფ სუკი, ბოჰუსლავ მატინუ, ერვინ შულჰოფი და პეტრ ებენი. ყველაზე ცნობილი მუსიკალური ფესტივალია - გაზაფხული პრაღაში, რომელიც 1946 წლიდან მოყოლებული ტარდება.
თეატრი
ჩეხეთის რესპუბლიკის თეატრს მდიდარი ტრადიციები აქვს მოყოლებული შუა საუკუნეებიდან. XIX საუკუნეში, ქვეყნის გამოღვიძებისთვის მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თეატრმა და ასევე შემდგომ პერიოდში, სადაც XX საუკუნეში გახდა მოდერნიზებული ევროპული თეატრის ნაწილი.
სპორტი
სპორტული ცხოვრება არის ბევრი ჩეხი მცხოვრების ნაწილი, რომელიც ძირითადად ქომაგობაში გამოიხატება. ორი ძირითადი სპორტი არის გამორჩეული ჩეხეთის რესპუბლიკაში - ფეხბურთი და ყინულის ჰოკეი, სადაც ორივე მათგანს ააქვს უმაღლესი და ამავე დროს თანაბარი დასწრება სტადიონებზე, ასევე მედიის ერთნაირი ყურადღება. ჩოგბურთი ასევე დიდი ყურადღების ცენტრშია ჩეხეთის რესპუბლიკაში. ასევე ბევრი სხვა სპორტის სახეობაა ჩეხეთში ნორმალურ დონეზე განვითარებული: კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი. ჩეხეთის ყინულის ჰოკეის ნაკრებმა მოიგო ოქროს მედალი 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ასევე ნაკრებმა შეძლო 6 მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, მათ შორის 1999-2001 წლებში გადაბმულად.
სპორტი ერთ-ერთ პატრიოტიზმის ნიშანია ჩეხეთში, სადაც ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე ემზადებიან. ივენთებში იგულისხმება: მსოფლიო ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიშო, ოლიმპიური თამაშები ყინულის ჰოკეიში, უეფას ჩემპიონთა თასი, ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი. ყურადღება ძირითადად მაინც გადანაწილებულია ყინულის ჰოკეიზე და ფეხბურთზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნაკრები ფეხბურთში მის მეტოქე გერმანიას ან ჰოლანდიის ნაკრებს ხვდება, ასევე რუსეთის, ფინეთის, შვედეთის, ამერიკის ან კანადის ნაკრებს ხვდება ყინულის ჰოკეიში, ასევე სლოვაკეთის ნაკრებთან ორივე სპორტში. თამაშები კი გერმანიასა და რუსეთს შორის, დამატებით მეტოქეობის ელემენტებს ასევე ისტორიული პოლიტიკური მხარეებითაც ატარებს.
↑Mlsna, Petr; Šlehofer, F.; Urban, D.. The Path of Czech Constitutionality Czech, English. 1st edition გვ. 10–11. Úřad Vlády České Republiky (The Office of the Government of the Czech Republic) (2010). ციტირების თარიღი: 31 October 2012.
↑Čumlivski, Denko. (2012)800 let Zlaté buly sicilské czech. National Archives of the Czech Republic (Národní Archiv České Republiky). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 November 2012. ციტირების თარიღი: 31 October 2012.
↑NÁBOŽENSKÁ VÍRA OBYVATEL PODLE VÝSLEDKŮ SČÍTÁNÍ LIDU. Czech Statistical Office (27 February 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2018. ციტატა: „Chapter 1. "Změny struktury obyvatel podle náboženské víry v letech 1991, 2001 a 2011"; table "Struktura obyvatel podle náboženské víry (náboženského vyznání) v letech 1991 - 2011": believers 20,8%; non-believers 34,5%; no declared religion 44,7%“ ციტირების თარიღი: 27 December 2017.
1 მთლიანად აზიაში, მაგრამ კულტურულ-პოლიტიკური კავშირები აქვს ევროპასთან. 2ქვეყნების დიდი ნაწილი აზიაშია. 3აქვს დამოკიდებული და მსგავსი ტერიტორიები ევროპის გარეთ